Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43024 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰერეთი

 

ea22ee3fa9b8.jpg

 

 

 

-აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.

 

1n46b.jpg

 

 

 

 

 

14.jpg

 

 

 

 

 

საინგილო, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, თანამედროვე აზერბაიჯანში. მოიცავს ბელაქნის, ზაქათალისა დაკახის რაიონების ტერიტორიას. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”.

საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუს დასაწყისში ადმინისტრაციულად მაჭის საერისთავოს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა კახეთის სამეფოშიოსმალეთისა დასპარსეთის გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარიელი ლეკები. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და გამაჰმადიანება. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარიბელაქანიკატეხითალამუხახიჯინიხი) და წახურელები
 
(წახურიელისუსუვაგილო და ყარადულაკი) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, მის ბაზაზე კი 1840 - ბელაქნის მაზრა, რომელიც ადმინისტრაციულად საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი ზაქათალის ოკრუგად იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა სამურის ოკრუგს. 1921 წლიდან აზერბაიჯანის სსრ ფარგლებშია.
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
lagodekhipa.jpg

 

 

istoriuli mimoxilva

ისტორიული  ჰერეთის   ტერიტორიაზე, თანამედროვე  კახის  რაიონული  ცენტრიდან  ორი  კილომეტრის  მოშორებით, მდინარე  ქურმუხის  ხეობაში    მდებარეობს   ქურმუხის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესია, რომელსაც  ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობისათვის  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს. ქართულ  და  უცხოურ  საისტორიო  წყაროებში    ტაძრის  აშენების  ზუსტი  თარიღი  ცნობილი  არ  არის.
თანამედროვე  ისტორიოგრაფიაში   ქურმუხის  ეკლესიის   აშენების, აღმშენებლის  და  დათარიღების  შესახებ  განსხვავებული   მოსაზრებები  არსებობს. 
ქართულ  საისტორიო  წყაროებში ქურმუხის  ეკლესია   პირველად  მოხსენიებულია  ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310  წლით  დათარიღებულ  მინაწერში. ამ  წყაროში   აღწერილია   საქართველოს  კათოლიკოს -პატრიარქ  ექვთიმეს მის  იურისდიქციაში  მყოფ   სხვადასხვა  ეპარქიაში   მოგზაურობა, მათ  შორის   გიშ-ქურმუხის   ეპარქიაშიც.  აღნიშნული  მოგზაურობის  დროს  პატრიარქმა  ექვთიმემ   მოინახულა  გიშ-ქურმუხის   ეპარქიის  ეკლესიები  და   ქურმუხის  მთავარეპისკოპოსს   კირილე  დონაურს   ყველა  ეკლესიისთვის  სახარების  გადაწერინება  დაავალა. როგორც  ვხედავთ  წყაროში  მოხსენიებულია  გიშ-ქურმუხის  მთავარეპისკოპოსი, რაც  იმას  ნიშნავს, რომ  ქურმუხის  ეკლესია   აღნიშნულ  პერიოდშიც  და  შემდგომ  საუკუნეებშიც  ერთ-ერთი  საეპისკოპოსო  კათედრა  იყო. ქურმუხის  ტაძრის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  წყალგაყვანილობის ძველი  სისტემა შეინიშნება. ეს ფაქტი  იმაზე  მეტყველებს, რომ  აქ  მონასტერი  იყო  და  ბერები  ცხოვრობდნენ. სხვა  შემთხვევაში  მთაში, საკმაოდ  რთულ  ადგილას  სასმელი  წყლის  გაყვანა აუცილებელი  არ  იქნებოდა. წყალგაყვანილობის სისტემის  მოშლა ქურმუხის  ტაძრის, როგორც  საეპისკოპოსო  კათედრის და  მონასტრის  ფუნქციის  დაკარგვამ  გამოიწვია, რაც  კახეთში  შაჰ–აბასის  1614–1617 წლებში  გამანადგურებელი შემოსევით და შემდგომ  შეცვლილი პოლიტიკური ვითარებით  იყო  გამოწვეული.

