Jump to content


ამ თემას აქვს 49 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 

ამერიკელების თვალით დანახული თბილისი



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვანდალები თბილისში

 

 

 

es video daaxloebiT 1 Tvis win davde da ეხლა დავდებ იმ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას რაც ამ დედამოტ-ბის ნაკაიკაცარმა გამოიწვია და მერე ეს ნაბიჭვრები სადმე სუფრაზე თბილისის სადღეგრძელოსაც შესვამენ? ვინ იცის, შეიძლება განსხვზვებულითაც

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამაშველო სამსახურმა ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა

სულ რაღაც ერთი საათის წინ 112-ის სამსახურმა, მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი, სიკვდილს გადაარჩინა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

2014041514490510251921_605768986184113_1

 

 

2014041514491311918_605768936184118_1346



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ასეთი ფერადი იყო თბილისი
ორიგინალი სურათი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფერადი და შლაქსების თბილისი....70 იანი წლები

daxlTan.jpg



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

 

70-იანების ...ფერადი თბილისი

.sakolmeurneo-bazari.jpg

.

..Tbilisi.jpg

.

..sastumro-iveriis-mimdebare-teritoria.jpg

.

..rusTavelis-gamziri.jpg.

.

.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

„ანძრევ გალისა“

 

e18394e1839ae18394e1839ce18394_e183a7e18

რამდენიმე ათეული წლის წინ, თბილისში ერთი სომხური ფრაზა, “ანძრევ გალისა“ მოარული ანეკდოტივით დადიოდა. ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის ამ გამოთქმის წარმოშობის ნამდვილი ისტორია.

სპექტაკლში “მზის დაბნელება საქართველოში“, მთავარ როლებს ვასო გოძიაშვილი და ელენე ყიფშიძე ასრულებდნენ. ერთ ეპიზოდში ორივე ამბობდა – “წვიმა მოდისო“.

ქალბატონმა ელენემ ერთხელ ხუმრობა განიზრახა, ავლაბარში წავიდა და იქაურ სომხებს ჰკითხა, “წვიმა მოდის“ თქვენს ენაზე როგორ ითქმისო. მათაც არ დაიზარეს და “ანძრევ გალისა“ ასწავლეს.

 

th.php_7723.jpg

მორიგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, ვასო გოძიაშვილს რომ უთქვამს, “წვიმა მოდისო“, ელენეს ყველასათვის მოულოდნელად სომხურად დაუდასტურებია: “ჰო, ჰო, ანძრევ გალისაო“. მთელი თეატრი სიცილისაგან კიოდა. გოძიაშვილმა კი თავდაპირველად ხუმრობა ვერ აღითქვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიფშიძეზე გაბუტული დადიოდა.

https://for.ge/ :DDD :0024:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეროსი მანჯგალაძის „საიდუმლო“

170033_.jpg

for.ge 2014-11-09 11:15:34

ძველი თაობის გულშემატკივრები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე რეპორტაჟების წაყვანისას მსმენელებს „სიურპრიზს“ არაერთხელ უწყობდა და თბილისის „დინამოს“ გატანილ გოლებს თამაშის დასასრულისთვის „ინახავდა“.

ერთხელ ამ „საიდუმლოს“ ფარდა თავად ეროსი მანჯგალაძემ ახადა.

„1946 წელს, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს, მოსკოვში მივლინებისას თბილისის „დინამოსა“ და ერთი იქაური გუნდის მთელი მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა.

დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიშიც გახსნეს. გახსნეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელებს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული - მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო. აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჩნდა, მოდი ამ ერთ ბურთს „შავი დღისთვის“ შემოვინახავ-მეთქი და მსმენელებს... არაფერი ვაუწყე! პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში. იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დამთავრდა. „ამხანაგო რადიომსმენელებო! ამით ვამთავრებთ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან. ანგარიშია 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ“.

