Jump to content


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

არსებობს რამოდენიმე ძირეული თვისება რომელსაც უნდა გრძნობდეს მგეშავი:  სულიერ იბალანსი, ენერგიულობა, ჯანსაღი აზრი და სიყვარული. სიყვარული საქმისადი არის განსაკუთრებული

 გრძნობა რომელიც ამყარებს სხვა ზემოთ მოცემულ თვისებებს და 10მაგად აძლიერებს. ხოლო საქმისადმი უსიყვარულოდ მიდგომა თუნდაც წარმატების მიღწევის შემთხვევაშიც

 კი არაფრის მომტანია. და კიდევ ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტები: სიზუსტე, მოთმინება,

 თანმიმდევრულობა და აღსაზრდელის მიმართ სიყვარული.

მრავალგზის სრულიად რუსეთის ჩემპიონი, რეგიონალური თუ კლუბური შეჯიბრის ჩემპიონი,

ასევე მრავაგზის გამარჯვებული ნომინაციაში "საუკეთესო მგეშავი".

მოსკოვის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი ვიტალი იგორევიჩ სადოვნიკოვი.

ჟურნალისტი: ვიტალი რამდენი ხანია მუშაობთ ძაღლებთან და მოღვაწეობთ მგეშავად?

ვიტალი: მოღვაწეობა დავიწყე 80_იან წლებში მას შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა,

ხოლო მეძებრებთან პოინტერებთან 13 წლის წინ. ჩემი პირველი პოინტერის გოშას დაგეშვაში მე დამეხმარნენ, ხოლო ამის მერე უკვე ჩემით დავიწყე მუშაობა და მოვედი აქამდე,

 რომელსაც ეხლა უკვე სკოლა ქვია. ძირეულად პირნციპი ძაღლებთან მუშაობის ერთია,

 მთავარია გაითავისო რას გინდა რომ მიაღწიო.

ჟურნალისტი: თქვენ როგორც მგეშავი რას მოითხოვთ ძაღლისგან, რომელიც აგყავთ საგეშად?

ვიტალი: მე ვამზადებ ძაღლებს სანადიროდ რაც წერია ჩვენი სკოლის საიტის მთავარ გვერდზე. 

რას ნიშნავს ეს?!  როდესაც მე ამყავს ძაღლი პატრონისგან საგეშად მე მას ვასწავლი დამოუკიდებლად გააზრებულ ძებნას,

 გამომყვანთან კონტაქტს, ფრინველის სწორად და ეფექტურად დამუშავებას.  მხოლოდ ის რომ ძაღლი პატრონს უსმენს და ბრძანებას ასრულებს არ ნიშნავს რომ ეს კონტაქტია. 

კონტაქტი ნიშნავს ძაღლის გააზრებული სურვილი დაემორჩილოს გამომყვანის ბრძანებას და

 არ იკარგებოდეს თუნდაც გაუვალ ტყეში. ძაღლი თუ ფართო დიაპაზონზე ეძებს ის რეგულარულად 

უნდა ამოწმებდეს გამომყვანს თუ რომელ მხარეს მიდის გამომყვანი. კონტაქტი თან დაყოლილი თვისებაა,

 მაგრამ მას ჭირდება გავრცობა და გამყარება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ვნებიანი ძაღლი როდესაც ერთვება 

ძებნაში მისთვის გამომყვანი ხდება მეორე ხარისხოვანი, 

ასეთ დროს არ შეიძლება მას ეს ჟინი მოუკლა და მიაღწიო ამით კონტაქტს, პირიქით ძაღლს უნდა

 შეუნარჩუნო ეს ჟინი და პარალელურად დაამყარო მასთან კონტაქტი. ეს არის აუცილებელი და ინდივიდუალური ყველა ძაღლისთვის მნიშვნელობა არ აქვს ფიცხი ხასიათის არის თუ რბილი და აი წორედ ასეთ დროს ჭირდება

 მას მგეშავი რათა გაიგოს რას აკეთებს კონკრეტულ მომენტში ძაღლი და შეიტანოს მასში საჭირო კორექტივები.

ჟურნალისტი: კარგით მოდით ეხლა ვისაუბროთ ძებნაზე. ძალიან ბევრი მეგშავი ეს იქნება დამწყები 

თუ პროფესიონალი იწყებს გეშვას ეგრედ წოდებული "ჩელნოკი"_ით. თქვენ რას აკეთებთ?

