Jump to content


ამ თემას აქვს 64 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მისროლით თოფის გასინჯვა

 

monadire-info-300x225.jpg

 

 

 

როცა შევიძენთ ახალ თოფს აუცილებელია მისი გამოცდა სროლით, როგორც სახლში დატენილი ასევე ქარხნული წარმოების ვაზნით. აუცილებელია მოხდეს ამ ვაზნებით სპეციალურ სამიზნეზე მისროლა, რათა დადგინდეს ვაზნა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ თოფს და რა შედეგს აჩვენებს სროლისას. გამოცდის დროს უნდა გაირკვეს რა დოზით დატენილი ვაზნა იქნება თქვენი თოფისთვის უფრო მისაღები. ვაზნის დატენვის დროს გასთვალიწინებელია თოფის სიმძიმე, საფანტის მასა. 12 კალიბრის თოფის წონას უნდა შეესაბამისებოდეს საფანტის წონას. საფანტი უნდა შეადგენდეს თოფის მასის 1/94 ნაწილს. მაგალითად თუ თოფი იწონის 3,2 კგ-ს, გამოვთვლით შემდეგნაირად: 3200: 94 = 34 გრამს, რაც მისაღები წონაა აღნიშნული მასის თოფისთვის და საფანტის ეს მასა თოფს მალე არ მოარყევს. უკუცემაც ასატანი იქნება მსროლელისთვისაც. სხვა კალიბრის თოფების საფანტის მასის პროპორციული შეფარდება ასეთია: 16კ. 1/100-თან, 20კ. 1/112-თან, 28კ. 1/136-თან, 32კ. 1/148-თან. რაც შეეხება დენთის წონას ის შეფარდებულია საფანტის წონასთან 15-ჯერ ნაკლები 12 კალიბრისთვის, 16 კალიბრისთვის 16-ჯერ ნაკლები. 17-ჯერ ნაკლები 28-32 კალიბრისთვის. ეს შეფარდება მისაღებია მხოლო „სოკოლის“ მარკის დენთისათვის. 12 კალიბრში 1 გრამი საფანტის მომატებისას ლულაში წნევა იზრდება 1,2- 1,8 მ/პ-ით სმ2-ზე.

 

 

%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%98%E1%

 

რა სახეობის დენთი არ უნდა ვიხმაროთ 12 კალიბრის სავაზნეში დენთის აირების სამუშაო წნევა არ უნდა აჭარბებდეს 600-650 კგ/სმ2-ს, 16კალ-ში 650-700 კგ/სმ2-ს, 20კალ-ში 700-750 კგ/სმ2-ს. რაც არუნდა კარგი თოფი გვქონდეს თუ ვაზნა უხარისხოა სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. თუ ვაზნა ხარისხიანია უბრალო თოფიდან სროლის შედეგი არაფრით არ ჩამოუარდება მაღალი კლასის თოფიდან ნასროლ შედეგს. პირველი და აუცილებელი ის არის, რომ საფანტი მოხვედრის დროს უნდა ინარჩუნებდეს 200 მ/ წამში და სასროლ ობიექტს უნდა მოხვდეს შესაბამისი ნომრის და დიამეტრის საფანტის 4- 5 ბურთულა, რაც აუცილებელია ასპროცენტიანი დაზიანებისთვის. ძნელია დატენო ვაზნა და წინასწარ იცოდე თუ არ გამოცადე რა შედეგი ექნება მას, რა ოდენობის საფანტს მიიტანს სამიზნეში და რა დაჯგუფებას მიიღებ კონკრეტული შევიწროების მქონე ლულიდან. ამისათვის აუცილებელია დაიტენოს ვაზნების რამოდენიმე პარტია დენთის და საფანტის სხვადასხვა კომბინაციით, შემდეგ მოხდეს მისი მისროლა, რათა ერთხელ და სამუდამოთ გაირკვეს თოფისა და ვაზნის შესაძლებლობა.

 

 

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%

 

 

