სასარგებლო მცენარეები
სარკმლის ხე-საღსაღაჯი
ამ გვარის ოცამდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში მხოლოდ ეს სახეობაა.
ფოთოლმცვივანი ხეა. 5-10(15მ) სიმაღლისა იზრდება, მთავარი ღეროს დიამეტრი ერთ მეტრს აღწევს. მრგვალი ან ნახევრსფეროსებრი ვარჯი აქვს. ფოთოლი ფრთისებრია-3(5)-7(9) ხეშეში, კიდე მთლიანი ფოთოლასიკადან შედგება, ფოთოლაკი კვერცხისებრ-ლანცეტური ან მოგრჯოლანცეტური მოყვანილობისაა, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე 4-5 სანტიმეტრი სიგრძისაა და 1,5-2,5 სმ სიგანის. ყვავილები ცალსქესიანია.
ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში.
აქვს მკვრივი, მძიმე გამძლე მერქანი, გამოყოფს ფისს, რომელიც გამოიყენება ფარმაცევტულ და პარფიუმერულ წარმოებებში, კევის დასამზადებლად და სხვა. თესლი საჭმელად ვარგისია.
გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, დაბლობსა და მთისწინებზე, ქმნის მეჩხერ ე.წ. ”ნათელ” ტყეებს.
შეტანილია საქართველოს წითელ წიგნსა (1982წ) და წითელ ნუსხაში (2006წ). საკმლის ხის ვრცელი კორომი დაცულია ვაშლოვანის ნაკრძალში.
რძიანასებრნი (Euphorbiaceae),
ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები და ბალახებია. უმრავლესობა შეიცავს რძეწვენს ერთსქესიანი ყვავილები (მცენარეები ერთსახლიანი ან ორსახლიანია) შეკრებილია თავთავისებრ ან თავაკისებრ ყვავილედებში, ან კიდევ ე. წ. ციათიუმებში. ნაყოფი კოლოფია, ზოგჯერ კურკიანასებრი ან კენკრასებრი. 300-მდე გვარის 7 ატასამდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში, ბევრი ბალახოვანი რძიანასებრნი იზრდება ზომიერ და ნაწილობრივ ცივ სარტყელშიც (გარდა არქტიკისა და ანტარქტიკისა). რძიანასებრთა შორის ბევრია სასარგებლო მცენარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰევეა და მანიჰოტი, აბუსალათინი და ტუნგი. მრავალი სახეობის (ბაკორეა, ფილანტუსი, ანტიდესმა) ნაყოფი იჭმება. რძიანას, კროტონის, იატროფას გვარების სახეობები სამკურნალოა. ზოგიერთი (რძიანა, ფილანტუსი, იატროფა) კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.
CLUB-MONADIRE.GE