ვიტალი: ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. პირველი ძალით დავაყენოთ ძაღლი 

მაქსიმალურად ჩელნოკზე ამ დროს ის ეძებს გამომყვანიდან მარცხნივ და

 მარჯვნივ ფართოდ. და მეორე მივცეთ ძაღლს ირბინოს თავის ნებაზე აქეთიქეთ არ აქვს როგორ 

იბენს მნიშვნელობა მთავარია მან გადალახოს ის დაუძლეველი სირთულეები რასაც გადააწყდება, თავისით განსაზღვროს ძებნის დიაპაზონი და ბოლოს ის მაინც დაიჭერს ქარს და დაიწყებს "ჩელნოკზე" სირბილს, გააკეთებს რეაგირებას სუნზე და დადგება ნაბულზე. რაც შეეხება იმას თუ ვის როგორი ძებნა აინტერესებს და როგორი ნადირობა უნდა? 

მე როგორც მგეშავს მირჩევნია პირველი მეთოდით დავაყენო ძარლი რადგანაც ნაკლები დრო ჭირდება.

 ხოლო ძაღლის მწარმოებლებს აინტერესებთ გენეტიკური მატერიალი, დაგეგმილი დართვებისთვის.

 ძალით დაყენებული ჩელნოკი 100%_ით მგეშავის ნამუშევარია,სამწაუხაროდ ესეთი მექანიკური ნამუშევარი მომავალ თაობაზე არ გადადის.. 

მართალია ასეთი დაყენებული ჩელნოკით ძაღლი უფრო მალე იძლევა რეზულტატს და

 აკეტებს შეხვედრებს ვიდრე ძარლი რომელიც გააზრებულად გააკეთებს ამას

 მაგრამ მექანიკურად დაყენებული ძაღლი სრულიად ცარიელია.

რა არის დამოუკიდებელი გააზრებული ძებნა. რატომ ეძებს მეძებარი ფრინველს

 უკეტესად ვიდრე ავჩარკა ან დობერმანი? ჩელნოკის და ნაბულის გაკეთების სწავლება 

მათზეც შეიძლება. მრავალი წლების გენეტიკურმა მუშაობამ მეძებრებს გამოუმუშავა და

 გაუმყარა მომპოვებლის უნარი ანუ ფრინველზე მონადირის. მეძებარი იმიტომ ეძებს ფრინველს

 რომ მას ეს გენეტიკურად თანდაყოლილი აქვს. ამიტომაც გეშვის მეორე მიდგომა რომელსაც

 მე ვიყენებ არის ის რომ ახალგაზრდა ძარლს მივცე კარგი პირობები რომ თავისი გენეტიკური

 თვისებები გამოავლინოს, გაამყაროს და გახდეს კარგი მონადირე.

ასეთიჩელნოკი იშვიათად რომ იყოს გეომეტრიულად სწორე. მაგრამ ძაღლი ვნების, 

სურვილის და მომპოვებლის ინსტიქტის გამოვლენისას დამოუკიდებლად და საკუთარი ინიციატივით 

სწავლობს ძებნას. ეს ყველაფერი კი გენეტიკიდან მოსული მამოძრავებელი ძალაა, 

რომელსაც მაშინათვე ამჩნევს გამოცდილი მონადირე, მგეშავი თუ ექსპერტი.

 ესეთი ძარლები კი უფრო მეტად დასაფასებლები არიან,

რადგანაც წარმოადგენენ გენეტიკურ ფონდს რომელსაც მომავალ თაობას გადასცემენ. 

ეს ბუნებრივი თვისებები ყველა ძაღლში სხვა და სხვა დროს იღვიძებს.

 არიან ისეთებიც რომლებიც მალევე იჭერენ ქარას და დარბიან ჩელნოკზე, არიან ისეთებიც კი რომელბიც პირველივე

 წაყვანაზე იჭერენ ქარს დარბიან ჩელნოკზე და დგებიან ნაბულზე. არაინ ისეთებიც კი

1 წლის ასაკშიც რომ არ აქვთ გონება გახსნილი და მათთან მუშაობა ადრეა.

ჟურნალისტი: გასაგებია! სანამ ნაბულზე, მიტანებაზე და გაკიდებაზე ვისაუბრებთ,

 რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ გეშვა და რამდენ ხანს გრძელდება ეს?