hereti3.jpg
ლიტერატურის   ისტორიის   ცნობილი   ქართველი     მკვლევრის  ვ. კოტეტიშვილის  აზრით,   ქურმუხის  ეტიმოლოგია  მუხის კულტთან  არის დაკავშირებული: „მუხის თაყვანისცემა“  ბევრგან  იყო  გავრცელებული. „მუხის  ანგელოზი“  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში  დღესაც   იხსენიება, განსაკუთრებით   კახეთში, ფშავ–ხევსურეთში, ქართლის  ყრუ  ადგილებში  და  ჯავახეთში, გარე  კახეთში. ქურმუხის  ეკლესიის  მიმდებარე  ტერიტორიაზე   დღესაც  არსებული  მუხის  ხეები   იმაზე მიგვანიშნებს, რომ  ქრისტიანობამდე   ამ    ადგილს  საკულტო  დანიშნულება ჰქონდა  და  მუხას  სცემდნენ  თაყვანს. როგორც  საქართველოს  სხვა  კუთხეებში, ქრისტიანობის  გავრცელების  შემდეგ  მუხის  საკულტო  ადგილზე  ყველგან  ღვთისმშობლისა  და  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესიები  შენდებოდა. ქურმუხის ეკლესიის აშენებაც  აღნიშნულ  მოვლენასთან  არის  დაკავშირებული. ამ   მოსაზრების  ჭეშმარიტებას მოწმობს  ის  ფაქტიც, რომ ტაძარი ჯერ  ღვთისმშობლის, შემდგომში  კი წმინდა  გიორგის  სახელობის იყო.   ქურმუხის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  არსებული მუხის ტყე   და ადგილობრივი ქართველების   ხალხურ  მეხსიერებაში  ღვთისმშობლისა  და  წმინდა  გიორგის  შესახებ შემორჩენილი  ლეგენდა–თქმულებებიც  ამაზე  მეტყველებს. 

 

 

1000000000000000.jpg

ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ  ცნობა  შემონახულია  VIII  საუკუნის  ანონიმურ  მატიანეში, რომელიც  ჩართულია  ჯუანშერის  ქრონიკაში. ამ  ცნობის  თანახმად, ჰერეთის  აღმოსავლეთი  ნაწილი  შაქი  ანუ  შაკიხი   VIII  საუკუნის  შუა  ხანებში  ქართლის  ხელისუფალთა  მფლობელობის  ქვეშ  არის  მოქცეული. აქ  მოღვაწეობს  ქართლის  ერისმთავარი  არჩილი. ანონიმური  მატიანე  არჩილის  წუქეთში  მოღვაწეობის  შესახებ  წერს: „ არჩილ  დაჯდა  წუქეთს  და  აღაშენა  კასრი“. კასრის  ეკლესიის  ნანგრევები  დღემდე  შემორჩენილია. იგი  მდებარეობს  კახის  რაიონში, საყარაულოს  მთაზე. მანვე  „ აღაშენა  ციხე – ქალაქი  ნუხპატს – ორთა  წყალთა  შუა“. მონღოლების  მიერ  საქართველოს დაპყრობამდე  გიშის  საეპისკოპოსო  კათედრა  მხოლოდ  გიშში  იყო, როდესაც  მონღოლებმა  ეს  მხარე  დაიპყრეს  და  დასახლდნენ, მაშინ  „მთავარეპოსკოპოსთაც  თავისი   კათედრა  გადმოუტანიათ  სოფელ  კაკში, ქურმუხის  წმინდა  გიორგის  ეკლესიაზე, რის  გამო  ისინი  იწოდებოდნენ  ხან  გიშელ–ქურმუხელ   მთავარეპისკოპოსად, ხან  ქურმუხელ–გიშელად“.
დიდი  ზეწოლისა  და   საფრთხის  მიუხედავად  ადგილობრივი   ქართველები  ფარულად  ყოველთვის   ქრისტიანები  იყვნენ.   1860  წელს   „კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის   აღმდგენი  საზოგადოების“  წარმატებული  მისიონერული მოღვაწეობა  ზაქათალის  ოლქში.    1860–1863  წლებში  ზაქათალის  ოლქში   მართლმადიდებლურ  სარწმუნოებაზე კვლავ   მოქცეულთა   რიცხვმა   20  ათასს   მიაღწია. როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ფარულად ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. აღნიშნული საზოგადოების აქტიურმა მხარდაჭერამ და  მფარველობამ ხელი შეუწყო    ღიად  ეღიარებინათ   მართლმადიდებლობა.

