Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წყლის სახეობები

 

aquatic-canada-geese.jpg?w=630

 

დილის სუსხის მიუხედავად, კანადური ბატები ტბაში ეშვებიან და ტერფებს ისველებენ. მტკნარი წყლის არეები შესვენების ადგილია ამ გადამფრენი ფრინველებისთვის, რომლებიც გასულ საუკუნეში გადაჭარბებული ნადირობის მსხვერპლნი იყვნენ, ასევე დიდი რაოდენობით გაუჩანაგეს ნესტიანი ტერიტორიები. ბოლო პერიოდში ისინი ნელ-ნელა შეეჩვივნენ ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილ წყლიან ადგილებს, მაგალითად, გოლფის მოედნებს, პარკებს, აეროპორტებს. ამის გამო მუდმივ უსიამოვნებად იქცნენ, რიგ ადგილებში კი – სერიოზულ პრობლემად.

aquatic-fishing-africa.jpg?w=630

 

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ტუმბას ტბის წყლებში ორი მოზარდი ბიჭი ბედს ცდის თევზაობაში. ტბაში ბინადრობს მრავალი სახეობის თევზი, ასევე მტკნარი წყლის ნიანგი და ბეჰემოთი. მტკნარი წყლის ეკოსისტემები დედამიწის ზედაპირის 1%-ზე ნაკლებს ფარავს, მაგრამ მასზე მოდის ხერხემლიანი ცხოველების 35%. ტუმბას ტბაში უამრავი ადამიანი თევზაობს, ამიტომ საკვების მოპოვება შედარებით ძნელია.

 

aquatic-great-egret.jpg?w=630

მსხვილი თევზი ერთჯერად სასუსნავზე მეტი აღმოჩნდა მშიერი თეთრი ყანჩისთვის, რომელსაც მსხვერპლი მალევე გაუვარდა პირიდან ამ სურათის გადაღების შემდგომ. ამ ფრინველს დედამიწის მრავალ ადგილას შეხვდებით, მაგრამ უმეტესად იქაა, სადაც წყალია და საკვები უხვადაა. დიდი თეთრი ყანჩა საზრდოს ეძებს ტბორებში, მდინარეებში, ტენიან ადგილებში, თუმცა მალე საყვარელ საკვებთან დამშვიდობება მოუწევს – ჩრდილოეთ ამერიკული თევზების სახეობების 40%-ს გადაშენება ემუქრება.

 

aquatic-florida-everglades.jpg?w=630

 

ფლორიდაში დიდი ადგილი უკავია ე.წ. ბალახის მდინარეს, რაც წარმოადგენს ჭაობიან ადგილს, შიგადაშიგ გაბადრულს მაღალი ბალახით. მისი არეალი 20 100 კვადრატული კილომეტრია, რაც დაახლოებით მასაჩუსეტსის ზომისაა. ფლორიდის ჭაობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფართობის ტენიანი ადგილია მსოფლიოში და ალიგატორების, რიზოფორებისა და ფლორიდული პუმის სამშობლოა. სამწუხაროდ, ამ ადგილსაც შეეხო ადამიანის ხელი და მისი დაშრობა დაიწყო რეგიონის სამრეწველო განვითარებისთვის. თავდაპირველი ეკოსისტემის მხოლოდ 2%-ღაა შემორჩენილი ამჟამად. მსოფლიოში არსებული ჭაობიანი ადგილების 50%-მაც იგივე ბედი გაიზიარა.

 

 

aquatic-hippopotamus-zambezi.jpg?w=630

 

ბეჰემოთი თავს ჰყოფს ზამბეზის მდინარის ზედაპირზე დაყრილი ფოთლების გროვიდან. მასიური ძუძუმწოვრები დღის უმეტეს ნაწილს – დაახლოებით 16 საათს ყოველდღე – ტბაში ან მდინარეში ატარებენ, რათა ორგანიზმი გაიგრილონ. ღამით კი ეს “მდინარის ცხენები” გამოდიან წყლიდან და ხმელეთზე ხეტიალობენ ბალახის ძებნაში, რათა გამოკვებონ 2-3.5 ტონა წონის სხეული.

 

 

aquatic-water-lillies.jpg?w=630

 

 

გრძელი წყლის შროშნები ზედაპირზე არიან გადაჭიმულნი მზიან ადგილას, მათ ჩრდილს კი თევზები აფარებენ თავს და იკვებებიან. კვატრო სენეგასის წყლები მექსიკის ჩიუაუას უდაბნოში ღრმა მიწისქვეშეთის ფენიდან მოედინება და კრისტალურად სუფთა რჩება. 1300 კვ. კმ. ფართობის რეგიონი მილიონობით წლების განმავლობაში იზოლირებული იყო სხვა წყლების სისტემებისგან, რის შედეგადაც აქ ათობით ენდემური სახეობა განვითარდა.

