Jump to content


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

MAUSER-K98

 

MAUSER-K98-545x205.jpg

 

 

“პაულო მაუზერი” 1865 წელს სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის მერე დაბრუნდა თავის ქალაქ ობერსდორფში. 12 წლის იყო როცა დაიწყო მუშაობა ბიურტემბერსკის სამეფო საიარაღო ქარხანაში, სადაც უკვე მოშაობდნენ მამამისი და მისი 4 უფროსი ძმა. აქ შეისწავლა ყველა აუცილებელი ცოდნა, რაამაც საშუალება მისცა შეექმნა ისეთი იარაღები რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. პაულო მაუზერმა მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მისი იარაღების შექმნას და დახვეწას რითაც უკვდავყო მისი სახელი. არ მოიძებნება მსოფლიოში ადამიანი რომელმაც არ იცოდეს მაუზერის სისტემის შაშხანები და პისტოლეტები. მისი დაუღალავი შრომის მერე 1871 წელს გამოჩნდა მისი პირველი 11 მილიმეტრიანი შაშხანა რომელიც შექმნა მის ძმა ვილგელმ მაუზერთან ერთად.ეს იყო პირველი ერთვაზნიანი შაშხანა ლულის კალაპოტის გასწვრივ მცოცავი საკეტით. მის პირველ შაშხანას ქონდა მინუსიც, კერძოდ სროლის მერე ვაზნის ამოღება ლულის ჩარჩოდან ხდებოდა ხელით. მიუხედავათ ამისა შაშხანამ მაღალი ხარისხის შესრულების და მექანიზმის უტყუარი მუშაობის გამო მიიღო მაღალი შეფასებები 1879-1880 წლებში სიდნეისა და მელბურნში საერთაშორისო გამოფენებზე.

 

