Jump to content


ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მცირედი ისტორია Fly Fishing-ის შესახებ

 

Fly-Fishing1.jpgამ მეთოდით თევზაობის შესახებ პირველი ინფორმაცია ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების დამწერლობის ნიმუშებში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გვხვდება და ძირითადად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობების სახითაა წარმოდგენილი, თუმცა უკვე ნათლად ჩანს, თუ კონკრეტულად რა ტიპის იმიტაციებისგამოყენება ხდებოდა (ძირითადად სხვადასხვა მწერები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ხშირად გვხვდება).

მხოლოდ რენესანსის ეპოქამ მოიტანა დასავლეთ ევროპაში ბუნების კანონზომიერებებისადმი და მათი პრაქტიკაში გამოყენებისადმი ინტერესი. 1486 წელს გამოვიდა სპორტული თევზაობის შესახებ უძველესი წიგნი – St. Albans – ის მონასტერის წინამძღვარის იულიანა ბერნერსის “Book of St.Albans” ამ წიგნში პირველად არის მოხსენიებული და დეტალურად აღწერილი 12 იმიტაცია (ლეგენდარული March Brown – ის პირველი პროტოტიპი სწორედ ამ წიგნშია მოცემული). ასევე აღსანიშნავია შვეიცარელი ექიმის, თეოლოგისა და ფილოლოგის კონრად გესნერის 1561 წელს ხუთტომეულის სახით გამოცემული “Historia Animalium”, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საკმაოდ მაღალი ხარისხის იმიტაციები, მათი დამზადებისა და გამოყენების წესი.

შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა 1600 წელს გამოცემულმა წიგნმა “Certain experiments concerning fish and fly” ენტომოლოგ ტავერნერის ავტორობით, რომელშიაც დეტალურადაა ასახული სხვადასხვა სახეობის მწერის განვითარების ეტაპები. ეს ნაშრომი საფუძვლად დაედო 1613 წელს გამოცემულ ჯონ დენისის წიგნს “The secrets of angling”, რომელიც პრაქტიკული fly fishing – ის პირველ სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩავთვალოთ.

უდიდესი პროგრესი ამ მეთოდით თავზაობამ ინგლისში XIX – XX საუკენეების მიჯნაზე განიცადა, სამრეწველო რევოლუციამ შესაძლებელი გახადა საკმაოდ მაღალხარისხოვანი აღჭურვილობის შექმნა, თევზაობაც ფართო მასებში გახდა პოპულარული, ხოლო fly fishing – ი კი, რომელშიაც ყველაზე ნათლად პოვა ასახვა თევზსა და მეთევზეს შორის Fair Play (სამართლიანი თამაში) პრინციპმა კი განსაკუთრებით. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლიტერატურა. სწორედ ალფრედ როლადსმა, ფრედერიკ ხალფორდმა, ჯეიმს ოგდენმა ჩამოაყალიბეს ამ მეთოდით თევზაობის წესები და პრინციპები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ.

ახლა კი მოკლედ გადავავლოთ თვალი განვითების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მწერების იმიტაციებძე თევზაობის ისტორიას:

Wet fly fishing (სველ იმიტაციაზე თევზაობა)

ამ მეთოდით თევზაობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია შოტლანდიაში, სადაც მან ნაციონალური სპორტის ხასიათი მიიღო. განვითარებას ხელი განსაკუთრებით შეუწყო იმან, რომ ამ რეგიონში ბევრია საორაგულე მდინარეები, იმიტაციების დამზადება ხდებოდა ბუნებრივი პროტოტიპების მიხედვით, და სხვა მეთოდით თევზაობაც საკმაოდ სწრაფად დაჩრდილა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ტერმინი “კლასიკური შოტლანდიური სკოლა”. მოგვიანებით, როდესაც პოპულარული გახდა მშრალ იმიტაციაზე თევზაობა ამ მეთოდმა მეორე პლანზე გადაიწია და მხოლოდ 1900 წლის შემდეგ, როდესაც გამოვიდა სკიუესის წიგნი “The way of a trout with a fly” დაიბრუნა პოპულარობა. ამ წიგნში ავტორი აღწერს იმიტაციებს და აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ მკვდარი მწერების იმიტაციებზე, არამედ კვერცხებზე, ნიმფებზე და ემერჯერებზე. სწორედ ამ წიგნის გამოსვლით დადგინდა ამ ორი ზემოაღნიშნული მეთოდით თევზაობის “თანასწორუფლებიანობა”.

