Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.იაპონური მწყერი

.

.9c9ddce542ab.jpg
იაპონური მწყერი

მეფრინველეობის ერთ-ერთი დარგი მემწყერეობაა, რომელშიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული: მაგალითად, იაპონიაში მექათმეობის შემდეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მწყრის მომრავლებას ენიჭება. ეს დარგი საკმაოდ კარგად არის განვითარებული საფრანგეთში, იატალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში.მწყერი გამოიყენება არა მარტო საკვებად, არამედ მრეწველობაშიც (მაღალხარისხოვანი ნელსაცხებლების დამზადებაში, შამპუნისა და სხვა პროდუქციის წარმოებაში) და ლაბორატორიული დაკვირვებებისათვისაც.
ჩვენს ქვეყანაში მოშინაურებული მწყერი პირველად 1964 წელს შემოიყვანეს, დღეისათვის მემწყერეობას საბჭოთა კავშირი ფართო ასპარეზი აქვს. ამ ფრინველის მრავალი ფერმა არსებობს კრასნოადირისა და სტავროპოლის მხარეებში, ესტონეთში და სხვაგან, ამ ბოლო დროს მწყრის მოშენება დაიწყო საქართველოშიც, ერთ-ერთი მსხვილი ფერმა მუხრანის სახოხბე მეურნეობაშია, სადაც წელიწადში 280 ათასამდე მწყერს ზრდიან. მომავალში დაგეგმილია კვერცხის წარმოებაც. მემყერეობის ფერმები არის ოზურგეთისა და მაიაკოვსკის რაიონებში.
სოფლის მეურნეობაში ძირითადათ იაპონურ მწყერს ამრავლებენ.მეცნიერების აზრით, მწყერი, როგორც დეკორაციული ფრინველი, იაპონიაში 11-ე საუკუნეში მოუშინაურებიათ, მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს მისი გამრავლება ხორცისა და კვერცხის წარმოებისათვის. იაპონიიდან მწყერი გაჰყავდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მემწყერეობამ სახელი გაითქვა როგორც მაღალი ხარისხოვანი კვერცხის მწარმოებელმა დარგმა, რომელიც გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობითა და დიდი სარგებლიანობით, ქათმის კვერცხთან შედარებით მასში მეტი რაოდენობითაა კალიუმი, ფოსფორი, რკინა და ვიტამინები B1, B2. კვერცხი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, მწყრის კვერცხის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ გაცილებით მეტ ხანს ინახება, ვიდრე სხვა ქათმისნაირი ფრინველებისა. მისი გაფუჭება თითქმის გამორიცხულია.
არსებობს მწყრის სხვადასხვა ჯიშები: ინგლისური თეთრი, ინგლისური შავი, მანჯარიული ოქროსფერი, მარმალილოსებრი, იაპონური, მეხორცული ჯიში _ ფარაონი და სხვა.არანაკლებ მაღალხარისხოვანი და სასარგებლოა მწყრის ხორცი, რომელსაც დიეტურ პროდუქტებს მიაკუთვნებენ, მწყერი გამოიყენება აგრეთვე მოყვარულ მონადირეთა სანადირო ობიექტად, ამიტომ მის გამრავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამონადირეო სავარგულში. იაპონური მწყრის სამონადირეო სავარგულებში გამრავლება, დიდი ხნის წინ დააინტერესა ნადირობისმცოდნეები. 1950 წლისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სამონადირეო სავარგულებში გაუშვეს რამდენიმე ათასი მწყერი, იაპონური მწყრის აკლიმატიზაცია ჩრდილოეთ ამერიკაში კრახით დამთავრდა. მხოლოდ ჰავაის კუნძულებზე გახდა შესაძლებელი ამ სახეობის გამძლე პოპულაციის გამოყვანა.