1881წელს შტუდგარდში mauser-brather.jpgშაშხანამ მიიღო ოქროს მედალი.რა თქმა უნდა შაშხანით დაინტერესდნენ სამხედრო წარმომადგენლებებიც. „ბერდანინის და „გრა“-ს შაშხანასთან ერთად მაუზერის შაშხანაიყო პირველი მცოცავი საკეტით და მეტალის ვაზნით, რომლებიც მიიღეს შეიარაღებაში, რუსეთიში ბერდანის, საფრანგეთში გრა-ს და გემანიაში მაუზერის 71 წლის მოდელი. ჩინეთიდან მიიღეს ძმებმა შეკვეთა 1000 ცალ შაშხანაზე, მიღებული თანხით საშუალება მიეცათ ემუშავათ შემდგომში მაუზერის 71 მოდელის შაშხანის დახვეწაზე. შაშხანა რომ დასახვეწი იყო ამაში ეჭვი მაუზერებსაც არ ეპარებოდათ. სამხედრო მოქმედებებისას სამოქალაქო ომის დროს ამერიკაში (1861-1865), აშკარა გახდა სავაზნე კოლოფიანი შაშხანების უპირატესობა იმ შაშხანების მიმართ რომლებიც იტენებოდა ზუმპით ლულის წინა მხრიდან. 1966 წელს ამერიკაში ვინჩესტერმა გამოუშვა გენრის სისტემის შაშხანა ლულის ქვეშა მილისებური მჭიდით. ევროპამაც არ დააყოვნა და 1869 წელს შვეიცარიამ დაიწყო ლულის ქვეშა მჭიდიანი შაშხანების წარმოება სახელწოდებით „ვეტერლი.“ ერთი წლის მერე ავსტრია უნგრეთმა გამოუშვა მჭიდიანი შაშხანა „ფრუვირტა.“ 1878 წელს კი საფრანეთმა მიიღო შეიარაღებაში შაშხანა „ გრა-კოპაჩეკა“ ლულის ქვეშა მჭიდით. 1881 წელს ძმებმა მაუზერებმა კაიზერს წარუდგინეს ლულის ქვეშა მჭიდიანი შაშხანა რომელიც იქცა ერთობლივი წარმოების საფუძვლად. 1882 წელს გარდიცვალა ვილგელმ მაუზერი ამიტომ შაშხანის წარმოებაში ჩაშვება მოუწია პაულო მაუზერს. შაშხანაში არსებულ მცოცავი საკეტს დაემატა ლულის ქვეშა მილისებური მჭიდი რომელშიდაც თავსდებოდა 8 ცალი ვაზნა, სროლის მერე საკეტის უკან გადაადგილების დროს ხდებოდა ნასროლი მასრის ამოგდება, საკეტს წინ მიწევისას მჭიდიდან სავაზნეში შექონდა ახალი ვაზნა.საკეტი ლულასთან იკეტებოდა ორი წინა და ერთი უკანა საყრდენით. დამცველი მდებარეობდა საკეტი უკან, რომლის გადაბრუნებისას საიმედოდ კეტავდა შაშხანას. მაუზერის კონსტრუქციის საკეტს შეეძლო გაცილებით უფრო ძლიერი ვაზნის წნევის ატანა. ახალ მოდელში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შაშხანის შევსება მაინც ხდებოდა სათითაოდ, რასაც ჭირდებოდა დიდი დრო. 1885 წელს ავსტრიელიმა ინჟინერმა და გამომგონებელმა „მანლიხერმა“ შექმნა კოლოფიანი სავაზნე რომელიც განთავსებული იყო შაშხანის საკეტი ქვეშ და მისი შევსება შესაძლებელი იყო სპეციალური ჩარჩო პაკეტით რომელშიდაც თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა. ამ გამოგონებამ დღის წესრიგიდან მოხსნა შაშხანის ჩქარი გადატენვის პრობლემა. ერთი წლის მერე ფრანგმა პოლკოვნიკმა „ლებელმა“ შექმნა 8 მილიმეტრიან შაშხანა უბოლო დენთიან ვაზნაზე, ცენტრალური კაფსულის აფეთქებით და ვაზნის ტყვიის paulo-mauser.jpgთავის მყარი გარსაცმით. რამაც დასაბამი მისცა ახალი სიძლიერის ვაზნების წარმოებას და ტყვიის სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობას. 1888 წელს გერმანიამ მიიღო შეიარაღებაში მაუზერის სავაზნე კოლოფიანი შაშხანა უბოლი დენთის ვაზნაზე. მანამდე გერმანიას შეიარაღებაში ქონდა 1971წლის მაუზერის ერთვაზნიანი 11 მმ-ნი შაშხანა. მაუზერის ვაზნა მრგვალი ტყვიის თავით 7,92X57 i შექმნეს 1888 წელს, როგორც სამხედრო ვაზნა მაუზერის შაშხანისთვის. ესიყო პირველი ვაზნა მსოფლიოში, რომელსაც არ გააჩნდა მასრის ძირთან წრიული შევერილი. მასრას ფსკერზე ქონდა ამოჭრილი ღარი, რომელშიდაც შედიოდა საკეტზე განთავსებული ვაზნის ამომგდების თავი. 1903 -1905 წლებში ვაზნას ჩაუტარეს მოდერნიზება, ტყვიის კონუსური თავის გამო შეიძინა კარგი ბალისტიკური მაჩვენებელი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ 12,2 გრამიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 770 მ/წ-ში გააჩნდა ლულის წინა ენერგია 3760 ჯოული. სამონადირეო შტუცერებისთვის და კომბინირებული თოფებისთვის განკუთვნილი ვაზნები აღინიშნებოდა 7,92X57 I R. R-ი ნიშნავდა იმას, რომ ვაზნას ფსკერზე გააჩნდა წერიული შვერილი. ტყვიის დიამეტრი გაიზარდა 8,22 მმ-დე, სიჩქარე 875 მ/ში. ყოველივე აქედან გამომდინარე ტყვია გახდა უფრო ზუსტი და შეიძინა მეტი გამაჩერებელი ძალა. იმ ვაზნას რომელიც აღინიშნებოდა სახელწოდებით 7,92X57 IS-ი ტყვიის დიამეტრი და ღარი ვაზნის ფსკერზე ქონადა იგივე რაც პირვე მოდელს, განსხვავება იყო მხოლოდ ტყვიის თავის კონუსური დაბოლოვებაში. S-ი ნიშნავს ვაზნის ტყვიის თავს კონუსური დაბილოვებით. 1893 წელს მაუზერმა დახვეწა თავისი შაშხანა რომელიც მიღებული იქნა ბელგიის შეიარაღებაში. ეგრედ წოდებული ბელგიური მაუზერი გადააკეთა 7 მილიმეტრიან ვაზნაზე, რომელსაც ტოლი არ ყავდა თავისი ვაზნის ბალაისტიკური მაჩვენებლით. იმავე წელს შაშხანა მიიღეს შეიარაღებაში თურქეთში, ესპანეთში ჩილეში, ბრაზილიაში და სხვა ქვეყნებში. 1995 წელს 12185 ცალი მაუზერის შაშხანა შეიძინა შვედეთმა, პარარელურად ფირმა „კარლ გუსტავმა“ მიღო ლიცენზია და დაიწყო მაუზერის სისტემის შაშხანების წარმოება სახელწოდებით M96. ნაბიჯ ნაბიჯ მაუზერმა 30 წლის მანძილზე მიაღწია იმას რომ კ 98-ში ჩადო ყველა ის სიახლე და საუკეთესო სისტემა რაც შექმნეს იმ დროისთვის ძმებმა მაუზერებმა. ამიტომ არაა გასაკვირი რომ 1998 წლის 5 აპრილს შაშხანა კ 98 მიიღეს გემანიის შეიარაღებაში, რომელმაც გამოიარა ორი მსოფლიო ომი. მაუზერის შაშხანები ომის დროს გამოდიოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის, მოკლე ლულით და საკეტის სახელურის სხვადასხვა მოდერნიზაციით. სნაიპერული შაშხანები კი გამოდიოდა ცეისის ოპტიკური სამიზნეებით. მაუზერი დღესაც ითვლება ერთერთ პრესტიჟულ შაშხანად მონადირეებს შორის. მაუზერის შაშხანას დღესაც აწარმოებს მრავალი ქვეყნის წამყვანი ფირმები სხვადასხვა კალიბრის ვაზნაზე. მექანიზმის საიმედო მუშაობით, ზუსტი სროლით და მექანიზმის სიმარტივით მაუზერის შაშხანა სასურველ იარაღად იქცა როგორც სროლის მოყვართულთათვის ასევე პროფესიონალი მონადირეებისთვის მთელ მსოფლიოში.

