Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს

 

kveba-291x300.jpgთქვენს ოთხფეხა მეგობარს ხშირად უზიარებთ თქვენს ულუფას? ეს საშინელი შეცდომაა.

ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ჩვენს საკვებში შემავალი პროდუქტი არა მარტო ცუდად მოქმედებს ძაღლის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ შესაძლოა ცხოველი სერიოზულად დააავადოს.

ყველაზე გავრცელებული საშიში პროდუქტი

• ცხიმიანი ხორცი და ქონი, გამანადგურებლად მოქმედებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
• მაგარი ძვლები ძაღლის კბილებს ანადგურებს და შესაძლოა ნაწლავის დაზიანებაც გამოიწვიოს.
• ხორცის ფარში ნაწლავში ნახევრად გადამუშავებული ხვდება და შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.

სახლში ძაღლის ყოფნამ ისე იცის მიჩვევა, რომ ხშირად მას ოჯახის წევრებისგან არ ვანსხვავებთ, მაგრამ ჩვენი საკვების მისთვის გაზიარება, დანაშაულია. თუმცა, როცა არ იცით, ძნელია თავად განსაზღვროთ ძაღლის რაციონი. ამიტომ, ძაღლის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები რომ ავიცილოთ, სჯობს მას მზა საკვები ვაჭამოთ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ძაღლის საკვები მისი ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ლეკვებს სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც გამდიდრებული იქნება ცილებით. 6 თვის ასაკიდან იგი სრულფასოვან კვებაზე უნდა გადავიყვანოთ. მას შემდეგ კი რაც ძაღლი 10-12 წლის გახდება, რეკომენდირებულია ზრდასრული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილებს.

ბევრი ძაღლის პატრონი ამაყობს, თუკი სახლში მსუქანი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. არც ესაა სწორი დამოკიდებულება. ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ზედმეტი წონა, ძაღლის სიცოცხლეს ამოკლებს, ამიტომ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

ყურადღება მიაქციეთ ძაღლის აქტივობასაც. იმ ძაღლს, რომელიც კორპუსში ჰყავთ გამოკეტილი, ნაკლებად სჭირდება კვება, ვიდრე მას, რომელიც ეზოში იზრდება და უფრო აქტიურად ცხოვრობს.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://life.mediamall.ge/?id=19135  ეს თემა არის გადაკატავებული...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რათქმაუნდა დიდი ყურადღება სჭირდება ძაღლის კვებას,,,,

მაგრამ ამ ძაღლის საკვებს სანამ გამოიგონებდნენ ძაღლებს რას ჭმევდნენ????

ან თუ არ შეიძლება როგორ გადარჩნენ ძაღლები?



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ის თემები შესაბამისად აქედან https://cugebi.blogspot.com  კაროჩე ყველა თავისას აწვება რა...



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაცო ესენი ერთმანეთისგან იპარავენ და მერე თავის ლოგოს ადებენ? სულ ნუ დააწერენ არა სჯობს ტო.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1660 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

:bravo:  :bravo:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
hukeri

hukeri

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 6 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:zestaponi

საქონლის ძვლის ნახარში პური რომ ჩავულბო და ვაჯამო თუ შეიძლება?

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კი როგორ არა? თუ მაგას გაულეთებ , სტაფიოც ჩააჭერი და ჭარხალიც არ იქნება ურიგო. ვიტამინიზაცია თუ გავლილი გაქვთ მაშინ შეიძლება საქონლის უმი ხორციც  მცირე , რაოდენობით . 

ისა და სურაღთს თუ ატვირთავ -კარგი იქნება . დაგვაინტერესა შენმა აღსაზრდელმა



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 327 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

გარდა ძაღლის საკვებისა,ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს შემწარი კარტოფილი და მოხარშული მაკარონი მოთუშული ხახვით შეიძლება თუ არა არ ვიცი.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

აალბათ მხოლოდ მე მყავდა ძაღლი რომელიც ლობიოს კომბოსტოსთან ერთად ჭამდა  :0062:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 327 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

აალბათ მხოლოდ მე მყავდა ძაღლი რომელიც ლობიოს კომბოსტოსთან ერთად ჭამდა  :0062:რა

აი შენმა ძაღლმა უნდა თქვას ბედი მქონიაო : დ :დ



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ადამიანად იყო დაბადებული ლობიოს ჭამდა კომბოსტოთი და ხვრინავდა  :0024:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1878 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:DDD  :DDD  :DDD



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2621 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

:DDD  :DDD  :DDD  ჩემსას ხილი უყვარს განსაკუთრებით ალუბალი, რო ჭამს ემჟავება და სახე ეცვლება,  :0024:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

აალბათ მხოლოდ მე მყავდა ძაღლი რომელიც ლობიოს კომბოსტოსთან ერთად ჭამდა  :0062:

ჰაჰა , ლობიოსაც ჭამს , კომბოსტოს წნილსაც და ტყემალსაც ელოდება მოთმინებით ეგებ ხიდან ჩამოვარდესო (ვაშლი მსხალი ატამი სხვა ხილი რა სათვალავში ჩასაგდებია)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?