Nymph fishing (ნიმფაზე თევზაობა)

1910 წელს გამოვიდა ზემოთხსენებული სკიუესის ახალი წიგნი “The art of a trout fishing on a rapid streams” ავტორი კონკრეტულ პერიოდში და კონკრეტულ წყალსატევში აკვირდებოდა თევზის კვების თავისებურებებს და მივიდა ნიმფების გამოყენების აუცილებლობამდე, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თანამედროვე ზოოლოგიაში მწერის განვითარების ამ ეტაპის ასახვისათვის იყენებენ სწორედ ტერმინ “ნიმფა”-ს. ამ პერიოდიდან ნიმფაზე თევზაობა ისეთივე პოპულარული ხდება, როგორც სხვა მეთოდების გამოყენებით თევზაობა. სწორედ ამ მიზნისთვისაა შექმნილი ძირვადი შნურები.

Dry fly fishing (მშრალ იმიტაციაზე თევზაობა)

არასწორი იქნებოდა, თუკი ვიფიქრებდით, რომ მშრალ იმიტაციაზე თევზაობას ყურადღება არ ექცეობა, უბრალოდ სათანადო მასალების არქონის გამო იმიტაციები ვერ ჩერდებოდნენ წყლის ზედაპირზე, ამიტომ ამ მეთოდმა თავიდან პოპულარობა ვერ მოიპოვა. მრეწველობის განვითერებასთან ერთად იქმნებოდა შესაბამისი მასალებიც. 1879 წელს გამოიცა ჯეიმს ოგდენის წიგნი “Ogden on fly tying” და ფრედერიკ ხალფორდის ნაშრომი “Floating flies and how to dress them”, რომლებმაც იმდენად დიდ პოპულარობა მოუტანეს ამ მეთოდს, რომ კლასიკური შოტლანდიური სკოლაც კი დაჩრდილეს.

თანამედროვე პერიოდში კი fly fishing – ის განვითარებასა და დახვეწაში განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა პიროვნებებმა, როგორებიც არიან ინგლისელი ოლივერ ედვარდსი (რეალისტური იმიტაციების დამზადების აღიარებული ოსტატი) და ავსტრიელი რომან მოზერი (კლასიკური სკოლის მიმდევარი)

ამ სტატიაში ძალზედ მოკლედ არის მოცემული კლასიკური fly fishing – ის განვითარების ისტორია, არსებობს სხვადასხვა თანამედროვე მეთოდი მაგ: ჩეხური ნიმფა, პოლონური და ამერიკული მეთოდები, ზვიგენზე და მარლინზე თევზაობა და ა.შ, თუმცა ჩემი აზრით, ყველა ამ მეთოდს კლასიკასთან არაფერი აქვს საერთო და უფრო იმის მტკიცებულებას წარმოადგენენ, რომ fly fishing – ი თევზაობის უნივერსალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი თევზის დაჭერაა შესაძლებელი.

რამდენადაც ვიცი კლასიკური Fly fishing – ის ასე თუ ისე “გავრცელებას” XX საუკუნის დასაწყისში ფოთში მყოფი ინგლისური საექსპედიციო ძალების ოფიცრებმა დაუდეს სათავე, მაგრამ შემდგომში რა სახის განვითარება პოვა ამ მეთოდმა ჩვენთან ნადვილად არ ვიცი, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა ან ინფორმაციის მოძიება. თუმცა არა მგონია რამე განსაკუთრებული მოვიძიოთ, არ არსებობდა ადგილობრივი წარმოება და ალბათ თევზაობდნენ ინგლისელების მიერ დატოვებული მასალებითა თუ აღჭურვილობით, ინგლისელებმა კი ფოთი მალევე დატოვეს..

