Jump to content


ამ თემას აქვს 294 გამოხმაურება

#136 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 671 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

თემო თემის პირველ გვერზე წერია ყველაფერი ძმობილო მაგრამ აქაც იყოს , დავაკოპირებ გამეორება ცოდნის დედაააო  ;)

ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები

 
 
 

 

ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ

 

 

კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან…

კიმბლი იყო კარგი მონადირე(წყალმცურავებზე ნადირობდა დიდი გატაცებით) და მეტალის დამუშავებაც საკმაოდ კარგად ეხერხებოდა. ის არ დააკმაყოფილა მისი თოფის სიბურჯღლემ, რომელსაც ცილინდრული ლულა ჰქონდა და გადაწყვიტა შეევიწროებინა ლულის ტუჩის მიმდებარე ადგილი. ეს 1870 წელს მოხდა. მან საკუთარი 10 ყალიბის თოფის ლულის ბოლო შეავირწოვა იმ დონემდე, რომ საცდელი გასროლის შემდეგ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. შედეგით იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა, რომ კვლავ აღედგინა ლულის პირვანდელი დიამეტრი. მას ზუსტი ხელსაწყოები არ გააჩნდა და ნელ-ნელა ქლიბით დაიწყო შევიწროებული ადგილის გაცლა. შესრულებული სამუშაოს შემდეგ გადაწყვიტა, რომ შევიწროება სრულად გაქლიბა და კვლავ გააკეტა საკონტროლო გასროლა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა გაცილებით უკეთესი სიბურჯღლე მიიღო, ვიდრე თოფს დააჩნდა ადრე. უფრო ზუსტი დაკვირვებით კიმბლიმ აღმოაჩინა, რომ შევიწროება სრულად არ იყო ლულიდან გაცლილი და ლულას ბოლოში გააჩნდა მცირე შევიწროება.

ასეთი ცდებისა და დაკვირვების მეთოდით კიმბლიმ ჩოკის ანუ ლულის შევიწროების საიდუმლო გასხნა. გამომგონებელმა არ დააპატენტა თავისი აღმოჩენა, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მისი ექსპერიმენტები ეყრდნობოდა ბრიტანელი მეიარაღის, პეიპის ცდებს, რომელმაც 1866 წელს დააპატენტა ლულათა გაბურღვის საკუთარი მეთოდი.

ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობდა: ლულები იბურღებოდა ისე, რომ არხის დიამეტრი ყალიბის შესაბამის ზომაზე ერთი საფეხურით უფრო ვიწრო იყო. შემდეგ ლულის ტუჩიდან 25 სმ მანძილამდე არხი ფართოვდებოდა საჭირო დიამეტრამდე. ლულის ბოლოში მიღებულ გადასასვლელ ,,საფეხურს” უკეთდებოდა კონუსი. ასეთი ჩოკი ევროპაში კონუსურ ჩოკად იყო წოდებული, ხოლო ამერიკაში კი ამერიკულად.

გლუვლულიან თოფებში გავრცელებული ჩოკები(ლულის დაბოლოებაში დიამეტრის შევიწროების ხარისხი)

ზემოდან ქვემოთ: სრული ჩოკი, მოდიფიცირებული ჩოკი, გაუმჯობესებული ცილინდრი, ცილინდრი

 

 

 

 

 

 

 

ცილინდრი ესაა ლულის დაბოლოება, რომელსაც ა)არ გააჩნია ჩოკური შევიწროება(0); ბ) აქვს უმნიშვნელო კონუსური შევიწროება(0,1-0,2მმ). ასეთი ჩოკი უზრუნველყოფს საფანტის თანაბარ და დიდი დიამეტრით გაშლას. ასეთი ჩოკი კარგია მოკლე დისტანციებზე სროლისათვის. ასეთი შევიწროების მქონე ლულებიდან დასაშვებია ნებისმიერი საფანტისა და ტყვიის სროლა.

