Jump to content


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

SARSILMAZ SP 301

 

sarsilmaz-superpoze-545x133.jpgყალიბი

რომ დავაკვირდეთ როგორც ევროპაში ასევე საქართველოს ბაზარზე თოფის მწარმოებელმა ფირმებმა გადაინაწილეს ადგილები. ცნობილი ბრენდები რა თქმა უნდა ლიდერობენ და დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი, შესაბამისად მათი პროდუქცია, როგორც ხარისხით ასევე ფასით განსხვავდება სახვა საშუალო კლასის თოფებიდან. საბედნიეროდ ჩვენთანაც მონადირეების უმრავლესობას კარგად ესმით რომელი ფირმის პროდუქცია უფრო მოთხოვნადია და რომელი უფრო აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.
რომ გადავხედოთ ქართულ ბაზარს შესამჩნევია თურქული კომპანიების მერ წარმოებული თოფების სიმრავლე. პრაქტიკულად თურქულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, რამეთუ იგივე კლასის თოფები სხვა ქვეყნებიდან არ შემოდის თუ არ ჩავთვლით საშუალო კლასის რუსულ თოფებს. გამოდის რომ თვითონ თურქული ფირმები უწევენ ერთმანეთს საქართველოს ბაზარზე კონკურენციას. მიუხედავათ ზოგიერთი მოდელის მაღალი ფასისა მაინც ჩნდება შეკითხვები როგორც თოფის მექანიზმთან ასევე შესრულების ხარისთან. სიმართლე რომ ვთქვათ ბევრ ჩვენს მონადირეებს ჯერ კიდევ არ აქვთ პრაქტიკაში გამოცდილი თურქული თოფები და მხოლოდ ყურმოკრული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას. ამიტომ ცუდია თუ არა ესა თუ ის მოდელი ყველას ერთნაირ შეფასებას აძლევენ. არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს რადგან ჩემს მაღაზიაშიც იყიდება თურქული თოფები, მაგრამ მე მგონი ვიღაცის ნათქვამს (საერთოთ შეხება რომ არ ქონია თურქულ თოფებთან) ცოტათი მაინც აჯობებს ჩემი რჩევა და ნათქვამი რამეთუ ვცდილობ მაქსიმალურად გავერკვე და შევისწავლო სხვადასხვა მოდელი, გამოვცადო პრაქტიკაში და მივაწოდო ინფორმაცია ვისაც აინტერესებს რა უფრო მისაღები იქნება მათთვის. ამასთან ერთად თოფის ფასიც და ხარისხიც რომ იყოს შესაბამისობაში. ამ ყველაფრის საშუალებას ჩემი პრაქტიკა და გამოცდილება მაძლევს. მიუხედავთ ყველაფრისა მე მაინც ვეცდები ჩემი საიტის სტუმრებს გავაცნო, როგორც სხვადასხვა მოდელის თოფები და მათი სისტემები, ასევე მათი შემქმნელი ფირმები. თურქული კომპანიები დიდი ხანია სწავლობენ ევროპულ ბაზარს. დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქცია უნდა ყოფილიყო ევროპული ხარისხის, დაბალი ხელმისაწვდომი ფასით. მიაღწიეს კიდეც თავიანთ ჩანაფიქრს და ერთ ერთი მსხვილი მიმწოდებლები გახდნენ არა მარტო ევროპული ბაზარზე. თურქეთში ორასამდე მწარმოებელი კოოპერატივი და ფირმაა, აქედან ათამდე კომპანიაა რომელიც აწარმოებს როგორც საშუალო ასევე მაღალი კლასის თოფებს და თანამშრომლობენ ცნობილ ფირმებთან. დანარჩენები აწარმოებენ ფართო მოხმარების იაფფასიან თოფებს, რომელთა დევიზია რაც შეიძლება ბევრი იაფფასიანი თოფების გამოშვება და მათი ბევრის გაყიდვა. აღწევან კიდეც ამას რადგან თურქეთის შიგა ბაზრის მოთხოვნა აკმაყოფილებს მათ ამბიციებს. საზღვარ გარეთაც იგზავნება მათი თოფები. რატომაც არა? თუ ვინმეს აქვს სურვილი შეიძინოს იაფასიანი თოფი. ამით ისინი თავიანთ თავსაც აყენებენ ზიანს და იმ თურქულ ფირმების იმიჯსაც ვინს გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და აგზავნის ექსპორტზე. ჩვენი მონადირეების უმრავლესობას კარგად ესმის ყველაფერი და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ, მაგრამ არიან ისეთებიც ვისაც არც აინტერესებს და გაგებაც არ უნდათ არაფრის. ვერ წარმოუდგენიათ რუსულ იჟ-27-ზე, იჟ-58-ზე, იჟ -54-ზე, ტოზ-34-ზე, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თოფებზე უკეთესი თოფი არ ყოფოლა თურმე ქვეყანაზე. მეც ასე მეგონა მაგრამ როცა საშუალება მომეცა გავცნობოდი და მენადირა ევროპული ცნობილი ბრენდების სხვადასხვა მოდელის თოფებით, გამოგიტყდებით რადიკალურად შემეცვალა აზრი. კაცობრიობას სამი საუკუნის მანძილზე ვერ წარმოედგინა კაჟიან თოფზე უკეთესი სისტემის შექმნა თუ იქნებოდა შესაძლებელი. (თუ არ ჩავთვლით დავინჩის მიერ გაუმჯობესებულ ნაპერწკლის წარმომქმნელ მბრუნავ ბორბალას, რომელიც ასრულებდა კაჟის მოვალეობას. მომართვის შემდეგ სასხლეტის დაშვებისას იწყებდა ბრუნვას, ხდებოდა ნაპერწკალის გამოყოფა და დენთის აალება, ასევე შეიძლება ითქვას შავ დენთზე, რადგან თეთრი დენთის გამოგონების შემდეგ ძნელად თუ ჯეროდა ვინმეს თეთრი დენთის უპირატესობის). მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე კი გამოიგონეს და შექმნეს თითქმის ყველანაირი სისტემა, რის საფუძველზედაც დღემდე იწარმოება, როგორც სამონადირეო ასევე სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები. ამიტომ ძნელია უცებ დაარწმუნო ვინმე, რომელი თოფი უფრო პრაქტიკული, გამძლე და უსაფრთხოა ნადირობის დროს. ამას დრო უნდა და პრაქტიკაც, რომ შეექმნათ სწორი აზრი. რა თქმა უნდა ამის დრო და საშუალება ყველას არ აქვს და ამიტომ ხანდახან მაინც გასაზიარებელია სპეციალისტების აზრიც. ამჯერად მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი თურქული კომპანია SARSILMAZI, რომელიც აწარმოებს და ამარაგებს ნატოს ქვეყნებში შემავალ სიდიდით მეორე ადგილზე მყოფ თურქულ არმიას სამხედრო შეიარაღებით. სარსილმაზი დაარსა „აბდულ ლატიფმა“ 1980 წელს. დღესდღეობით ეს არის ერთერთი უახლესი თანამდროვე კომპიუტირიზებული პროგრამული ჩარხ დანადგარების მართვის მქონე კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სერთიფიკატის და ნატოს მკაცრ მოთხოვნებს. აწარმოებს ყველა სახის ცეცხლსასროლ იარაღებს და აწვდის მსოფლიოს 55 ქვეყანას. სარსილმაზის თურქულ ბაზარზე იარაღების წამოება შეადგენს 85%-ს. გარდა სამხედრო შეიარაღებისა სარსილმაზი აწარმოებს სამონადირეო იარაღების ფართო არჩევანს. კომპანია ფლობს იტალიური ცნობილი ბრენდის „ბერნანდელის“ მარკას და აწარმოებს მისივე სახელწოდებით ბერნანდელის ზუსტი ასლის თოფებს. ასევე ფლობს ევროპის წამყვანი კომპანიების საკონტროლო პაკეტებს, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა დანიშნულების იარაღს. ფირმა აწარმოებს როგორც სპორტულ, ასევე ნახევრად ავტომატურ, ორ ლულიან და პომპიან სანადირო თოფებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი შესრულების ხარისხით, კარგი საბრძოლო თვისებებით და სროლის დიდი რესურსით.

