Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41386 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტარაღანა Acipenser stellatus pallas

 

 

legion.ge_8L5dfb3c349fb11.jpg

 

 

ტარაღანა Acipenser stellatus pallas

აღწერა.
ქვედა ტუჩი შუაზე გაყოფილი. დინგი ძლიერ გრძელია, ვიწრო, შებრტყელებული, ულვაშები სადა, მოკლე, უკან ვერ აღწევენ პირამდე და წინ დინგის ბოლომდე. სხეულის გვერდები ფარეკლებით რიგებს შორის დაფარულია ვარსკვლავისებური ფირფიტებით და წვრილი სავარცხელა მარცვლებით. მკერდის ფარფლის ქიცვი სუსტია. სიგრძე 214 სმ-მდე, წონა 68 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხდება უფრო მცირე ზომისა.

გავრცელება.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხდება მდ. ჭოროხიდან მდ. გუმისთამდე, შედის გასამრავლებლად მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ენგური, ლაღიძგა, კოდორი, გუმისთა, ცნობილია პალიასტომის ტბაში.

 

ბიოლოგია.
გამსვლელი თევზია, ცხოვრობს ზღვაში, ზაფხულობით იმყოფება სანაპირო თხელ ადგილებში (10-40 მ), ზამთრობით მიდის ღრმა ადგილებში (80-100 მ). გასამრავლებლად შედის მდინარეებში: რიონში ადის სამტრედიამდე, ენგურში სოფ ჯვარამდე. არსებობს ცაკლეული პოპულაციები, რომლებიც შეგუებულნი არიან ზღვის გარკვეულ უბანთან, იქ ჩამავალ მდინარესთან და განსხვავდებიან ზრდის ტემპით, მომწიფების ვადით, მდინარეში შესვლისა და ტოფობის დროით, ნაყოფიერებით.ზრდასრული იკვებება ძირითადად თევზებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. ხოლო ლიფსიტა – ზოობენთოსის უწვრილესი ფორმებით.
სქესობრივად მამალი მწიფდება 5-7 წლის, დედალი 10-13 წლის. მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 35.4-633.4 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 2.8-3. მმ-მდეა. იგი წებოვანია. ფსკერული. ინკუბაციის პერიოდში გადარჩება მხოოდ 30%-მდე. ლიფსიტები ზღვისკენ ეშვებიან რამდენიმე კვირის ან თვის ასაკისა.
ძვირფასი სარეწაო თევზია; მისი მოპოვება ხდება შავ ზღვაში მცირე რაოდენობით, ხოლო კასპიის ზღვაში შედარებით დიდი რაოდენობით.
იყენებენ ნედლს, შებოლილს, დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულს, ამზადებენ კონსერვს.


ჩამსწორებელი babu, 19 December 2019 - 01:00 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41386 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გემრიელ. რიონში თუ წაასწრეს ჩვენმა აპარატჩიკებმა მაგას გაუშვებენ?.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1402 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41386 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე სადღაც გადავაწყდი 90 იანებში უზარმაზარი ეგზემპლარი დაიჭირეს რიონში. თუ ვიპოვე დავდებ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?