Jump to content


ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა უნდა იცოდეს ლეკვის პატრონმა

 

labrador_uhod.jpg
რა უნდა იცოდეს ლეკვის პატრონმა

რა უნდა იცოდეს ლეკვის პატრონმა, რომ დაიცვას ლეკვი ყველაზე გავრცელებული დაავადებებისგან.

პაროვირუსული ენტერიტი
პაროვირუსული ენტერიტი - ძირითადად ლეკვების დაავადებაა. ხასიათდება ღებინებით და ფაღარათით, კუჭ-ნაწლავის

სისხლმდენი ანთებით, გაუწყლოვანებით, მიოკარდიუმის დაზიანებით. მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში სწრაფი სიკვდილით მთავრდება.

დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც განეკუთვნება Parvoviridae-ს ჯგუფს. ეს ვირუსი საკმაოდ გამძლეა ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედების მიმართ. ამ დაავადებით ავადდება ძაღლის ყველა ჯიში, განსაკუთრებით ლეკვები 1-5 თვის ასაკში. დაავადების წყაროდ ითვლება ავადმყოფი ან ვირუსისმატარებელი ძაღლი. ვირუსი გამოიყოფა განავალთან ან ნაღებინებ მასასთან ერთად. ჯანმრთელი ძაღლის დასნეულება ხდება მისი ინფიცირებულ ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად. დაავადება ადვილად ვრცელდაბა იმ ძაღლებში, რომლებსაც მოვლის ცუდ პირობები აქვთ.
ვირუსი აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, შემდეგ ვრცელდება მთელს ორგანიზმში და აზიანებს პარენქიმატოზულ ორგანოებს. 4-5 კვირის ლეკვებში ვითარდება მიოკარდიტი. ინკუბაციური პერიოდი 10 დღემდეა. როგორც წესი დაავადება მიმდინარეობს მწვავედ გასტროენტერიტის ნიშნებით.

დაავადების დამახასიათებელი ნიშნები:

პირველი ძირითადი ნიშანი ღებინებაა, რომელიც გრძელდება გამოჯანმრთელებამდე (ან სიკვდილამდე). თავიდან ძაღლი აღებინებს კუჭში მყოფ საჭმლის მასას, შემდეგ ამოდის მოყვითალო ელფერის ლორწო. ღებინება საკმაოდ ხშირია. 30-40 წუთის შემდეგ იწყება დიარეა, რომელიც შეიძლება პირველივე დღეს არ გამოვლინდეს. განავალი ამ დროს არის სისხლნარევი, რუხი ან ჟანგისფერი. ტემპერეტურა მატულობს, შესაძლოა უმნიშვნელოდაც. თუ ვითარდება მიოკარდიტი აღენიშნება ქოშინი.
აღსანიშნავია, რომ პაროვირუსული ენტერიტის ერთერთი უმძიმესი შედეგი არის გაუწყლოვანება, რომელიც კომპენსაციის არქონის შემთხვევაში შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მძიმე და ძნელად სამკურნალო დაავადების აცილებაში აქვს მის

პროფილაქტიკას:

1) ლეკვს სანამ ჩაუტარდება აცრები, უნდა იყოს იზოლირებული გარემოსგან(ქუჩა, მინდორი, ტყე...).
2) 6-7 კვირის ასაკიდან უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია(აცრა) არჩეული ვაქცინის შესაბამისი ინსტრუქციით.
ასეთ იმუნიზაციას ეწოდება აქტიური იმუნიზაცია (იმუნიზაციის წინ აუცილებელია ჩატარდეს დეჰელმინთიზაცია, ანუ უნდა დავალევინოთ ჭიის წამალი).
3) დაავადების შეყრის მაღალი ალბათობის შემთხვევაში ტარდება პასიური ინუნიზაცია, ანუ უკეთდება შრატი.
აქტიური იმუნიზაცია(ვაქცინის გაკეთება) იწყება 2 კვირაში შრატის გაკეთების დღიდან.

თუ ლეკვს შეამჩნიეთ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ან თვლით რომ არის ლეკვის დაავადების
საშიშროება, დროულად მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. ამ შემთხვევაში გაზრდით თქვენი ლეკვის გადარჩენის ალბათობას.


რუბრიკას უძღვება ექიმი-ვეტერინარი პაატა ჩხეიძე.

წყარო: hunters.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მირზა გადაიკითხე ბაბუ ეს სტატია.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბელა ეს სიმპტომატიკა ხომ არ აქვს შენს ლეკვს?

