მოგბეზრდათ პასიური დასვენება და ახალ შთაბეჭდილებებს ეძებთ ?
გსურთ დადებითი ემოციებით თქვენი ყოველდღიურობის გალამაზება ?
გინდათ გამოცადოთ წყლის სტიქიაზე გამარჯვების სიამოვნება ?
ამ და სვა ლოზუნგებითა და დევიზებით საქართველოში უკვე ბევრი საჯომარდო კომპანია თუ ტურ ოპერატორი ცდილობს აზარტული და ექსტრემალური დასვენების მოყვარულების მოზიდვას საჯომარდოდ !
უნდა აღინიშნოს რომ ეს ფრაზები მარტივ რეკლამად ეჩვენებათ მხოლოდ მათ ვისაც არ გამოუცდია ის ადრენალინი და სიგიჟე რასაც ''რაფტინგი '' იძლევა საქართველოს პირობებში ! უნდა აღინიშნოს რომ ამ სპორტის განვითარებისათვის ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დიდი პოტენციალი არსებობს , ამაზე მეტყველებს ტურისტული კომპანიების მომრავლებაც უკანასკნელ წლებში, რომლებიც ტურიზმისა და დასვენების ამ ფორმით არიან დაკავებულები, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ჯომარდობას საქართველოში უფრო დიდი წარსული აქვს ჯერ კიდევ 60 იან წლებში საქართველოს მთელი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ აქტიური გართობისა და დასვენების მსურველები, ამ დროს ჯომარდით თავის შექცევა ცოტა არ იყოს სახიფათოც კი იყო ! მიზეზი კი თქვენს ქვემოთ გამოსახულ ფოტოებზეა აღბეჭდილი !
სავარაუდოდ მსგავსი ტივებით სულაც არ მოგინდებოდათ ისეთ მდინარეებზე დაშვება როგორიცაა რიონი ცხენის წყალი თერგი და ა.შ ) რომელთაგან ყველა მე-4-ე და მე-5_ე კატეგორიების მდინარეებს მიეკუთვება ! ))
აი გულიც ამათ ქონიათ ძმაო
დღეს დღეობით ჯომარდს უფრო უსაფრთო სახე აქვს დაშვების დაწყებამდე გულდასმით მოწმდება გასაბერი ნავი რომელიც
ერთდროულად 5-10 დენამდე შრებისგან შედგება და მისი დაზიანება არც თუ ისე ადვილია ! ასევე ნავში მსხდომები აღჭურვილებიარიან დამცავი ჟილეტებითა და ჩაფხუტებით საურველია გიდრო კოსტუმითა და ჯომარდის ფეხსაცმელებით
ჯომარდი სირთულის მიხედვით იყოფა 6 კატეგორიად
I-კატეგორია ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თუ გსურთ რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩქერებისა და ძლიერი დინების გარეშე დატკბეთ
ბუნებით და მდინარეზე ნავით გაისეირნოთ ესეთი ადგილია მაგალითად მდინარე მტკვარზე მცხეთასთან ახლოს )
VI-
კატეგორია ეს არის ჩქარი და ძლიერი დინებით ჩქერებითა და ნაკადებით დატვირთული სადაც აუცილებელია
პროფესიონალი ინსტრუქტორი და პროფესიონალი გუნდის წევრები აქ უნდა შესრულდეს რთული მანევრები ამოტრიალების თავიდან
ასაცილებლად ! როგორც ვიცი მე6ე კატეგორიის მდინარეები საქართველოში არ არ არსებობს ! მაგრამ გვხვდება IV და V კატეგორიები მაგალითად თერგის მონაკვეთი დარიალისკენ ასევე ცხენის წყალი და რიონის მონაკვეთები !
შეიძლება ითქვას რომ ჯომარდი სახფათო სპორტის სახეეობაა და ამიტომ უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები
. დღესდღეობით ჯომარდს საქართველოში არც თუ ბევრი მიმდევარი ყავს
, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს სპორტი მალე დიდ დაინტერესებას გამოიწვევს !
ახლა კი რამოდენიმე ვიდეო !
!!
მეგობრებო იმ მომენტში, როცა ნავი ჩქერებში ეშვება ათასგვარი შეგრძნება გეუფლება: ერთდროულად შიშიცაა, სიხარულიც, დაძაბულობაც და აღტაცებაც... ტურის დასრულებისას სულ სველი ხარ, დაღლილი, მაგრამ ამავდროულად ძალიან, ძალიან ბედნიერი
ბოლომდე მაინც ვერ მიხვდებით, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით!
ასე რომ გთავაზობთ თვის ბოლოს ერთი შეკრება გავაკეთოთ და მოვსინჯოთ
ჩვენი ძალები მდინარეზე დაშვებაში ამ თემას მოდი აქტიურად მივხედოთ და ნამდვილად მემგონი პირველი სამონადირეო კლუბი ვიQნებით + ექსტრემალი მონადირეების კლუბი )) ასე რომ გამოთქვით სურვილი თუ გინდათ მონაწილეობის მსგავს ამ ღონისძიებაში !!