.
.
.
ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა გავრცელებულია ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში, ჩრდ. ამერიკაში.
საქართველოში ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა გვხდება როგორც მოზამთრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზედა ხაზამდე.
ბინადრობს ტყის სანაპირო ზონაში, ველებზე, სადაც მეტწილად სარჩოს საძებრად გამოდის. ბუდეს იკეთებს ხეზე, ზოგჯერ კლდის ნაპრალებში.
არპილში დებს 2 – 7 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 28 დღემდე. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. იკვებება მცირე ზომის მღრნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და თევზის ნარჩენითა და გადანაყრებით (თევზის სარეწაოს მიდამოში).
ცნობილია ფეხბანჯგვლიანი კაკაჩას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ევროპული ანუ დასავლური ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა - Buteo lagopus lagopus