Jump to content

ჯიგიტობა

ჯიგიტობა

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

                                             ჯიგიტობა 

 

 

რა არის ჯიგ სპინინგი?
 
 
djig-spinning.jpg?w=300&h=237
 

ჯიგ სპინინგი ძალიან საინტერესო და წარმატებული თევზაობის მეთოდია. იგი გულისხმობს სპინინგით ჯიგ-ნემსკავიანი სატყუარით თევზაობას. ჯიგ-ნემსკავი ან როგორც მას მეთევზეები ეძახიან ჯიგთავი, არის სხვადასხვა ზომის და ფორმის.

 

b481b720947c.jpg
 

ამ სტატიაში მე მოგიყვებით თუ როგორ დაიწყოთ სპინინგის ამ საინტერესო მეთოდის ათვისება, რომელიც დარწმუნებული ვარ მომავალში ბევრ სასიამოვნო და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.
მაშ ასე, დავიწყოთ ჯოხით. ჯიგით თევზაობისთვის (ამ მეთოდს ჯიგიტობასაც უწოდებენ მეთევზეები), თქვენ დაგჭირდებათ ხისტი, სწრაფი წყობის ჯოხი, მისი ტესტი დამოკიდებულია ჯიგთავის წონაზე, მაგრამ საქართველოს პირობებში მე გირჩევთ 5-25გ ან 10-30გ ტესტის და 2.4-2.7მ სიგრძის ჯოხს.
კოჭა დაგჭირდებათ ხარისხიანი და გამძლე, 3000-5000 სერიის. პლასტიკის ან კარბონის ნაწილებიანი კოჭა არ გამოგადგებათ ვინაიდან ამ მეთოდით თევზაობისას კოჭაზე სერიოზული დატვირთვა მიდის და მისი ყოველივე ნაწილის გამძლეობა გადამწყვეტია.
ძუა მხოლოდ წნული, 0.14-0.19მმ. მხოლოდ წნული იმიტომ, რომ იგი არაწელვადია და უკეთ გადასცემს სატყუარას თამაშს თქვენს ხელში და თქვენ პრაქტიკულად გრძნობთ რა ხდება ძუის ბოლოს.
სატყუარები ჯიგ სპინინგისთვის გამოიყენება სილიკონის (ტვისტერი, ვიბროკუდი და სხვა) და პარალონის. ვინაიდან პარალონის სატყუარას როგორც წესი ამონტაჟებენ ორყურა სიმძიმეზე და ჯიგ თევზაობის ეს მეთოდი ცოტა რთულია დამწყებისთვის ამ სტატიაში მას არ განვიხილავ.
გთავაზობთ ილუსტრაციას თუ როგორ მოვარგოთ ჯიგთავი სილიკონის სატყუარას-ტვისტერს.

 

2e0202f990bb.jpg
 

გარდა საჭირო აღჭურვილობისა რა თქმა უნდა თქვენ უნდა იცოდეთ ჯიგ-სატყუარას სწორი გატარება. ეს გამოცდილება რა თქმა უნდა მხოლოდ სპინინგით ხელში თევზაობისას მოგივათ, მაგრამ მერწმუნეთ თეორიული ცოდნაც აუცილებელია.
მინდა შემოგთავაზოთ ჯიგ სატყუარას გატარების ხუთი მეთოდი, რომელთა მორიგეობითი ცვლა თევზაობისას წარმატების შანსებს
საგრძნობლად აამაღლებს.

 

1) კლასიკურუ ანუ პირდაპირი გატარება

bfbb78a447b4.jpg

ვაკეთებთ ტყორცნას და შემდეგ მონოტონურად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე ვატრიალებთ კოჭას. ამ გატარებისას იყენებენ მსუბუქი 10 გრამამდე ჯიგთავებს. საქართველოს წყლებში ესეთი გატარება მოგიტანთ ქაშაპს, ქორჭილას, კალმახს, ქარიყლაპიას.