 

 

 

aquatic-diamondback-rattlesnake.jpg?w=63

 

აღმოსავლური ალმასისზურგიანი ჩხრიალა გველი მანგროს ხის ფესვებზე იჭიმება ევერგლეიდსის ეროვნული პარკის წყლებში, ფლორიდის შტატში. მანგროს ხეები ადაპტირებულნი არიან ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში განვითარებასთან მლაშე წყლებში, ისეთ გარემოში, როგორიც ევერგლეიდსშია. ეს ხეები შედიან იმ 700 სახეობის ტროპიკული და ზომიერი სარტყლის მცენარეში, რომელთათვისაც ევერგლეიდსი მშობლიური ტერიტორიაა.

 

 

aquatic-coahuilan-box-turtle.jpg?w=630

 

 

მექსიკის ჩიუაუას უდაბნოს მცხუნვარე მზისგან გასაქცევად კოაუილის კუები გრილდებიან დე ლოს ბუროსის ლაგუნას წყლებში. კუს სხვა სახეობებისგან გამორჩეული და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი არსებები დღის პერიოდის 90%-ს კვატრო სენეგასის ნაკადულებში, მდინარეებში და ტბორებში ატარებენ. ამ სახეობის რამდენიმე ათასი კუღა დარჩა, 1960-იანი წლების შემდეგ კი ირიგაციისა და გვალვების გამო მათი საცხოვრებელი არეალი განახევრდა. მსოფლიო მასშტაბით, მტკნარი წყლის სახეობების შემცირებისა და გადაშენების მაჩვენებელი 4-6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ხმელეთის ან ზღვის არსებებისა.

 

 

aquatic-water-lily.jpg?w=630

 

 

ფლორიდაში, ქალაქ ლისბურგის ვენეციურ ბაღებში ჰაერში მონავარდე ნემსიყლაპია ზედაპირზე მოტივტივე წყლის შროშნისკენ ეშვება, რათა წყურვილი მოიკლას. 1 მეტრი სიგრძის დიამეტრის მქონე შროშანის ყვავილი ინახავს წვიმის წყალს და ერთგვარად ქმნის მტკნარი წყლის ავზს. წყლის შროშანი დეკორაციის პოპულარული საშუალებაა, თუმცა წარმოადგენს დამპყრობლურ სახეობას და ხელს უშლის სხვა მცენარეების განვითარებას, რაც წყლის ეკოსისტემების ცვალებადობას იწვევს.

 

 

 

aquatic-salmon-russia.jpg?w=630

 

თავისი დანიშნულების შესასრულებლად, რაც გამრავლებასა და შემდეგ კვდომაში გამოიხატება, ნერკა (წითელი ორაგული) კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე ოზერნაიას მდინარეში მიეშურება ქვირითის დასაყრელად. ქვეყნის შორეულ ნახევარკუნძულზე, როგორც წესი, ადგილი აქვს ხოლმე წყნარი ოკეანის ორაგულების ყველაზე მასიურ გადაადგილებას, რასაც წარმატებულად იყენებენ მეთევზეები და რეგიონში მობინადრე მურა დათვები. თუმცა კამჩატკაზე ბუნებრივი აირის მილსადენების გაყვანა და გზების დაგება ბრაკონიერებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის და შესაბამისად საფრთხეში აგდებს ორაგულს, დათვებსა და სხვა არსებებს.

 

 

 

 

aquatic-mangrove-trees.jpg?w=630

 

ფილიპინური მანგროს ხის მწყურვალე ფესვები გაჭიმულია პუერტო-პრინცესას მიწისქვეშა მდინარის ეროვნული პარკის გრილ დინებაში. როგორც სახელი მიგვანიშნებს, პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს სანაოსნოდ ვარგისი მიწისქვეშა მდინარე, რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. ზოგადად ცოტა ადამიანი სტუმრობს მსოფლიო მიწისქვეშა მდინარეების სისტემებს. მაგრამ ქალაქებსა და ფერმებში მაცხოვრებელი ადამიანები თავიანთი საქმიანობით მათზე ახდენენ გავლენას, ხელს უწყობენ დაბინძურებას და უცვლიან საცხოვრებელ გარემოს იმ სახეობებს, რომელთათვისაც მიწისქვეშა მდინარეები სამშობლოა.

