Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ალალი - Falco tinnunculus

 

alali_8_Falco-tinnunculus_monadirecom.jp

ალალი გვხვდება ევროპაში, აზიაში, გარდა უკიდურესი ჩრდილო ნაწილისა, აფრიკაში.

საქართველოს ფარგლებში ალალი მოიპოვება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 3500 მ.მდე.

ბინადრობს ალალი ტყეში (გარდა უღრანისა), ტყე-სტეპში, კულტურულ ლანდშაუტებში, ბუჩქნარებში, მთიან ადგილებში. საბინადროდ არ ერიდება ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს ბუჩქზე, ხშირად კუნელზე, ხეზე, ხის ფუღუროში, ზოგჯერ კლდის ნაპრალში ან ხრამის სანაპიროზე, შენობათა ნანგრევებში. აპრილის დამლევს დებს 3-8 კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. მამალი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ბარტყების გამოკვებაში: მას მოაქვს ნანადირევი, რომელსაც აწვდის დედალს, ხოლო ეს უკანასკნელი უნაწილებს თავის ბარტყებს. ნადირობს ძირითადად თაგვისებურ მღრღნელებზე. რომელთა დიდი რაოდენობით განადგურებით სახალხო მეურნეობისათვის საგრძნობი სარგებლობა მოაქვს. გარდა ამისა, ალალი თავს ესხმის მცირე ზომის ფრინველებსაც: ტოროლას, შაშვს, ნიბლიას, გრატას, ბეღურას, მწყერს და სხვ.

ცნობილია ალალის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ალალი – merlin tinnunculus tinnunculus 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო სათაური სწორია? ზემოთ ალალი გიწერია და სტატიაში ლალი. ალბათ ალალია სწორი ხომ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ალალი ჰქვია

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გასწორებულ და ტეგებ დამატებულუს :tegius


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?