Jump to content

სურათი

ძროხის სუკი ლუდით და ყავით


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria
ცალი საქონლის სუკი
500 გრ. შავი ლუდი
20 გრ. დაფქვილი ყავა
10 გრ. პაპრიკა
50 გრ. დაფქვილი ქინძი
50 გრ. დაფქვილი მდოგვი
50 გრ. ნივრის ფხვნილი
20 გრ. ყავისფერი შაქარი
150 გრ. თეთრი ხახვი
500 გრ. კარტოფილი
100 გრ. მჟავე კომბოსტო
40 გრ. თაფლი
180 გრ. სტაფილო
e3bea7e884aff80505c401a9f57abc52.jpg
 
საფეხური 1
 
 
 
ვარჩვეთ ყველაზე მსუქან სუკს. გვახსოვდეს, რომ რაც მეტი კუნთი და ცხიმი აქვს ხორცს მით უფრო წვნიანი და გემრიელი იქნება. თუ ცხიმოვანი გროვები მოყვითალოა, ესეიგი ძროხა ასაკოვანია და მისი ხორცი ბევრად უფრო მჟავე და მკვრივი იქნება. ავიღოთ სუკი, გავასუფთაოთ და მივიყვანოთ დაახლოებით ისეთ მდგომარეობამდე როგორც სურათზეა. პარალელურად დავჭრათ სტაფილო, დაახლოებით 1 სმ სისქის რგოლებად, ხახვიც დაახლოებით იგივე სისქეზე. რაც შეეხება კარტოფილს, ჯერ კარგად გავრეცხოთ, რადგან კანითვე უნდა მივირთვათ. დანით ჩავჭრათ რომბები ისე, რომ ბოლომდე არ ჩაიჭრას კარტოფილი და არ დაიშალოს.
536ece554dcb22aa5f82996e2b4ca86f.jpg
 
საფეხური 2
 
 
 
გავახუროთ ღუმელი 135 გრადუს ცელსიუსზე. ვიღებთ ყველა სუნელს, ერთად ვფქვავთ და ერთმანეთს ვურევთ. ვუმატებთ 1.5 ჩაის კოვზ მარილს. ეს ფხვიერი მასა უნდა შევზილოთ ხორცში. მინდა, რომ წარმოიდგინოთ თქენი თავი ტაილანდელი მასაჟისტის როლში, ორივე ხელით აიღოთ სუნელების ნაზავი, და მასაჟირებით შეაზილოთ ხორცს, თქვენი ხელები ხორცს გაათბობს, რაც ხელს შეუწყობს ცხობის პროცესს. თუნუქის ფურცელზე დავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული. კარტოფილს მოვაყაროთ ნარჩენი ხორცის სუნელი, ხახვისგან და სტაფილოსგან გავაკეთოთ კუნძული, ზემოდან გადავასხათ ლუდი, და დავადოთ ხორცის ნაჭერი, გვერდზე დავულაგოთ კარტოფილი, თუნუქის ფურცელს გადავაკრათ ალუმინის ქაღალდი და შევდგათ ღუმელში. 130 გრადუსზე დაახლოებით საათსა და 20 წუთში ხორცის შიდა ტემპერატურა მიაღწევს 65 გრადუსს, რის შედეგადაც ხორცი მზადაა.
211eb9283f728a6a57c51469ec5bba1c.jpg
მომსახურების რიტუალი ხორცი ბოსტნეულეულთან ერთად გადმოვიტანოთ დაფაზე და დავასვენოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავჭრათ. ამ კერძს ძალიან უხდება ცივი ყავა ან ლუდი.
 
 


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაცო , ყავა ხომ არომატულია? ანუ შესაბამისად ყავის სურნელი ექნება . ხომ სწორია? ხო და ერთხელ ღვინო წავიღეთ პიკნიკზე . ოღონდ შეცდომით ტვილდიკამ ჩაასხა ესენცია ნამყოფ კანისტრაში. ჩვენი აზრით კარგად იყო გამორეცხილი , მაგრამ..

   მოკლედ ღვინო რომ ჩამოვასხით და სუფრას მივუსხედით ის იყო ჭიქებში ჩამოვასხით და სასმისები როგორც კი დასალევათ მოვიმარჯვეთ , გვეცა "ტკბილი" ყავის და რაღაცნაირი სურნელოვანი სუნი. საქმე იმაშია რომ ხელით დავიფარეთ ცხვირი და ისე მივირთვით. ღვინო გემოვნური თვისებებით გადასარევი იყო , მაგრამ ვერანაირად ვერ დავლიეთ. როგორც ჩანს ადამიანის ფსიქიკა ძალიან უცნარი რამეა.  ჩვენთან იყო ასლანა და ეგ ხომ ფსიქიატრია. ხოდა ასლანმა ერთი უცნაური რამე გვითხრა. მეცნიერულად მარტივად იხსნება , ჩვევა რთული ფსიქოლოგიური  ქვესაფეხურებისგან შედგება. მოკლედ არ გავაგრძელებ და მოვჭრი რომ ადამიანის ტვინი , იმახსოვრებს ე.წ. "მადის  აღმძვრელ", "დესერტის" და ა.შ სუნებს . ხოდა როცა ღვინოს , "ღვინის არომატის " მაგივრად ასდის მაგალითად ნამცხვრის არომატი (როგორც ჩვენ შემთხვევაში) , უბრალოდ ვერ დალევ. ნუ ჩვენ ვერ დავლიეთ ვერცერთმა.  

