Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საცეცებიანი გველი-Erpeton tentaculatum

 

Erpeton-tentaculatum-300x196.jpgგავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ტაილანდი, კამბოჯა, ვიეტნამი).

საბინადრო გარემო: საცეცებიანი გველის მისი ცხოვრების მთელს ნაწილს ატარებს ტბების და ნელი ნაკადულების მუქ წყლებში. ასევე შეიძლება შეგვხდეს ზღვის წყალშიც. ყველაზე ნათელი მაგალითი არის ტონლესაპის ტბა კამბოჯაში სადაც წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით შლამს და ასევე მდიდარია თევზებით.

გარეგნული აღწერილობა: გველი შედარებით პატარაა სირძეში, მისი სიგრძე მერყეობს  50 – 90 სანტიმეტრის ფარგლებში(20-35 ინჩი). ეს გველები გვხდება ორი ფორმის ფაზებით – ზოლებიანი და ლაქებიანი. ორივე შემთხვევაში შეფერილობა შეიძლება იწყებოდეს მუქი ნაცრისფერიდან ან ყავისფერიდან ან ღია ნაცრისფერამდე ან ყავისფერამდე. მთელ მსოფლიოში ეს ერთადერთი გველია რომელსაც საცეცები აქვს. გველს თავზე განლაგებული აქვს ერთი წყვილი საცეცი, რომლებსაც აქვთ მექანოსენსორული ფუნქცია. გველი იკვებება თევზეულით, თუმცა არსებობს 1870 წელს გაკეთებული ჩანაწერი რომელიც გვატყობინებს რომ ეს გველი მცენარეული საკვებითაც იკვებებოდა. ვარაუდით ეს მოვლენა შემთხვევითობას მიეწერება. ამჟამად, გველის ეს სახეობა თითქოს მცენარეული საფარით იკვებება, არ დასტურდება.

კვება: კვების რაციონს თევზები წარმოადგენენ.

გამრავლება: საცეცებიანი გველი არის კვერცხცოცხალმშობი და პატარების დაბადება ხდება წყალქვეშ.

ცხოვრების წესი და ქცევა: საცეცებიანი გველები მათი ცხოვრების მთლიან ნაწილს წყალში ატარებენ და შეუძლიათ გაძლონ წყლის ქვეშ 30 წუთამდე. ხმელეთზე შეუძლიათ მხოლოდ ტლანქად გადაადგილება. მშრალ პერიოდში და ღამით თხრიან ტალახს და იმალებიან მასში. ნადირობისას იყენებენ უნიკალურ ჩასაფრების მეთოდს. იგი იჭერს თევზს მოტყუებით, უქმნის რა მათ რეფელექსურად გასაქცევ გზას, რომელიც სინამდვილეში მცდარია და მთავრდება თევზის დაჭერით.

შხამი: მიუხედავად იმისა, რომ ეს გველი შხამიანია, იგი არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის, რადგანაც შხამიანი კბილები პატარებია და განლაგებული აქვს ყბის უკანა ნაწილში, რომლებიც განკუთვნილია თევზებისთვის. შხამი სპეციფიურია თევზებისთვის, რომლებსაც გველი მიირთმევს.

დამატებითი ინფორმაცია: განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არის ის რომ საცეცებიანი გველი წარმოადგენს ერთადერთ სახეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გველი მთელ ცხოვრებას წყალში ატარებს. მას შეუძლია 30 წუთი წყალქვეშ ამოყვინთვის გარეშე გაატაროს. მიწაზე უხერხულად გადაადგილდება. შთამომავლობას ბადებს წყალში. ნადირობაჩ თავისებური აქვს გველის ამ სახეობა. იგი იყენებს ჩასაფრების უნიკალურ მეთოდს. მსხვერპლის გამოჩენისას კუდის დახმარებით გველი უსწრაფესად დაეძგერება თევზს და ნადავლი მის ხელთაა. გველის სპექტრში მოქცეული თევზი თითქოს ითიშება და გაქცევას ვერ ახერხებს, ამის შემდეგ კი მისი დჭერა უადვილესი ხდება.https://youtu.be/oR91wreaXAk

 

  • ოჯახი: ანკარასებრნი
  • ქვეოჯახი: Homalopsinae
  • გვარი: Erpeton
  • სახეობა: საცეცებიანი გველი
  • ქვესახეობები: უცნობია
  • მაქს. ზომა: 90 სმ.
  • შხამის ხარისხი: სუსტად შხამიანი

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი სისწრაფეე. შენელწბულ კადრშიც კი ძალიან სწრაფად მოზრაობს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ახალ ვიდეოს მოვიძიებ და განვაახლებ


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა სისწრაფე ვაქვს ასეთი? თევზი არც კი განძრეულა...


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?