 

მსუბუქი ჩოკი(იგივე გაუმჯობესებული ცილინდრი) ესაა ლულის დაბოლოება, რომელსაც აქვს მცირე ჩოკური შევიწროება 0,15-დან 0,25მმ-მდე. ამ ჩოკის დანიშნულება იგივეა რაც ცილინდრისა, მაგრამ როცა საჭიროა შედარებით უფრო დიდი დაჯგუფება(ანუ კონცენტრაცია), ვიდრე ცილინდრის შემთხვევაში. ასეთი შევიწროების მქონე ლულიდან დასაშვებია ნებისმიერი საფანტისა სროლა, ხოლო ტყვიის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ შემოწმდეს თავისუფლად გადის თუ არა ტყვია ლულის მთელ სიგრძეზე.

 

ნახევარჩოკი ესაა ლულის დაბოლოების შევიწროება 0,5მმ-ით. გამოიყენება სტანდარტულად პირველი გასროლისას საშუალო დისტანციებზე ნებისმიერი საფანტისათვის და ყალიბით ნაკლები ტყვიისათვის.

სამი მეოთხედი ჩოკი ანუ მოდიფიცირებული ჩოკი ესაა ლულის დაბოლოების შევიწროება 0,75მმ-ით. გამოიყენება დიდ(ზომიერად) დისტანციებზე სროლისათვის ნებისმიერი საფანტითა და ყალიბით ნაკლები ტყვიით.

 

სრული ჩოკი _ ლულის დაბოლოების შევიწროება 1,0მმ-ით. გამოიყენება დიდ დისტანციებზე სროლისათვის საშუალო და მცირე ზომის საფანტით. მსხვილი საფანტისა და ფინდიხის სროლისას უარესდება სიბურჯღლე და დაჯგუფება. დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ყალიბით ნაკლები ტყვიის სროლა.

 

ძლიერი ჩოკი_ ლულის დაბოლოების შევიწროება 1,20-1,25მმ. გამოიყენება დიდ დისტანციებზე სროლისათვის მხოლოდ წვრილი საფანტით(7 ნომრიდან 10 ნომრამდე). არ გამოდგება მსხვილი საფანტის სროლისათვის და განსაკუთრებით ფინდიხისათვის. დაუშვებელია ტყვიის გასროლა.

 

ძალიან ძლიერი ჩოკი(იგივე სუპერჩოკი)_ლულის დაბოლოების შევიწროება 1,4-1,45მმ ეს იშვიათი და უკიდირესად დიდი შევიწროიბის მქონე ლულაა. გამოსადეგია მხოლოდ 8,9 და 10 ნომერი საფანტის სასროლად. სხვა საფაფანტის გამოყენებისას იძლევა არასახარბიელო შედეგს. დაუშვებელია ნებისმიერი ტყვიის სროლა.

 

გაფართოებული ცილინდრი ე. წ. ,,რასტრუბი” არის ლულის ტუჩის გაფართოება(12ყალიბისათვის 8 ყალიბის ზომამდე). გამოიყენება მოკლე დისტანციებზე საფანტის ძალიან დიდი გაშლისათვის
სახსნელი ჩოკები

სახსნელი განკუთვნილია სუბურჯღლის რეგულირებისათვის ნადირობის პირობებიდან გამომდინარე(იგულისხმება სასროლი მანძილი). სახსნელი ჩოკები წარმოადგენენ ფოლადის მილისებრ ცილინდრებს, რომლებიც იხრახნება ლულის დაბოლოებაში. მათი შიდა დიამეტრი ბოლოსკენ ვიწროვდება (სხვადასხვა შევიწროების შემთხვევაში), რჩება იგივე სიდიდის (ცილინდრი) ან ფართოვდება(ე.წ. მილძაბრა ანუ,,რასტრუბი”). აგრეთვე არსებობს ჩოკები, რომელთაც გააჩნიათ ჭარბი აირების კონდენსატორები(ნახვრეტები). სახსნელი ჩოკები იყოფა 2 სახეობად:

 

 

  • სადები ანუ ლულაში ჩამავალი ჩოკები

 

 

  • დამაგრძელებელი ჩოკები

 

 

 

პოლიჩოკი

 

ა)პირველ სახეობაში შედის ჩოკები, რომლების ეხრახნება რა ლულის შიგნით(ე.წ. სადები), არ ცვლის მის საერთო სიგრძეს ან ეხრახნება ლულას და გამოდის ლულის ტუჩის გარეთ(ე.წ. დამაგრძელებლები).

