Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამორეველები

 

 

 
Did+the+Nephilim+Amorites+Build+Stonheng
 
ამორევლები (თავიანთ თავს ისინი "სუტიებს" უწოდებდნენ, რადგან  ლეგენდარული წინაპრის სუტის შთამომავლებად ითვლებოდნენ, რომელიც
ბიბლიაში სეითად იწოდება, ევროპულ ტექსტებში კი შეთად). სუტიები ძველი ახლო აღმოსავლეთის მომთაბარე ტომები იყვნენ. ისინი სამხრეთ მესოპოტამიაში სახლობდნენ. მესამე ათასწლეულის წყაროებში სუტიები შუმერთა წინაპრებად მოიხსენიებიან. ძვ.წ 22 საუკუნის დასაწყისიდან სუტიები ჩრდილო დასავლეთისკენ მიიწევდნენ და რამდენჯერმე ევფრატიც გადალახეს.
 
euphrates_birecik01.JPG
მდინარე ევფრატი
 
მათ დაიკავეს ჯებელ-ბიშრის მთები და სირიის ნაწილი. აქ მათი ასიმილაცია მოხდა დასავლეთ სემიტურ ტომთან, ებლაიტებთან, რის შემდეგაც სუტიებს ამორევლები ეწოდათ, რაც დასავლეთის ხალხს ნიშნავს(ამ სახელს მანამდე ებლაიტები ატარებდნენ). ნელ-ნელა გამოიკვეთა ამორეველთა სამი ძლიერი ტომობრივი კავშირი. ერთი იყო თვითონ სუტიები, მეორე ქანეი და მესამე ბინი-იამინი( ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბენიამინის ბიბლიური შტო მათგან მოდის). ძვ.წ 21 საუკუნის მეორე ნახევარში მომთაბარე ამორევლებმა ევფრატი გადალახეს და მესოპოტამიაში შეიჭრნენ.
 
800px-Ur-Nassiriyah.jpg
ურის ნანგრევები
 
ურის მესამე დინასტიის მეფეებმა მათგან თავის დასაცავად ევფრატიდან ტიგროსამდე გრძელი კედელი ააშენეს, მაგრამ ამორევლებმა სხვა გზები მონახეს მესოპოტამიაში შესაჭრელად და მდინარე ტიგროსი გადალახეს. ამორევლებს ერთიანობა არ ჰქონდათ და ისინი ცალკეულ ჯგუფებად დაშლილები მოძრაობდნენ სხვადასხვა ადგილებში. ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ.
მდინარე ხაბურთან დასახლდა იდამარას ტომის ნაწილი, მეორე ნაწილი კი დასახლდა ჯებელ-ხამრინთან, შუა მესოპოტამიაში ბინი-სიმ ალა, ქანეელები და ბინი-იამინი, ევფრატისა და ტიგროსის სამხრეთ ნაწილში მომთაბარეობდნენ: ამნაუმის, იაჰრურუმის, რაბაბუმის და კიდევ სხვა ტომები, ამასთან ერთად ისინი ბინი-იამინის და ქანეელების ნაწილს შეადგენდნენ, მათ გარდა მესოპოტამიაში დასახლდნენ ნუხუმის, მუტიაბალის და იამუტბალას ტომები.
 
tigris-hasankeyf1.JPG
მდინარე ტიგროსი

ურის დაცემის შემდეგ შუამდინარეთში რამდენიმე სახელმწიფო წარმოიქმნა:
1. ისსინი აქადური სამეფო, რომელიც ჯერ კიდევ ურის დაცემამდე გაჩნდა
და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შუამდინარეთის ჰეგემონი ქვეყანა
იყო.
2. ეშნუნის აქადური სამეფო. ეს სამეფოც ურის დაცემამადე წარმოიქმნა.
3. ცოტა მოგვიანებით ლარსის ამორევლური სამეფო შეიქმნა.
4. ამორეველთა სამეფო დერე.
ძვ.წ 19 საუკუნის ამორეველთა ტომების ბელადები, ლარსის მბრძანებელს
გაჰყვნენ და ერთად დაიკავეს მესოპოტამიისა და სირიის ქალაქები, შემდეგ კი
რამდენიმე სამეფო წარმოქმნეს:
1. ევფრატთან სიპარისა და ქიშის სამეფოები გაჩნდა. მათგან სამხრეთით
კისურ-შურუპაკის სახელმწიფო გაჩნდა, უფრო სამხრეთით სხვა
სამეფოებთან შედარებით გვიან ურუქის სამეფო წარმოიქმნა.
2. აოხატუს შენაკადთან ბაბილონის სამეფო გაჩნდა.
3. მე-ენლილის შენაკადთან ყაზალუ-მარადის.
4. ტიგროსთან მალგიუმის სამეფო შეიქნა.
5. აქვე მდებარეობდა დამოუკიდებელი ქალაქი, რომლის სახელი უცნობია.
შეიძლება ეს აკშაკი იყო.
6. მდინარე დიალესთან თუთუბის სამეფო გაჩნდა.
ამ სამეფოებთან ერთად არსებობას ისსინის, ლარსის და ეშნუნის
სახელმწიფოებიც აგრძელებდნენ.
მალე ამორეველთა და მესოპოტამიურ სახელმწიფოების შორის ომები დაიწყო. სახელმწიფოები და ქალაქები ხელიდან ხელში გადადიოდა. ყველაზე ძლიერი ბაბილონის სამეფო აღმოჩნდა.
XXI საუკუნის მეორე ნახევარში ამორეველთა დიდი გადასახლება დაიწყო, რაც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში უდიდეს, ყველაზე მსხვილ გადასახლებად ითვლება. ისინი იკავებენ მთელს მესოპოტამიას და ანადგურებენ ურის III დინასტიის შუმერულ-აქადურ სამეფოს, იპყრობენ სირიას და იორდანიას, სადაც ებრაელები მათ შეთის ( სეითის ) შვილებს უწოდებენ. ამორევლები შეიჭრნენ ფინიკიასა და ქანაანში და ცეცხლითა და მახვილით გაანადგურეს მდიდარი ქალაქები. ამ ტერიტორიებზე ამორეველთა რამდენიმე კავშირი წარმოიქმნა.
 
