MR-153
რუსული წარმოების ნახევრად ავტომატური თოფი მრ-153 12 ყალიბი. იწარმოება იჟევსკის ქარხანაში ორი სახის მოდიფიკაციით: მრ-153 12/76 მაგნუმი და მრ-153 12/89 მაგნუმი. ამათ შორის სხვაობაა მხოლოდ სავაზნის სიგრძეშია. პირველი განკუთვნილია ტყვიის საფანტის სროლისთვის, მეორე კი ფოლადის საფანტის სროლისთვის. თოფის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია გასროლის დროს გამოყოფილი გაზის უკუცემის პრინციბზე. სპეციალური სალტისებური ცილინდრი წამოცმულია გარედან ლულის ქვეშა მილისებურ მჭიდზე,
მასზე გაზის ზემოქმედების შედეგათ ხდება ლულის გახსნა და საკეტის გადაადგილება უკან, რომელიც სპეციალური საყრდენით ჩაკეტილია ლულასთან. ყველა დეტალი, რომელიც განიცდის დენთის გაზის ზემოქმედებას ქრომირებულია, რაც განაპირობებს დეტალების ხანგრძლივ მუშაობას. შესაძლებელია მჭიდის დაგრძელება, ასევე სხვადასხვა სიგრძის საცვლელი ჩოკის გამოყენება. არ ჩამოუვარდება ცნობილი ფირმების მსგავს მოდელებს საბრძოლო თვისებებით, გამოიყენება ყველა სახეობის ნადირობისთვის და მონადირეებში სარგებლობს პოპულარობით.
ტექნიკური მაჩვენებლები:
- ყალიბი (მმ) 12×76
- ლულის სიგრძე (სმ) 71
- ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ) 1.0, 0.5, 0.25
- წონა (კგ) 3,4
- მჭიდის ტევადობა (ცალი) 4+1
სტატიის წყაროა:MONADIRE.INFO.GE