 

 

დაავადების დამახასიათებელი ნიშნები:

პირველი ძირითადი ნიშანი ღებინებაა, რომელიც გრძელდება გამოჯანმრთელებამდე (ან სიკვდილამდე). თავიდან ძაღლი აღებინებს კუჭში მყოფ საჭმლის მასას, შემდეგ ამოდის მოყვითალო ელფერის ლორწო. ღებინება საკმაოდ ხშირია. 30-40 წუთის შემდეგ იწყება დიარეა, რომელიც შეიძლება პირველივე დღეს არ გამოვლინდეს. განავალი ამ დროს არის სისხლნარევი, რუხი ან ჟანგისფერი. ტემპერეტურა მატულობს, შესაძლოა უმნიშვნელოდაც. თუ ვითარდება მიოკარდიტი აღენიშნება ქოშინი.
აღსანიშნავია, რომ პაროვირუსული ენტერიტის ერთერთი უმძიმესი შედეგი არის გაუწყლოვანება, რომელიც კომპენსაციის არქონის შემთხვევაში შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მძიმე და ძნელად სამკურნალო დაავადების აცილებაში აქვს მის პროფილაქტიკას


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბელაააა სა ხარ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tatia

tatia

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

გამარჯობათ, გერმანული იაგდტერიერი მყავს, დაახლოებით 3 თვისაა, აცრილი არ არის ჯერ, სახლში მყავს, ეზოში თითქმის ყოველ დღე ვუშვებდი, 2 დღეა რაც ცუდად გახდა, აღებინებს, სუსტადაა. ყოფილ ვეტერინარს ავუხსენი ძარლის მდგომარეობა და მითხრა ენტეროვირუსი აქვსო და მირჩია გისკან 5. ნემსი გავუკეთე, ამჟამად მარტო მაწონს ვაჭმევ.. იქნებ მირჩიოთ თქვენც რამე :(



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგესალმები თათია. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ ფორუმზე.

რახან ლეკვი აგიყვანია ...ცუგრიკებზე ცოდნის მინიმალური დონე დაგჭირდება და რიგი საკითხები გადაიკითხე. ვინაიდან ცოტა ავადმყოფობს , ეხლა ესენი გადაიკითხე ვეტერინარიის თემაა

https://legion.ge/in...ინარის-რჩევები/

რაც შეეხება ვეტერინერებს უნდა გყავდეს კარგი ვეყერინარი(თუ არ გყავს ჩვენ დაგაკონტაქტებთ) უნდა გაუხსნა კლინიკაში სამედიცინო პასპორტი. სადაც ასე ვთქვათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოყავთ აღლები. სადაც სეზონური აცრები, დისპანზერიზაცია და ა.შ მოახდენენ. ანუ ძაღლი უნდა იყოს კარგი ვეტერინარის (ყურადღებიანი და მცოდნე) ხელში და არაფერი პრობლემები აღარ შეგექმნება. ეს ნიშნავს რომ შენ კი არ უნდა დაუსვა კითხვები ექიმს არამედ ის გეტყვის როდის რა არის საჭირო და ა.შ.

მოგვიანებით შემოვლენ იაგების პატრონები და დაგელაპარაკებიან. სამო, მოჩვენება , ბიჭები. (შეგიძლია პირადშიც დაუმესიჯო) აუცილებლად მოგცემენ კარგ რჩევებს.

ისე კი გეტყვი წყალი (სუფთა) სულ უნდა ედგას ცუგრიკას.

პირველი და უტყუარი სიგნალი განგაშისადმი არის მომენტი , როდესაც ძაღლი რ სვამს წყალს. აი ამ დროს აუცილებლად დაუკავშირდი ან მიუყვანე ვეტერინარს. შეიძლება უხასიათოთ იყოს , საჭმელზეც უარი თქვას და ა.შ.   მაგრამ წყალს თუ არ სვამს , მაშინ კი სასწრაფოდ ვეტერინარი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kobavar

kobavar

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 59 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:saqartvelo

გამარჯობათ,ეხლა 25 ში გახდა ჩემი ლეკვი ერთი თვის დღეს (5.27.2015) პირველად დავალევინე ჭიის წამალი ჭიაზე ვამუშავებ ვაძლევ ერთი აბის მეოთხედს ანუ ოთხად რომ გადავტეხოთ.ათი დღის მერე კიდევ ერთი უნდა დავალევინო ანუ ოთხივე და რა მაინტერესებს არ დაუგვიანდება აცრა??



