Jump to content

ათი სარეკლამო კამპანია, რომელმაც ადამიანები შოკში ჩააგდო

რეკლამა. შოკი. კრეატივი

ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ათი სარეკლამო კამპანია, რომელმაც ადამიანები შოკში ჩააგდო
 

2014051309493537332.jpg

ამოთხრილი თვალი, სანტა-კლაუსის მოჭრილი თავი, ძროხის სექსუალური მოწველა და კიდევ უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რეკლამის მკეთებლები საბოლოოდ შეიშალნენ ჭკუიდან და ნამუსი სულ დაკარგეს. მინდა ამ პოსტში წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ასეთი რეკლამის ნიმუში.

ბრიტანელი ნაყინის მწარმოებელი Antonio Federici თავისი სარეკლამო კამპანიის სლოგანით “ნაყინი-ეს ჩვენი რელიგიაა” ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში მისი რეკლამების აკრძალვის გამო, რომელიც მორწმუნეების ნერვებზე მოქმედებდა: თავიდან იყო ფეხმძიმე მონაზონი, შემდეგ მონაზვნისა და მღვდლის კოცნა და ბოლოს…აი ეს “შედევრი”.

2014051309462837332.jpg

თურქული კომპანიის Pilates with Gerda რეკლამა სლოგანით:” ძალიან ბევრ რამეს ატარებთ თან? “- ითვლება წარმატებული შოკის მაგალითად. ფიტნეს-ცენტრები ნელ-ნელა იშორებენ სტერეოტიპებს და ყველანაირად ცდილობენ კრეატიულები იყვნენ რეკლამის საქმეში. მუცელი მძიმე ჩანთის სახით, რომლის მოცილებაც აუცილებელია-არც თუ ისე ცუდი სარეკლამო ფოტოა.

2014051309474037332.jpg

ეს არის სკანდალური ფოტოგრაფის ტერი რიჩარდსონის ნამუშევარი მოდური პროვოკაციული მარკისათვის Sisley. კამპანიის საფუძველია თითქოსდა ცხოვრებიდან ამოჭრილი კადრები. ახალგაზრდობა ამ რეკლამების ფოტოებზე დაკავებულია სხვადასხვა უწყინარი საქმით: კოტრიალობენ მინდორზე, ჭამენ ბანანს, წუწნიან ჩუპა-ჩუპსსს ან როგორც ამ ფოტოზეა ნაჩვენები, გოგონა უბრალოდ “სვამს” რძეს.

2014051309482437332.jpg

აჩვენო სხეულის რომელიმე დამახინჯებული ნაწილი ან ამოთხრილი თვალი-ესეც ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ხერხია. ეს არც ლინზების და არც ვიდეოსაიტების რეკლამაა, ესაა ვასაბი Mama Itos-ის რეკლამა.

2014051309484737332.jpg

United Colors of Benetton-ის მორიგი ცნობილი მანიფესტი რასიზმის წინააღმდეგ:კომპანიამ ჩათვალა, რომ სხვადასხვა ფერის კანის მქონე ადამიანების კოცნა და ჩახუტება უკვე მოძველებული მეთოდია და უკვე შინაგან ორგანოებზე გადავიდა.

 

2014051309493537332.jpg

ეს კი მოდური მარკის American Apparel-ის კიდევ ერთი სკანდალური რეკლამაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას მუდმივად უხდება სასამართლოში სიარული სექსის და სექსუალური პროვოკაციების ჩვენებისათვის, ამან რეკლამის მესვეურები სულაც არ შეაშინა. ეს ფოტო მათი უკანასკნელი ნამუშევარია.

2014051309500537332.jpg

კეთილი მიზნებისათვის სანტა-კლაუსისთვისაც შესაძლებლია თავის მოჭრა-ასე თვლიან მილანის სარეკლამო სააგენტოს «Milc»-ის კრეატიულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

2014051309503237332.jpg

როგორც წესი, ქსელი DIY ამგვარი რეკლამით ნაკლებად ანებივრებს მყიდველებს. მაგრამ ეს რეკლამა გამონაკლისია. როცა ჩაქუჩებით ვაჭრობ, ძალზე იოლია ჯოხის გადატეხვა. ამ რეკლამაში მისმა ავტორებმა აიღეს ანეგდოტური სიტუაცია სლოგანით :”ჯობია ეს შენ თვითონ გააკეთო”.

2014051309510237332.jpg

ტელეარხი 13th Stree, რომელიც სპეციალიზირდება საშინელებაათა ჟანრის ფილმებზე, თავისი სისხლიანი რეკლამებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. აი მათი ბოლო “შედევრი”.

2014051309512937332.jpg

საფოსტო სამსახურსაც კი შეუძლია თურმე, რომ შიშველი სხეული გვაჩვენოს. ამ მხრივ Deutsche Post პირდაპირი გზით წავიდა და პირდაპირ “ჩატენა” ადამიანის ტორსში საფოსტო ყუთი.

2014051309514937332.jpg

წყარო : intermedia.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა დაამატეთ თქვენც


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

1. ამ გასაოცარმა ფოტომ Kim Henskemp-ს მოუტანა გამარჯვება iPhone Photography Awards 2013-ში.

2014051312432136558.jpg

2014051312461436558.jpg



6. ფოტო ასევე Michael Christopher Brown-ის კოლექციიდან, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ პროვინციაში გადაიღო.

2014051314411636558.jpg




7. Marketa Pfleger-მა ამ ფოტოსთვის, რომელსაც "ცხოვრების წესი" ეწოდა "მოსამართლეთა" კატეგორიაში მაღალი ქულები მიიღო iPhone Photography Awards 2013-ში.

2014051314443636558.jpg





8. მულტიმედიურმა ჟურნალისტმა Richard Kochi Hernandez-მა დრამატიზმით სავსე შავ-თეთრი ფოტოსთვის მოიპოვა ფართო მოწონება.

2014051314472336558.jpg

2014051314500236558.jpg




 

2014051314521236558.jpg



 

2014051314533236558.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

თაზოს პოსტი საინტერესოა :bravo: ,მაგრამ ამავე დროს ჩემი აზრით სარეკლამოების მინუსია.ან უბრალოდ ჩვენთვის არის უჩვეულო და ტავის ქვეყნებსი აბსოლიტურად მიღებული,მაგრამ მაინც არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს.მეორე პოსტი უკვე სნიაარსობრივად საინტერესოა  :good: .


დუდუ

LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

შოკში ჩააგდო კი არა სულ კომბლებიანი ვანო (მერაბოღლუ) ძია , უპს ვანო ძია კი არა თემური ძია უნდათ მაგათ

 


ჩამსწორებელი Panteleimon, 27 September 2018 - 11:34 AM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

    რა კაცია თემურა, სულ ქალაქ გარეთ დაყავდა ხოლმე მომიტინგეები :0024: , მაგრათ ეკაიფებოდა ხალხს :0024:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

    რა კაცია თემურა, სულ ქალაქ გარეთ დაყავდა ხოლმე მომიტინგეები :0024: , მაგრათ ეკაიფებოდა ხალხს :0024:

აბა აიწიე და მანახე !!  :D  - მაგარი გიჟი კაცია


legion.ge-837-1527156940.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

აბა აიწიე და მანახე !!  :D  - მაგარი გიჟი კაცია

. უბედური ენის პატრონია, სუ კაიფობს თავის დღე და მოსწრება :)





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?