Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40365 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

De Haan Shotguns

 

 

 

 

 

 

logo.png

 

 

 

ფირმა დაფუძნებულია 1999 წელს მარკ დე ჰაანის მიერ. წარმოების სრული ციკლი თურქეთში მიმდინარეობს, ხოლო მართვა ხორციელდება აშშ-ს შტატ აიდაჰოს ქალაქ ნიუ-რიგბიდან. ფირმას მიზნად აქვს დასახული აწარმოოს საუკეთესო იარაღი საუკეთესო ფასად. ყველა თანამედროვე თოფებისგან გასხვავებით ეს ფირმა იარაღს მასობრივად არ აწარმოებს..

...

..

 

დამფუძნებელი კარგი მონადირე გახლდათ, რომელსაც ოცნებად ჰქონდა ინგლისური თოფის ქონა. ამ ოცნების ასრულებას ინგლისური კლასიკური ნაწარმის მაღალი ფასები უშლიდა ხელს. ერთხელაც მის ხელში შემთხვევით მოხვდა თურქული თოფი და მიხვდა, რომ ოცნების ასრულებას არც თუ ისე დიდი ხანი დააგვიანდებოდა. პირველად მარკი თურქული თოფის ამერიკის ბაზარზე იმპორტით დაკავდა, ხოლო მოგვიანებით კი საკუთარი კომპანია ჩამოაყალიბა.
რას წარმოადგენს საფირმო პროდუქცია?

.

.

.56bcf34a702b.jpg

.

 

კომპანია გამუდმებით ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ნაწარმი. როგორც აღვნიშნეთ არასერიული წარმოებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თოფები მზადდება მხოლოდ შეკვეთით და ხელით, ყველა დეტალს დიდი ყურადღება ეთმობა. კონდახი და ტიბჟირი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის თურქული კაკლისაგან

 

 

 

 

მზადდება.თურქული კაკალი კი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა მასალად. ხის ფაქტურა და დამუშავება იდეალურია. ფირმამ იარაღის დამუშავება ხელოვნების დონეზე აიყვანა, ყურაღება ეთმობა ტექნიკურად იდეალურად გამართვას და ამასთანავე ვიზუალს, გაფორმებას. ამ ფირმის ნაწარმზე ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ გამძლეობა და გაფორმება მაქსიმუმს აღწევს.

 

 

 

fd6c0449fa8e.jpg

 

 

აწყობა-გრავირებას მაღალი კლსისა და მრავალწლიანი სტაჟის მქონე ოსტატები აკეთებენ. მაღალ ხარისხზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კომპანია თოფის ყველა დეტალზე იძლევა ორწლიან გარანტიას ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად. საკეტები ბოქსლოკებია(გვხვდება ფალშდაფებზეც), ეჟექტორებზე ან ექსტრაქტორებზე; იწარმოება ყველა გავრცელებული ყალიბი.

 

 

ვერტიკალურების საბაზო მოდელია U1E; მზადდება ნებისმიერი ყალიბისა, შემაერთებელი და სამიზნე თამასები ვენტილირებადია, გრავირდება ხელით, 12 ყალიბის ლულები საცვლელ ჩოკებზეა. იწარმოება U2E მოდელიც, რომელსაც U1E-თან შედარებით უფრო მაღალი კლასის კონდახი და ფალშდაფები გააჩნია; მოდელი U4 სპორტული მოდიფიკაციაა. არ აქვს ეჟექტორი და ამაღლებული სამიზნე თამასა.
მაღალი კლასის ვერტიკალია SGR რომელსაც ძალიან მაღალი კლასის გრავირება გააჩნია. შესაძლებელია 7 სხვადასხვა სახის ვენტილირებადი თამასის შეკვეთა, ერთ ან 2 სასხლეტზე. შემკვეთის სურვილსამებრ შესაძლებელია ფალშდაფების დაყენებაც.

SGr Deluxe Models

SGr-Deluxe-Models-545x108.jpg

 

ჰორიზონტალურების საბაზო მოდელია SO. გამოდის 12,16,20,28 და 36 ყალიბისა. სავაზნე 70 ან 76მმ, ორ სასხლეტზე; 12,16 და 20 ყალიბებს აქვთ სამმაგი საკეტი, სხვა ყალიბებს გრინერის ურდული არ აქვთ. 16 და 36 ყალიბებს გააჩნიათ ფიქსირებული ჩოკები(1,0-0,5მმ);
SO2 უფრო მაღალი კლასის კონდახზეა, აქვს ერთი სასხლეტი და ფალშდაფები.

SO

SO-545x107.jpg

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ საფირმო თოფების შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ში. მათი შეტანა ევროპაში აკრძალულია, ხოლო ფასი ამ კლასის თოფებისათვის საკმაოდ დაბალია_ დაახლოებით 5000 დოლარი.

 

 

 

 

რესურსები ინტერნეტში:

ოფიციალური გვერდი-თარგმანი გამოყენებულია სტატიაში



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40365 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Home-page-custom-deluxe.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მთავარია მოინდომოს კაცმა და ნებისმიერ ოცნებას აიხდენს, ამას ოცნებაც აღარ ქვია. რავარი "ზავოდი" გააშანშვალა კაცმა    :good:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40365 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ჩემი სიტყვების სიმართლის დასადასტურებლად . ეს მაგალითც  დაემატა.

 სულ უფრო და უფრო მეტი ბრენდი და მწარმოებელი  ცდილობს თურქეთში გამოუშვას იარაღი. რაც თურქული წარმოების მაღალ კულტურაზე მეტყველებს.

 ბრენდებს მისაღებად მიაჩნიათ , ხარისხი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. (ეს მაგალითიც რუსულის საპირწონედ გამოდგება)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40365 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამერიკული, ფრანგული, იტალიური, .....დაჟე იაპონური ბრენდებიც კი ენდობიან თურქ მეიარაღეებს...







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?