Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტაო -კლარჯეთის ისტორიული ძეგლები

.<<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

https://tao-klarjeti.com/portal/

  • ანჩი (ანჩის ეკლესია, მაცხოვრის კარედი ხატი (ანჩისხატი).)
  • ანძავი
  • არდაგანის ციხე
  • ართვინის ციხე
  • არტაანი
  • არტანუჯი ქალაქი
  • ახიზას ქვაბები, ახიზას დარბაზული ეკლესია, ახიზას ციხე
  • ბანას ტაძარი, ბანას მღვიმის ეკლესია
  • ბაღჩალო ყიშლას ეკლესიის ნანგრევები, ბახჩალო ყიშლას ციხე
  • ბერთა, ბერთას ხიდი (ბერთის ოთხთავი)
  • ბერკის ეკლესია
  • ბორჩხის ხიდები
  • ბრილი (ბრილის საწინამძღვრო ჯვარი. X ს.)
  • გურჯანი
  • დაბაწვრილი
  • დადაშენი
  • დამალა
  • დარიჯა
  • დოლისყანა
  • დორთ ქილისა, ტრიკონქი, ორაფსიდიანი
  • სოფ.ევფრატში (აღმ.თურქეთი, მაჭახელა) ძველი  ხიდი, ეკლესიის ნანგრევები მეჩეთთან
  • ენი რაბათი
  • ერუშეთი
  • ესბეკი ბაზილიკა, ესბეკის ძველი დარბაზული ეკლესია
  • ვანქი (პატარა ვანქი)
  • ვაშლობის ეკლესია
  • ვაჩეძორი
  • ველის ციხე, სასახლე, ეკლესია. ველის კომპლექსი
  • ზეგანი, ზაქი. ეკლესიის ნანგრევები
  • თეთრციხე
  • თორთუმის ციხე
  • თუქრაშენი
  • ისის ეკლესიის ნანგრევები
  • იშხანი
  • კავკასიძეების ციხე
  • კალმახის ციხე
  • კიაღმის ალთი (ქამხისი), ქამჰისი
  • კინეპოსის დარბაზული ეკლესიები
  • კინეპოსის ტეტრაკონქი
  • კისპაროტის ციხე
  • კოპი
  • კოპრუსგორენის ციხე
  • ლექსორი.
  • მაკრიალის ეკლესია, კოშკი
  • მამაწმინდა
  • მგელციხე
  • მიძნაძორი
  • მუხლადჯიგილისი
  • ნიხახი, იოკუშლუ
  • ნუკას საყდარი
  • ოთხთა ეკლესია
  • ოპიზა (ტაძარი, სამონასტრო ეკლესიის ნანგრევები)
  • ოშკი (იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ოშკის სკრიპტორიუმი, სატრაპეზო)
  • პარეხი (მცირე დარბაზული ეკლესია)
  • პარხალი
  • პეტრეკისის ციხე
  • სათლე - ეკლესია, ციხე
  • საკირე
  • სენსოპი
  • სინკოთი
  • სიხჩეკის ციხე
  • სოლომონკალა
  • სპერის ეკლესია
  • ტბეთის ეკლესია
  • ურთა
  • ფანასკერტის ციხე
  • ფარნაკის ეკლესია, ორი ციხე
  • ფექრაშენი
  • ქაჯის ციხე (შაითანკალე)
  • ქოროღლუს ციხე
  • შატბერდის (შარბეთი) ეკლესია, შატბერდის ციხე (ბოსელთა)
  • ჩაისი
  • ცირქინე
  • წეფთის ციხე (უსტამისი). ყოჩიგორა, სოფელი უსტამისი
  • წყაროსთავი კლარჯეთის
  • ხანცთა, ხანძთა
  • ხახული
  • ჯალა
  • ჰოშრეთი
  • წყარო:ჩვენი საუნჯე

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხახული

 

normal_Khakhuli1.jpg

ავტორი: პ. ვარდანაშვილი (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარში). ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქაჯის ციხე

13__qajis_cixe.jpg

ქაჯის ციხე - ციხე-სიმაგრე საქართველოს ისტორიულ პროვინციაში, ტაო-კლარჯეთში. მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის დაბა ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ილდირიმთეფელთან (ძველი სახელი რაბათი). ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯის ციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა – ალამუთის ციხე. ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მეტრი სიმაღლის მასიური გალავანი. "მესხური დავითნის ქრონიკაში" ქაჯის ციხე აქტიურ მოქმედებათა ობიექტია: "კოკოლა თავის ძმის-წულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე უკმოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა...", "..გავილაშქრეთ ენკენისთუს ნახევარს და ქაჯის-ციხეს მივადეგით..", "ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბივა, და გურჰაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა...". სწორედ ლაპარაკია ამ ქაჯის ციხეზე, რომელმაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა შენიშნა, დიდი როლი ითამაშა თურქების მიერ საქართველოს ამ ნაწილის დაპყრობის დროს. საბოლოოდ ქაჯის ციხე დაიპყრეს ლალა-ფაშას საქართველოში გამოლაშქრების დროს - 1578 წ., როდესაც ქაჯის ციხის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა. ამ დროიდან არის, ალბათ, ქაჯის ციხე აოხრებული და მისი რაბათი უმოსახლოდ დარჩენილი. თურქებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ქართული "ქაჯის-ციხე" თარგმნეს და უწოდეს მას Šeytān-kal‘a

