Jump to content


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მტაცებელი ფრინველები

 

z1emh.jpg

მტაცებელი ფრინველები მკვლელებად იბადებიან და ფრინველთა სამყაროს ყველაზე ულმობელი მონადირეები არიან. ბუნებამ ისინი დააჯილდოვა მახვილი თვალებით, ბასრი ბრჭყალებითა და განმგმირავი ნისკარტით.

ტერმინი მტაცებელი ფრინველი ხშირად იხმარება შევარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებთან. აღნიშნული რიგი სამასამდე სახეობას შეიცავს, მათ შორის არწივს, ქორს, კაკაჩას და შევარდენს. თუმცა ყველა მონადირე ფრინველი არ არის მტაცებელი. მაგალითად, ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მსგავსი ბასრი ბრჭყალები აქვს, თუმცა მას მტაცებლებს არ მიაკუთვნებენ.

მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან (ნადირობენ რა მწერებზე, ჩიტებზე, რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებზე). ნანადირევის მირთმევისას მათ ეხმარებათ ბუნებისაგან ბოძებული ბასრი და განმგმირავი ნისკარტი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ნადავლის დანაწევრებაში.

მტაცებელი ფრინველების ყველა წარმომადგენელი საკვების მოპოვების მიზნით ნადირობს, თუმცა სხვა ჩიტებისაგან განსხვავებით ,მსხვერპლს ნისკარტით არ იჭერს. ამ დროს მტაცებელი ძლიერ კიდურებსა და ბასრ ბრჭყალებს იყენებს. გამონაკლისს წარმოადგენენ სვავები, რომლებიც მხოლოდ ლეშით იკვებებიან. ამიტომ მათ შედარებით სუსტი კიდურები და ბლაგვი ბრჭყალები აქვთ.


ყველა მტაცებელი ფრინველი აქტიურობს დღისით, იმისდა მიუხედავად, ცოცხალ ნადავლზე ნადირობს იგი, თუ ლეშს ეძებს. ისეთი ჯიშები, როგორიცაა, მაგალითად, ღამის შევარდენი (Falco rufigularis), აქტიურობს შებინდებისას, თუმცა ღამით მაინც არ ნადირობს. ღამის ბუებისაგან განსხვავებით, ასეთ მტაცებელ ფრინველებს დღის ფრინველებს უწოდებენ. ისინი ძალიან გავრცელებულნი არიან თითქმის ყველა კონტინეტზე, ანტარქტიდის გარდა. ზოგიერთი ჯიში ისეა ადაპტირებული, რომ არსებობა შეუძლიათ როგორც მაღალმთიან რეგიონებსა და ჭაობიან ადგილებში, ასევე ტროპიკულ ტყეებსა და ტუნდრებში.

მტაცებელ ფრინველთა ბევრი სახეობა მთელი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას არ ჩერდება. ზოგიერთი მიფრინავს მეტად თბილ ქვეყნებში, რათა თავი დააღწიოს სიცივეს, ზოგი კი – ახალი ნადავლის საძებნელად. მაგალითად, ისეთი სახეობები, როგორიცაა ბოლოკარკაზი და კირკიტა ზაფხულობით ჩრდილოეთით მიემართებიან, რადგან ამ დროს იქ ბევრი მწერია, რომლითაც ეს მტაცებლები იკვებებიან. მაგრამ, როგორც კი ზამთარი იწურება და მწერების რაოდენობა კლებულობს, აღნიშნული ფრინველები იძულებულნი ხდაბიან მზეს კვლავ სამხრეთით წამოყვნენ.


მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი ჯიში, რომელნიც სხვა ფრინველებით იკვებებიან, გადაფრენას ახორციელებენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ უკან მისდიონ სხვა გადამფრენ ფრინველებს, რომლებსაც შემდგომ საკვებად იყენებენ. მაგალითად, ე. წ. ელეონორას მარჯანს (Falco eleonorae) ხშირად დაწყვილების სეზონის გადადებაც კი უწევს გადამფრენი ფრინველების დევნაში. შევარდნისნაირთა რიგის სხვა წარმომადგენლები არ ასრულებენ გადაფრენებს და მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაფრინავენ ნადავლის მოსაპოვებლად.

გადაფრენისას მტაცებელი ფრინველები თავს არიდებენ ზღვით გადაფრენას, რადგან ისინი ნარნარ ფრენას არიან მიჩვეულნი და არ ყოფნით სასიცოცხლო ენერგია დიდი მანძილის გადასალახად. თუმცა შევარდნისნაირთა რიგის სხვადასხვა წარმომადგენელი ფრენის სხვადასხვა სტილს ფლობს. იმის დადგენა, თუ რა სტილით დაფრინავს მტაცებელი და რა ხერხებს იყენებს ნადირობისას, შესაძლებელია მიისი ფრთების ფორმის მიხედვით.

ჩვეულებრივ შავარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებს გრძელი და ფართო ფრთები აქვთ. ამის წყალობით, ისეთ სახეობებს, როგორიცაა კონდორი (Vultur), სვავი (Aegypius) და არწივი (Aquila), დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ჰაერში გაჩერება ფრთების გაქნევის გარეშეც. ეს თვისება ეხმარებათ მათ დაუღალავად გადალახონ დიდი მანძილები.

