კლდის დუმა(კლდისვაშლა).Sedum caucasicum
კლდის დუმა
Sedum caucasicum
გურ., იმერ. ყურა, კაციყურა; გურ., ხევს. კლდისვაშლა; აჭარ. კილტავაშლა; რაჭ. კლდისტკეჩა; იმერ., ლეჩხ. პიტკეცა, ქვიტკეცა, ქვატკეცია; მეგრ. პასკერია, ფასქალი.
მსუქანასებურთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახი. იზრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. კავკასიის ენდემია. აქვს მწვანე ან ძოწისფერი ღეროები, ხორციანი, განიერი, მოხრილი მუქი მწვანე ფოთლები; ყვავილედი ფარისებრ-ცოცხისებრია; ყვავილედი მომწვანო-მოთეთრო. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს (Herba Sedi acris). შეიცავს ნახშირწყლებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, საპონინებს, ალკალოიდებს, მჟავეებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს. ნახარშები და ნაყენი გამოიყენება არითმიის, ტაქიკარდიის, სახსრების ტკივილის, ძვლის ტკივილის, უშვილობის, რევმატიზმის, ჭრილობების, კანის დაავადებების, ნუჟრების, ბუასილის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ მალარიას, ბოტკინს, ეპილეფსიას. იყენებენ შარდმდენად და ჭრილობების დასამუშავებლად.