Jump to content


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლეოპარდის კვლევა საქართველოში

 
270px-Leopard_africa.jpg

ლეოპარდი მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია

უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ლეოპარდი კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლებოდა. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე მოკლეს. მას შემდეგ საქართველოში ლეოპარდის არსებობის ფაქტი აღარ დადასტურებულა. ისმოდა მხოლოდ ლეგენდები დიდი კატისებრი ცხოველის შესახებ, რომელიც თვალით არავის ენახა, სანამ სულ ცოტა ხნის წინ „ნაკრესმა“ ლეოპარდის კვალს არ მიაგნო. 2003 წელს ლეოპარდი ჩვენი ფოტოხაფანგის ფირზეც აღიბეჭდა. ასე გახდა ჩვენთვის ცნობილი ვაშლოვანელი ნოეს არსებობა.

2003 წლიდან დღემდე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ძუძუმწოვრების და, მათ შორის ლეოპარდის, კვლევა. ამ კვლევას ჩვენი ორგანიზაცია უდგას სათავეში.

2009 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის (WWF) და სახეობათა კონსერვაციის ცენტრის – „ნაკრესის“ (NACRES) ერთობლივი ძალისხმევით ლეოპარდის კვლევა დაიწყო თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. კვლევის პროცესში ჩაერთო დაცული ტერიტორიების სააგენტო და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ლეოპარდის კვლევის ძირითად მიზანს მოცემულ ტერიტორიაზე ამ სახეობის არსებობის დადასტურება – მისი ფოტოს გადაღება, წარმოადგენდა. ამ ორი წლის განმავლობაში (2009-2010 წწ.) კვლევები ივნისის თვეში იწყებოდა და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდებოდა. პერიოდი შეზღუდული გვქონდა, ვინაიდან დროის სხვა მონაკვეთში, მკაცრი კლიმატის გამო, საავტომობილო გზები იკეტება და ამ ტერიტორიაზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ფოტოხაფანგებით მონიტორინგისთვის ვიყენებდით ფირისა და ციფრულ ფოტოხაფანგებს, საველე სამუშაოები ჩავატარეთ პრაქტიკულად ყველა ხეობაში, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციითა და ჩვენი გამოთვლებით, შესაძლოა ლეოპარდი ბინადრობდეს, ვაგროვებდით ყველანაირ ინფორმაციას, მათ შორის ვკრებდით ცნობებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ლეოპარდის ნახვისა და შინაურ პირუტყვზე თავდასხმის ფაქტების შესახებ…

პროექტის ფარგლებში დიდძალი ფოტომასალა მოვაგროვეთ. 2009-2010 წლებში თუშეთის დაცულ ტერიტორიის ხეობებსა და უღელტეხილებზე დამონტაჟებულმა ხაფანგებმა 400-მდე ფოტო გადაიღო: ნიამორი, ჯიხვი, შველი, დათვი, მგელი, ფოცხვერი და სხვა. თუმცა არც ერთ მათგანზე ლეოპარდი არ იყო აღბეჭდილი.

სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენ მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი კვლევისა და ფოტოხაფანგებით მონიტორინგის შედეგად თუშეთში ლეოპარდის არსებობის დამადასტურებელი ფაქტი ჯერჯერობით არ არის მოძიებული.
www.nacres.org

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სასომხეთში და აზერბაიჯანში გამოჩნდა. ე.ი ადრე თუ გვიან აქაც გამოჩნდება....

 მერე ნახეთ მაგაზე დევნა? ჩვენები რო გაიგებენ სადღაც ლეოპარდიაო იმას გააჩერებენ????


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ვაშლოვანში არის ერთი თუ ორი ერთეული.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

დევნას არა მაგრამ შეჭმა თუ დამიპირა ვესვრი აბა რა ჯანდაბას ვიზამ



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაშლოვანში არის ერთი თუ ორი ერთეული.

ეგ გაშვებულია გორდა თუ შემოვიდა????