ბ)მეორე სახეობაში შედის ჩოკი, რომელსაც უწოდებენ ,,პოლიჩოკს”(პოლი_მრავალი). აღნიშნული ჩოკი ჩაემაგრება ლულაში და შემდეგ სპეციალური სარეგულირებელი რგოლით ხდება მისი დავიწროება სხვადასხვა დიამეტრით(0,25მმ-დან 1,25მმ-მდე). ასეთ რეგულირებად ჩოკებს უშვებს ერთ-ერთი ამერიკული ფირმა.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე მწარმოებლები დამაგრძელებლებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ცვლიან ლულაში ჩასახრახნი(სადები) ჩოკებით. დამაგრძელებლები საგრძნობლად მატებენ თოფს წონას, არღვევენ ბალანსს. სამიზნური(მუშკა), რომელიც განლაგებულია დამაგრძელებლის ბოლოში არღვევს სამიზნე თამასის მთლიანობას. ყველაფერი ერთად კი უკარგავს თოფს სწრაფი მანევრირების უნარს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ახალი მოდელების უდიდესი უმრავლესობა გამოდის სადები ჩოკებით.

 

ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან:

თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ.

ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას.

1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე არის ცილინდრი ანუ 0
2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25
3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5
4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75
5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0

სურათზე პირველია 3/4 ჩოკი(ორი ნაჭდევი მარცხენა მხრიდან), მეორეა სრული ჩოკი(ერთი ნაჭდევი უკანა მხარეს), მესამეა 1/2 ჩოკი(სამი ნაჭდევი მარჯვნიდან)

 

ქანჩის ჭრილები უფრო ღრმა და დიდია. ისინი შეიძლება ჰქონდეს 2 ან 4.

ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით
როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ამ პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც!
მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).

 

 

 

 

XF – Extra Full – ძლიერი ჩოკი 1,25
F – Full – სრული ჩოკი 1,0
IM – Improved Modified – გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75
M – Modified – ნახევარჩოკი 0,5
IC – Improved Cylinder – გაძლიერებული ცილინდრი 0,25
С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა)

წყარო:მონადირე.ინფო

საინტერესო პოსტია! :good: და აქვე დავამატებდი, ითქვა ჭრილები და ვარსკვლავები შეიძლება ვარსკვლავებში ვერ გაერკვეს ბევრი და მეც დავპოსტე ჩემს გვერძე და უმრავლესობა გაკვირვებული მეუბნეოდა ვარსკვალავები რაღაა :ki: ვარსკვალები უმეტეს თოფის ჩოკებს არაქვს, აქვს მხოლოდ ბერეტას და სტოგერს. გვერდით აღნიშნული ვარსკვლავების რაოდენობა ნიშნავს რამდენ ჭრილიანიცაა იმდენს. და იმასაც დავამატებდი რომ ესეც ბევრმა არიცის და მეგობარს ჩოკი ჩაუჭედა ჟაკანმა ანუ როდესაც გვიწევს ჟაკნის ხმარება არუნდა გვეყენოს განსაკUთრებით 1-ჭრილიანი 1ვარსკვალავიანი და 2-2ჭრილიანი ორ ვარსკვალავიანი, ჩოკი. არის სხვადასვა მოდიფიკაცის ჟაკნები და შეიძლება ჩაჭედოს ჩოკი და დარჩეს შიგ და ვეღარ მოვხსნით/. და გახდება ფიქსირებული :0024: ასერომ ჟაკანზე ყველაზე კარგია ცილნდრი ანუ 5-ჭრილიანი, ვარსკვავიანი. და ასევე ორ ლულიანებიდანაც რომლებიც ფიქსირებული ლულითაა. ჟაკანი უნდა ვისრილით ვერტიკალის მდგომარეობაში დაბლითა ლულიდან და ჰორიზონტალის მდგომარეობაში. მარჯვენა ლულიდან. და ყოველთვის არიძლევა შედეგს დამაგრძელებელი ლულა. მაგალითად ჩემს სტოგერზე რომელსაც აქვს 76-სმ ლულა დავაყენე 10-სმ იანი ლულა მსხვილ საფანტზე არაფერი შედეგი აჩვენა არაფერი განსხვავებული მაგრამ როდესაც 8-ნომერი გავსინჯე ძალიან მკვეთრი დაჯგუფება გაკეთა.