.წყარო:მონადირე.ინფო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ახალი ”კანონი” თევზჭერის შესახებ

 
 
1241674897_riba.jpg


                     სამწუხაროდ ვერც ამჯერად ვისაუბრებ Fly Fishing - ზე,  2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს  მთავრობის  2013 წლის 31 დეკემბრის 423 დადგენილებით დამტკიცებული  ”თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი”, რომელსაც ახლებურად უნდა დაერეგულირებინა სარეწაო და სამოყვარულო თევზჭერა. ჩვენ კონკრეტულად სამოყვარულო თევზჭერაზე ვისაუბრებთ. ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ეს ”კანონი” სამწუხარო რეალობის წინაშე გვაყენებს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ. ისეთი გაჩანაგებული იქტიოფაუნის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ნორმატიული აქტის არსებობა წარმოუდგენელი უნდა იყოს, თუმცა მეთევზეთა საზოგადოების უმეტესი ნაწილის პასიურობამ სავსებით მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. სანამ არსებით განხილვაზე გადავიდოდეთ ერთ მუხლს მოვიყვან იმის საილუისტრაციოდ, თუ რამდენად ჩახედულნი არიან გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სამოყვარულო თევზჭერის სპეციფიკაში.
             რეგლამენტის მეორე მუხლის მესამე პუნქტი:  ”სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება,აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.
          რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ სასუნთქი მოწყობილობის გამოყენება აიკრძალა, მაგრამ ამ განმარტების თანახმად სპინინგი რატომღაც არ არის ჩვეულებრივი ანკესი, რაზეც მეტყველებს ამავე მუხლის 23 -ე  პუნქტი: სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.ამ განმარტების თანახმად კარპიშერები, ფიდერმენები, მატჩფიშერები, რომ არაფერი ვთქვათ Fly Fishing - ზე თურმე სპინინგებით ვსარგებლობთ. საერთოდ გაუგებარია რა საჭიროა სპინინგის ასეთი განმარტება?
       ახლა კი ძირითად პრობლემატიკას გადავხედოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა არაერთი შეხვედრა, გაიცა არაერთი დაპირება, რომ ეკრანები აიკრძალებოდა, გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დღეს ეკრანებს ისევ ვხედავთ სამოყვარულო თევზჭერისათვის ნებადართულ მოწყობილობათა შორის. ამავდროულად სასროლი ბადის, რომელიც ოდითგანვე გამოიყენებოდა ჩვენს წყალსატევებზე და არანაირ ზიანს არ აყენებდა იქტიოფაუნას, დიამეტრის მაქსიმალურად დასაშვები მაჩვენებელი მხოლოდ 1.2 მეტრია, აშკარაა რომ ამ რეგულაციის შემომღებს საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს სასროლი ბადით სამოყვარულო თევზჭერის სპეციფიკაზე.
                რაც შეეხება მდინარის/ტბის კალმახის ჭერის აკრძალვას - კატეგორიულად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საკითხი ერთმნიშვნელოვნად დგას. პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ მოხდეს პოპულაციის რაოდენობის დადგენა და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მიღებული, მაგრამ სამართლებრივი კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, მაშინ ვნახავთ, რომ  იმ პერიოდისათვის, როდესაც კალმახი შეიტანეს საქართველოს წითელ ნუსხაში, არსებობდა მთელი რიგი მოთხოვნები. აღსანიშნავია რომ მდინარის კალმახი შეტანილია როგორც მსოფლიო, ასევე ევროპის წითელ წიგნებში და მინიჭებული აქვს კატეგორია LC (least concern) რაც ნიშნავს, რომ მას შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრება და მასზე სამოყვარულო თევზაობა თითქმის ყველგან ნებადართულია. მაშინ მოქმედი კანონმდებლობით იგივე კატეგორიის მინიჭების უფლება ჩვენს კანონმდებელსაც ჰქონდა. თუმცა მოხდა უფრო მძიმე კატეგორიის VU (vulnerable) მინიჭება, რაც ნიშნავს მოწყვლადს. მოქმედი რეგულაციებით კი უფრო მძიმე კატეგორიის მისანიჭებლად სავალდებულო იყო უახლესი კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიის დასკვნა. ასეთი დასკვნა კი ბუნებაში არ არსებობს ან თუ არსებობს, არის აბსოლუტური ბლეფი, რადგან ბოლო კვლევები ამ დარგში ათწლეულების წინ ჩატარდა. შესაბამისად არ არსებობდა არანაირი კანონისმიერი საფუძველი იმისა, რომ კალმახი მოხვედრილიყო წითელ ნუსხაში. შესაბამისად ჩვენ, მოყვარულ მეთევზეებს ყოვლად უკანონოდ გვერთმევა ამ სახეობაზე თევზაობის უფლება.
           ახალ რეგულაციებს ისევ ახლავს სახეობების მიხედვით ჭერისათვის მინიმალურად ნებადართული ზომების ნუსხა, რომლიდანაც გამომდინარებს, რომ 20 სმ -ზე პატარა კარჩხანის (რომელიც ჩვენი ენდემი არა არის და კატასტროფული რაოდენობით მრავლდება) ჭერა უკვე კანონდარღვევაა, ამავდროულად არ არის დადგენილი ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთ თევზაობაზე მოპოვებული თევზის მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა. გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ასეთი რეგულირება?