ტექნიკური მაჩვენებლები:

  • ყალიბი (მმ)   12×76
  • ლულის სიგრძე (სმ)   71
  • მთლიანი სიგრძე (სმ)   136
  • ლულის შევიწროება ჩოკებით (მმ)   0.00 0.25 0.500.75 0.1
  • წონა (კგ)   3,3
  • წყარო.მონადირე.ინფო

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სარსილმაზის წარმომადგენლობა იყო გაგარინზე და ეხლა თუ არის არ ვიცი....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაგაცინო??? შაკოსია ეგ წარმომადგწნლობა.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ვიცი ბაბულიკ.პირველად მანდ გავიცანი შაკო...ტურნირი რომ ჩავატარეთ მონადირე ქომზე მაშინ.

:)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლაც მანდაა ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მგონი დაიხურა ეგ წარმომადგნლობა...

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვიცი ბაბულიკ.პირველად მანდ გავიცანი შაკო...ტურნირი რომ ჩავატარეთ მონადირე ქომზე მაშინ.

:)

მართალია .


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შოთას ქონდა ამ ბრენდის წარმომადგენლობა . ასე რომ თუ რამეა - ჩვენიანია.  ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი

https://blanik48.liv...Usf2VYHIh65z6pw

 

55afd0fb0680.jpg

 

565ff80428be.jpg

 

7269979925c8.jpg

 

028d759b0f8d.jpg

 

6e4298844084.jpg

 

deb9174c4891.jpg

 

7d52e8b2f724.jpg

 

https://blanik48.liv...Usf2VYHIh65z6pw



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი

6ac12deec669.jpg



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5163 პოსტი

დაბალ ფასიან სეგმენტში ამ ფირმაზე კარგი ხარისხის ლულა მე არმინახავს. წვრილწვრილი პრობლემები კი აქვს მაგრამ ყველა გადაჭრადი.  მშვენიერი თოფია.

 

0bcff162851b.png

 

http://www.sarsilmaz...SP-XS-512/17/92

 

http://www.sarsilmaz...SP-WS-512/17/91

 

http://www.sarsilmaz...512-BELLA/17/90

 

http://www.sarsilmaz...-512-CHIC/17/89

 

http://www.sarsilmaz...512-NOBLE/17/88







1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?