Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესპანური ბეღურა

 

2992821205_b1ab0e59ae.jpg

 

 

ესპანური ბეღურა გავრცელებულია სამხ. ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, კავკასიაში, პალესტინაში, ირანში, ავღანეთში, ჩრდ. აფრიკაში, ეგვიპტეში, მწვანე კონცხისა და კანარის კუნძულებზე.

საქართველოს ფარგლებში ესპანური ბეღურა გვხდება მუხროვანისა და სამგორის ველებზე, მცხეთასთან.
ბინადრობს ჭალებში, ბუჩქნარებში, მეტწილად ველებსა და კულტურულ ლანდშაფტებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში, განცალკევებულად მდგომ ხეებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე, მეტწილად ადამიანის სამოსახლოდან დაშორებით, სოფლებში, ქალაქების განაპირა უბნებში. დებს 4-8 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 11 დღემდე. საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, მარცვლები, დიდი რაოდენობით აზიანებს ხორბალს, ფეტვს, ქერს, მზესუმზირას, ბოსტნეულს. ჭამს აგრეთვე მწერებს.
მასობრივად გამრავლების წლებში ესპანურ ბეღურას სახალხო მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობის კულტურათა დაზიანებით.

ცნობილია ესპანური ბეღურის ხუთი ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში გვხდება თურქესტანული ესპანური ბეღურა – Passer hispaniolensis transcaspicus


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ეს ესპანელი ყოფილა? ზნაჩიტ შენგენის ვიზა ამას არ ჭირდება ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?