       ქართული კანონმდებლობა ტერმინ ”ბრაკონიერობა” - ს არ იცნობს, ეს ტერმინი ჩვენში გამოყენება, როგორც მონადირის/მეთევზის მიერ ფლორისა და ფაუნისათვის ზიანის მიყენების განმარტება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სამოყვარულო თევზჭერას ეს არის დღევანდელი სახელმწიფოს მხრიდან ბრაკონიერობის აშკარა მაგალითი.

ავტ.ნიკა ზურაბიშვილი


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 
 
წყარო:Fly Fishing Chronicles
 
 
 
 
 

               

P1010892.jpg
 
                ისევ არაგვს ვესტუმრე. სანამ ადგილამდე მივედი როგორც იქნა ისევ ვიგრძენი, რომ ჩემი თბილისი ისევ ძალიან მიყვარს. წინასააღდგომო დღეების დამსახურებაა, რომ ორთაჭალიდან მცხეთამდე არცერთი რბილი "ლ" არ გამიგია, არცერთი აქოთებული მგზავრი არ  შემხვედრია და ჰოი საოცრებავ - მეტროში დავჯექი კიდეც (პირველად, ალბათ ბოლო 5 წლის განმავლობაში). სამაგიეროდ უკიდურესად მყრალი სიტუაცია დამხვდა უშუალოდ არაგვზე, მგონი ისევ წინასააღდგომო სამზადისის გამო სულ რაღაც 200 მეტრიან მონაკვეთში ხუთი ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად მყრალი ეკრანშიკი "პატრულირებდა". დიდი მადლობა გარემოს დაცვის სამინისტროს. რამდენიმე ხმამაღალი სიტყვის შემდეგ (სადაც ვიდექი ზუსტად იქ მიტარებდენ ეკრანებს) დაახლოებით 20-25 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლი დავისაკუთრე. მდინარე იყო მკვდარი. ბრწყინვალე ამინდის და მწერების აქტიურობის მიუხედავად არცერთი თევზი არ მინახავს ზედაპირზე. სამაგიეროდ საკმაოად საინტერესო ამბავი შემემთხვა. მოკლედ ძალიან ბევრი პატარა ბაყაყია, ხოდა ერთ-ერთი, სადაც ნაბიჯი გადავდგი, იქ გამომყვა. პირველიდან ხუთ საათამდე ვიყავი მდინარეზე და გვერდიდან არ მომშორებია. თან რაღაცას აშკარად "მელაპარაკებოდა", ბოლოს სურათიც გადავუღე, ძალიან მშვიდად მიიღო ჩემი ეს მოქმედება და პოზირებაზეც უარი არ უთქვამს, მისი ზომა რომ წარმოიდგინოთ, ქვა, რომელზედაც ზის დაახლოებით ხელის მტევნის ზომისაა
 
