Jump to content

გუწუ

გუწუ

ამ თემას აქვს 21 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გუწუ
 

Tinca tinca

 

258268a445d3.jpg


გუწუ საქართველოს წყლების უდაოდ ყველაზე ლამაზი თევზია. მას წითელი თვალები, მუქი ზურგი, მომწვანო-ოქროსფერი გვერდები და მოყვითალო მუცელი აქვს. ბინადრობს იგი დასავლეთ საქართველოში (დაუდასტურებელი ინფორმაციით ჯანდარის ტბაშიც).
 

ce3d447b7ba3.jpg


გუწუ, მასზე თევზაობის თვალსაზრისით, კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ნაკლებად შესწავლილი თევზია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა წყალსატევს, გუწუს ჭერის თვალსაზრისით, თავისი სპეციფიკა აქვს.
ბინადრობს გუწუ ტბებსა და არხებში, მდინარეების ქვემო დინებაში, მდორე ადგილებში. ეგუება ისეთ ჟანგბადით ღარიბ ადგილებს სადაც სხვა თევზი ვერ ძლებს. მის მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილ ლორწოს ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. მთელ თავის ცხოვრებას იგი ატარებს წყალმცენარეებში, რაც მის დაჭერას კიდევ უფრო ართულებს. იზრდება გუწუ 6 კილომდე.
ქვირითობს წყლის 20 გრადუსზე გათბობისას, მაისის ბოლოს, ივნისში. 
 

ddd0aedd93d1.jpg 808f772b038e.jpg


თევზაობენ ამ საინტერესო თევზზე ძირითადად ტივტივიანი ანკესით, უფრო იშვიათად ფსკერულით, ფიდერით.
თავდაპირველად წყალსატევზე უნდა ვიპოვოთ გუწუს ბინადრობის სავარაუდო ადგილები.
ეს როგორც წესი ის ადგილებია, სადაც წყალსატევზე წყალმცენარეების მაქსიმალური და მჭიდრო კონცენტრაციაა. დაჭაობებული და ერთი შეხედვით თევზის ცხოვრებისთვის უვარგისი ადგილი, გუწუსთვის ჩვეული საბინადრო სივრცეა.
არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე ისეც, რომ ჩვენი ჭერის ობიექტი ძალიან ფრთხილი თევზია და ამიტომ მის საჭერად საკმაოდ შორი ტყორცნა და მასკირება დაგვჭირდება.

გამოცდილი მეთევზეები სათევზაო ადგილს ერთი დღით ადრე იმზადებენ. შედიან წყალში და წყალმცენარეთა შორის ფოცხით ანთავისუფლებენ მონაკვეთს სადღაც 2х2 მეტრზე და კვებავენ მას. 
დამატებითი საკვები გუწუს საჭერად აუცილებელია. აქაც არსებობს პატარა საიდუმლოები.

--გუწუს საჭერად დამატებითი საკვები ტკბილი ატრაქტანტებით უნდა გავაჯეროთ (თაფლი, მარწყვი, ტუტი-ფრუტი).
--ხაჭო (ოდნავ ამჟავებულიც კი) საგრძნობლად ამაღლებს გუწუს აქტიურობას.
--დაკვება ხდება ერთ ეტაპად და დამატებითათ ჭერის დროს მისი ჩაყრა არაა რეკომენდირებული.
 

გთავაზობთ დამატებითი საკვების ერთ წარმატებულ რეცეპტს:

დაფშვნილი კოპტონი 2 კგ
ქატო 1 კგ
ხაჭო 500 გ
ტკბილი ატრაქტანტი


ტივტივათი გუწუზე თევზაობისას შეიძლება გამოვიყენოთ ტელესკოპური ანკესი, მაგრამ შორი ტყორცნისთვის (20-25 მეტრი) გაცილებით მოხერხებულია მატჩური ანკესი. გუწუ ძალიან ძლიერი თევზია, იგი თავისივე ზომის კობრზე გაცილებით უფრო შეუპოვარ წინააღმდეგობას გვიწევს ნემსკავზე მოხვედრისას.
ამიტომ ანკესის მონტაჟიც შესაბამისი უნდა იყოს. ჯოხი 4-4.5 მეტრი. კოჭა 4000-5000 სერიის. ძირითადი ძუა 0.25-0.3 მმ. ლიდერი 0.18 მმ.