 

 

 

aquatic-treefrog-peru.jpg?w=630

 

პერუში, ქვემო ამაზონში, ფოთოლზე შემომჯდარი ხის ბაყაყი გარემოს ზვერავს. ხის ბაყაყები წყლიან გარემოში სახლდებიან, რათა გამრავლდნენ და დადონ კვერცხები სუფთა წყლიდან ამოზრდილ ფოთლებზე. კვერცხიდან გამოჩეკვის შემდეგ თავკომბალები ქვემოთ, წყალში ეშვებიან და წყალშივე რჩებიან მოზრდილობამდე, შემდეგ კი ისევ ტოტებზე ძვრებიან.

 

 

aquatic-flamingos-ethiopia.jpg?w=630

 

 

ფლამინგოები თავს იყრიან ეთიოპიაში, აბიჯატას ტბაში. მათ ასევე უყვართ თბილი წყლების სხვა ეკოსისტემები მსოფლიოს მასშტაბით. ეს ფრინველები ეტანებიან მლაშე ტბების ნესტიან სანაპიროებსა და შესართავებს, სადაც წყლის პატარა ბინადრებს პოულობენ და სანსლავენ, ნისკარტით კი ფილტრავენ მათ წყლისგან. ყველაზე მეტად კრევეტის მსგავსი არსებები უყვართ – კიბოსნაირებით მდიდარი დიეტა აძლევს მათ დამახასიათებელ ვარდისფერ იერს.

 

 

aquatic-trout-yellowstone.jpg?w=630

 

 

მკვლელი კალმახები, რომელთაც ეს სახელი ყბის ქვემოთ მდებარე შესამჩნევი წითელი ლაქის გამო ეწოდათ, ქვირითის დასაყრელად დინების საწინააღმდეგოდ მიიკვლევენ გზას ვაიომინგში მდებარე იელოსტოუნის ეროვნული პარკის მდინარეში. ეს სახეობა ამერიკული წარმოშობისაა და პირველად 1805 წელს აღწერეს მერიუეზერ ლუისმა და უილიამ კლარკმა, როცა მონტანისკენ მიეშურებოდნენ. დღეს მკვლელი კალმახი თავისი ისტორიული დიაპაზონის მხოლოდ ნახევარზეღა ბინადრობს და საფრთხე ემუქრება სხვა სახეობებისგან, მათ შორის ტბის კალმახისგან. ეს თევზი პატარა მკვლელ კალმახებს აქტიურად მიირთმევს.

 

 

 

aquatic-vwhite-dolphin-china.jpg?w=630

 

იანზცის მდინარის თეთრი დელფინი, იგივე ბაიჯი, 2007 წლამდე გადაშენებულად ითვლებოდა, თუმცა შემდეგ გამოჩნდა ვიდეო, სადაც ნათლად იყო ასახული, რომ ეს საოცარი სახეობა ჯერ კიდევ არსებობს. მეცნიერების თქმით, ეს ძუძუმწოვრები ჩინეთის მდინარეებში 19 მილიონი წლის განმავლობაში ბინადრობდნენ, სანამ ადამიანებმა მკვეთრად არ დაუზიანეს საცხოვრებელი გარემო გადაჭარბებული თევზაობით, აქტიური სავაჭრო მოძრაობითა და დაბინძურებით. დღესდღეობით მათი ყველა წარმომადგენელი ტყვეობაში იზრდება შეწყვილების სპეციალური პროგრამების მიერ, თუმცა უმნიშვნელოა იმის შანსი, რომ თეთრი დელფინი გადარჩება.

წყარო:National Geographic

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მდინარის დელფინი...19 მილიონი წლის წინაც ბინადრობდა იანზცის წყლებში.......საღოოოლ


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

რა საინტერესო და უჩვეულოა ჩვენი ბუნება და რა სამწუხაროა რომ ჩვენივე ხელით ვანადგურებთ ამ ყველაფერს.მერე კიდე წუხილს გამოვთქვავთ ბუნების ეკო სისტემის მოშლაზე.თითქოს უცხო პლანეტელები გვიზიანებენ.ადამიანზე მეტი ნადირი და მკვლელი არ არსებობს.

 

მდინარის დელფინი...19 მილიონი წლის წინაც ბინადრობდა იანზცის წყლებში.......საღოოოლ

მდინარის დელფინი ნამდვილად პირველად გავიგე


          DUDU

          LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2673 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

დუდუ გეყოოოო







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?