 

.K-98.jpg

.

.

.

ტექნიკური მაჩვენებლები:       ყალიბი (მმ) 7.9×57     ლულის სიგრძე(სმ) 60     მთლიანი სიგრძე(სმ) 111     მჭიდის ტევადობა(ც) 5     წონა (კგ) 3.7-4.1     ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 850  

 

 

წყარო.გორდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: ლეგენდარული იარაღი


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ძალიან მაგარია თავისი ოპტიკით, იფ იფ იფ 

მიმაგრებული გალერეა

  • mauser-k98,-sniper-159252.jpg

Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ის ფილმი გახსოვს - სნაიპერი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

სნიპერებზე ბევრი ფილმია ეგეტივე სახელით ბაბუ და შენ რომელზე მეკითხები? ან რომელი მსახიობი მონაწილეობს ხომ არ გახსოვს?

?


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სტალინგრადთან რომ რუსი და გერმანელი სნაიპერი დაეტაკებიან ერთმანეთს. ზაიცევს ჯუდ ლოუ თამაშობს ,თუ არ მეშლება....


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

კი მართალი ხარ ბაბუ.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

ყველაფერი მაუზერის სისტემის შაშხანებზე /კარაბინებზე

 

 

ტექნიკურად Gewehr 98 წარმოადგენს შაშხანას .ე.წ, “ბოლტს”, როგორაა ქართულად продольно скользящий завтор მე ჯერ ვერ გავიგე. თავდაპირველი ვარიანტი იწონიდ, 4.09 კილოგრამს, ლულის სიგრძე იყო 740მმ, სრული სიგრძე 1250მმ. კალიბრი 7.92, ვაზნის ტიპი 7.92 x 57 mm Mauser.

