- რაც უფრო გვიან ბრუნდები სახლში, მით უფრო უხარია შენი დაბრუნება ძაღლს.
- ძაღლს არ წყინს როცა მისი სახელი სხვა ძაღლის სახელში გეშლება.
- ძაღლი არაა წინააღმდეგი, თუ სახლში შენს მყრალ წინდებს მიმოფანტავ, პირიქით მოეწონება კიდეც.
- ძაღლის მშობლები არასდროს გსტუმრობენ.
- ძაღლი არაა წინააღმდეგი, თუ შენ ხმას აიმაღლებ რათა მას რაიმეს კეთება აუძულო.
- არ გიწევს უსასრულოდ ლოდინი, სანამ ძაღლი გაემზადება სახლიდან გასასვლელად, ის 24 საათი სულ ფორმაშია ამისთვის.
- შენ ძაღლს მთვრალი არანაკლებ მოსწონხარ, ვიდრე ფხიზელი.
- ძაღლს უყვარს სანადიროდ და სათევზაოდ სიარული.
- ძაღლი არ გაგაღვიძებს ღამით იმისათვის რომ გკითხოს: "მე რომ მოვკვდები შენ ახალ ძაღლს მოიყვან?".
- როდესაც ძაღლს გაუჩნდება ლეკვები, შენ შეგიძლია გაზეთში განცხადება გააკეთო და ისინი ახალ პატრონს მიაბარო.
- ძაღლი შეგაბმევინებს ყელსაბამს და ის ამისათვის არ გიწოდებს გარყვნილს.
- თუ ძაღლი მიხვდება რომ სხვა ძაღლის სუნი აგდის, ის ამის გამო სცენებს არ მოგიწყობს, პირიქით ეს მისთვის საინტერესოც იქნება.
- თუ ძაღლი გაიქცევა შენგან, შენი ქონების ნახევარს მაინც არ წაიღებს.
თარგმნილია რუსული საიტიდან