ვიტალი: მე ვთვლი რომ გეშვა უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება ადრე. თუ თქვენ 4 5 თვის ლეკვით წახვალთ

მინდორში მდელეოზე ეს უკვე გეშვაა. მან ჯერ არ იცის ქარი,

 მაგრამ ის მაინც იყენებს თავისი "სუნის ბიბლიოთეკას", გაუაზრებლად მაგრამ რაღაცეებს სუნავს და იჭერს ქარს.

 თამშობს პეპლებთან ბაყაყებთან,

 ლეკვმა ეს უნდა გაითავისოს რომ ეს არის მისი ახალი სამყარო, რომელშიც ძალიან მალე მოუწევს ნადირობა.

 გავმეორდები ეს უკვე გეშვაა. თუ ლეკვი დაიწყებს მიწაზე კვალზე ყნოსვას მას ეს უნდა დაუშალოთ მაგრამ 

თუ დაიწყებს თავ აწეულად მუშაობას უნდა შევაქოთ და გავუღმავოთ. რაც შეეხება პროფესიონალ მგეშავებს,

 ასეთ პატარა ასაკში არავის არ აყავს ლეკვი- თანაც ყოველი თვე მგეშავის მუშაობისა ღირს თანხა. ამასთანავე 

მისთვის ეს ადრეა. რომ მოვამზადოთ ძაღლი (ნულიდან) ნადირობისთვის საჭიროა 2 ან 2,5 თვე. ნუ რათქმა უნდა

შეიძლება ძაღლი 1 თვე მოამზადო წაიყვანო შეჯიბრზე მინიმუმ მესამე ხარისხის დიპლომს აირებს მაგრამ მე ასე

არ ვმუშაობ, რადგანაც დიპოლომიანი ძაღლი არ ნიშნავს იმას რომ ის კარგად ნადირობს.

ჟურნალისტი: გეშვა დიპლომისთვის და გეშვა ნადირობისთვის ეს სხვა და სხვა რამეა?

ვიტალი: განსხვავებულია. გეშვა დიპლომისთვის შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს არც არის გეშვა და ძაღლის

მომზადება ნადირობისთვის, ამ პროცეს თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ ძაღლის" გადიპლომიანება", შემდეგ ასეთი ძაღლით სანადიროდ წასვლა არ არის ხელსაყრელი და ამის შემდეგ კი 

მისი გამოსწორება ძალიან ძნელია.

ჟურნალისტი: მოდით დიპლომისთვის გეშვაზე და გეშვაზე სანადიროდ ვისაუბროთ მომდევნო 

მომდევნო ნომერიში. ახლა კი ბევრი მეძებრის მოყვარულის კითხვა თუ რომელი ფრინველია საუკეთესო საგეშად?

ვიტალი: საუკეთესო ფრინველი არის გაზაფხულზე გნოლი. გნოლი ასეთ დროს წყვილად ზის თავის ადგილზე. წყვილები საკმაოდ დაშორებულად ზიან ერთმანეთისგან,

რაც ძარლს აძლევს საშვალებას ეძბოს გააზრებულად ფართოდ და აფრენის შემთხვევაში ისინი მალევე უბრუნდებიან თავის ადგილს, ამიტომაც მეორე დღეს მე შემიზლია ფრინველი ვახახო ძაღლს. ამასთანავე გნოლი კარგად აღსაქმელია ძაღლისთვის,

ისე არა როგორც დუპელი მაგრამ არ ქმნის ისეთ ფონს რომელიც ახალგაზრდა გამოუცდელ ძაღლს აურევს გონებას.

გნოლს შეუძლია სირბილი და ის ხშირად გარბის რაც ძარლს ეხმარება ისწავლოს ფრინველის დამორჩილება.

გნოლი ხმაურიანად ფრინდება რაც ძაღლს ასტიმულირებს და შორს მიფრინავს

რომელიც ძაღლს თვისით მიუთითებს რომ მასზე გაკიდება არაპერსპექტიულია.

რამდენჯერაც არ უნდა გაეკიდოს იგივე ფრინველის მეორედ ნახვა თითქმის შეუძლებელია.

ჟურნალისტი:და გაკიდებას თქვენ მაშინათვე არ უკრძალავთ?