Amorites.jpg

ძვ.წ 20 საუკუნის 2 ნახევარში და ძვ.წ 19 საუკუნის პირველ ნახევარში ამორევლები მესოპოტამიაში რამდენიმე სამეფოს აარსებენ ( ყველაზე ადრეული ლარსუ ძვ.წ 1932, ყველაზე ცნობილები ბაბილონი და მარი ძვ.წ 1895, ეს სამეფოები აკონტროლებდნენ მესოპოტამიის დასავლეთ ნაწილს). ბოლოს ეს ამორევლური დინასტიები გაერთიანდა ჰამურაბის მმართველობის დროს. ძვ.წ 19 საუკუნეში ერთი ძლიერი ამორევლური სამეფო წარმოიქმნა. ეს იყო იაჰმადი სირიაში, რომლის დედაქალაქი იყო ხალები ( ალეპო).
 
AleppoCitadel1.jpg
თანამედროვე ქალაქი ალეპო

ჰამურაბის იმპერიის შექმნამ და ხურიტების ექსპანსიამ ამორევლების ბედი
შემოაბრუნა და შეთის შთამომავლებს მხოლოდ მესოპოტამიის მცირე ნაწილი, ლიბანი, სირიის სტეპი და იორდანია დარჩათ.
ლიბანის და სირიის მიწებს ევფრატამდე "ამურუ" ეწოდა, ამორევლების
სახელის მიხედვით. ძვ.წ 1400 წლისათვის ბაბილონის მეფე ქადაშმანხარბე
I-მა ამორევლები მესოპოტამიიდან გააძევა. ამორევლების ნაწილი ქანაანში ჩავიდა. არამელები სირიას დაესხნენ თავს და ამორევლები გააძევეს. სირიიდან "შეთის შთამომავლები " მესოპოტამიაში დაბრუნდნენ.
 
Victory%20of%20Joshua%20over%20Amorites%
იესო ნავეს ძის გამარჯვება ამორევლებზე
 
ძვ.წ 12-13 საუკუნეებში ძველებრაულმა ტომებმა ქანაანის ამორევლური ტომების სახელმწიფოები გაანადგურეს. ნელ-ნელა ებრაელი და ამორეველი ხალხის ასიმილირება მოხდა. უკანასკნელი დამოუკიდებელი ამორევლური ტომი არამელების მიერ მოისპო ძვ.წ 7 საუკუნეში. ბიბლიაში ამორევლებზე მასალას გვაძლევს იესო ნავეს ძეს წიგნი. იერიხონისა და ჰაღაის განადგურების შემდეგ ებრაელებმა იესო ნავეს ძის მეთაურობით დაამარცხეს ორი ამორეველი მეფე სიხონი ხეშბონის მეფე და ყოგი ბაშანის მეფე, ყაშთაროთელი.
 
the-conquest-of-the-amorites.jpg
 
სიხონისა და ყოგის შემდეგ ებრაელების წინააღმეგ გაერთიანდა ამორევლების ხუთი მეფე: იერუსალიმის მეფე ადონი-ცედეკი, ხებრონის მეფე ჰოჰამი, იარმუთის მეფე ფირამი, ლაქიშის მეფე იაფიაყი და ყეგლონის მეფე დებირი. იესო ნავეს ძე მათ გაბაონში შეებრძოლა ბეთ-ხორონის მაღლობზე და ყაზეკამდე და მაკედამდე სდია. ებრაელებმა ამორეველთა მეფეები სიკვდილით დასაჯეს, შემდეგ გამოქვაბულში ჩაყარეს და ლოდები დააყარეს.  
 
250px-Amorite-kings-in-cave.jpg
ამორეველი მეფეები გამოქვაბულში
 
მეფეების დასჯის შემდეგ იესომ სხვა ამორევლების ქალაქები გაანადგურა და მიწასთან გაასწორა. მოგვიანებით უკვე გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მეფემ დავითმა იერუსალიმი წაართვა ამორეველ მეფეს და ამით ამორევლებს ფეხი ამოუკვეთა პალესტინის მიწიდან. ამორეველები ძველი აღმოსავლეთის ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი იყო, რომელმაც რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო შექმნა და ისტორიის მსვლელობა შეცვალა.

ნიკა ხოფერია

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უცნაური ისტორიის მქონე ხალხი იყო


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო ნამეტანი....

მართლა საინტერესოა...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43523 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"მეფეების დასჯის შემდეგ იესომ სხვა ამორევლების ქალაქები გაანადგურა და მიწასთან გაასწორა. მოგვიანებით უკვე გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მეფემ დავითმა იერუსალიმი წაართვა ამორეველ მეფეს და ამით ამორევლებს ფეხი ამოუკვეთა პალესტინის მიწიდან. ამორეველები ძველი აღმოსავლეთის ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი იყო, რომელმაც რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო შექმნა და ისტორიის მსვლელობა შეცვა"

 

კიდევ ერთხელ დასტურდება რომ "გამარჯვებულებს არ განსჯიან"????


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?