აქვე აღვნიშნავ რო ბეკასი არაა საგეში ფრინველი, ვინაიდან დღეს რო აკეთე ნაბულები ბოლომდე ვერცერთხელ ვერ მივედი ხან ჩემ ფეხის ხმაზე აფრინდნენ ხან ძაღლმა დამასწრო. მე რო ტარება გავაგძელო ეს უკვე შექმნის იმ პრობლემას რასაც არ დალოდება ჰქვია. ნაბულზე დადგება და არ დაგელოდებათ რადგან ეგრე ეჩვევა ბეკასმა იშვიათად რო ახლოს მიგიშვას. მერე მაგიის მოხსნა საწვალებელია. კაია ძაღლის ათაში ერთხელ სავარჯიშოდ რადგან კარგად აგიჟებს ლეკვს მარა მასიური ტარება მავნებელია თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, რაც ავტომატურად თQვენში იწვევს სულიერ ტრამვას. მე მეორე სეზონამდე აღარ გავიყვან რადგან ძაღლი ნაბულზე გაჩერდა, ცხვირი ჩართა, აზარტშია და აღარაა საჭირო ამის მერე უკვე წვალება იქნება მაგისთვის და ისწავლის არ დალედობას. ეხლა დაველოდები მწყრის შემოსვლას. მაისამდე მოუწევს ცარეალ მინდვრებში სირბილი
mantis,, გადავხედე თავიდან ბოლომდე ამ თემას და წავაწყდი შენს ნამდვილ სახელ და გვარს აწი, თუ უფლებას მომცემ, სახელით მოგმართავ. არა, mantis, -ის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ, არ ვიცი რას ნიშნავს და ამიტომ, მირჩევნია სახელით მოგმართო.
არჩილ, ბეკასის თაობაზე მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია დაგეთანხმო - ძალიან "მკაცრი" ფრინველია და ძალიან ფრთხილი. მაგრამ, სხვა მხრივ, ზუსტად ეს "სიმკაცრე" იძლევა იმის საშუალებას, რომ ძაღლმა მასზე მუშაობისას, ჩართოს არა მარტო ცხვირი, არამედ თავიც. რამოდენიმეჯერ უნაბულოდ აფრენის შემდეგ, ჭკვიანი ძაღლი იწყებს ამ ფრინველთან უფრო ფრთხილ მიახლოებას და დროულად ნაბულზე დადგომას. რასაკვირველია ამისათვის ძაღლს უნდა ჰქონდეს შესაფერისი ყნოსვა. სუსტი ყნოსვის მქონე ძაღლს უჭირს გაზაფხულის ბეკასის დამუშავება. შემოდგომაზე, როცა ბეკასი გასუქებულია, ის ძაან წააგავს თავისი მოქმედებით დუპელს, ეზარება ადრე აფრენა და ზის ბოლომდე, რაც ძაღლს აძლევს საშუალებას ლამაზად და სრულყოფილად (ლტოლვა,ნაბული, მიტანება) დაამუშაოს ეს ფრინველი.
ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ, ჭაობის ფრინველებზე დაყენებული ძაღლები, ადვილად მუშაობენ მწყერზე და სხვა სახის მინდვრის ფრინველზე. პირიქით კი, ძაან იშვიათად.
ჩვენთან, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, ხშირად ჩამოსულან შეჯიბრებებზე სამხრეთ რეგიონებიდან (რუსეთის, უკრაინის) სახელგანთქმული ძაღლები, რომლებიც უმთავრესად მწყერზე იყვნენ დაგეშილები. რაიმე დიდ წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია, უმრავლესობა კი უდიპლომოდ დარჩა. ეს მიუხედავად იმისა, რომ, ხალხი ჩამოდიოდა რამოდენიმე დღით, ხანდისხან კი, რამოდენიმე კვირით ადრე, რომ დროულად გაეცნოთ ძაღლები ჭაობის ფრინველთან.
მე სამჯერ მყავდა გაყვანილი ჩემი კარმენი შეჯიბრებებში, სადაც გამოცდების ობიექტი მწყერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი საერთოდ არ იცნობდა ამ ფრინველს, პირველად კი მხოლოდ შეჯიბრების წინა დღეს ნახა, ერთში პირველი ადგილი ავიღეთ მეორე ხარისხის დიპლომით, 84 ქულით და მოვიპოვეთ САСТ, მეორეში მეორე ადგილი ავიღეთ ისევ მეორე ხარისხის დიპლომით, 82 ქულით, მესამეში 79 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომი.
პირველ შემთხვევაში კარმენს ქონდა პირველი ხარისხის დიპლომის აღების შანსი, მაგრამ გადაადგილებული მწყერი ჩაფრინდა გაუკაფავ ბალახში და იქ შეუძლებელი გახდა საჭირო მანძილზე დამუშავება. მეორე შემთხვევაში, მოსკოველმა ექსპერტებმა, ფეხით გადათვალეს დისტანცია, რა მანძილზეც ძაღლმა დაამუშავა მწყერი და ერთი მეტრი დააკლდაო (11 მეტრი დათვალეს), რომ გადაადგილებულ ფრინველზე მუშაობის შანსი (ე.ი. 1 ხარისხის დიპლომზე მუშაობის ) მოგცეთო. არა და , ჩვენ წინ გამოსულ პოინტერს, რომელიც თავიანთი კლუბის წევრი იყო, მისცეს მესამე ხარისხის დიპლომი, შევარდნის მიერ მოკლულ მწყერზე ნახევარ მეტრში რომ დადგა იმისთვის (ფაქტიურად შევარდენზე გააკეთა ნაბული)!!!! ჩვენ, გამოსვლის მერე უცებ სხვა ქალაქში წავედით, 300 კილომეტრში, სადაც პარალელურად მიმდინარე შეჯიბრებაშიაც ვიყავით განცხადებული. იქ ჩამოგვივიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ავიღეთ მეორე ადგილი, პირველი ადგილი კი აიღო იმავე პოინტერის პატრონმა, ოღონდ სხვა ძაღლით, რომელმაც 1 ქულით გვაჯობა. ვინც ესწრებოდა იქაურ შეჯიბრებას, ხუმრობდნენ, იმ ძაღლმა ალბათ 2 მეტრიანი მუშაობა ანახა და ამიტომ მისცეს პირველი ადგილიო