ვიტალი: არა. გაკიდება ეს არა არის გაბრაზება და არ არის  ნაკლი, 

რომელიც მაშინათვე უნდა აღიკვეთოს. პირიქით-ახალგაზრდა ძღლებში გაკიდება

კარგია რადგანაც უმძაფრებს  ვნებას. აქ მთავარი არის-რომ გაკიდება არ გადაიზარდოს

ფრინველის დაჭერაში და მეორედ არ მონახოს ერთხელ აფრენილი ფრინველი. 

ეს ძირითადად ხდება ჩასმულ მწყერზე, მაგრამ ფრინველი ისე უნდა იქნეს ჩასმული რომ 

ძაღლმა მისი ხელმეორედ მონახვა ვეღარ შეძლოს. ხოლო გაკიდების მოშლა ეს უკვე ქეტნიკის

 საკიტხია, მე ძაღლს ვუშლი გაკიდებას როდესაც ის ნადირობს დამოუკიდებლად და გააზრებულად.

ჟურნალისტი: დავუბრუნდეთ კითხვას რომელ ფრინველზე ჯობს დაგეშვა? დიდი ხნის განმავლობაში

 ითვლებოდა რომ დუპელი არის საუკეტესო ფრინველი მეძებრის დასაგეშად და ეხლაც კი ბევრი თვლის

 რომ გაზაფხულის დუპელი საუკეთესო ფრინველია დასაგეშად.

ვიტალი: მევთვლი რომ სწორედ დუპელი არის ძირითადი მიზეზი რეცესიაა რომელიც ჩვენ გვაქ მეძებრების

 ყველა ჯიშში. ძალიან ბევრ ძაღლს არ აქვს გენეტიკური ვნება ეძებოს ფრინველი. რატომ?

 იმიტომ რომ დუპელს თითქმის არ ჭირდება ძებნა, რადგანაც გაზაფხულობით ის დიდირაოდენობით 

იყრის ერთ ადგილზე თავს და ასეთ ვითარებაში ოდნავ რო გაიაროს ძაღლმა ყოველ 10 20 მეტრაში ის ფრინველს იპოვის.

ახალგაზრდა ძაღლისთვის ეს ძალიან ცუდია რადგანაც ის ასეთ ადგილში პრაქტიკულად სულ ლტოლვით(პაწიაჟაკა) მოძრაობს.

ამიტომაც ვამბობ რომ ახალგაზრდა ძარლისთვის ესეთი ადგილი ძალიან ცუდია რაგანაც მისთვის ძნელდება ერთი

კონკრეტული სხეულის(ფრინველის) გამორჩევა რადგანაც გაზაფხულზე იქმნება ძალიან ძლიერი ფონი დუპელის.

გაზაფხულობით დუპელი თუ არის ფართობში იქ ძალიან ბევრია ისეთი ადგილის მოძებნა სადაც ფრინველი გაშლილად

ზის არა არსებობს, ამიტომაც მეძებრის გეშვა დუპელზე გაუმართლებელია. ამიტომაც უკეთესი არის მწყერი, ვიდრე დუპელი.

რა თქმა უნდა მისი რაოდენობაც გაზაფხულზე ძალიან დიდია მინდვრებში, და ესეც ნაწილობრივ ბორკავს ზაღლს ეძებოს ვნებით.

 ამიტომაც აქ არის გეშვის სწორი მეთოდი საჭირო გაუკეთო ძაღლს ბევრი შეხვედრა ფრინველთან თუ ატარო ცარიელ მინდორში

.. სწორედ ეს არის გეშვის "ნოუ ჰაუ"- იცოდე სად, როგორ და რამდენი ფრინველი ანახო ახალგაზრდა ძაღლს.

 ჟურნალისიტი: გასაგებია. დაი აი ძაღლმა მონახა ფრინველი და დადგა. ამაზე ბევრი ფიქრობს რომ ეს არის ნაბული,

 და აუცილებლად უნდა იყოს ფრინველის ამოფრენაც. ეს როგორ არის?

ვიტალი: მოდით განვსაზღვროთ ნადირობიდან. როგორი ნაბული არის ხელსაყრელი მსროლელისთვის და მოპოვებისთვის.