და აი, დაიწყო მრავალტანჯული მეორე ტაიმი. სად ჰქონდა ამდენი ენერგია მოსკოვის გუნდს! მალე მან გაქვითა ერთი ბურთი. აქ „ოლიმპიური სიმშვიდე“ გამოვიჩინე და განვაცხადე: „ანგარიშია 1:1. ყველაფერი თავიდან იწყება“. ამასთან ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და აი მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა კი საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ მათ კი ეგონათ, რომ „დინამო“ აგებდა! შემეცოდა და „გამოვიყენე“ კიდეც 40 წუთის წინ „შენახული“ ბურთი. გულწრფელად განვაცხადე: „არა, თბილისელები არ აგებენ. ანგარიში თანაბარია - 2:2“.1212752_125.jpg

ამ ორომტრიალში მეც საშინლად ავღელდი. კიდევ კარგი, რომ თბილისელებმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინეს და არ დაჰყარეს ფარხმალი. მალე მათ მესამე ბურთიც გაიტანეს. ეს უკვე გამარჯვება იყო - 3:2. მატჩიც სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა. დიახ, ყველაფერი კარგია, რაც კეთილად დამთავრდება.“
1290565_125.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

.10377070_481773651982781_362607117868722

.ვერ ვხვდები რა ადგილია. იქნებ თქვენ მიხვდეთ?  



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11425234_1004066056279082_25601541654849

ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო...

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად - ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა - 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სატიოს უბნის გიჟებს კიტრებივით დაუფენიათ მოძალადე უცხოელები"

ad02ce6f1d5c5bf7b8f9902b5da6d12d.jpg
19-08-2013
ვანის ნაქალაქარში ნაპოვნია ძვ. წ. II–I სს-ის ქანდაკების ფრაგმენტი - მოკრივის მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმანით, ლითონის აბზინდებითა და მაჯაზე დახვეული თასმით. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამით ქართული კრივის უძველესი ისტორია დასტურდება. ბევრი სხვა მტკიცებულებაც მოიპოვება ქართული კრივის ხანდაზმულობის შესახებ, ძველი ქართველი მოჭიდავე-მოკრივეების სახელები კი დღემდე ლეგენდებად შემორჩენილა.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ზოგიერთი მათგანი თბილისის ქუჩებში სასწაულებს სჩადიოდა. ლოხოშა, ჭიანუა, კუნძუა, ყოჩნიკუა, გიჟვანუა, კურკა და სხვები, უბადლო მოჭიდავეები ყოფილან. ექვსიოდე ჯანიან ბიჭს გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე 25 შოტლანდიელი ოფიცერი ისე მიუნოკაუტებია, რამდენიმე დღე თავს მაღლა ვერ სწევდნენო.

სტუმრებს რას ერჩოდნენო, - იკითხავს ის, ვისაც ეს ამბავი არ სმენია.
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს თავის მოთხრობაში "სატიო" და პოეტ მურმან ლებანიძეს ერთ-ერთ კრებულში გადმოცემული აქვთ გასული საუკუნის დასაწყისში, გოლოვინის პროსპექტზე, სასტუმრო "მაჟესტიკის" წინ ქართველების საარაკო ჩხუბის ამბავი. სწორედ ამ სასტუმროში ყოფილან დაბინავებული უცხოელი ოფიცრები, რომლებიც მოწყენილობის გასაქარვებლად სასმელს ეძალებოდნენ, შექეიფიანებულები კი გამზირზე გამოეფინებოდნენ და იმ დროისთვის მოდურ სპორტულ გასართობს, კრივს აჩაღებდნენ. ჯერ ერთმანეთს "დაზელდნენ", შემდეგ კი გამვლელებს სთხოვდნენ მათთან შერკინებას. ერთი-ორი მოხალისე რომ დაუმარცხებიათ, თავგასულებს თავხედური გასართობი მოუგონიათ და თურმე პროსპექტზე მოსეირნეებს უმიზეზოდ უბრაგუნებდნენ - "ხუკები და აპერკოტები დაბლა სცემდა დარეტიანებულ მოქალაქეებსო". ეს ამბავი რომ თბილისელი ყარაჩოხელების, სატიოს უბნის გიჟების ყურს მისწვდომია, გაცხარებულან, - ხალხს ქუჩაში თავს ესხმოდე და სცემდე, ეგ რა ვაჟკაცობააო. გიჟვანუას მუხლზე ხელი დაურტყამს ბრაზით, - მაგათ ვასწავლი ჭკუას, სიყრმის მზემ, კუკიაზე ადგილი აღარ დარჩება, თავხედ სტუმრებს იქ მოუწევთ სამუდამო განსასვენებლის პოვნაო და...