P1010896.jpg
 
        მოკლედ ხასიათის ცოტა გამოსაკეთებლად ექსპერიმენტების ჩატარება გადავწყვიტე, პიველ რიგში Red Tag, შემდეგ Copper John, შემდეგ Flashback Pheasant Tail Nymph, აქედან მხოლოდ Copper John -მა მოხიბლა თითის სიგრძე თეთრულა
 
P1010894.jpg
 
                ბოლოს ისევ სპაიდერების კლასიკურ ტრიოზე გავერთე,
 
P1010895.jpg
 
       ერთი საინტერესო დაკვირვება - ზოგადად, კლასიკური სპაიდერები, მშრალი იმიტაციისათვის განკუთვნილ, მაქსიმალურად მსუბუქ ნემსკავებზე მზადდება, რათა სატყუარამ წყლის ზედაპირთან ახლოს იმოძრაოს, ხოდა მეც ვცადე Tiemco - ს 100 სერიაზე დამზადებული სტუარტის სპაიდერი, შედეგი აბსოლუტური ნული, სამაგიეროდ, როგორც კი ნიმფის ნემსკავზე დამზადებულ, ჩემთვის ჩვეულ ვარიანტზე გადავედი, ზუსტად იმ ადგილას, ზუსტად იგივე გატარებით, თითოეული მიწოდება თევზით სრულდებოდა, აქედან გამომდინარე ჩვენი თევზი სპაიდერებს არ აღიქვამს, როგორც ამა თუ იმ მწერის ზედაპირული ან მასთან მიახლოებული აქტივობის იმიტაციას, არამედ იღებს კონკრეტულად ფსკერიდან, გაურკვეველია რატომ? სტუარტის სპაიდერი არც ფერით და არც ფორმით არ ჰგავს მდინარის ფსკერზე მცხოვრებ არცერთ ცოცხალ არსებას, არადა იმიტაცია ზუსტად რომ ფსკერზე მოძრაობდა, ამას ადასტურებს ის ხავსიც, რომელიც სატყუარას ხშირად მოყვებოდა. კიდევ ერთი ფაქტი - დღეს ასევე ძალიან კარგად იმუშავა Partridge&Green - მა, თითქმის ისევე კარგად, როგორც Stewart's Black Spider - მა.
 
P1010768.JPG
 
           ნუ ახლა სტუარტი რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე რჩება
 
P1010891.jpg
 
       ისე ეს ერთფეროვნება უკვე მოსაწყენი ხდება...ალბათ არაგვიდან რეპორტებს აღარ დავდებ აქ, თუ რა თქმა უნდა მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რისი იმედიც, სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მაქვს. ალბათ დასავლეთისკენ გადავინაცვლებ ან, თუ დრო მექნა, ჩემს Neverland - საც ვესტუმრები
 
10273223_649146975155604_624033435642961
 
        და ბოლოს - კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თანამედროვე სპორტული თევზჭერის მეთოდებს შორის Fly Fishing არის ყველაზე იაფი, ეს სატყუარები მეორე სეზონია მემსახურებიან, ახლა ცოტა შესახედაობით ვერ არიან მთლად ლამაზები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წუთია არაგვიდან დავბრუნდი და უბრალოდ გავრეცხე, როდესაც გაშრებიან, ორთქლში გავატარებ და პირვანდელ სახეს მიიღებენ. 
 
123.png
 
               ეს იმ არამკითხე "ექსპერტების" გასაგონად, თვითონ მხოლოდ YouTube-ზე რომ აქვთ ნანახი ეს მეთოდი. ძვირი არა, მაგრამ ყველაზე ადამიანური, სამართლიანი და რთული კი ბატონო და ამაში მას ვერცერთი სხვა მეთოდი ვერ შეედრება. მისი ელიტარულობა სწორედ ამაში გამოიხატება და არა ფასში.
ავტორი:ნიკა ზურაბიშვილი

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა რას იტყვით რიბაკებო. ეთანხმებით თუ....????