 

ზაქათალის   ოლქში   აღნიშნულმა   საზოგადოებამ,  ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობის  მხარდაჭერით   აღადგინა  და  ააშენა   რამდენიმე  ეკლესია, რომელთა შორის   ერთ–ერთი  ქურმუხის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ტაძარი იყო.  აღნიშნული  ეკლესიის  აღდგენა   მკვიდრი ქართველების  დიდი  ხნის  სურვილი  იყო. ისინი   გარკვეული  დროის განმავლობაში    ტაძრის  აღსადგენად  ფულს  აგროვებდნენ, შეგროვილი  თანხა  600  მანეთზე  მეტი და  შემომწირველთა  სია      მღვდელ  მიხეილ  ყულოშვილთან ინახებოდა. ეს  მნიშვნელოვანი  დოკუმენტი   სამწუხაროდ  დაკარგულად  ითვლება. მოსახლეობის  მიერ  შეგროვილი  თანხის  გარდა   კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენმა  საზოგადოებამ  ტაძრის  აღსადგენად   3000  რუბლი  გამოყო. ეკლესიის  აღდგენის   პროექტი  შეადგინა   დასახელებული  ორგანიზაციის   არქიტექტორმა  ბილფელდმა. საქართველოს   ცენტრალურ  სახელმწიფო  საისტორიო არქივში  დაცულია  ქურმუხის   ეკლესიის   აღდგენასთან  დაკავშირებული  ყველა  მნიშვნელოვანი  დოკუმენტი. ტაძრის  აღდგენით  სამუშაოებზე  კონტროლი     საზოგადოების   ინსპექტორს   მისიონერ    ლეონიდ  ოქროპირიძეს დაევალა. ეკლესიის  მშენებლობა     1891  წელს  დაიწყო  და  1894  წელს  დასრულდა.
ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობისათვის  ქურმუხის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესიას  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს. მიუხედავად  ამისა, ტაძარი   დღეს  უმოქმედოა. გიორგობის  დღესასწაულის  გარდა, ადგილობრივ  ქართველებს სხვა  დროს    უფლება  არა  აქვთ  ამ  ეკლესიაში  წირვა–ლოცვა  აღავლინონ.

 

post-69-1335036408.jpg

 