 ხო და ეგ გამახსენდა ასეთ გემრიელ სუკებს რომ ყავაში დაამუშავებ და ყავის სურნელიტ გაჟღინთავ , როგორ უნდა მიირთვა მერე???

ან ისიც გაუგებარია  "კერძს ძაკლიანნ უხდება ან ლუდი ან ყავა"-ო.        სად ყავა და სად ლუდი ტო?    

:think: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მე თU მკითხავ ძროხის ხორცი ვაფშე მაგ ფინთი კრუშკებით არ უნდა გააფუჭო, ხაშლამა და მორჩა ლაპარაკი :D



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბურგო

ბურგო

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 151 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:სამეგრელო
Ess pripasebii momitanett daa uketess movamzadebbb too

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

კაცო , ყავა ხომ არომატულია? ანუ შესაბამისად ყავის სურნელი ექნება . ხომ სწორია? ხო და ერთხელ ღვინო წავიღეთ პიკნიკზე . ოღონდ შეცდომით ტვილდიკამ ჩაასხა ესენცია ნამყოფ კანისტრაში. ჩვენი აზრით კარგად იყო გამორეცხილი , მაგრამ..

   მოკლედ ღვინო რომ ჩამოვასხით და სუფრას მივუსხედით ის იყო ჭიქებში ჩამოვასხით და სასმისები როგორც კი დასალევათ მოვიმარჯვეთ , გვეცა "ტკბილი" ყავის და რაღაცნაირი სურნელოვანი სუნი. საქმე იმაშია რომ ხელით დავიფარეთ ცხვირი და ისე მივირთვით. ღვინო გემოვნური თვისებებით გადასარევი იყო , მაგრამ ვერანაირად ვერ დავლიეთ. როგორც ჩანს ადამიანის ფსიქიკა ძალიან უცნარი რამეა.  ჩვენთან იყო ასლანა და ეგ ხომ ფსიქიატრია. ხოდა ასლანმა ერთი უცნაური რამე გვითხრა. მეცნიერულად მარტივად იხსნება , ჩვევა რთული ფსიქოლოგიური  ქვესაფეხურებისგან შედგება. მოკლედ არ გავაგრძელებ და მოვჭრი რომ ადამიანის ტვინი , იმახსოვრებს ე.წ. "მადის  აღმძვრელ", "დესერტის" და ა.შ სუნებს . ხოდა როცა ღვინოს , "ღვინის არომატის " მაგივრად ასდის მაგალითად ნამცხვრის არომატი (როგორც ჩვენ შემთხვევაში) , უბრალოდ ვერ დალევ. ნუ ჩვენ ვერ დავლიეთ ვერცერთმა.  

 ხო და ეგ გამახსენდა ასეთ გემრიელ სუკებს რომ ყავაში დაამუშავებ და ყავის სურნელიტ გაჟღინთავ , როგორ უნდა მიირთვა მერე???

ან ისიც გაუგებარია  "კერძს ძაკლიანნ უხდება ან ლუდი ან ყავა"-ო.        სად ყავა და სად ლუდი ტო?    

:think: 

დაპუსტიმ სურდო გაქვს. 

მიირთმევ კერძს, აყოლებ ღვინოს და თავისუფალი ხარ ყოველგვარი ფსიქოლოგიური უხერხულობებისგან :) 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აა ოლოლო მზის სადარო აბდულშაჰილ . ალაჰჰმაც შერისხოს შენი ყველა მტერი ,მაგრამ გავკადნიერდები მე შენი მზერის უღირსი და გკითხავ "თუ სურდო გაგივლის , ?" მაშვინ როგორ მოიქცევი ვერსიების დიდო მესიავ????

:0058:


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს კერძი კი არ მომიზადებია და კი არ მიფუჭდება არ გინდათ და ნუ მიირთმევთ :)

ესხუმრობით და ისე საინტერესოა ჩემი აზრით ისე ეხამება რომ სავარაუდოდ კარგი გემო უნდა ქონდეს...

ჩინურ სამზარეულოშია ეგეთი მეთოდები გამოყენებული - რადიკალურად განსხვავებული გემოების შერევა და იმიგან რაცხა არაჩვეულებრივის მიღება...

მოკლედ როგორც საინტერესო და უცნაური რეცეპტი ისე მიიპყრო ჩემი ყრადღება... 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნეტა ეს კაცი სულ გაბრაზებული სახიტ რატო ამზადებს კერძებს  :think: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?