მაუზერის საკეტი ძალზედ ნაფიქრი და გონივრული დიზანით გამოირჩევა, ხოლო მის გამძლეობაზე ლეგენდები დადის, ალბათ დღEმდე მაუზერის სისიტემის საკეტი ყველაზე გამძლეა. საკეტს გააჩნდა დიდი დენთის აირებისთვის განკუთვნილი ნასვრეტები რაც უზრუნველყოფდნენ მსროლელის უსაფრთხოებას დეფექტური ვაზნის აფეთქების შეთხვევაში. ძლიერი და შთამბეჭდავი ზომების ექსტრაქტორი და რა თქმა უნდა უმთავრესი ელემენტი, ვაზნები კონტროლირებადი მიწოდება რაც უზრუნველყოფდა ზოგადად სისტემის საიმედოობა. ასევე ძალიან ეფექტური და მოსახერხებველი იყო სამ პოზიციანი დამცველის სისტემა, განლაგებული საკეტის უკანა მხარეს.
მარჯვენა მხარეს, დამცველი ჩართულია, საკეტი ჩაკეტილია, შუა პოზიცია დამცველი ჩაკეტილია საკეტის გახსნა შესაძლებელია, მარცხენა პოზიცია, დამცველი გამორთულია შასხანა მზადაა სროლის წარმოებისთვის (შესაძლებელია მხოლოდ თუ იარაღი შეყენებულია, სხვა შემთხვევაში სდამცველი არ გაინძრევა). ერთადერთი რაც გენიალურმა პაულ მაუზერმა ვერ გაითვალისწინა იმ დროს გახლდათ ის რომ მისი სისტემა გახლდებოდა ნომერ პირველი სისტემა მსოფლიოში და ასევე ის რომ ოპტიკური სამზინეების გამოყენება გახდებოდა ასეთი ხშირი. ამიტომაც თანამედროვე ვარიანტები იყენებენ სხვანაირ საკეტებს, ძირითადა ხდება დამცველის “გადატანა” ჰორიზონტალურ სიბრტყეში.

 

mauser_mr_05.jpgდამცველი

საფირმო დამცველი, “მძიმედ” მოდიფიცირებლი სპეცილაურად აფრიკული ნადირობებისთვის. გამოგონილია ალბათ მაუზერის სისტემის იარაღის ყველა წინ წაწეული მწარმოებლის მიერ გოტფრიხდ პრეხტლის მიერ. კომპანია Gol-Matic GmbH

mmsystkompl011ap5-750x1024.jpg

ასევე ადრინდელ მაუზერებზე საკეტის სახელური იყო სწორი, სანიპერულ ვარიანტებზე უკვე მოღუნული და შემდგომა ასეთი სახელური გახდა სტანდარტული ყველა მოდიფიკაციისათვის.

გერმანიაში სამხედრო მაუზერებს უშვებდნენ რა თქმა უნდა თავად კომპანია Mauser-ი და ასევე Deutsche Waffen und Munitionsfabriken, Haenel, Sauer & Sohn, Waffenwerke Oberspree, V. Chr. Schilling Co., Imperial Arsenals of Amberg, Danzig, Erfurt, Leipzig და Spandau

სრული ზომის შაშხანასთან ერთად გამოდიოდა კარაბინი მოდელი Karabiner 98 (K98). ის გამოდიოდა მხოლოდ 1905 წლამდე, იმ მომენტამდე სანამ მაუზერის სიტემის შაშხანა განიცდიდა პირველ მნიშვნელოვან ცვლილებეს, ახალი ტიპის ვაზნის 7.92х57мм მიღების შემდგე სადაც გამოიყენებოდა ახლი ტიპის წვეტიანი ფორმის ტყვიით. ახალი ტიპის კარაბინები ქონდათ ინდექსები a და შემდეგ az. ბოლო მოდელები უკვე არ იყვნენ უბრალოდ შემცირებული G98 როგორც “პირველი თაობის” კარაბინი. მათ გააჩნდათ მოღუნული ფორმის საკეტის სახელური, შესაბამისი ფორმის “ლოჟა” როგორც სნაიპერულ მოდიფიკაციებში და ასევე L ფორმის საყრდები, რომლის მეშვეობით კარაბინებისგან კეთდებოდა .ე.წ პირამიდები, ანუ საბრძოლო პიორბებში დასვენებისას კარაბიები შედარებით “კომფორტულ” პირობებში ნახებოდა.

შემდეგი მოდიფიკაცია გახლდათ K98b. ვერსალის შეთანხმების მიხედვით გერმანიას ქონდა უფლება ეწარმოებინა მხოლოდ კარაბინები მაგრამ K98b იყო რეალურად სრული ზომის შაშხანა, რომელსაც უბრალოდ დაარქვეს კარაბინი, იმისთვის, რომ გვერდი აევლოთ შეთანხმებისათვის. როგორც ჩანს ვერსალის შეთნხმებაში იყო ნახსენები მხოლოდ სიტყვა კარაბინი, ხოლო რა ჩაითვლებოდა კარაბინად უკვე არ იქნა განმარტებული.