სეზონის დასაწყისში სატყუარად წითელ ჭიას იყენებენ. რაც უფრო მეტი წყალმცენარე ჩნდება წყალსეტევში მით უფრო წარმატებული ხდება მცენარეული სატყუარები -ტკბილი სიმინდი, ტკბილი მუხუდო, მანის თქვეფილი და სხვა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გუწუს ტივტივათი ჭერისას არის მისი ჩარტყმის თავისებურება -ტივტივა თითქოს ცოცხლდება, ოდნავ შესამჩნევად ტოკავს, უმნიშვნელოდ იძირება.. თუ არ გეყოფად მოთმინება და დროზე ადრე გაკეთებთ ამოკვრას, გარანტირებულად დაკარგავთ ნადავლს და თევზსაც საკმაოდ დიდი ხნით დააფრთხობთ. ასე რომ იქონიეთ მოთმინება და დაელოდეთ ტივტივას ჩაძირვას ან სხვა აშკარა ჩარტყმის ნიშნულს.

იმ წყალსატევებზე სადაც არც თუ ისე დიდია წყალმცენარეების რაოდენობა გუწუ უნდა ვეძებოთ წყალქვეშა თავშესაფარებთან -ჩაძირულ ხეებთან, ბუჩქებთან, ციცაბო ნაპირთან.. ასეთ ადგილებში მასზე მძიმე ფიდერითაც თევზაობენ. სატყუარად ბევრი მეთევზე ბოილსაც იყენებს (რომელიც ზემოთ აღნიშნული ტკბილი ატრაქტანტებით არის გაჯერებული).
 

e1b45838e20b.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აღმოსავლეთ საქართველოში სადმე იჭირება გუწუ? ხომ არ იციტ?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47274 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს სახელი არც გამიგია....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47274 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ თევზის სახელს ვეკუა ყველაზე მაგრად იტყვის....(სპეციფიკური აქცენტით) ;) :DDD :0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2740 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

ოოო გუწუ სასწაული თევზია

ძირითადად ბინადრობს დასავლეთ საქართველოში, თუმცაღა შარშან ჩამოვასახლე(თ) აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ხელოვნურ წყალსატევში, იმედი გვაქ გაიხარებს და გავათევზიანებთ სხვადასხვა ტბებს..

ულამაზესი და უგემრიელესი თევზია, ძალიან რთული დასაჭერი....

babu,

 



ეს სახელი არც გამიგია...

 

რუსულად ქვია ლინ



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

გუწუ მაგარიაა არ მითევზავია მაგ თევზზე წელს  ვითევზაოთ უეჭველი..



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2740 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

giokupra

სამეგრელოს ტურნე უნდ მაგას :)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

giokupra

სამეგრელოს ტურნე უნდ მაგას :)

 კიი უეჭველი მარტო ცოდვა ვარ და აგერ კი გამოჩნდი ჩემნაირი რიბაკიი :DD და დავგეგმოთ კაი ტურნეები ბიჭებიც წამოვლენ და ეგაა ;) 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2740 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

giokupra

დიდი სიამოვნებით......

მოვა ეხლა მარტი და მოკაკვავენ მერე ცოტას ბიჭები :)
მერე კი აგვყვებიან :D



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ნაღდად პირველად მესმის  :think:


დუდუ

LEGION.GE


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2740 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

დუდუ,

 



ნაღდად პირველად მესმის 

 

 რა გესმის პირველად?



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

"გუწუ"


დუდუ

LEGION.GE


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2740 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
ძაან მაგარი თევზია + უგემრიელესიც ;)

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5068 პოსტი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5068 პოსტი

https://www.youtube.com/results?search_query=%D0%9B%D0%98%D0%9D%D0%AC


ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 08 April 2019 - 12:35 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?