საბჭოთა კავშირში იაპონური მწრის შემოყვანამ დაადასტურა, რომ სამონადრეო სავარგულებში გაშვებული მოშინაურებელი იაპონური მწყერი ნადირობის საუკეთესო ობიექტია. მისი ქცევა ბუნებრივ პირობებში ისეთივეა როგორც ჩვეულებრივი გარეული მწყრისა. თუ გაშვების შემდეგ საგვარეულოში აღინიშნება საკვების სიმცირე, იგი დაიქსაქსება და მისი დამაგრება გაშვების ადგილას თითქმის შეუძლებელი ხდება.
ამერიკელი მემწყერის ა. მარშის აზრით, არსებობს იაპონური მწყრის გაშვების ადგილებში დამაგრების ორი ხერხი:
1. ინკუბატორში გამოჩეკილი და ფერმაში გამოზრდილი მწყერი ბუნებაში უნდა გავუშვათ უშუალოდ ნადირობის წინ.
2. სავარგულებში გაშვებული ფრინველები უნდა უზრუნველყოთ საკვებით
იაპონური მწყერი გამოირჩევა შეგუების უნარით, იგი ნებისმიერ ჰავას ეჩვევა. მიუხედავათ ამისა, გასაშვებათ შერჩეული ადგილები აუცილებლად წინასწარ უნდა მოვამზადოთ, საამისოდ თვით მწყერიც უნდა შევამზადოთ. სავარგულებში გასაშვებ ფრინველებს საგანგებოთ მოწყობილ ადგილებსი ზრდიან, სადაც წინასწარ რგავენ მცენარეულობას; აქ მწყერს ფრთები გაუვარჯიშედება, გაშვების წინ კი ათავსებენ ისეთ ვოლიერებიბში, სადაც მათ შეუძლიათ ბუნებაში საცხოვრებლად მომზადება. ვოლიერებიდან გაშვება რეკომენდირებულია მესამე, მეოთხე დღეს.
კარგი სანადირო ობიექტია ბუნებრივ პირობებში გამოჩეკილი და გაზრდილი ეს ფრინველი. დედალი მწყერი ასწრებს რამდენჯერმე ბუდობას. თბილ პირობებში პირველ ნაბარტუს იმავე წელსვე შეუძლია გამრავლება და თაობის მოცემა. პოპულიზაცია გაიზრდება სავარგულებში საკვებოს რაოდენობის შესაბამისად.
იაპონური მწყრის აკლიმატიზაცია ხდება ძირითადათ შემოღობილ ადგილებში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა მარცვლეული კულტურების დათესვა, რაც მწყერს საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს. საკვების მიცემა გადანაწილება ფრინველებისათვის უნდა წარმოებდეს წინასწარ გამოყოფილ ერთსა და იმავე ადგილებში.
ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ცდები გვიჩვენებს რომ, მოშინაურებული მწყერი ბრწყინვალედ ეჯვარება ჩვეულებრივ გარეულ მწყერს და გვაძლებს კარგ ნამატს. რომელსაც შემდგომი რეპროდუქციის უნარი გააჩნია.
მონკავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე შოთა კალანდაძე და სამონადირეო განყოფილება ამჟამად ამზადებენ მუხრანის სახოხბე მეურნეობის მახლობლად მოშინაურებული იაპონური მწყრის გაშვების საკითხს. ამისათვის სათანადო ნებართვა უნდა მოგვცეს საქართველოს ორნითოლოგიურმა კომისიამ, მწყრის გაშვება ნავარაუდევია 1990 წლისათვის

ლევან ჟორდანია,

მონკავშირის პრეზიდიუმის
უფროსი ნადირობისმცოდნე

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ განყოფილებაში ვიდეოს კოდის ასატვირთი ფანჯარა არ იხსნება....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუშინდელი დღის სამზარეულო

 

6c2c1bb730b6.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გუშინდელი დღის სამზარეულო

 

6c2c1bb730b6.jpg

 

მეც არა ვთქვი სად დაიკარგა ეს კაცითქო :D :D :D 

 

 


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4952 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

უუფ გრილზე შემწვარი მაგარი გამოდის ერთხელ მოვაწყვე ოჯახთან ერთად გასვლა ბუნებაში და კარგად ვიმწყერავეთ  ;)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს რა არის???

იაპონური ვიცი მე ჰონდა და ჯოკერი...

მწყერიც თუ იყო არ ვიცოდი :)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?