Karabiner 98 Kurz (Kar98k ან K98k) სამხედრო მაუზერების ერთ ერთი ყველაზე დახვეწილი მოდელი. მიღებულია შეიარაღებაში 1935 წელს. კარაბინმა შეინარჩუნა თავისი წინადმორბედების ყველა საუკეტესო თვისება მაგრამა ამსთანავე იყო უფრო მსუბუქი, კომპაქტური და ძალზედ მოსახერხებელი. მისი ლულის სიგრძე და დახვეწილი სამიზნე მოწყობილობები ხდიდა მას იდეალურ იარაღად თავისი დროისთვის. ზუსტი სროლა შესაძლებელი იყო 500 მეტრზე, რაც სავსებით დამაკმაყოფილებელია “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას, ხოლო ზმით და წონით ეს უკვე თითქმის იდეალური კომბინაცია იყო.

 

ურათზეა Karabiner 98 Kurz © wikipedia 300px-En-Kar98k_rifle.jpeg

გამოჩენილი თავისი სიზუსტით, გადარჩეული კარაბინები აღიჭურვებოდა ოპტიკით. ასეთი იარაღით გამოცდილი სნაიპერები ეფექტურად ახორცილებედნენ მკვლელობებს 800-მდე მანძილებზე. თავდაპირველად სნაიპერული მაუზერები წარმოადგენდნენ “ერზაც” კომბინაციას, ანუ უფრო კუსტარული და იძულებითი გადაწყვეტილებები იყო ვიდრე ნაფიქრი კონსტრუქცია. 1.5 გადიდების მცირე ზომის ოპტიკური სამიზნე ყენდებოდა ცელიკის ადგილას, ქონდა პატარა მხედველობის გრადუსი (არ ვიცი სწორე ვიძახი თუ არა მაგრამ მე მგონი გაასგებია, რასაც ვგულისმობ) და ასევე გამოირიცხა მისი აბოიმით დატენვის საშუალება. მოგვიანებით ოპტიკისს სამაგრი გაუმჯობესდა ხოლო 1941 წლიდან შეიცვალა როგორც სამაგრი ასევე ოპტიკა. უკვე გამოიყენებოდა 4 და 6 ჯერადი გადიდების ოპტიკას (Zeiss Zielvier 4x (ZF39) და ZF42 ანუ Zeiss Zielsechs 6x). გაცილებით უფრო იშვიათად იყენებდნენ სხვა მწარმოებლის ოპტიკურ სამიზნეებს მაგრამ ყველა 4 ან 6 ჯერადი გადიდებით. სულ გამოშვებულ იქნა დაახლოებით 132 000 ერთეული სნაიპერული კარბინების. ბევრი ალბათ შეამჩნევდა მაუზერის პირველი სნაიპერული მოდიფიკაციების მზგავსებას ჯეფ კუპერის სკაუტის ტიპის შაშხანის კოცეფციასთან. ალბათ კუპერმა იცოდა ამის შესახებ და უბრალოდ დაინახა ასეთი მიდგომის პერსპექტულობა და განავითარა ეს იდეა და ჩამოაყალბა ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი შაშხანის ახალი სახეობა.

 

მაუზერი მეორე მსოფლიო ომების შემდეგ

 

მაუზერის ტიპის საშხანებს ფართოდ იყენებდნენ სხვა და სხვა ლოკალურ და კოლონიალურ ომებში. ალბათ ყველაზე დიდი როლი შეასრულა მან რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს იზრაელში. 1940-ან წლებში მას ფართოდ იყენებდა ჰაგანა და შემდეგ ცახალი. შემდგომ 1948 წელს ახალგაზრდა სახელმწიფომ დამატებით შეიძინა შაშხანების ძალიან დიდი რაოდენობა ცეხოსლოვაკიაში. მაუზერის სისტემის შაშხანები რჩებოდნენ საკმაოდ დიდხანს და გადიოდნენ საკმაოდ ბევრ მოდიფიკაციას. ყველაზე რადიკალური – გადაკეთება 7,62X51 კალიბრზე. ერთ ერთ რესურსზე, იყო ნახსენები, რომ დაპყრობილ ქვეყნებში წარმოებული მაუზერის სისტემის შაშხანები, ქარხნიდან გამოდიოდნენ არეული სამიზნეებით და დამატებით მისროალს საჭიროებდნენ. როგორც ჩანს ადგილი ქონდა მასიურ საბოტაჟს ქარხნების პერსონალისგან რაც სავსებით გასაგებია. ზუსტად ამ მიზეზეის გამო, ასეთი იარაღის შეძენისას სასურველია, რომ ის იყოს ორიგინალი მაუზერის ან ვალტერის ან სხვა გერმანული ან გერმანიის მოკავშირე ქვეყანაში გამოშვებული. რა თქმა უნდა ლაპარაკია ომის დროს გამოშვებულ მაუზერის სისტემის შაშხანებზე.