 ისეთი როდესაც ფრინველი ვერ გარბის და მონადირე მაქსიმალურად ახლოს არის ფრინველთან. რადგანაც როდასაც

 ძაღლი მაქსიმალურად ახლოში დგება ნაბულზე ფრინველს გაქცევის შანსი თითქმის არ აქვს დარგანაც ძაღლის ერთ

 ნაბიჯზე ის უკვე ფრინდება, ხოლო როდესაც ძაღლს უწევს მიტანებაზე მანძილის გავლა ფრინველს ძალიან დიდი შანსი

 აქვს გაიპაროს და ხშირად ესეც ხდება ხოლმე. ნუ რათქმა უნდა არიან ფრინველები შემოდგომით როჭო და გნოლი რომელიც

 უბრალოდ ძაღლს არ აძლევს შანს მივიდეს ახლოს რადგნაც ის ფრთხება შორიდანვე და ასევე ტყის ქათამი რომელიც არავინ

 არ იცის რას მოიმოქმედებს.მერწმუნეთ კარგი ძაღლი ამ ყველაფერს საზღვრავს და ცდილობს მაქსიმალურად ახლოს მივიდეს

 გამომყვანი ფრინველთან. მაგრამ ხდება ისეც როდესაც ძაღლი დგება ნაბულზე და ხშირად ფრინველი გარბის რაც ჩანს ძაღლის

 თავის მოძრაობაზე მიტანების დროს. ასეთი რამ რო არ მოხდეს ამისთვის უნდა ვასწავლოთ ძარლს რომ ის სუნს ფონზე კი არ

 დადგეს არამედ დადგეს სხეულზე(ფრინველზე) რომელიც ობიექტს გაქცევის საშვალებას აღარ აძლევს. როდესაც ძაღლი

 მიტანებისას იწყებს ზემოთ მოყვანილ ქცევებს მუშაობა ამით მთავრდება. ძარლს უნდა ჩავაბათ გამოვიყვანოთ უკან დაახლოებით 20 მეტრა და ახლიდან გავუშვათ საძებნად და არავითარი მუშაობა კვალზე. მე ვაძლევ ძაღლს იმას რომ მან შეძლოს და

 ასე ვთქვათ დააპატიმროს ფრინველი და 100%ით აკონტროლოს ის მიტანებაზე. სწორედ ეს არის ჩემი როგორც მგეშავის

 სამუშაო ვასწავლო ძაღლს გააზრებულად

 გააკეთოს ეს ყველაფერი- დაამუშაოს ფრინველი მაქსიმალურად ახლოს.

ჟურნალისტი: ვიტალი გავუმხილოთ ჩვენს მკითხველს თქვენი სეკრეტი- ეხლახანს თქვენ გახდით პირველი რუსი მგეშავი და

 გამომყვანი რომელმაც მოამზადეთ ძაღლი და სერბეთში გნოლზე დიდი ძებნის შეჯიბრზე მიიღეთ შეფასება ფრიადი.

 რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ვიტალი: მადობა.რას ნიშნავს ეს? უპირველესყოვლისა ეს ნიშნავს ძალიან ბევრად მეტს ვიდრე ყველა

 დანარჩენი შეჯიბრის გამარჯვებას და 1-2 ხარისხის დიპლომებს რომელსაც იღებენ ჩემი ძაღლები აქ ჩვენს

 შეჯიბრებებზე. რადგანაც დიდი ძებნაში

 კვალიფიკაციის მისაღებად საჭიროა ბევრად მეტი პროფესიონალური მუშაობა ძაღლთან. აქ ყველაფერს აკეთებ

 ზაღლის ბუნებრივი თვისებების მაქსიმალურად გამოვლენისთვის. აქ ძალის დაყენება მექანიკური ჩელნოკი იხსნება

 შეჯიბრიდან მეორე წუთზევე,

 იქ ასეთი რაღაცეები მიუღებელია. და რათქმა უნდა ძაღლი რომელიც ასეთ შეჯიბრზე გააკეთებს შედეგს ძალიან

 იშვიათია(ესეთები მხოლოდ დიადი ძაღლები არიან). გეტყვით რომ უბალო მონადირეს ასეთი ძაღლი არ ჭირდება ეს უბრალოდ გაუგებრობა იქნება, და სიმართლე რომ ვთქვა ესეთი

 გაუგებრობა არც გამიგია. ასე რომ ჩვენი პოინტერის ამონის წარმატება უსიტყვოდ მწარმოებელი ალექსანდრე პანაგასოვის

 წარმატებაა. ლაპარაკი იმაზე თუ რა ძალა და შრომას დებს მგეშავი დიდი ძებნის ძაღლის მომზადებაში და შემდეგ ამ ძაღლით ნადირობა , მაგალითად ისე როგორც მე ვნადირობ ამონთან ერთად ჩემი აზრით შორს წაგვიყვანს ამას ცალკე ნომერი უნდა დავუთმოთ.