თუმცა ცაში ყველაზე ლამაზი არწივია. მისი გაშლილი ფრთები 2 მეტრს აღწევს, თითები ბუმბულითაა შემოსილი. ჰაერში იგი 80 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს და უეცრად შეუძლია მიმართულების შეცვლა. ამისათვის იგი ფრთას კეცავს განსაკუთრებული კუთხით და რთულ მანევრს ასრულებს ჰაერში.

მტაცებელ ფრინველთა ისეთი წარმომადგენელი, როგორიცაა მიმინო გამოირჩევა შედარებით მოკლე ფრთებითა და გრძელი კუდით. სხეულის ასეთი აგებულება ეხმარება მას ჰაერში სწრაფი მანევრირებისა და დიდი სიჩქარის მიღწევაში. მიმინო დაფრინავს გამწვანებულ ადგილებთან, სადაც ბევრი წვრილი ჩიტი ეგულება და იჭერს თავის მსხვერპლს წამიერი მოძრაობით.

მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია. როდესაც ქვევით ეშვება მსხვერპლის დასაჭერად, იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მისი ძირითადი ნადავლია მტრედი, რომელსაც შევარდენი 15/18 მეტრის სიმაღლიდან ხედავს და უსწრაფესად ეშვება ქვემოთ მის დასაჭერად. მიმინოს მსგავსად, შევარდენიც წამიერი მოძრაობით განგმირავს მცირე ზომის მსხვერპლს. რაც შეეხება დიდ ნადავლს, მტაცებელი მას ნაწილ-ნაწილ მიირთმევს.


კირკიტა (Falco tinnunculus), შავარდნისნაირთა რიგს მიეკუთნება. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ-ს აღწევს, მასა 250 გ-მდეა, ფერით წითელი სჭარბობს. კირკიტა ნადირობისას პატარა ჩიტებს ჰაერშივე იჭერს. მისი ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, ინავარდოს ჰაერში. ასეთ მდგომარეობაში იგი კარგად აკვირდება მსხვერპლს ზემოდან. დანახვისთანავე კი ელვის სისწრაფით ეცემა მიწაზე და ბრჭყალებით იჭერს მას.

ეჭვგარეშეა, რომ მტაცებელმა ფრინველებმა საუკეთესო და უსასტიკესი მონადირეების სახელი დაიმკვიდრეს. თითოეულ სახეობას ნადირობის საკუთარი მეთოდი გააჩნია, რათა თავიდან აიცილონ ერთმანეთს შორის მეტოქეობა. განსაკუთრებული ჩვევები ახასიათებთ ლეშიჭამია სვავებსაც. მაგალითად ე.წ. აფრიკულ სვავს გააჩნია ძლიერი ნისკარტი, რომლის საშუალებითაც ახლად მოკლულ ნადავლსაც ადვილად მიირთმევს, ხოლო ე.წ. თეთრთავა სვავი ელოდება სანამ მისი მსხვერპლი კარგად დალპება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჭამას.

მტაცებელ ფრინველთა ზოგიერთი წარმომადგენელი მძორს, როგორც ადვივლად მოსაპოვებელ საკვებს, ხშირად მიირთმევს. თუმცა მტაცებელთა უმრავლესობას ნადირობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ლეშიჭამია ფრინველების მსგავსად, რომლებიც ნადავლს ერთმანეთში უპრობლემოდ ინაწილებენ, მონადირე სახეობებიც ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით ინადირონ და ერთმანეთს მეტოქეობა არ გაუწიონ. ასევე, მეტოქეობა არ არსებობს დედლებსა და მამლებს შორის. დედალი ყოველთვის უფრო დიდია მამალზე და მიირთმევს მტრედებს, მამლები კი იკვებებიან ისეთი პატარა ჩიტებით, როგორიცაა წიწკანა და სკვინჩა.

აღსანიშნავია, აგრეთვე, თევზის მოყვარული მტაცებელი ფრინველები. მათ რიცხვს მიეკუთნება თევზიჭამია შევარდენი, რომლის ბრჭყალებიც ისეა აგებული, რომ ადვილად იჭერს ნადავლს წყალში. მას ოთხი მოძრავი თითი აქვს, რომლებიც კრავენ სპეციალურ პოზიციას და თევზს არანაირი შანსი არ აქვს თავი დააღწიოს ტყვეიბას. მას ხშირად “მფრინავ მეთევზესაც” უწოდებენ.

მტაცებელ ფრინველთა უმრავლესობას ოთხი თითი აქვთ. ამათგან სამი წინ იყურება,ხოლო ერთი – უკან. თითების დაბოლოებებზე აქვთ ძალზედ ბასრი ბრჭყალები, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ მსხვერპლის საბოლოოდ განგმირვაში. ამ ფრინველებს გააჩნიათ გრძელი კიდურები, რაც, ასევე, ეხმარება მსხვერპლის დაჭერაში. მაგალითად ე.წ. აფრიკულ შევარდენს ორსახსრიანი კიდურები აქვს, რომელთა საშუალებით ხშირად დაუჭერია მსხვერპლი კლდის ნაპრალში.

