ბაბუ მე თუ მკითხავ ფრინველზე ნადირობის მთელი სიამოვნების 70% შენი გამოზრდილი ცუგას მუშაობის ყურებაშია...
ბაბუ ბევრი ახალგაზრდა გაოცებული მიყურებდა როდესაც ჩემ თოფს აწყობისას , დილით , მხარზე გადასაკიდ ქამარს (ღვედს) არ უკეთებდი. მერე მეკით ხებოდნენ , -კი მაგრამ ხომ გიდევს კეისში ღვედი და რატომ არ უკეთებთქო. ვეუბნებოდი -მხარზე გადადებული დამაქვს მეთქი. მერე ამაზე მეკითხებოდნენ -კი მაგრამ მერე სანამ მხრიდან ჩამოიღებ დ სანამ საბრძლო მდგომარეობაში მოიყვან , მწყერი ხომ გაგიფრინდებაო? ხო და ამაზე ერთი პასუხი მქონდა , ნადირობისას ყველაფერს მიხვდებითქო. ხო და მერე ხვდებოდნენ. ზაღლი თუ ლამაზ ნაბულზე არდადგა და ეს სილამაზე სიაოვნებაში არ გადავიდა , საერთოდ სროლის მუღამი აღარ არსებოს. დაახლოებით იგივეა , მიწაზე გაყურსულ საცოდავ მწყერს იქვე მიწაზე დაუმიზნო და დააკლა. ამიტომ ვამბობ ყოვეთვის . ვისაც ნადირობის ესთეტიკა არ აქვს ის მონადირე კი არა -მეხორცეა . თუმცა მაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთია სანდრიკ . ცემმა დიდმა ბაბუამ ამიხსნა 14 წლის რომ ვიყავი.ნადირობა ეს შრომაა, სწავლება, მოვლა, ზრუნვა(ძაღლის) წვრთვნა, (ჩუბინობა), და თუ მინდორში გახვედი , სენმა ძაღლმა მწყერი ვერ მოძებნა, შენ არასწორად ქარის მხრიდან აყენებ ძაღლს და მოკლე ბევრი მიზეზის გამო მწყერი ფეხიდან ამოგივიდაო, იმ მწყერს არც უნდა ესროლო ბაბუო. მწყერი რომელიც სენი შრომით, ცოდნით და შენი ძაღლის გაწვრთნილობით დამუშავებული ამოდის , ისაა სასროლი. მაგრამ ისიც 2 ლულიანიდან ვესვრი. იმიტომ რომ იმასაც უნდა ქონდეს შანსი. ასე რომ მე ფეხიდან ამოსულ მწტერს არასდროს ვესვრი. შესაბამისად ძაღლის ნაბულისთვის უფრო დავდივარ სანადიროდ და არა მუშტზე პატარა ციტის შესაჭმელად. ასე რომ ისიამოვნე ნაბულის სილამაზით და დინამიზმით. თან სეტერის და მითუმეტეს შენი გამოზდილი ლავერაკის.