 

იზრაელის მაუზერი. ორიგინალური გერმნაული მარკირებები წაშლილია IsraeliK98kReceiverLeft.jpg

საკეტის გამძლეობა, მარტივი კონსტრუქცია, ლულის გამოცვლის სიადვილე და მასრის ძირის ერთნაირი ზომები მრავალ სხვა პოპულარულ კალიბრთან გახადა ის ერთ ერთი საუკეთესო პლატფორმა სხვა და სხვა მოდიფიკაციებისათვის. დღეს დღეისობით მაუზერის სისტემის რესივერები იყოფა ორ ჯგუფად, სტანდარტული და მაგნუმის კლასის.

მაუზერის სისტემის შაშხანების გამოშვება სხვა ქვეყნებში და იშვიათი მოდელები

მაუზერის სიტემის შაშხანებს ასევე უშვებდა უამრავი ქვეყანა და უფრო მეტი ეხლა უშვებს ამ სისტემის სპორტულ, სამხედრო(სნაიპერულ) და სანადირო იარაღს. სამხედრო მაუზერებს უვებდნენ გერმანია, ბელგია, ნორვეგია, იუგოსლავია, ჩრდილოეთ ვიეტნამი, ირანი, იზრაელი, პორტუგალია, მექსიკა.

საქართველოში მე მინახია ადრინდელი შაშხანები და ასევე ორი საკმაოდ იშვიათი სპარსული მაუზერი. წარმოებული ჩეხოსლოვაკიაში და შემდეგ თავად ირანში ეს ერთ ერთი ყველაზე დახვეწილი სამხედრო მაუზერებია. ჩეხებმა მიირეს ყველა დოკუმენტაცია და ნაწილი დანადგარების პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შესაბამისად მათ მიეცათ საშუალება ეწარმოენინათ იარაღი გერმანელი სპეციალისტების უშუალო კონტროლის ქვეშ. ჩეხური მაუზერები ერთ ერთი ორიგინალური მაუზერების ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული კლონია.

სურათებზეა სპარსული მაუზერი, არ ვიცი როგორ და რანაირად გარკვეული მათი რაოდენობა საბჭოთა კავშირის დროს მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. ორი ერთეული რაც მე მაქვს ნანახი იქნა ხელოვნურად გაფუჭებული, თუ პირველ შემთხვევაში ადგილი ქონდა ალბათ უფრო ბალისტიკური მარკერის დაყენებას ლულაში, მეორა შაშხანა იყო გახვრეტილი უკვე სამ ადგილას. ასე რომ თუ წააწყდით ეგეთ შაშხანას, ყურადღებით იყავით. 

 

სხვა მაუზერის სისტემის შაშხანების სურათები
თურქული მაუზერები czechs.jpg

იუგოსლავური მაუზერი (M-48 ) ps629.jpg

 

მაუზერი დღეს

მაუზერის დიზაინმა დაიპყრო არა მხოლოდ ევროპა არამედ ამერიკის ორივე კონტინენტი. სურათზეა თანამედროვე ამერიკული მაუზერის რეინკარნაცია. ეს არის კიმბერ 8400 სანადირო შაშხანის საკეტი. მაუზერის გავლენა აშკარაა. მასიური ექსტრაქტორი, კონტროლირებადი მიწოდება, და თანმედროვე მოთხოვნების მიხედვით ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადატანილი დამცველის ღილაკი. ასებე გააჩნია მიუხედავათ მაგნუმ კლასისა მხოლოდ ორი (სამის ნაცვლად) საბრძოლო უპორი. ტექნოლოგიური, დახვეწილი და ეფექტური სისტემა. უკვდავი კლასიკა.

