ღრმად პატივცემულო ლეგიონერებო! გუშინ დილას ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გავიყვანეთ გასასეირნებლად ! ტყუპები და მეტო თავიანთი აღსაზრდელებით და მეც ჩემი გოგოების რეზიდენციასთან შევიკრიბეთ და გავემზადეთ გასასვლელათ, ანაბელა გაბრიელა და ლაიზა მინელი უნდა გამეყვანა , მაგრამ მიმის "ტექნიკური" მიზეზების გამო მოუწია დარჩენა , ხო და გაბი რომ გამოვიყვანე , მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ჭიშკრის გარეთ თავისი ქალიშვილი ელოდებოდა. ერთ სანახაობად ღირდა დედა შვილის შეხვედრა. ანა ბელა გაბრიელა და ჟუჟა პოლგარი , ძლივს დავაოკეთ. მოკლედ ძაან ეთამაშენ და მოესიყვარულენ ერთმანეთს. ისე დედა შვილი ასე გავდნენ ერთმანეთს , არ მინახია რა. ჩვენ გარჩევას ვერ ვახერხებდით, ისევ ძაღლები გვეხმარებოდნენ. რომ დავუძახებდით და მოდიოდნენ , მაშინ ვხვდებოდით რომელი რომელი იყო.
.
თუ მიხვდებით რომელი -რომელია?.
.
ეხლა რომ ვუყურებ , ეხლაც ვერ ვიგებ გაბია თუ ჟუჟუ..
.
ტყუპები რომ მოვიდნენ, გიო ძაან მიეალერსა (თუ მიშო ) მოკლედ ვერ ვარ დარწმუნებული. აქაც ცოტა გაუგებრობა იყო. რომელი ძმა იჯდა საჭესთან ? მოკლედ ივერიჩი და გაბი ძაან სიყვარულობდნენ . ჯერ იყო და ივერიჩმა კომპლიმენტები არ დაიშურა გაბრიელაქსთვის..
.
მერე იყო და გაბრიელა , რომ ჩაეხუტა ივერიჩს , თავი არ მოუცილებია მისთვის. მთელი გზა ასე გუგულებივით ჩახუტებულები იყვნენ. .
.
ნუ როგორც იქნა ადგილზეც მივედით და გადმოვედით. იმისთანა ქვითქვითი იდგა რომ , მეტი რა უნდა გესურვა ადამიანს. აი აქ კი ინსტიქტმა თავისი ქნა და გაბიმ თავის ტრადიციულ ჰობის არ უღალატა და მთელი თავისი ხელოვნების დემონსტრირებაც დაიწყო.
(ბიჭები ყველა ცალცალკე დადიოდნენ და ამიტომ მე მხოლოდ ჩემი ძაღლის ფოტოები მაქვს, რომელსაც ქვემოთაც შემოგთავაზებთ)
.
რს კიდევ გადმომიგზავნეს. ესაა და ეს .