ამისათვის ავიღებთ 1×1 მეტრის ზომის ქაღალდზე გამოსახულ 75 სანტიმეტრიანი დიამეტრის სპეციალურ სამიზნეს, რომელსაც ვკიდებთ 35 მეტრის მოშორებით და ვახდენთ მასზე მისროლას 5 ნომერი საფანტით, (შესაძლებელია სხვა ზომის საფანტით მისროლაც, პრინციპი იგივეა).რომლის დიამეტრი შეადგენს 3 მილიმეტრს. რატო 35 მეტრზე და არა 25-ზე ან 50 მეტრზე. იმიტომ რომ 35 მეტრზე თოფი იძლევა სროლის უფრო სტაბილურ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა შემდეგ თოფი შესაძლებელია გაისინჯოს როგორც 20 მეტრზე ასევე 50 მეტრზეც, რათა წარმოდგენა იყოს თუ რა მანძილზე რა შესაძლებლობა გააჩნია თოფს. სამიზნეზე სროლისას ყურადღება უნდა მიექცეს საფანტის ცენტრალური დაჯგუფების გადახრას დამიზნების წერტილიდან. გადახრა დასაშვებია დამიზნების წერტილიდან 15 სმ, ზემოთ, 5 სმ, ქვემოთ, 8 სმ მარცხნივ და 8 სმ მარჯვნივ. თუ ამ მოთხოვნას თოფი დააკმაყოფილებს ლულის შიგა დამუშავება კარგია. თოფის მისროლისას ყოველი გასროლა უნდა მოხდეს ახალ სამიზნეზე. რომელი პარტიის ვაზნითაც მივიღებთ სასურველ საფანტის პროცენტულ დაჯგუფებას და სიჩქარეს, რაც შეესაბამება კონკრეტული ჩოკის შევიწროების მქონე ლულის მონაცემებს ის ჩაითვლება მისაღებ ვაზნად. არსებობს შემდეგი სახეობის ლულები 0,00 ცილინდრული ლულა, „რასტრუბი“ ლულა, რომელიც გაფართოებულია, შემდეგ არის შევიწროების მქონე ლულები 0,25 მმ, 0,50 მმ, 0,75 მმ, 1 მმ, 1,25 მმ დაბოლოს ძალიან ძლიერი ჩოკი, რაც ნაკლებად გვხვდება პრაქტიკაში. ყველა ჩოკს გააჩნია შესაბამისი პროცენტული დაჯგუფება. ვაზნის დატენვის ხარისხით შესაძლებელია პროცენტული დაჯგუფების შეცვლა.

თუ საფანტის დაჯგუფება გარკვეულია შესაბამისად გასარკვევია საფანტის ჭრაც.

 

 

 

%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%98%E1%

 

 

დაჯგუფებასთან ერთად საფანტს თუ არ ექნა შესაბამისი ჭრა ვაზნის ხარისხზე ზედმეტია სუბარი. ამის გაგება საველე პირობებში შესაძლებელია შემდეგნაირად: როდესაც დავაყენებთ 35 მეტრზე აღნიშულ სამიზნეს, მის უკან ცენტრში ჩამოვკიდებთ 2-3 სანტიმეტრი სისქის და 10-15 სანტიმეტრის სიგრძე სიგანის მშრალი ფიჭვის ფიცარს. სროლის მერე გავზომავთ თუ რა სიღრმეზეა შესული საფანტის ბურთულა ფიცარში და ამის საშუალებით ვადგენთ საფანტის ჭრის ხარისხს. მაგალითად 5 ნომერი საფანტი რომლის დიამეტრია 3 მილიმეტრი და ბურთულა ფიცარში შევიდა მისი დიამეტრის ერთად აღებული ოთხი ზომის სიღრმეში ე.ი. 3×4= 12 მილიმეტრს, მაშინ საფანტის ჭრა კარგია, თუ სიღრმე 9 მილიმეტრია მაშინ დამაკმაყოფილებელია, თუ 6 მილიმეტრზე შევიდა სიღრმეში ეს უკვე საკმარისი არ იქნება ეფექტური დაზიანებისთვის.

საფანტის დაჯგუფების და შეღწევადობის რეგულირება შესაძლებელია დენთის და საფანტის წონის მოკლება მომატებით.

 

 

%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%98%E1%

 

 

მაგალითად თუ დაჯგუფება კარგია და ჭრა ნაკლები ამ შემთხვევაში შეიძლება დენთის მომატება, თუ არის ამის საშუალება და თოფისთვის არ იქნება საშიში, თუ არადა აუნდა შემცირდეს საფანტის წონა, რაც ასევ ხელს შეუწყობს სიჩქარის გაზრდას. ცხრილში მოსემულია საფანტის საწყისი სიჩქარე და თუ რა მანძილზე კონკრეტული ნომრის საფანტი რა სიჩქარეს ინარჩუნებს. ყველა ნომრის საფანტს იმ მანძილზე რომელზედაც ვეღარ ინარჩუნებს 200 მ/წ-ს, ასპროცენტიანი შედეგი აღარ ექნება. აქედან გამომდინარე ცხრილით მარტივი გასარკვევია რომელი საფანტით რა მანძილზეა სროლა შესაძლებელი. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლი გვაძლევს იმის საშუალებას სახლის პირობებში ვაზნის დატენვის მერე აღნიშნული წესით ჩავატაროთ თოფის მისროლა და დაახლოებით მაინც გავიგოთ თუ რა შესაძლებლობის ვაზნას დავტენეთ, რამდენად მისაღებია ჩვენი თოფისთვის და კონკრეტული ნადირობისთვის. წინაღმდეგ შემთხვევაში ვერ გავიგებთ საკუთარი თოფის შესაძლებლობებს და ისე მოგვიწევს ნადირობა არ გვეცოდინება დაცილების შემთხვევაში მიზეზი თოფია, ვაზნა თუ მსროლელი. ასეთი ნადირობა მეეჭვება ხალისის და სიამოვნების მომტანი იყოს მონადირესთვის.