e294a00bc1146cbf7d90a66b3c6dcf3b.jpgთბილისელი ყოჩები თავს დასდგომიან "მაჟესტიკის" წინ მოძალადე უცხოელებს. ორიოდე წამი დაჰკვირვებიან, - აბა, როგორ ახერხებენ ჩვენი ხალხის ცემასო. ბრიტანელების ბრძოლის წესებისთვის სასწრაფოდ აუღიათ "მუღამი". სატიოს ყოჩებს ულვაშებში ჩასცინებიათ, - ამ ჯეელებს თავურის (თავით დარტყმა) არაფერი სცოდნიათო და ისეთი სანახაობა მოუწყვიათ, უცხოელი ოფიცრების საცოდაობას მოსეირეები თვალზე ხელაფარებულები უყურებდნენ თურმე.

ჯიბეში ხელებჩაწყობილ ყარაჩოხელებს სულ თავურებით, კიტრებივით დაუფენიათ ყოყოჩა ალბიონელები.
საშა ვერელმა ქართულ გარმონზე "'სატიო" რომ შეუბერა, წამალაანთ გიჟუამ კი ჯიუტად ჯიბიდან ხელები არ ამოიღო და თავური დარტყმით ვიტრინის შუშები დახეთქა, ოფიცრებს გასაქცევად დასდგომიათ თურმე საქმე...
"გოროდოვოის" გიჟო რომ უცვნია, მხოლოდ ხვეწნა დაუწყია, - არ მოკლა, მუშტი დაარტყიო.
გიჟოსთვის სხვებსაც მიუბაძავთ და ყოჩებს თავებით ისეთი ბათქაბუთქი აუტეხავთ, მუშტი-კრივი სანახაობად გადაუქცევიათ", -”წერს მერაბ ბერძენიშვილი თავის მოთხრობაში.


ქართული საბრძოლო ხელოვნება

ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევარი კობა ჭუმბურიძე განმარტავს, რომ კრივი ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი სამხედრო დისციპლინა ყოფილა საქართველოში: "სულხან-საბას ლექსიკონი უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის. საინტერესოა თვით ტერმინის წარმომავლობაც. სავარაუდოა, რომ დასახელება ნაწარმოებია კვრა-კრვა ზმნიდან. კრიობა ამ შემთხვევაში კვრათა ერთობლიობას ნიშნავს, კვრა კი ძველად დარტყმის მნიშვნელობით იხმარებოდა. კრივის პოპულარობაზე მეტყველებს მის სახეობათა მრავალფეროვნება: მესხური თათმანიანი, თუშური მუშტა’ობა, ხევსურული სათითეებიანი, მეგრული მუშტი-კრივი ხეზე, წყალში ჯგუფური მუშტი-კრივი, რაჭული წიხლაობა, მოხევური წიხლაობა, სვანური ლაღამის
<a href='https://in-media.ge/...DOM_NUMBER_HERE' target='_blank'><img src='https://in-media.ge/www/delivery/avw.php?zoneid=680&cb=INSERT_RANDOM_NUMBER_HERE&n=a336de96' border='0' alt='' /></a>
კრივი, ლივიშდიელ (წიხლაობა) და ლიჯგუბილ (ხელით), არეული კრივი, ქალაქური მუშტი-კრივი, ხრიდოლი-კრივი”და სხვანი.
ქალაქური კრივის ნაირსახეობა გახლდათ ყარაჩოღელთა კრივი, რომელშიც დარტყმები რიგრიგობით კეთდებოდა, აფარებისა და უკუილეთის გარეშე, ანუ მოკრივემ შესანიშნავად იცოდა მორბილების და დარტყმის ჩაქრობის ხელოვნება, რაც ამ სახეობის უდიდეს კულტურაზე მეტყველებს". 

XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოს-ეთნოგრაფის ივანე გვარამაძის ცნობით, ჩვენში იმართებოდა ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელსაც "ერის კოტაობას" ეძახდნენ და რომლის სახეობათაგანი იყო "მჯიღით ბრძოლა".  
როგორც უამრავი სხვა, ძველი ქართული საბრძოლო-სპორტული სახეობა, XIX საუკუნეში კრივიც აუკრძალავთ რუსეთის იმპერიის ხელისუფალთ. თუმცა, მალევე მეფისნაცვალ ვორონცოვს შუამდგომლობით მიუმართავს რუსეთის საიმპერატორო კარისთვის, რომ აკრძალვა გაეუქმებინათ. "კრივი ქართველების საყვარელი გასართობია, მჭიდრო კავშირშია ხალხის ხასიათთან, მათ გმირობასთან, რაც ესოდენ დამახასიათებელია ქართველთათვის და აქცევს მათ ბრძოლისუნარიანად თავიანთი საზღვრების დასაცავად". ამის შემდეგ ისევ დაუშვიათ სახალხო სანახაობა, ოღონდ ქალაქგარეთ, კვირაცხოვლის ეკლესიასთან.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
12631431_571197143038394_875524019394642
დრო მიდის, კადრები კი რჩება

- ჰეი!!! ვინა ხართ თქვენა?
- ჩვენ თბილისელები ვართ!
- ნახე, როგორი ზაგარი გვაქვს, მარტო მტკვრის წყალმა და მეტეხზე დაკიდებულმა მზემ იცის ეგრე - კანი შავი და თან რბილი...
- ნახე, რა დიხანია გვაქვს, რკინის ხიდიდან ჩამოვყვებით ხოლმე მდინარეს, არ გვეშინია! ეხლა ძაან მოგვაშია წყალმა, მაგრამ, აგე, ახლოა ძია მიშას ფურნე და გავძღებით მანდ ცხელი ლავაშით. მერე კოჭობანა მეიდანზე და წავალთ-წამოვალთ კიდეც ჩვენ-ჩვენ სახლებში - ხვალამდე.
ღამით კიდე დაგვესიზმრება ორი კაცი. ერთი გრძელი მუნდშტუკით და მეორე კიდე აი, ძაან მაგარი ფოტოაპარატით!
მერე გავიზრდებით, ბევრჯერ მოვეფერებით საყვარელ შვილებს და იმათ შვილებსაც! სულ მერე კიდე აღარ ვიქნებით და ვინც დარჩება, ის ალბათ გაიგებს, რო მუნშტუკს ეწეოდა ჯონ სტეინბეკი და თბილისში ეს ერთადერთი ფერადი სურათი კონტაქსის კამერით გადაგვიღო რობერტ კაპამ.
ეხლა კი 1947 წელია და ჩვენ მტკვრის შესანიშნავი შვიდეული ვართ.
ჩვენ თბილისელები ვართ!

წყარო - Soso Goliadze

(ლუკა გვაზავა)

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"ეხლა კი 1947 წელია და ჩვენ მტკვრის შესანიშნავი შვიდეული ვართ.

ჩვენ თბილისელები ვართ!."

.12631431_571197143038394_875524019394642

.

არ ვიცი რატომ მაგრამ ეს სიტყვები და ეს სურათიც ძალიან გულზე მომხვდა.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

11217534_1617054565240555_72863559095384

გურამ საღარაძე,ნუგზარ ჯუღელი,რობერტ სტურუა,სოფიკო ჭიაურელი და გოგი ქავთარაძე.
წყარო:,,ციფრული ფოტომატიანე''.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაის ჰოლივუდი ,რისი ჰილივუდი?  ქართველი ლამაზმანები . ა ძმებო , ნახეთ და თვითონ შეაფასეთ...

 

11402729_1617053351907343_86913570178811

არიადნა შენგელაია(კაროლინა).კირა ანდრონიკაშვილი(ძაბული).
,,მთვარის მოტაცება''- რეჟისორი თამაზ მელიავა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?