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

ლეოპარდის ფოტოები საქართველოში არის ბლეფი (საკმაოდ კომპეტენტური ხალხისგან ვიცი) და მაგ ბლეფით დიდი დაფინანსება იშოვა მაგ "ნაკრესმა". მგლის შემოყვანის მეტი მაგათი "გაკეთებული" არავის არაფერი უნახავს 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კამერებმა კავკასიაში გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდები აღბეჭდა

2291b4fb-7e8b-4dfa-98e6-1e302b0ea937-300სომხეთის სამხრეთ ნაწილსა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერებმა გადაშენების პირას მყოფი ლეოპარდები აღბეჭდა, რაც ამ ტერიტორიაზე სულ მცირე ერთი ხვადისა და 2 ძუ ლეოპარდის ბინადრობას ადასტურებს.

„ ეს დადებითი მოვლენაა, რაც მოწმობს, რომ იშვიათი ცხოველი კავკასიაში ჯერ კიდევ დაცულია,“ განაცხადა მსოფლიო ცხოველთა ფონდის კავკასიის რეგიონის დირექტორმა ნუგზარ ზაზანაშვილმა.

მსოფლიო ცხოველთა ფონდი და კატისებრთა ოჯახის მტაცებელთა სპეციალისტების ჯგუფმა ლეოპარდების გადასარჩენად კავკასიის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად სტრატეგია შეიმუშავა.

სტრატეგია მიღებულია სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მიერ როგორც ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია გულისხმობს ლეოპარდების პოპულაციების მონიტორინგს, ბრაკონიერობის აღკვეთასა და დაცული ტერიტორიების რიცხვის ზრდას.

2002 წლიდან სომხეთში დაცული ტერიტორიების რიცხვი 4-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 2.9%-ს შეადგენს. ამჟამად აღრიცხულია დაახლოებით 1300 კავკასიური ლეოპარდი. ისინი ძირითადად ბინადრობენ ირანისა და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე.

კავკასიური ლეოპარდი, რომელიც ასევე ცნობილია სპარსული ლეოპარდის სახელით, წარსულში გავრცელებულ სახეობას წარმოადგენდა. ეს ველური ცხოველები უხვად ბინადრობდნენ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მთიან რეგიონებში, თუმცა მათმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო მე-20 საუკუნეში. გასულ ზაფხულს, პირველად უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ლეოპარდის 2 ბოკვერი დაიბადა რუსეთში.

 

www.1tv.ge

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 

 

 

 

t_l.gif   t_r.gif   sp.gif leopard_news01.jpg leopard_news02.jpg leopard_news03.jpg sp.gif   b_l.gif   b_r.gif t_l.gif   t_r.gif   ლეოპარდი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

ერთი წლის მონიტორინგის შედეგები

დონორი: ფონდი Alertis (ჰოლანდია)

პროექტის განხორციელების პერიოდი:
 
2005

გასულ წელს ჩვენ ჰოლანდიური ფონდის - მხარდაჭერით ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ლეოპარდის მონიტორინგს ვახორციელებდით. მონიტორინგი ფოტოხაფანგებისა და კვალზე მიყოლის საშუალებით ხორციელდებოდა.

ჩვენს მიერ დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგებმა ლეოპარდი ოთხჯერ აღბეჭდა ფოტოფირზე. აქედან სამი სურათი გაზაფხულზეა გადაღებული, მეოთხე - ზამთრის დასაწყისში. ფირებზე აღბეჭდილი ლეოპარდის სხეულზე ხალების ნახატის შედარების საფუძველზე გაირკვა, რომ ფოტოხაფანგების მიერ გადაღებული ოთხივე ფოტო ერთსა და იმავე ინდივიდს ეკუთვნის. მოგეხსენებათ, ლეოპარდის ხალები მოყვანილობით, რაოდენობითა და განლაგებით ცხოველს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელი რჩება.

