Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 
Cosmi
 
 
 
 

ალბათ საინტერესო იქნება გავაცნოთ ჩვენს მონადირეებს ძალიან საინტერესო თოფი რომელიც იწარმოება იტალიაში ქალაქ ანკონაში სახელწოდებით კოზმი. როდოლფო კოზმი დაიბადა 1873 იტალიაში ქალაქ მაჩერატაში. კოზმი ახალგაზრდობაში დაკავებული იყო ხის დამუშავებით და ნადირობით. 17 წლის კოზმიმ პირველად შექმნა თავისი პირველი თოფი. 1895 წელს დაარსა თავისი ფირმა. მე-19 საუკუნის ბოლოს როცა გამოჩნდა ლეგენდალური კონსტრუქტორის ბრაუნინგის ნახევრად ავტომატური თოფი, კოზმის ყურადღებაც მიიქცია. 1907 წელს კი შექმნა თავისი ორიგინალური თოფის პროტოტიპი, რომლის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი აღებული იყო ბრაუნინგის ნახევრად ავტომატური თოფიდან. კოზმიმ პატენტი მის გამოგონებაზე მიიღო მხოლოდ1920 წელს, მანამდე კი ხვეწდა თოფის სიტემას. 1925 წელს კოზმიმ საბოლოოდ ხელით შექმნა თავისი ორიგინალური თოფი რომლის წარმოებაც გაგრძელდა მის გარდაცვალლებამდე.

 

 

9965070_4.jpg?v=8CD4FA7F3206FF0

 

 

 

 

 

 

1936 წ გარდაიცვალა როდოლფო კოზმი. მამის საქმე გააგრძელეს შვილებმა ამერიკომ და მარჩელომ. დღეს დღეობით კი ფირმას ხელმძღვანელობს შვილიშვილი „როდოლფო კოზმი“. კოზმი ითვლება საუკეთესო ნახევრად ავტომატურ თოფად მსოფლიოში. მასში შერწყმულია შესრულების ხარისხი, ექსკლუზიური დიზაინი და მექანიზმის უტყუარი მუშაობა, რომლის შექმნაშიც მიღებული აქვს მონაწილეობა მაღალი კლასის ოსტატებს. კოზმის შექმნაში იხარჯება 200 საათი მარტო ხელით შრომა, რაც მიუთითებს თოფის მაღალ ხარისხზე. 70 წელიწადია კოზმის სიტემა არ შეცვლილა. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა ძვირად ღირებული ჩვეულებრივი გადსახსნელი ერთ ლულიანი თოფისაგან, მაგრამ მაინც იგრძნობა მისი არაჩვეულებრივობა.

 

 

 

11291648_5.jpg?v=8CE5D4229247B20

 

 

 

როდოლფო კოზმიმ თავის თოფში გააერთიანა სამი იდეა. ავტომატოკის მუშაობის პრინციპი აღებული „ჯონ მოზეს ბრაუნინგის“ ავტო-5-დან მოძრავი ლულის უკუცემის პრინციპი, მილისებური მჭიდი, რომელიც განათავსა კონდახში, ამ იდეის ავტორი იყო „ქრისტოფორე სპენსერი“. მესამე იდეა კი ლულის კოლოფის ზედა ურდული, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება თოფის გადახსნა. იდეა ეკუთვნის ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს „კაზიმირ ლეფოშეს,“ რომელმაც თავისი გამოგონება დააპატენტა 1832 წელს. კოზმიმ არა თუ გადმოიღო იდეები არამედ გადააკეთა და შერწყა სამივე ერთად, რასაც დაამატა ხელით დეტალების ურთიერთ მორგების უბადლო შესრულების ხარისხი, რითაც მიიღო ავტომატიკის მუშაობის ყველასაგან განსხვავებული პრინციპი, ორიგინალური დიზაინი და შესანიშნავი ბალანსი.

 

 

 

cosmi2.JPG

 

 

 

 

 

მისი მექანიზი ისეა მორგებული ერთმანეთთან რომ მასში მტვერი და წყალი პრაქტიკულად ვერ აღწევს. კოზმის თოფი შეიძლება მართლაც ჩაითვალოს უნიკალურ თოფად ნახევარ ავტომატურ თოფებს შორის. კოზმი აწარმოებს 100 ცალ თოფს წელიწადში. 70 წლის განმავლობაში კოზმიმ გამოუშვა 8000 ცალი თოფი. ყველაზე იაფი კოზმის თოფი ღირს 10 000 დოლარი. თოფის დასამზადებლად განოიყენება მაღალი ხარისხის მასალები, დაწყებული ხიდან დამთავრებული მეტალამდე, ლულა დამზადებულია ( BOEHLER ANTINIT ავსტრიული უჟანგავი ფოლადი) „ბიოლერ-ანტინიტ“-ის ფოლადისაგან. ლულის კალაპოტს 1990 წლიდან აკეთებენ ტიტანისაგან, (თუ სურვილი ექნება დამკვეთს) რაც დადებითად მოქმედებს მის წონაზე. თოფის მუშაობის პრინცი, როგორც ავღნიშნეთ აღებულია ბრაუნინგიდან, მოძრავი ლულის უკუ ცემის პრინციპი. ლულის გადახსნის შემდეგ ვაზნა იდება ლულის სავაზნეში, მილისებური მჭიდის შევსება , რომელიც განთავსებულია კონდახში ხორციელდება ლულის კალაპოტის შიგა წინა ფსკერიდან კონდახის მიმართულებით, ტევადობა შეადგენს 8 ვაზნას. კოზმის ყველა წარმოებული თოფი ინდივიდუალური შეკვეთით იწარმოება და ყოველი შექმნილი თოფი განუმეორებელია.

 

 

 

9965070_2.jpg?v=8CD4FA7F3206FF0

 

 

როგორც ყველა თოფს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები. კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ მილისებური მჭიდი, რომელიც მოთავსებულია კონდახში მდებარეობს თავთან ახლოს და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით მჭიდში ვაზნის აფეთქების (ვაზნის აფეთქებას ჰქონდა ადგილი, როგორც მც-ში ასევე ბრაუნუნგში) შემთხვევაში მსროლელსთვის წარმოადგენს დიდ საშიშროებას. 70 წლის მანძილზე კოზმში ეს არ მომხდარა, ალბათ არც მოხდება, მაგრამ ალბათობა არის. რომ გადავხედოთ ცნობილი ბრენდების თოფებს, უმრავლესობის პროტოტიპების კოპირებას აწარმოებს მრავალი ფირმები. ეს ტენდეცია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ კოზმის თოფს მისი სისტემის და ავტომატიკის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე კოპირების საშიშროება არ ემუქრება. კოზმი რჩება ერთ ერთ კლასიკურ მოდელად რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს!..

 

 

 

cosmi_3.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რა სტრანნი თოფია...

სიმართლე გითხრა არ გამიგია მის შესახებ ბევრი არაფერი...

ძლიან საინეტერესოა...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უცნაური კონსტრუქცია აქვს . საინტერსოა , მოსახერხებელი თუა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

წესით უნდა იყოს მოსახერხებელი, მაგრამ პრაქტიკის გარეშე ძნელია რამის თქმა..



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

https://www.youtube....query=cosmi srl

 


ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 08 March 2022 - 03:14 PM.


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

https://www.youtube....query=cosmi srl
 
https://www.youtube....h?v=AyIIXzuCX14

ვერ და არ დაგვადგა საშველი გაცნობის, ხო და მოდი აბა ამ თემას გადსხედე ;)

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
https://legion.ge/to...ვაფუჭოთ/page-98

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შოთიკო არ მიხსნის


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?