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

თევზაობის დიდი ქომაგი არ ვარ, მაგრამ ეს საინეტერსო სახებოაა



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 521 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

თევზაობა არც მე არ მიყვარს გუგა დიდად  მაგრამ აი ვიცი რომ ამ სტილით რო ვითევზავებ და დავიჭერ თევზს მერე შემიყვარდება  

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო და ბაბულიკო დიდი რიბაკი მეც არ ვარ , მაგრამ თუ სურვილი გექნებათ აგერ ჩემთან დაგპატიჟებთ და სამწვადე და მწვადის აშიშხინება ჩემზე .აი  თევზის დაჭერა და გრილზე შეფიცხინება თქვენზეეე.....

      ჰა თქვენზე იყოს.იქაურ მდინარეებში თქვენც იცით რომ ბლომადაა. ყანჩაველმა იმ დღეს ნომერში რომ იჯდა , რამოდენიმე დაინახა. (ხომ გახსოვთ რომ ყვებოდა).

   ხო და ზნაჩიტ ცოტა რომ დათბება ჰაიდააა, მერე ფაცხაში თავისი ფანდურებით და მრავალჟამიეროთი.  . მოჟნო სპორტინგომ ზანიატსია ....კ სტაწი.. ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Fly Fishing

Fly Fishing

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:რაჭა, ამბროლაური, ბოსტანა

მოგესალმებით მეგობრებო, 
ჩემთვის მტკივნეული თემა აღმოვაჩინე და ჩემი მხრიდან მეც მცირე კომენტარს გავაკეთებ.
რას შეეხება Fly Fishing ის მეთოდით თევზაობას, ძველი კანონით ამ ლამაზი სტილის განვითარების არანაირი შანსი არ იყო, 
ეს მარტო თევზაობა არაა რადგანაც უამრავი ამ სტილის მოყვარული მოგზაურობს მთელს მსოფლიოში და იღებს დიდ სიამოვნებას, თევზის დაჭერით და გაშვებით
ცუდია რომ ჩვენს ქვეყანას არ ქონია ასეთი განვითარების მომავალი არსებული კანონით.  თურმე რამდენი რამ შეძლებია მონდომებას და მეც გამომართლა.
მრავალ წლიანი შრომა დაფასდა და წელს პირველად მოხდა ფაქტი როდესაც ერთმა თევზაობის მოყვარულმა ადამიანმა შეძლო კანონის შეცვლა კარგისაკენ.

ახალი რეგულაციით დაიშვა წითელი ნუსხის სახეობაზე სპორტული თევზაობა, ანუ დაიჭირე გაუშვის პრინციპი რომელსაც რეკრიაციული თევზჭერა დაერქვა.ანუ
დღეიდან ყველა მოყვარულს შეუძლია ითევზაოს კალმახზე მხოლოდ "დაიჭირე გაუშვის" პრინციპით თავისი სტანდარტის დაცვით.
ეს კანონი ხელს შეუწყობს სპორტული ტევზაობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ეს ახლო მომავალში გახდება ტურიზმის ახალი მიმართულება.
ჩამოვა ბევრი პროფესიონალი მეთევზე და იტევზავებს ჩვენს ლამაზ მდინარეებში.
ახლა შემდეგი ჩვენი მიზანია კალმახის პოპულაციის აღდგენა და უკვე რამოდენიმე წარმატებული პროექტიც გავაკეთეთ, გავუშვით წართული კალმახი მდინარეში.
ეს იყო საცდელი აქციები და ახლა მეტი შემართებით ვგეგმავთ უკვე საკალმახის გაკეთებას სადაც ხელოვნურად გავანაყოფიერებთ ჩვენს კალმახს და ნელა ნელა დავიწყებთ მდინარეებში გაშვებას.
იმედია მალე მოვა დრო როცა პოპულაცია მოიმატებს და როგორც ჩვენ ისევე ჩვენი ლამაზი ქვეყანა ამით მოგებული იქნება.

