Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

“ვობლერი”- ხელოვნური სატყუარები

 

01.jpg

“ვობლერი” (wobbler) – პლასტიკისგან ან ხისგან დამზადებული სატყუარა სპინინგით თევზაობისთვის. როგორც წესი “ვობლერი” თავისი ფორმით იმიტირებს თევზს ან მწერს, მისი შეფერილობა არის როგორც რეალისტური ასევე არარეალისტურიც. “ვოლბერ”-ზე დამონტაჟებულია ერთი, ორი ან სამი სამკავა. მისი წინა ნაწილი განლაგებულია ჩასაღრმავებელი პლასტიკის ან რკინის “ნიჩაბი”. ძუის გამოსამბმელი რგოლი შეიძლება იყოს როგორც ვოლბერის წინა ნაწილზე, აგრეთვე “ნიჩაბზეც”. ვოლბერებში განასხვავებენ მცურავ, მყვინთავ და ნეიტრალურ (სუსპენდერ) მოდელებს. “ვოლბერი” როგორც სატყუარა სავარაუდოდ არსებობს უკვე ძალიან დიდიხანია, მაგრამ ფართე გავრცელება და პოპულარობა მან ფინელი მეთევზის ლაური რაპალას მეშვეობით, რომელმაც მყარი ხის ჯიშისგან გამოჭრა თავისი პირველი სატყუარა. მოგვიანებით მან დაარსა ფირმა Rapala, რომელიც დღესდღეისობით მსოფლიო ლიდერია “ვოლბერები”-ს წარმოებაში. სპინინგის სატყუარათა წამყვანი მწარმოებელები გვთავაზობენ “ვოლბერები”-ს ფართო არჩევანს, თანაც ყოველივე მოდელი რამოდენიმე ზომითაა წარმოდგენილი. რომელი “ვოლბერი” ამოვირჩიოთ და რა მეშვეობით? სავარაუდოდ ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უშლის დამწყებ სპინინგისტს გაერკვეს “ვოლბერ”-ების ამ მრავალფეროვნებაში და წარმატებით ითევზაოს მათზე, “ვოლბერი” ხომ ყოველთვის იჭერს თევზს იმ შემთხვევის გარდა თუ მას კოლოფიდან არ ამოიღებთ.

volberebi-545x341.jpg

ამ სტატიაში მე არ მოვახდენ ვობლერების კლასიფიკაციას, მე მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება თუ როგორ ავირჩიოთ ვობლერი კონკრეტულ სათევზაო ადგილისთვის. ბევრი მეთევზე ვობლერს ყიდულობს პრინციპით ეს ქარიყლაპიაზეა, ეს ქორჭილაზე, ეს ქაშაპზე… და ამავე დროს სრულიად არ ითვალისწინებენ მომავალი თევზაობის პირობებს: წყლის სიღრმეს, დინების სიჩქარეს, ბალახიანობას და სხვა.
სხვადასხვა ფირმების ვობლერების – Rapala (ფინეთი), Ugly Duckling (სლოვენია), Duel (იაპონია), Yo-Zuri (იაპონია), Daiwa (იაპონია), Rebel (აშშ), Cotton Cordell (აშშ) Salmo (პოლონეთი)- კოლოფებზე ხშირად ნახავთ წარწერას “Shad” ან “Minnow”. ამ ტიპის ვობლერებს როგორც წესი წინა ნაწილი უფრო სქელი აქვთ და კუდისკენ თხელდებიან, მათი ჩამაღრმავებელი “ნიჩაბი” სხვადასხვა ზომის და დახრილობისაა, საუკეთესო მოდელები ძლიერ დინებაზე თევზაობისას არ ტრიალდებიან და უჭირავთ ჭერისთვის საჭირო ჰორიზონტი.

05.jpg

ამ ოჯახის “ვობლერ”-ებს იყენებენ ღრმა, შესაძლებლობისდაგვარად უდაბრკოლებო ადგილებში სათევზაოდ, მაგრამ თუ ჭერის სიღრმე აღემატება 6 მეტრს მაშინ “Shad” ტიპის ვობლერი უკვე ნაკლებად გამოსადეგარია. საქართველოში სამწუხაროდ თითქმის არავინ თევზაობს ტროლინგით, ეს ვობლერები ყველაზე კარგ შედეგებს სწორედ ამ მეთოდით თევზაობისას აჩვენებენ, მაგრამ ჩვენ პირობებშიც, ნაპირიდან თევზაობისას, “Shad” ტიპის ვობლერები მშვენივრად იჭერენ სიღრმეში ჩასაფრებულ ქარიყლაპიას, ლოქოს, ქორჭილას.