საჰაერო მანევრირება მტაცებელ ფრინბელებს უწევთ მაშინაც, როდესაც ისინი მეწყვილეს ეძებენ. ამგვარ წარმოდგებას ჰაერში ხშირად თან სდევს სპეციფიკური გახმოვანება. მამალი ხშირად დასდევს დედალს ისე, თითქოს ის მისი მსხვერპლი იყოს. ხშირად დაწყვილება ნადირობის დროს ხდება. ნანადირევს ხან მამალი გადაუგდებს დედალს, ხან კი – პირიქით. ზოგი წყვილი ბრჭყალებით ეჭიდება ერთმანეთს და ჰაერში ასე ნავარდობენ.

დაწყვილების სეზონში მტაცებლები მტკიცედ იცავენ თავიანთ ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში, თავს ესხმიან კონკურენტს. დიდი დედალიც ხშირად ესხმის თავს უცხო მამალს და ხშირ შემთხვევაში, კლავს კიდეც მას.

მტაცებელი ფრინველების სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ადგილს ეძებს ბუდის გასაკეთებლად. ხშირად ამგვარი ბუდეები მაღალ სიმაღლეებზე შენდება, მაგალითად კლდეებზე ან მაღალ ხეებზე. არის შემთხვევები, როდესაც მტაცებლები სხვის ბუდეს ესხმიან თავს და იკავებენ მას საჭიროებისამებრ.

სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი სხვადასხვა რაოდენობის კვერცხს დებს, საშუალოდ ერთიდან ექვსამდე. რაც უფრო დიდია ფრინველი, მით უფრო ნაკლები რაოდენობის კვერცხს დებს. სახეობის მიხედვით განსხვავდება კრუხობის პერიოდიც, მაგალითად, არწივი კრუხობს 40-45 დღეს.

კვერცხი ხშირად ზიანდება, თუმცა ერთი ბარტყი მაინც იჩეკება ხოლმე.

სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, მტაცებლების ბარტყები შედარებით ნელა ვითარდებიან. ბარტყების კვების საკითხს ორივე მშობელი წყვეტს. ხშირ შემთხვევაში მამალს მოაქვს საკვები, ხოლო დედალი უშუალოდ აჭმევს პატარებს. როგორც კი წამოიზრდებიან, ბარტყები დამოუკიდებლად ცდილობენ საკვების მოპოვებას.

ასევე რთული პროცესია ფრენის სწავლა. პატარა ბარტყები ძალიან მოუქნელები არიან და მათი ფრენის “პირველი გაკვეთილი” ხშირად სავალალოდ მთავრდება. მშობელი ბარტყებს ნადირობასაც ასწავლის. მათ მოაქვთ პატარებისთვის ნადავლი, ტოვებენ ბუდეში და აიძულებენ ბარტყებს დამოუკიდებლად დააქუცმაცონ. ზოგ შემთხვევაში, დედა ჰაერში აგდებს საკვებს, რათა ბარტყმა თვითონ სცადოს მისი დაჭერა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბარტყი ისწავლის თავისუფლად ფრენას და შეისწავლის ნადირობის ძირითად წესებს, ის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:good:

დევო ტეგები რა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაგარია დევი, მტაცებელი ფრინველბი დიდი სიმპატიებს იმსახურებენ ჩემგან



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ერთხელ მე და ძერამ ვინადირეთ ერთად ქედანზე ვიყავი და სუ გვერძე მდია ჩემგან ერთ 20 მეტრში ჯდებოდა პასტაიანად და საერთოდ არ მიფრთხოდა ნადირობა რო მოვრჩი ისიც გაფრინდა და მეც წამოვედი, მაგარი საინტერესო ფაქტი იყო 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
დევო ჩემმა თეთრმა მიმინომ წაიღო წერილი ხო ??? ))))

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მანტის ეგ ახალქალაქში მოგვივიდა. გარეულ მტრედებზე ვნადირობდით, რომ ჩამოვყარეთ და ასაღებად წავედით დაჭრილების, ერთერთი წამოფრთხიალდა, ჩაავლო და წაიღო :) აგვახია რა.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
რა იყო თაზო ეგეთი ნაგლი ფრინველი ??? :)

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ქორი არ იყო სამო... მდელოს მტაცებლები რო არიან, ბოლობეჭედა და ეგეთი რაღაც, ან ძერა. ზუსტად ვერ გავარჩიე პირი გვქონდა დაღებული ისე ვუყურებდით...

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო ჩემმა თეთრმა მიმინომ წაიღო წერილი ხო ??? ))))

 

????????
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ჟღალი მიმინო მტაცებელია თუ მუზიკანტი? :)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგი ვალიკოს ეცოდინება. ჟღალი მიმინო მაგას ეცოდინება....


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

აქა მშვიდობა :)) მტაცებელი ფრინველები მართლა განსაკუთრებულები არიანს   :goood:  (ბოლო-ბოლო მონადირეები არიან) :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?