რ. ბერიძე

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არტაანი

artaanis_cixe.jpg

ფოტოს წყარო: https://www.panorami.../photo/38121397

არტაანი (თურქ.არდაჰანი, Ardahan) - ქალაქი და რაიონი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არტაანის პლატოზე, მდინარე მტკვრის სათავესთან, მის ორივე ნაპირზე. საუკუნეების განმავლობაში არტაანი იყო საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილი. 1555 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-საათაბაგოს ოკუპირების შემდეგ სანჯაყის სტატუსით შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. თავდაპირველად არტაანი მხარის სახელწოდება იყო. წყაროების მიხედვით, შემდგომ არტაანი იყო როგორც მხარის, ასევე ციხე - ქალაქის სახელწოდება. ლეონტი მროველის (IX ს.) ცნობით, არტაანის ციხე, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა ააშენა, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, იმავე ცნობით, ფარნავაზის დროს, ძვ.წ. III საუკუნეში წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა. თურქებიც მას „შაითან ყალას“, ანუ „ქაჯთა ციხეს - ქაჯთა ქალაქს“ ეძახდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი „მრისხანე ციხედ“ მოიხსენიებს, მროველის დროს კი მას ჰური ეწოდებოდა. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა. ზოგიერთი მეცნიერის, მათ შორის ლევან მელქისედ-ბეგის აზრითაც, სწორედ ეს არის „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯთა ციხე. XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ნაწილად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. სახელწოდება არტაანი ქალაქს XVII საუკუნეში უნდა დარქმეოდა. 1877 - 1878 წლებში რუსეთ - თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებითა და 1878 წლის ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, 1917 წლამდე შედიოდა ყარსის ოლქის შემადგენლობაში. 1918 - 1921 წლების ომის დროს კი კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა და 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების შედეგად გადაეცა თურქეთს.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიააა... :))

ერთი არ უნდა წავიდეთ ტაოში?



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

10525653_913116915386250_372760198479013
აშ(ე)ნდ/ა [წ(მიდა)ი ესე ვანი ღ(მრთი)სმშ(ო)ბლ(ი)]/ს [სამკვდ]რე, ოდეს [ქართველთა]/ [მეფე]მან, კურ[აპალატმა დავით და ერმან]/ [ყოვე]ლმან ესე ვანი [და კრებული]/ [შეგუიბ]რალა {მა}შინ დიდისა/ [ჭირის]აგან გუიხსნ(ა), და უ(ფალ)ო [მოი]ხსენენ იგიც[ა]/ [დღეს]ა მას განკი(თხ)ვი(ს)ასა/ [კ]ულა მაშინ დავწერე, ო[დეს]/ [საჯთა] მცხეთისა ეკლ(ე)სიაი და[წუეს] [და წ(მიდი)სა ნი]ნოის ხელი ტ(ყუ)ედც(ა) წა(რ)ი[ტანეს]

 

 

 

????????????სამწუხაროდ ხვალ რომ დაიკარგოს  , მერე ატყფება ალიაქოთძი. მანამდე კი ასე გდია. მაგარი ტრაკდაშვებული ნაცია ვართ. ნუთუ არავის აწუხებს , არავის ეხება, არავის პასუხისმეგებლობაში არ შედის ქართული ისტორიული მემკვიდრეობის , შეგროვება , დაცვა და გადარჩენა? თუმცა საყდრისის მერე საერთოდ რაზეა საუბარი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
9761_469962669810274_75349959490035337_n

თურქეთი - ფიზიკური ოკუპანტი და სულიერი აგრესორია!

ფოტოზე გამოსახულია ოპიზა - VIII საუკუნის ქართული მონასტერი . ოპიზა მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, მათ შორის 913 წლის ცნობილი სახარება და 1093 წლის პარაკლიტონი. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობ-რები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები (XII საუკუნის II ნახ) და სხვანი. 813-826 წლებში ოპიზის დიდი ეკლესია ააგო აშოტ I კურაპალატმა, რაზეც სამხრეთ ფასადზე არსებული ფრესკა მოგვითხრობს. ცოტა ხანში აშოტის შვილმა გუარამ მამფალმა (გარდ. 882 წ.) უფრო დიდი ეკლესია ააგო და მამულებიც შესწირა, რა დამსახურებისთვისაც ოპიზაში იქნა დაკრძალული. სწორედ გუარამ მამფალის ეკლესიის ნანგრევებია დღეს შემორჩენილი. შემდგომი მშენებლობები ტაძრის ირგვლივ აწარმოა ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ II-მ (937-954), მან შეაკეთა ეკლესია და სატრაპეზო მიუმატა.

XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ კლარჯეთ-შავშეთის დაპყრობის შემდეგ ოპიზა დაცარილედა.

XIX-XX საუკუნეებში ტაძარს ნელნელა ჩამოექცა ოთხივე მკლავების გადახურვა, თუმცა მთავარი გუმბათი მაინც მყარად იდგა, ვიდრე ჩვენმა სტრატეგიულმა “პარტნიორმა“ თურქებმა, 1965 წელს, სოფლის გზის გაყვანისას ეკლესია არ ააფეთქეს რასაც გუმბათისა და საკურთხევლის ნაწილის სრულად განადგურება მოჰყვა.

ამჟამად ეკლესიისგან დარჩენილია სამხრეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთის კედლის ნაწილი, ჩრდილოეთის მკლავის კედლების მეტი ნაწილი.

 

 

 

ეს ნაბიჭვრები გზას სხვაგან ვერ გაიყვანდნენ არა? იქნებ ვინმემ შემახსენოს? მგონი , ესენიც ჩვენი ძმები არიან არა??


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?