06.jpg

ამ ოჯახის ვობლერებს კიდე ეძახიან “stick”, მათი მოგრძო და ვიწრო ფორმის გამო . “Minnow”-ის დამახასიათებელი თვისებაა მრავალფეროვანი თამაში (ვიბრაცია) გატარების დროს. თუ ამ ტიპის ვობლერს ვიწრო და მოკლე “ნიჩაბი” აქვს, მაშინ იგი ხშირ და აქტიურ თამაშს აკეთებს გატარებისას, დინებაზე ესეთი ვიბრაცია პროვოცირებს კალმახის, ქაშაპის, ჭანარის თავდასხმას. თუ “ნიჩაბი” ფართე და დიდია ასეთი ვობლერები უფრო მონოტონურ და გაშლილ ვიბრაციას ახდენენ, რაც მშვენივრად მუშაობს მდგარ წყალზე და იზიდავს პირველ რიგში იმ თევზებს, რომელთა პირის აპარატი ვიწრო თევზის საჭმელადაა შექმნილი, ასეთებია ფარგა, ჭერეხი, ქორჭილა.

იმიტაციები

“ვობლერ”-ების ცალკე კატეგორიას წარმოადგენენ იმიტაციები (მწერების, ბაყაყების, კიბორჩხალების და სხვა). ამ ტიპის ვობლერებს ძირითადად აწარმოებენ ამერიკული და იაპონური ფირმები და მათ როგორც წესი მოყვებათ ინსტრუქცია, რომლის გაცნობასაც მე აუცილებლათ გირჩევთ. იმიტაციებით საქართველოში შეგვიძლია დავიჭიროთ ქაშაპი, ქორჭილა, ტობი, ჭანარი, ქარიყლაპია, ჭერეხი. რაც უნდა გვახსოვდეს იმიტაციის ტიპის ვობლერებზე თევზაობისას ეს არის ის, რომ კალია მარტში თითქმის არ არის, კიბორჩხალა ყველა წყალსატევში არ ცხოვრობს, ანუ შესაბამის სეზონში და შესაბამის ადგილზე შესაბამისი ვობლერი უნდა გამოვიყენოთ.

ზედაპირული “ვობლერები”

ამ ტიპის ვობლერები გამოიყენება მდგარ წყალზე, სიღრმეზე არაუმეტეს ორი მეტრისა და როგორც წესი წყალმცენარეებით სავსე წყალსატევებზე. პოპპერები, პროფბეიტები, კრენკები.. ეს სულ ზედაპირული ვობლერებია, მათი გამაერთიანებელი პრინციპი ისაა, რომ გატარებისას ყველა გამოსცემს სპეციფიკურ ხმას, რომელიც შორი მანძილიდან იზიდავს მტაცებელს. საქართველოში ამ სატყუარით თქვენ პირველ რიგში დაიჭერთ ქარიყლაპიას.
გარდა ზემოთ აღწერილი ვობლერებისა არსებობს რა თქმა უნდა სხვა უამრავი მოდელიც, დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ თქვენ მაგათაც აითვისებთ და არა ერთ წარმატებულ თევზაობას გაატარებთ.

სტატიის წყაროა: geofauna.ge

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ძალიან მაგარია მტაცებელ თევზებზე....
ქარიყლაპიაზე სათევზაოდ ვიყენებ და კარგი შედეგი აქვს

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_JosephPymn_*

სტუმარი_JosephPymn_*

  • Find Topics
  • სტუმარი
рыболовные пвх штаны

Среди всех разнообразия хобби рыбалка, пожалуй, занимает одно из первых мест. Именно данный метод отдыха предпочитают пенсионеры и бюджетники, жители больших мегаполисов и небольших, удалённых городков. Что может быть лучше, чем праздное сидение у живописного прудика, который окружён буйной растительностью или героическое ожидание улова среди молчаливых льдов и заснеженных пространств.

рыболовные лодки российских производителей

Вопреки распространенному мнению начинающих, удочка – это еще не все, что необходимо рыбаку. Сегодня есть громадное количество аксессуаров и оборудования для рыбаков, они не просто обеспечивают процесс ловли рыбы, но и, в определённых случаях, есть незаменимыми и конечно же важными.

спининг шимано арс отзывы

В основном это касается зимней рыбалки, ведь, если вы хотите приобщиться к вышеописанному виду спорта, не имея требуемой одежды и оснащения, то, как минимум, будете дома без улова, как максимум – будете в ближайшей больнице с бронхитом или ангиной.

крючки косадака каталог

Наш интернет-магазин хочет предложить вам пробрести по минимальным ценам все, что нужно для разных вариантов рыбалки. У нас вы можете купить необходимый товар, не вставая с кресла и не покидая вашего дома. Большой выбор, хорошее качество, прекрасный сервис – вот достоинства покупок в нашем интернет-магазине.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ამ საქმეში დელეტანტი ვარ. ჰე რიბაკებო(რო იბრალებთ მაგრები ვართო) დააკომენტარეთ რამე .

:DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?