ეს ინდივიდი ჩვენთვის კარგად ცნობილი ნოეა. ნოეა სწორედ ჩვენ შევარქვით ლეოპარდს, რომლის კვალსაც 2003 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მივაკვლიეთ.

საბედნიეროდ, ნოე ჯერ კიდევ ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს. ლეოპარდის საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ნოე შესანიშნავ ფორმაშია და არც საკვების ნაკლებობას განიცდის. სურათები ძირითადად ღამეა გადაღებული, ეს ნიშნავს, რომ ლეოპარდი ღამითაა აქტიური. ის ფაქტი, რომ ლეოპარდის ფოტოები მხოლოდ გაზაფხულსა და ზამთარშია გადაღებული და დახლოებით 7 თვის განმავლობაში ფოტოხაფანგებს ნოე არ დაუფიქსირებიათ, შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ლეოპარდი ზაფხულსა და შემოდგომაზე ტოვებს ვაშლოვანის ეროვნული პარკის საზღვრებს და სხვა მისთვის უფრო ხელსაყრელ ტერიტორიას აფარებს თავს.

ამ მოვლენისა და ლეოპარდის ეკოლოგიის სხვა ასპექტების კვლევა ჩვენი მომავალი კვლევის პრიორიტეტებია.

ლეოპარდის მონიტორინგის ერთ-ერთი მეთოდი კვალის ადგილმდებარეობის დადგენა და რუკაზე გადატანა იყო. ეს მეთოდი ავსებდა ფოტოხაფანგების საშუალებით მოპოვებულ მონაცემებს და უკეთეს წარმოდგენას გვიქმნიდა, თუ სად მოძრაობდა ლეოპარდი.

ლეოპარდის კვალი ვნახეთ ვაშლოვანის ეროვნული პარკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის გარდა, სადაც ანთროპოგენური პრესი, სხვა ტერიტორიებთან შედარებით, გაცილებით მაღალია. კვალის ადგილმდებარეობიდან ჩანს, რომ ლეოპარდი გადაადგილებისას აქტიურად იყენებს როგორც ქედის ქიმებს, ისე ფართო გაშლილ ხეობებს. ქედებზე მოძრაობა ცხოველს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს გარემო. ხეობების მეშვეობით კი შეუმჩნევლად გადაადგილდება დიდ ფართობზე.

ლეოპარდის მონიტორინგი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში გრძელდება.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორს, ირაკლი შავგულიძეს: [email protected]

 

corn_blu.gif   b_l.gif  

ამეებზე ამბობ ბუკა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

სულ რამოდენიმე ფოტოა გადაღებული ერთი წლის განმავლობაში, ეგ ლეოპარდი შემოეხეტა ვაშლოვანის ტერიტორიაზე და იმის მერე არავის უნახვას, ანუ ეგ არის პრ-ით გაბუქებული თემა, რომლითაც ქე ვთქვი რაც იხეირა "ნაკრესმა"



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ ადრე შირაქის და ვაშლოვანის ტერიტორიაზე ჯეირანიც(ქურციკი) ბინადრობდა.ლეოპარდი  ,ჩემი აზრით შემოსულია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და ამჟამად ვაშლოვინის დაცულ ტერიტორიაზეა. ისე ცნობისთვის კიდევ ერთი ფაქტი საქართველოში 1921 წელს *ლელობში* მოკლული იქნა ვეფხვი ვინმე წიკლაურის მიერ,რომლის ფიტული არის საქართველოს მუზეუმში.



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 57 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

ეს არის ერთი და იმავე ლეოპარდის ერთი წლის განმავლობაში გადაღებული ფოტო (თვითონაც წერენ), რომელიც შემოეხეტა ვაშლოვანის ტერიტორიაზე და იმის მერე არც არავის უნახავს და არც ფოტოხაფანგს დაუფიქსირებია. ხოდა ეს თემა საკაიფოდ გააპიარა "ნაკრესმა" და რაც იხეირა ქე დავწერე უკვე.  ეგენი შურთხებზეც იძახიან დავთვალეთ რამდენიაო  ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?