 

2) ფსკერზე კაკუნი

5f0c07f9a8c8.jpg

გატარების ეს მეთოდი დამოიყენება მხოლოდ მდგარ წყალში. ტყორცნის შემდეგ სატყუარას აცლიან ფსკერზე დაშვებას, შემდეგ ძალიან მოკლე მოქაჩვებით ჩვენი სატყუარა 5-10 სანტიმეტრიანი ნაბიჯებით უნდა ვახტუნაოთ ფსკერზე, ამავე დროს ყოველ მოქაჩვას კოჭას ერთი ბრუნი მოჰყვება. აუცილიბელი პირობაა ძუის დაჭიმულობა. რამოდენიმე მოქაჩვას აუცილებლად უნდა მოყვეს 2-5 წამიანი პაუზა და შემდეგ გაგრძელდეს გატარება. წყალქვეშ ეს ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს ლიფსიტა ან რაიმე მწერი ფსკერში იქექება, რაც პროვოცირებს მტაცებლის თავდასხმას. ეს გატარება ჩვენ წყლებში იზიდავს ლოქოს, ფარგას, ქარიყლაპიას.

 

3) გატარება “ჩაყოლებით”

eb477368c7b3.jpg

ამ გატარებას იყენებენ დინებაზე, აქ მთავარია სათანადოდ შევარჩიოთ ჯიგთავის წონა, ვინაიდან ზედმეტად მსუბუქი დინებით გამოირიყება და ჭერის სიღრმეს ვერც მიაღწევს ხოლო ზედმეტად მძიმე ხშირად გაეჭედება ქვებში და სხვა დაბრკოლებებში.
ტყორცნის შემდეგ სატყუარა დინების წნეხით ფსკერის პარალელურად მოძრაობს, კოჭას ბრუნვის სიჩქარე დინების სიჩქარეზეა დამოკიდებული. ის ისეთი უნდა იყოს რომ დინებამ ჯიგ სატყუარა დაუპრკოლებლად გადაატაროს ფსკერს ჭერის ადგილას.
ეს მრთოდი მოგიტანთ კალმახს, ქაშაპს.

 

4) აგრესიული გატარება

 

f0a598a1d67e.jpg

ეს გატარება ჯიგ სპინინგისტთა შორის აღიარებულია ყველაზე წარმატებულად.
ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ სპინინგი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მოგვყავს ვერტიკალურში, მაგრამ არა ერთი მოძრაობით, არამედ 3-5 მოკლე მოქაჩვით. ასეთი მოძრაობით ჩვენი ტვისტერი ან ვიბროკუდი ფსკერიდან ზედა შრისკენ მიისწრაფვის “კონვულსიური” მოძრაობით, ამას მოყვება პაუზა რომელზეც სატყუარა თავისუფალ ვარდნას აკეთებს. პაუზის დროს კოჭით წნული უნდა ამოვახვიოთ დაჭიმვამდე, რომ სატყუარაზე კონტროლი არ დავკარგოთ. წყალქვეშ ეს ყველაფერი გამოიყურება ისე თითქოს ლიფსიტა სასიკვდილო აგონიაში ფართხალებს ფსკერზე, ეს ყველაზე უკეთ პროვოცირებს მტაცებელს ვინაიდან მას აქვს ინსტინქტი -შეჭამე სუსტი და ავადმყოფი-. ამ მეთოდით განსაკუთრებით წარმატებულად იჭერენ დიდ ქარიყლაპიას, ლოქოს, ფარგას, ქორჭილას.

 

5) გატარება “საფეხურით”

f9f972a5b8e5.jpg

ტყორცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ სპინინგის სწრაფი მოძრაობით, რომელიც ამოკვრას გავს, ავწევთ ფსკერიდან სატყუარას შუა შრეში, დავახვევთ კოჭას 2-3 ჯერ და ვაკეთებთ პაუზას ამ დროს სპინინგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოგვყავს, რომ სატყუარამ ფსკერზე ვარდნა გააკეთოს.
ეს ყოველივე მტაცებელს მოაგონებს ლიფსიტას რომელიც მას გაურბის და პროვოცირებს თავდასხმას.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბავშვობაში ცირკში რომ დავყავდი ხოლმე  , მიყვარდა ცხენზე ამხედრებული აკრობატების ყურება.....ჯიგიტობა ერქვა :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

ხოო ამ სტილით არამარტო მტაცებლის, არამედ მშვიდობიანი თევზის დაჭერაც შესაძლებელია, რაც არაერთხელ მომხდარა უკვე ჩვენთა...
ამური, კარპი და.ა.შ. თნ კაი მოზრდილი ეგზემპლარები ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?