ახალი კანონის ავტორი ვარ მე, შოთა ჯოხაძე, საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი.
დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ შეკითხვებს. 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე შოთა ბატონო. მიხარია რომ საქართველოში ამ სახეობის ერთ ერთი პიონერი და გამავცელებელი ხარ. ისიც მიხარია რომ პირადათ მომიწია შენი მაღალი დონის ხელოვნების ყურება. სამწუხაროდ მე ამ დარგში ძალიან დელეტანტი ვარ , უფრო მეტიც პრაფანი , მაგრამ ის კი ვიცი რომ ამსაქმეში მაგრად "აგეკიდე " ძმობილო. იმედი მაქვს გამოგიჩნდებიან მოყვარულები და მიმდევრები. შენი თევზაობის ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალასაც თუ დადებ , -დარწმუნებული ვარ ძალიან სწრაფად მოიკრიბავ ერთგფულ თანამოაზრეებს. სასწაული, დინამიკა, ბუნების სილამაზე, სუფთა ჰაერი, გადასარევი გარემო, შესანიშნავი საზოგადოება. რა უნდა ინატრო კაცმა ამაზე მეტი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good: ვფიქრობ ფლაი ფიშინგითაც დავინტერესდები. საერთოდ მე ხო ხარბი ვარ დ ყველაფერი მინდა :D



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიუხარე შოთა კაი კაცი ხარ. ესეთი საქმის მცოდნე და თან ქართული ბუნების პატრიოტი. ბევრი კარგი საქმე გქვს გაკეთებული და მეტი გაგაკეთებინოს უფალმა. ხო და გადავწყვიტე , როდესაც ჩემ სამონადირეო მეურნეობაში დასუფთავების აქციას მოვაწყობ , აუცილებლადშენც გაგაგებინებთ. საქმე იმაშია რომ კლუბის წევრებს და კანდიდატებს ყველა ღონისძიების დასაგეგმად ჩართული აქვთ დახურული თემები . ამიტომ შენ ვინაიდან ახალი შემომატებული ხარ ოჯახში , არ გაქვს წვდომა . ამიტომაც ღიაში დავწერთ , დავაანონსებთ და იმედი გვაქვს შენც გეცლება , წამოხვალ და პატარა მასტერ კლასს ჩაგვიტარებ. მერე კი საზეიმო მეორე განყოფილება გვექნება , ხო და იმ ბანკეთზეც ერთი ორ საინტერესო ინფორმაციასაც გვაზიარებ. (როგორც ზიარის ტბაზე)

;) 

მანტის შენც კაკ რაზ საშუალება გექნება -პრაქტიკული ვარჯიში ჩაიტარო. :ki: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საინტერესო თემაა და რატომ შეწყდა დისკუსიაა???

შოთა სად არის ნეტა?



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41727 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შოთა ფაქტიურად საჩხერეშია გადასახლებული. პრემიერ მინისტრმა მოიწონა ისი პროექტი , კალმახის გამრავლება მოშენებაზე . ხოდა მწვანე დაუნთეს ამ პროექტს . აქედან გამომდინარე , ამ საქმისთვის გამოყოფილია ტერიტორია საჩხერეში და მიმდინარეობს მშენებლობა. შოთა დაინიშნა ამ პროექტის გენერალურ მენეჯერად . 

ხო და იქაა თავზე ადგას სამშენებლო საქმეებს!

:good:  :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი საქმე აქვს წამოწყებული..

წარმატებებს ვუსურვებ მაგ ადამიანს..



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Fly Fishing

Fly Fishing

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 50 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:რაჭა, ამბროლაური, ბოსტანა

მადლობა მეგობრებო, 
მართლაც საჩხერეში ვარ გადასახლებული და აწი იწყება თუ იწყება.
პირველადი გეგმაა 1 მილიონი ლიფსიტის მიღება წელიწადში და შემდეგ 10 მილიონის მიღება. ჟღერს მაგრამ საკმაოდ რეალურია.
ეს არ არის მთავარი, იგეგმება რომანოვის კალმახის გამრავლება, შავი ზღვის ორაგულის გამრავლება და ზოგადათ საქართველოში არსებული
თევზის სახეობების გამრავლება (ფიმ ფამ ფუ თევზებს არ ვგულისხმობ) 
სულ შესაგროვებელია 2500 ცალი სადედე კალმახი (აი ეს არაა ადვილი თუმცა გამოზრდა არის შესაძლებელი) 
მოკლედ ასე ჩემო მეგობრებო. 
შოთა საჩხერელი :) 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?