მადლობა ! დიდი მადლობა მეგობრებო! მაგარი გაგვახარა ჩვენმა პატარა პლასტელინამ! ცოტა დავიბენი , როცა სამო ჩვენსკან წამოვიდა და გაღიმებულ სახეზე ეწერა სიხარული , თან ხელი აწია გამარჯვების ნიშნათ , მერე მივხვდი რომ მიმიმ იყოჩაღა! ერთს ვიტყვი რომ ძალიან მაგრად დავიბენი, არც წესები ვიცოდი , არც არაფერი დამინახია....სამომ მთხოვა , არ დაგინახოს და არ აიჭრას ძაღლიო, ხოდა მეც გოგას მანქანაში ვიჯექი და გული მიფანცქალებდა....არ მეგონა ეს პატარა მაიმუნი თუ ესე ამანერვიულებდა ! სამო უღრმესი მადლობა ესეთი თავდაუზოგავი შრომისათვის!
მითუმეტეს როგორც მითხრეს პირველი ძაღლია , ამ ჯიშის და თანაც ძუ. ასე რომ , ლეგიონის პირველი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და აწი სულ წარმატებები დაგვბედებოდეს!. სამო და მისი შეგირდი(ბრეტონი)ასევე შევიდნენ ისტორიაში როგორც პირველი ლეგიონერები.
ლულუს უბრალოდ არ გაუმართლა, არ შეხვდა ფრინველი . არ შეხვდა და არ შეხვდა , მაგრამ გული იმაზე დაგვწყდა გოგას , სამოს და მე , რომ როგორც კი დრო გავიდა და მსაჯებმა 0-ოვანი რეზულტატი დააფიქსირეს .....იმ წუთშივე , იმავე მინდორში , ამდენი ხალხის თვალწინ აკეთა და აკეთა ნაბულები. ნურას იზამ? ამჯერად არ გაუმართლათ ლულუს და გოგას , მაგრამ 100% ვარ დარწმუნებული , რომ პირველივე შემთხვევაში (ობიექტს ვგულისხმობ) დიპლომსაც აიღებს და კარგ ქულებსაც.........ყველაფერი წინაა.....
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!! ყველას დიდი მადლობა!!!
ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვება!!!