Jump to content


ამ თემას აქვს 13 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რუისელის ემერჯერი (პუპა) და მისი იმიტაციები
 
LA+Caddis+Pupae+14.jpg


        დასრულების შემდეგ იწყება ემერჯენცია, რა დროსაც მწერი მიისწრაფვის ზედაპირისკენ, რათა გადაიქცეს ზრდასრულ, ფრთიან რუისელად. საყურადღებოა, რომ იმიტაციები ორ დიდ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს წარმოადგენენ ის სატყუარები, რომლებიც ასახავენ ფსკერის ზედაპირიდან დაძრულ მწერს, შესაბამისად, მათი დამზადებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დამამძიმებელი მასალები, რათა გატარება მოხდეს ფსკერთან ახლოს, ზედაპირზე ამოსვლის იმიტაცია კი ხდება გატარების ბოლოს, როდესაც შნური იჭიმება და იმიტაციაც, რეალური მწერის მსგავსად, მაღლა ამოდის. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ვარიანტს დეივი მაკფეილის შესრულებით
 
 
      მეორე ტიპის იმიტაციები კი ასახავენ წყალსატევის ზედაპირის ქვედა მხარეზე მოთავსებულ მწერს, რომელიც უკვე იწყებს ზრდასრულ სტადიაზე გადასვლას. ამ კატეგორიის სატყუარებს შორის ყველაზე მეტად ცნობილია კლინკჰამერი, რომელზედაც უკვე გვქონდა საუბარი ბლოგის ფურცლებზე

 

        მცირე ზომის რუისელის ემერჯენციის იმიტირებისათვის კი გამოიყენება კლასიკური ე.წ. North Country Spider-ის ტიპის სველი იმიტაცია, მაგალითად Partridge and Green, ამ ტიპის სატყუარებზე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ცალკე სტატიას
 
985591.jpg
Posted by ნიკა ზურაბიშვილი

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ესეთები ბევრი მაქვს ნანახი ერთხელაც ვცადე გაკეთება და ჩვეულებრივი ძაფის კოჭა მივიღე :))

რო უყურებ ადვილია არადა მაგრაი მურტალი საკეთბელია.

ესენი პროფები არიან!



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამის კეთებას მუღამის დაჭერა უნდა. მიკვირს, არ იშოვება?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კი იშოვება კახა, მაგრამ რა არის იცი? უკვე ვიში პილოტაჯის თემაა რა მდინარის, ამინდის, სეზონის, თევზის და ა,შ, მიხედვით თვითონ აკეთბენ.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გასაგებლარიან


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მე ვიცუ გაკეთება... ასე ფროფერი არ ვარ მაგრამ...მდინარეზე გატარებუთ თევზაობის დროს შედეგიანია....

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წაგვიყვანე ბიძიაბაბუა  შენი თვალების ჭირიმე :0081:


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Fly Fishing

Fly Fishing

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:რაჭა, ამბროლაური, ბოსტანა

რუისელი არ არის მაგრამ საკმაოდ კარგი და უნივერსალური სატყუარაა, 
ესეც ჩემი ვიდეო გაკვეთილი.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შოთიკო , გაფიცებ ძმობას , ხო იცი ამ საქმწეში მაგარი პრაფანი ვარ . რაღაცას ვიტყვი ხო და  არ დამცინო.

 ეს რომ პირველად წავიკითხე ვიფიქრე სოფელ რუისთან ხო არ აქვს კავშირითქვა? :DDD 

 ფშავში რო წავალთ წამოიღებ ამ "რუისელს" თუ "კარალეთელს?" :0024: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Fly Fishing

Fly Fishing

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:რაჭა, ამბროლაური, ბოსტანა

ფშავში ისეთებს წამოვიღებ ბაბუ დაგვნებდება კალმახი მისით :)))) 
ქართული სახელები ხო ცოტა სტრანნია. 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფშავში ისეთებს წამოვიღებ ბაბუ დაგვნებდება კალმახი მისით :)))) 
ქართული სახელები ხო ცოტა სტრანნია. 

ძალიანაც კარგი. 

ერთი მაინტერესებდა რომ პროფესიონალისთვის მეკითხა. აი ახოტა ი რიბალკაზე, ან ახოტნიკ ი რიბალოვზე ხშირად მიყურებია მეთევზეები თვითონ როგორ ქმნიან არაფრისგან ასე მიმსგავსებულ მუხლუხოს თუ ჭუპრებს. აი მე რაც მაინტერესებს რა განსხვავებაა ამათში , ან რითი უნდა მიხვდე რომელი სატყუარა უფრო კარგია? მე როგორც რიგითი ობივატელი ვფიქრობ რომ რაც უფრო გავს თავის ნატურალურ  ორეულს ისაა უკეთესი. ხო და თუ ასეა მაშინ ამდენი ნაირსახეობა რაში უნდა გამოიყენოს ადამიანმა?(მეთევზემ(.