ჟურნალისტი: თანახმა ვარ. მაშინ დიდი ძებნის ძაღლის მომზადებას და მასთან ნადირობას 

ჩვენ დავუბრუნდებით მომავალ ნომერში, მაქამდე  კი ბოლო კითხვა: ბევრი თვლის რომ თუ ძაღლი

 მგეშავის დაგეშილია ეს ძაღლი ინადირებს და

 კონტაქტი ექნება მხოლოდ მგეშავთან. რას გვეტყვით ამაზე?

ვიტალი: თუ პატრონს შეუძლია რო ის იყოს თავისი ძაღლის ბატონი, ის გეშვის შემდეგ მარტივად

შეძლებს მის მართვას. ამასთანავე როდესაც მე ძაღლს უკან ვუბრუნებ პატრონს მე მიმყავს ის მინდორში

ვანახებ ყველაფერს და ვუხსნი რა როგორ არის. როგორ მუშაობს ძაღლი, რატომ მუშაობს ესე, რას ვაკეთებ,

რა უნდა გაუკკეთოს მან პატრონს როდესაც წავა სანადიროდ პატრონტან ერთად. მაგრამ არსებობს ხალხი რომელსაც

არ შეუძლიათ გახდნენ ძაღლისთვის ბატონები, რომელბიც შემდეგ ძაღლს ცემენ გეშვამდე, რომლიდანაც არაფერი გამოვა.

ასევე არსებობენ ისეთებიც რომელბიც ფურცელზე უყურებენ შედეგს, მათთვის დაგეშვა ასოცირდება დიპლომის აღებასთან.

და ხშირად მიწევს ძაღლის ჩაბარების წინ მისი წაყვანა გამოცდაზე რათა დიპლომი აიღოს. ეს უბრალოდ ხალხის

მენტალიტეტია რომელბიც თვლიან რომ მგეშვანის მუშაობა ძაღლთან დიპლომით უნდა დასრულდეს.  

 

მასალა მომაწოდა : ალექსანდრე (სანდრო) პანაგასოვმა.

სტატია თარგმანა: დავით სამუშიამ
legion.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
საღოლ სამო. ქვემოთ მიაწერე რო თუ ვინმე წაიღებს შენ ხარ ავტორი და ლეგიონ.გე მიუთითონ თორე რამდენიმე დღეში მოგედავებიან მე გადავთარგმნეო. პროსტა ველიდანაა დედაარღნილი ტექსტი გადასული და წასაკითხად, მთლიანად მონიშნეთ ტექსტი და გამოჩნდება ბიჭებო.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეგრე რა შე კაი კაცო....მაგარი სტატიაა :good:  :good:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: მადლობთ სამო! ნეტავ ამ კაცის ინტერვიუ  ბევრმა წაიკითხოს. განსაკუთრებით დასკვნითი ნაწილი.

ზუსტადაც რომ პირიქითაა ჩვენთან. თუ ძაღლს დიპლომი არ აქვს , ასეთ ძაღლს ხომ საერთოდ ლამის არსებობა აუკრძალონ და მგონი ძაღლად არც აღიქვამენ. როგორც ყველაფერში აქაც მოვიკოჭლებთ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი სტაიტაა.,...

საღოლ სამო....



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ეს ცარიელი პოსტები რანაირად ჩნდება ???? მეგონა ტელეფონი არ ხსნისთქო და კომპიუტერთან ეხლა დავჯექი და იგივენაირად ცარიელია

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

საინტერესოა


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი და საჭირო საქმე გააკეთე სამო . ყველა კარგად არ ფლობს რუსულს და ესეთი პროფესიონალური თარგმანი....საღოლ სამო , საღოლ.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   ხო წარმოგიდგენიათ ვიტალის დაგეშილი ძაღლი მინდორში რას იზავს, მალადეც მაგარი პროფესიონალია,



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ძალიან მომეწონა სტატია, ჩემ ძაღლთან მუშაობისას ნამდვილად გამომადგება აქ მოყოლილი :good:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1003 პოსტი

მართლა კარგი სტატიაა, ნამდვილად გამომადგება, ჩემი ძაღლი ეხლაა საგეში ...



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მშვენიერი და გონივრული ინფორმაციაა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?