Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 gr_rt.png

შემწვარი ხორცი უნგრულად

 

 

 

 

 

spacer.gif80zgna83hczregl.jpegspacer.gifgr_lb.pngspacer.gifgr_rb.pngspacer.gif 
 

 

 

 

 

 

ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ამოვავლოთ ფქვილში, სწრაფადვე შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში. გადმოვიღოთ ტაფიდან და დარჩენილ ცხიმში შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ წითელი პილპილი, ტომატ-პასტა ან ნაჭრებად დაჭრილი ცოცხალი პამიდორი. დავასხათ ღვინო და რამდენიმე წუთით დავდგათ ცეცხლზე მოსაშუშად. ხორცი გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ სოუსი ან წყალი, რომ დაფაროს ხორცი. როდესაც ხორცი დარბილდება, დავამატოთ დაჭრილი სოკო, რომლებიც წინასწარ უნდა შევწვათ. მიღებული კერძი სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ერთად უნდა მივიტანოთ.

 

 

მასალა:

  • 4 ნაჭერი ხორცი (თითოეული 180 გრამი წონის)
  • 80 გრამი ცხიმი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჭიქა წითელი ღვინო
  • 150 გრამი მოხარშული სოკო
  • ცოტა ფქვილი
  • ცოტა წითელი პილპილი
  • მარილი, პილპილი
  • 1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა ან 1-2 ცალი პამიდორი

წყარო:https://cook.boom.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_სტუმარი_*

სტუმარი_სტუმარი_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ხორცი საფანელშიც შეიძლება რომ ამოვავლოთ. ეს ვარიანტიც მოსინჯეთ,

სოკოს შეწვას მოთუშვა გერჩივნოთ....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

იფიფიფი

ესეთ პოსტებზე მაჟირალებს :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აუ ესეთ რაღაცაზე ვცოფდები. და რომელი კომპონენტია თუნდა ცოტათი მაინც უნგრული? და იხმარე ცოტა აჯიკა, ან სვანური მარილი, ან , ბებოს მარილი ან რავიცი კიდევ მილიონი რაღაცა და დაარქვი, ქართული, კოლხური, ეგრისულად და ეგრეთი რაღაცეები. ვინმე ამ დედაარღნიან ქვეყანაში არ არსებობს რომ ესეთ რაღაცაზე იზრუნოს ტო? იაპონიელებზე 8 ჯერ მეტი ჩინოვნიკი გვყავს და ამ საქმისთვის ნეუჟელი არავის აძლევენ ხელფასს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?