თუ ძალიან დელეტანტური კითხვა დავსვი- პარდონ

:D


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Fly Fishing

Fly Fishing

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:რაჭა, ამბროლაური, ბოსტანა

კარგი კითხვაა ბაბუ,
საქმე იმაშია რომ ბუნებრივი სატყუარა გაუნძრევლად როცა არის წყალში თევზი სუნით მაინც იპოვის ადრე თუ გვიან,
ხელოვნური სატყუარა უნდა იყოს მოძრაობაში რადგანაც მას არანაირი სუნი არ აქ. 
რაც შეეხება სხვა და სხვა სატყუარებს, მდინარის თევზი იკვებება სწორედ ასეთი მწერებით რომელის იმიტაციასაც ამზადებ, და იცის რომელ პერიოდში რომელ მწერს უნდა ელოდოს,
ჩვენ თუ ვიცით რა სეზონია, რა მწერი უნდა იყოს ამ დროს და წყლის რომელ მონაკვეთშია მაშინ წინასწარ ვამზადებთ, იგივე ზომას, იგივე ფერს და მივდივართ სათევზაოთ :)))
ფლაით მეთევზემ ცოტა იხტიოლოგია და ენტომოლოგიაც უნდა იცოდეს, საღამოს მაგალითად თევზი როცა სიწყნარეა ზედაპირზე ამოდის და მწერებს ჭამს, თუ სწორედ ასეთი ზომის და ფერის მწერი გაქვს და ასეთ დროს დაიჭერ ამას უფრო დიდი სიამოვნება აქვს. 

მაგალითად: მივადექი მდინარეს, ამოვიღე წითელი ჭია და ვთევზაობ, დავიჭირე წამოვედი.  ნე ინტერესნო რაა:))) 
თევზაობაა თუ ნადირობა ყველა ვცდილობთ მეტ წარმატებას მივაღწიოთ, განვითარდეთ, მეტი სიძნელე გადავლახოთ, უფრო საინტერესო გავხადოთ და ასე უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებთ.
მომზადებას, კითხვას თავისი აზარტი აქვს, რა თევზის დასაჭერად მიდიხარ წინასწარ რომ იცი, პერიოდის მიხედვით რომ სატყუარებს გააკეთებ, როცა იცი დღის მიხედვით სად უნდა იდგეს თევზი, როცა მიეპარები და მაგითი რომ იჭერ ეგ უფრო საინტერესოა.
ფლაის არის ყველაზე ძნელი თევზაობის მეთოდი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო. 

ტელევიზორში მინახია რუმინეთში როგორ ნადირობენ, მივა კაცი, ავა სადღაც ვიშკაზე და სულ მალე მოადგება ტახების დიდი ჯოგი, დაცხებს და კლავს 10-20 ცალს. 
ნუ ერთხელ, ორჯერ შეილება რაღაც ინტერესი გქონდეს მაგრამ რაღაცნაირად, როცა შენით ივლი, სტრატეგიას შეიმუშავებ, როცა შენით იპოვი ტახს ტყეში, როცა შენით მიამიეპარები,მიაგნებ სად უნდა იყოს და ეგრე მოინადირებ მგონი ბევრად აზარტულია. 

არ მეხერხება გადმოცემა და მოდი ერთხელ წავიდეთ თუ დრო გექნება და როცა ამ პროცესს ვნახავთ უკეთ შეიგრძნობ, 
ოდნავ რიჟრაჟს რომ იწყებს კალმახი მაგ დროს იკვებება, თან დიდები, მზე რომ ამოვა მერე ის დამალულია, აღარ გამოვა, 
მაქსიმალურად ჩუმად უნდა მიეპარო და შენი ხელით გაკეთებული სატყუარა ისე უნდა დაუდგო წინ რომ ვერ შეგამჩნიოს, თან ისე უნდა გაატარო თევზს ნამდვილი ეგონოს და როცა იმას ეცემა აი მაშინ იწყება ადრენალინის მოზღვავება, დაკვირვებულად და ნელა ნელა მოგყავს შენკენ თან ცდილობ არ დააზიანო თევზი რადგანაც როცა ხელში დაიკავებ და გაიღიმები მთელი სიამოვნება უკვე მიღებული გაქვს, ამისთვის იარე რამოდენიმე კილომეტრი მთაში და გაშვების პროცესი ძალიან აზარტულია. 
გაუშვებ ამ ლამაზ არსებას რომელმაც უსაზღვრო სიამოვნება მოგანიჭა და გაღიმებული ჩამოჯდები მდინარის პირას, გადახედავ არე მარეს. ღრმად ამოისუნთქავ და კმაყოფილი ხარ.

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

შოთა ისეთი აზართით ხსნი რომ ეგ რომ არ ვნახო ისე რა დამაძინებს 

 

მოკლედ ამდენ ლაპარაკს აჯობებს საქმეში ვნახოთ 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

;)   :ki:

 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?