STkimber8400_081406C.jpg
 

ტექნიკური აღწერილობა

მოდელები

rifles.jpg

ზევიდან ქვევით:

1.სრული ზომის შაშხანა Gewehr 98;

2. კარაბინი Karabiner 98b. მიქციეთ ყურადღება გრძელ სრული ზომის ლულას და ფახრილ საკეტის სახელურს. ასევე გააჩნია ახალი ტიპის სამიზენ მოწყობილობა;

3. კარაბინი Karabiner 98a. პირველი მოდელი დამოკლებული ლულით;

4. სპეციფიური მოდელი “Gewehr fьr Deutsche Reichpost” ანუ შაშხანა გერმანიის საფოსტო სამსხურისთვის. ზალიან ახლოს დგას K98k-თან მაგრამ განსხვავდება მცირე დეტალებში;

5. Karabiner 98k – სამხედრო მაუზერების საბოლოო მასობრივი ვარიანტი;

 

მაუზერის საკეტი, ინტეგრირებული (ფიქსირებული) მჭიდი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი მჭიდი boltactinmechanism.jpg

მაუზერის სისტემის შაშხანას ისევე, როგორც მოსინის სისტემუის იარარს (და ესევე სკს-ს) მოსახსნელი მჭიდი არ გააჩნია. შაშხანის დატენვა ხდება ღია საკეტით ზევიდან, ცალობით ან აბოიმის გამოყენებით. ვაზნები თავსდება ორ რიგად რის გამოც ფიქსირებული მჭიდი მთლიანად იარაღის კორპუსშია დამალული. შესაძლებელია ქვედა სახურავის გახსნა და ვაზნების სწრაფი ამოღება ან საკეტის მოძრაობით დამცველის შუა პოზოციაში დაყენებით. მოკლედ ზალზედ მოსახერხებელი და როგორც იტყვიან “იუზერ ფრენდლი” იარაღია.

 

საკეტი 

გაანია სამის აბრძოლო უპორი, ორი წინ ერთი უკან. სახელური ადრინდელ მოდელებზე სწორია, დაწყებული Kar98ა მოდელებიდან უკვე დახრილი. გააჩნია ორი საკმაოდ დიდი ნასვრეტი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხეთქილი დენთის აირების გაშვებას უსაფრთხო მიმართულებით. მასიური და შტამბეჭდავი ზომების ექსტრაქტორი იწყებ მოძრაობას საკეტის გახსნის მომენტში საკმაოდ დიდი მანძილით რის გამოც ექსტრაქცია არ წარმოადგენს პრობლემას თითქმის არასდროს. მასრის ამოგდება ხდება ეჟექტროის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სამხედრო მაუზერების საკეტის კონსტრუქცია იმდენად ძლიერა რომ თანამედროვე კომერციულ მაუზერის სსიტემის იარაღში მესამე (უკანა) საბრძოლო უპორი აღარ გამოიყენება. ეს ამცირებს წარმოების ხარჯებს და მეტყველებს იმაზე თუ რამდენად გამძლეა სამხედრო მაუზერები. ლეგენდარული და ძალზედ ძლიერი .375 Holland&Holland მაგნუმი “ჩატენილია” სტანდარტული ზომის რესივერში, კონსტრუქციის ყობელგვარი გაძლიერება მოდიფიკაციის გარეშე. ალბათ ინგლისელები სიამოვნებით გამოიყენედბდნენ მაგნუმის კლასის რესივერს მაგრამ იმ დროს ჯონ რიგბის გააჩნდა ექსკლუზიური უფლებები მაგნუმის კლასის მაუზერის რესივერის დამზადება/გამოყენებაზე. ასეა თუ ისეა მაუზერის სისტემის იარაღი კალიბრით .375 Holland&Holland ყველაზე კლასიკური და უნივერსალური სანადირო შაშხანაა.