#137 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

სიახლე ქარავანში 

 

ჩოკები აქვთ გაყიდვაში

 

https://www.caravani...ssories/item/38

 

https://www.caravani...ssories/item/36

 

https://www.caravani...ssories/item/37



#138 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

https://www.ebay.com...choke&_osacat=0

 

https://www.ebay.com...&LH_TitleDesc=0

 

https://www.ebay.com...&LH_TitleDesc=0

 

https://www.ebay.com...&LH_TitleDesc=0


ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 19 February 2019 - 12:54 AM.


#139 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე ქსოვრელ :bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#140 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#141 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#142 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#143 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#144 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#145 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ვფიქრობ უნდა დაგაინტერესოთ, რესპოდენტი პრაქტიკოსი მსროლელია და თუ არ ვცდები ტიტულოვანიც,... ყურადღება მიაქციეთ მის მოსაზრებას კონტეინერიან და უკონტეინერო ვაზნებზე( შეგვიძლია დავეთანხომთ ან არა) 

 

 



#146 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

dima71- უკონტეინერო ვაზნა სადაც საფანტი ზომიერად ან ძაან მკვრივია ცუდი ნამდვილად არაა მე ვიტყოდი რომ კარგია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ სადაც კარგი სტაბილური ხარისხის ვაზნები იშვიათად იშოვება.

 

თურქულ ვაზნებში კი სამწუხაროდ საფანტი ზოგჯერ პლასტელინივითაა. ასევე იდეალურად პოლირებული ლულებიც იშვიათობაა ჩვენთან და თვალით უხილავი ხაზებიც რომ ქონდეს ძლიერ "ასვინცოვკას" იკიდებს. დიდი პრობლემა ეგ არაა მაგრამ ერთხელ თურქულ თოფზე ძაან ვიწვალე და იმის მერე მეზარება. 

 

უკონტეინეროდ სროლის მოყვარულებისთვის იდეალურთან მიახლოებული ხელმისაწვდომ ფასად ალბათ სოიუზის დროინდელი ტოზების ლულები იქნება. ყოველ შემთხვევაში ბაბუაჩემი ტოზ 25 ზე არ წვალობდა. იქედან მახსოვს.....



#147 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ქსოვრეთელი,..ეგ კი გასაგებია,მაგრამ კონტეინერისა და უკონტეინეროს მიტანისა და ე.წ.,,ბოი''-ს  შესახებ ეთანხმებით?..ამბომბობს ერთი და იგივეაო,თუ სწორად გავიგე



#148 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი
dima71 _ არვიცი. უკონტეინერო ვაზნებს არ ვხმარობ. წარმოდგენა არამაქვს

#149 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ახლა შევედი მაგ ფირმის საიტზე... კაი ძვირი სიამოვნება ყოფილა



#150 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სისა ტურა

სისა ტურა

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 146 პოსტი
  • მისამართი:დედამიწა
  • წარმოშობა:სამეგრელო

თავიდან ხან ერთ ჩოკს ხან მეორეს და ა.შ ... 

პრაქტიკამ მაჩვენა რომ შორს სასროლად 5-3 ნომერ საფანტს ვიყენებ (ზოგადათ ვყიდულობ 10 თს 5თ

ს და 3ნომერს ) მსხვილ საფანტზე თან (მოგეხსენებათ სანადირო და სპორტული ვაზნები განსხვავებულია) სანადირო გრამაჟზე 34-36გრამიან+კონტეინერი  35-40 მეტრ მანძილზე 0.5მმ იქნება შევიწროვებული თოფის ლულა თუ 0.75 მმ_ით....


ჩამსწორებელი სისა ტურა, 27 March 2019 - 05:07 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?