2004–2005  წლებში აზერბაიჯანის  კულტურის  სამინისტრომ  ქურმუხის  ტაძარს  სარესტავრაციო  სამუშაოები  ჩაუტარა. აღდგენილ  იქნა  ტაძრის  დამახინჯებული  გუმბათი, რესტავრაცია  გაუკეთდა ფანჯრებს, კედლებს  და  კარებს. ამ  დროს  მოხდა მნიშვნელოვანი  ფაქტი: რეტავრაციის  დაწყებამდე ტაძრის  გუმბათიდან  ჯვარი  ჩამოიღეს, რომელიც  აღდგენითი  სამუშაოების  დასრულების  შემდეგ  კვლავ  უნდა  აღმართულიყო, მაგრამ  რაიონის  ძეგლთა  დაცვის  ხელმძღვანელობამ ჯვრის  აღმართვაზე  უარი  თქვა. რამაც, ადგილობრივი  ქართველი მოსახლეობის  აღშფოთება  გამოიწვია. რამდენიმე  დღიანი  საპროტესტო  აქციის  შემდეგ  მართლმადიდებელმა  მოსახლეობამ ქურმუხის  ტაძარზე  საკუთარი  ძალებით  ჯვრის  აღმართვა მოახერხეს.
2005  წლის  ივლისში  აზერბაიჯანის  პრეზიდენტს  ბ–ნ ილჰამ  ალიევს  და  კულტურის  მინისტრს  ბ–ნ ფოლად  ბულბულოღლის ადგილობრივმა  მართლმადიდებელმა  მოსახლეობამ 1200 კაციანი  ხელმოწერით მიმართვა გაუგზავნა. ისინი    ქურმუხისა და  ალავერდის  ეკლესიებში წირვა–ლოცვის აღვლენის  ნებართვას  ითხოვდნენ, რაც  მათი  კონსტიტუციური  უფლებაა. ეს მიმართვები განხილულ  იქნა აზერბაიჯანის კულტურის  სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილებაში. მათი  პასუხი ადგილობრივი ქართველი  მოსახლეობისათვის შეურაცმყოფელი იყო. ისინი  ქურმუხის ტაძარს  „ალბანურ ფირს“ უწოდებენ.     იმავე  დროს  რაიონის  გამგეობამ გაავრცელა  ინფორმაცია ეკლესიის კონსერვაციისა და  მუზეუმად  გადაკეთების აუცილებლობის შესახებ. ეს  ადგილობრივ რაიონულ  გაზეთ შელალეში დაიბეჭდა. (შელალე, 2005, 17 სექტემბერი).
2006  წლის  სექტემბერში   აზერბაიჯანის   კულტურის  სამინისტრომ  საქართველოს   კულტურის  სამინისტროსთან   და  საპატრიარქოსთან  შეთანხმების  გარეშე   ქურმუხის  წმინდა  გიორგის  ტაძრის  ტერიტორიაზე არქეოლოგიური  გათხრები  დაიწყო. გათხრილ  იქნა  ტაძრის  საძირკველი, დაახლოებით  ერთ   მეტრ  სიღრმეზე  და  ხუთ  მეტრ სიგრძეზე. აღნიშნული   არქეოლოგიური  გათხრების  დეტალური   ანგარიში   არ  არის  გამოქვეყნებული. გათხრების  შედეგად  „ცნობილი“ გახდა, რომ   ტაძარი   VIII  საუკუნემდე  მოქმედი  იყო.   ჩვენ    ქართულ  და  უცხოურ  წერილობით  წყაროებზე  დაყრდნობით   დავასაბუთეთ, რომ   აღნიშნული  დასკვნა  სინამდვილეს  არ  შეესაბამება.
ქურმუხის  ტაძარს   ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობისთვის  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს. სამწუხაროდ,  მართლმადიდებელი  მოსახლეობის   სურვილის  მიუხედავად   დღემდე წირვა–ლოცვის  აღვლენა  იკრძალება.

 

 

 

ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ილია ადამია – „ქართული ხალხური ხურითმოძღვრება“, წიგნი მესამე, საინგილო, 1979წ.
2. გიორგი მარჯანიშვილი –  „ჰერეთი“.
3. მაია ბარიხაშვილი, თემურ ტარტარაშვილი – „ქურმუხის ეკლესია, ძველი და თანამედროვე ვითარება“.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43024 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი არ მოვინახულოთ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43024 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარე, გმირული წარსულით და უჯიგრესი ხალხით.

:good:  :bravo:  :beer:  :ki:  :goood:  :* 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვაა ჰერეთი მართლა აგარი მხარეა...

თან ჰერეთელიბი მაგრა აფასებენ თავიანთ წარსულს....



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43024 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართლა მაგარია. შეყვარებული ვარ ამ მხარეში რა... :*


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2729 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ულამაზესი და არაჩვეულებრივი მხარეა.


          DUDU

          LEGION.GE


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2729 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ისინი  ქურმუხის ტაძარს  „ალბანურ ფირს“ უწოდებენ.  

 

ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

 

მართლმადიდებელი  მოსახლეობის   სურვილის  მიუხედავად   დღემდე წირვა–ლოცვის  აღვლენა  იკრძალება.

 

სირცხვილია.და იმის მაგივრად ასეთ საკითხებს მივხედოთ,ჩვენი მთავრობა და კანაფისა და ელჯიბიტების პოპულარიზიციით არის დაკავებული.მიმიფურთხებია ასეთი მთავრიბისათვის


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?