სტატიის წყაროა: gorda.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარია კახა...

ძალიან ინფორმატიული პოსტია. ეს ყველა მონადირემ უნდა აკეთოს...

რადგან ყველა თოფი ინდივიდუალურია და არ არსებობოს რაღაც სტანდარტული მეთოდი.

უნდა წაიღო თოფი და ამ ცხრილების  და წესების მიხედვით გასინჯო..

დაადგინო რა ვაზნა არის ოპტიმალური და მერე სულ ის გამოიყენო...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gure

gure

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

მაგარია კახა...

ძალიან ინფორმატიული პოსტია. ეს ყველა მონადირემ უნდა აკეთოს...

რადგან ყველა თოფი ინდივიდუალურია და არ არსებობოს რაღაც სტანდარტული მეთოდი.

უნდა წაიღო თოფი და ამ ცხრილების  და წესების მიხედვით გასინჯო..

დაადგინო რა ვაზნა არის ოპტიმალური და მერე სულ ის გამოიყენო...

ყველას გამარჯობათ, არიან ქართველი დამსახურებული მსროლელები(სპორტის ოსტატები თუ კანდიდატები)

რომელნიც ამ მისროლას თუ მისროლვას  არ აღიარებენ. ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ყველას გამარჯობათ, არიან ქართველი დამსახურებული მსროლელები(სპორტის ოსტატები თუ კანდიდატები)

რომელნიც ამ მისროლას თუ მისროლვას  არ აღიარებენ. ;)

ყველას განსხვავებული აზრი აქვს ..მაგრამ დამსახურებული მსროლელები თეფშს ესვრიანრომელიც სტანდარტულია... და ბუნებაში სხვადასხვა ზომის და წონის ფრინველზე გვიწევს სროლა,,, ;)

მე მსროლელებს არ დავეთანხმები იმიტომ რომ ერთი და იგივე მოდელის თოფს ერთნაერი შედეგი არ ექნება . ;)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ყველას გამარჯობათ, არიან ქართველი დამსახურებული მსროლელები(სპორტის ოსტატები თუ კანდიდატები)

რომელნიც ამ მისროლას თუ მისროლვას  არ აღიარებენ. ;)

ნადირობა და სპორტი სრულიად სხვადასხვა რამ არის, ამიტომაც სპორცმენის სხვანაირი შეხედულება ლოგიკურია.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დევო ერთდროულად რომ იგივე პასუხი გავეცით აკვირდები? :0016: 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:0030:  :0016:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ აღიარებენში რა არის ნაგულისხმები? ზოგიერთი პატრონიდან გამომდინარე მაგალითად სტერლინგი, მე რომ გავიკითხე , მაგრად დაბრაკეს ბიჭებმა. მე კიდევ მშვენივრად ვიხმარე.... ასე რომ მე მაინც მგონია რომ ყველა იარაღს თავისი ინდივიდუალური "ხასიათი" აქვს. შეიძლება სპორცმენი იმდენად მაღალი კლასის იარაღიდან და მაღალი ხარისხის პატრონებს ხმარობენ ,რომ ძალიანაც მჯერა რომ განსხვავება შეიძლება უმნიშვნელო იყოს ,ან საერთოდ არც იყოს. მაგრამ მინდორში , ჩვენს პირობებში მე მგონია რომ მაინც აქვს. მე ხშირად მინახავს გაოცებული სახეებით მონადირეები , რომლებიც მხრებს იჩეჩავენ , და უკვირთ მაგალითად მწყერს ვერ მოინადირებენ წესიერად ,ვინაიდან ძალიან დიდი პროცენტია პადრანკის. ან ის გამოთქმაც ხომ ამაზე მეტყველებს ,როცა ვითომ შაყირში , როდესაც საყირობენ ფრინველს ბრონეჟილეტი ხომ არ აცვიაო. და ეს როცა მწყერზეა საუბარი. 

ესაა ჩემი კომენტარი


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gure

gure

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

https://www.facebook...ngclub?fref=ufi



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gure

gure

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:Tbilisi

 ბოდიში თუ ვიდეო არასწორედ დავდე. ივა



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ივა შენ ხარ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

xvalec qaria zazajan.suraTze ver vicani , SemTxveviT iva xom ar aris?


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუშინ მეგა ვიხმარე...28 გრამიანები 10 ნომერი....მშვენიერი ვაზნებია


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ივა აღარა სჩანს ....რამეზე ხო არ გაგვინაწყენდა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ძალიან მაგარია, საინტერესოა

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?