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2294 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

1 თვის ლეკვს წესით მარტო იმუნიტეტზე ცრიან :)  მე რა შემთხვევაც მქონია  , ისე ყველა ვეტექიმს სხვა და სხვა მეთოდებიაქ :) ზოგადად ჯობია მეგობარო მსგავსი თემები ვეტექიმებთან გაიარო :) ეს ჩემი მოკრზალებული რჩევა ძმობილო 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

kobas gaumarj ძმობილო 2 თვემდე ისედაც და ასედაც ცოდოა აცრებისთვის. მითუმეტეს რომ ყველა ვარიანტში ჯერ ჭიაზე უნდა დაამუშავო. აქედან გამომდინარე , რომ ძალიან პატარამოგიშორებიათ დედისგან. ვინაიდან პატარაა და არც მინდორში და არც ეზოში არ ღირს მისი გაყვანა, წესით ჯერ ჭიაზე უნდა დაამუშაო, მერე კომპლექსური აცრები უნდა გაუკეთო და სადღაც 5-6 თვის რომ გახდება ცოფზე აცრი.

 კობა გაგვეცანი მეგობარო , რა ძაღლი გყავს, ტერიტორიულად სად ხარ და მაგის მიხედვით კარგი ვეტერინარების კოორდინატებს მოგაწვდით და რომემე შეარჩიე და მერე უკვე ასე ვთქვათ სპეციალისტი "წაიყვანს" შენ ცუგრიკას. ასე ვეძახით როდესაც ძაღლს როგორც ოჯახის ექიმი ასევე ყავს თავისი ვეტერინარი.

წარმატებეს გისურვებ შენ და შენ ოთხფეხა მეგობარსაც


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kobavar

kobavar

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 59 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:saqartvelo

babu

პოინტერი მყავს შელახული მაგრამ კარგი  :good:(ანუ შელახულში ვიგულისხმე სუფთა არაა მაგრამ პოინტერი პოინტერზეა გასული) ჩემი ძაღლის ლეკვია რაზეც მაქვს საუბარი.ისევ დედასთანაა არ მომიცილებია ორივე ერთ ეზოშია.თვით კვება უკვე დაიწყო მარა ძუძუსაც ჭამს ალბათ ფაფა არ ჭამა დილით გატიკულია არადა ,,ვიტრი'' უნდა ვახმარო და არ ჭამს ისეა ძუძუსგან გამაძღარი.დღეს პირველი ჭიის აბი მიიღო ათი დღის შემდეგ კიდევ ერთ აბს მივცემ (როგორც ვთქვი მეოთხედები) ათი დღის ინვენტარით ბევრი არაა ??

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10 დღიანი ინტერვალები ნორმალურია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tamusia09

tamusia09

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:qartveli

გამარჯობათ!

თქვენი დახმარება მჭირდება, ერთი კვირაა მაჩუქეს ლეკვი. ორი თვის ხდება 27-ში  რა აცრა უწევს ამ ასაკში, ხომ ვერ მეტყვით?



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kobavar

kobavar

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 59 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:saqartvelo

tamusia09

სანამ აცრი ჭიაზე უნდა იყოს დამუშავებული,შემდეგ კომპლექსური აცრები ანუ დღეს თუ გაუკეთებ მაგალითად ორ კვირაში უნდა გაუმეორო იგივე წამალი.ეს მოკლედ და ვეტერინალთან აცრი ალბათ და ის უკეტ გეტყვის...რა ჯიშისაა რო დაწერო კარგი იქნება ;)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამარჯობათ!

თქვენი დახმარება მჭირდება, ერთი კვირაა მაჩუქეს ლეკვი. ორი თვის ხდება 27-ში  რა აცრა უწევს ამ ასაკში, ხომ ვერ მეტყვით?

2 თვის ასაკში უნდა კომპლექსური აცრები.(10 დღიანი ინტერვალებით) . ხოლო მერე კი ცოფზე აცრით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Saumensch

Saumensch

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 2 პოსტი
  • მისამართი:ხევსურეთის10
  • წარმოშობა:რაჭა
გამარჯობათ, კერძო სახლი მაქვს. 8-9 თვის წინ მეზობელს გარდაეცვალა პოინტერი ენტერო ვირუსით(ერთი ეზო გვაქ) . ახლა მოვიყვანე ჰასკი 17ში ორი თვის გახდება. მხოლოდ ერთი ნემსი აქვს გაკეთებული, შემდწგ კვირას უწევს მეორე. მაინტწრესებს რამდენად რეკომენდირებულია ლეკვის ეზოში გაშვება.მადლობა წინასწარ.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?