 

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

 

ტექნიკურად მის აღწერას აზრი არ აქვს. იმის გაკონტროლება შეყენებულია თუ არა შესაძლებელია საკეტის უკანა ნაწილზე დაკვირვებით ან ხელის შეხებით. მე არ ვაძლევ არავის რეკოემენდაციას მოახდინოს დამრტ. სასხლ. მექანიზმის მოდიფიკაცია. ამას მარტო კვალიფიციური ხელოსანი გააკეთებს. არაკვალიფიციური კი იარაღს გააფუჭებს. ჩემთვის ცნობილია ერთი ფაქტი, როდესაც უმნიშვნელო მოდიფიკაციამ (პოლირებამ) გამოიწვია კარაბინის მწყობრიდან გამოსვლა. სამიზნე მოწყობილობები

არაფერი ზედმეტი, ასე შეიძლება დახასიათდეს. გამძლე მაღალი ხარისხის. შეიცავს V ფორმის ცელიკს და მუშკას. რეგულირებადი 100-დან 2000 მეტრამდე. მუშკა მოძრაობს ჰორიზონტალურ სიბრტყეში.

ვაზნების საკითხი (მნიშვნელოვანია!!!)

გერმანული სამხედრო ვაზნები

“l. S.” განსაკუთრებით მსუბუქი ტყვია (5,5გრ);

“s. S.” მძიმე ტყვიით (12,8 გრ);

“l. S. L’Spur” მგეზავი მსუბუქი ტყვიით;

“S. m. K.” и “S. m. K. H.” ჯავშანგამტანი;

“S. m. K. v. “, “S. m. K. L’Spur”, “S. m. K. L’Spur 100/600″ მგეზავი ჯავშანგამტანი;

“P. m. K. ” и “P. m. K. v. ” ჯავშანგამტანიი აალებადი

არის თუ არა სხვაობა 7.92X57 და 8X57 კალიბრებს შორის?
არა არ არის მაგრამ იმისთვის, რომ ნატელი მოვფინოტ ამ საკიტხს აი მოკლე ისტორია. 8mm Mauser იგივე 8×57 ან 7,92×57, იწარმოება 1888 წლიდან. 8X57 არის უფრო სამოქალაქო კომერცული სახელი, ხოლო 7.92X57 სამხედრო დასახეება ერთი და იგივე ვაზნის. 1888 წლიდან 1905 წლამდე ტყვიის დიამტერი გახლდათ .318. ვაზნის ინდექსი 8x57J. 1905 წლის შემდეგ დიამტერი გახდა .323. ხოლო ინდექსი გახდა 8x57JS. დაუშვებელია 8x57JS ვაზნების გამოყენება 1905 წლამდე გამოშვებულ მაუზერებში. დარწმუნდით, რომ თქვენი მაუზერის სიტემის იარაღი, რომლის გამოშცვების წელი არ იცით ან ამ პერიოდშია გამოშვებული, განკუთვნილია 8x57JS ვაზნებისათვის. თუ არ ხართ დარწმუნებული მომმართეთ მე ან ნებისმიერ დასვით შეკითხვა ავტორიტეტულ ფორუმზე, სადაც მიიღებთ კვალიფიციურ პასუხეს. 8x57J ვაზნების გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მაუზერებში მაგრამ: ა) ეს იქნება ძალიან ძველი და ესეიგი სახიფათო ვაზნები. ბ) სუზუსტეზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. მოკლედ მუშაობს მარტივი წესი: გამოიყენე იარაღში ის ვაზნები, რომელზეც კონკრეტული იარაღი განკუთვნილია. მე ასეც ვშვები და წყნარადაც მძინავს .

 

მარკირებები

 

სურათების დაგდებას აზრი არ აქვს (ვერ დავატევ ამ თემაში) მაგრამ არის აი ეს ცხრილი, რომლის მიხედვიტაც გაშიფრავთ რომელი მაუზერის კარაბინი გაქვთ გაქვთ. ანუ ეს მარკირებები ეხება მხოლოდ K98k მოდელებს. თუ რამე შეკიტხვა გაქვთ გადმომიგზავნეთ სურათები და მე დაგდგენთ ყველაფერს რასაც შევძლებ.

 

1934 • Mauser, Obendorf- S/42K .
• J.P Sauer, Suhl- S/147K
1935 • Mauser, Obendorf- S/42G .
• J.P Sauer- S/147G ERMA- S/27G
• Mauser, Borsigwalde- S/243G
1936 • Mauser, Obendorf- S/42 1936 wlis zeviT
• J. P. Sauer- S/147 1936 wlis zeviT
• ERMA- S/27 1936 wlis zeviT
• Mauser, Bosigwalde- S/243 1936 wlis zeviT
• Berlin-Lubecker- S/237 1936 wlis zeviT
1937 • Mauser, Obendorf- S/42, 1937
• J. P. Sauer- S/147, 1937
• ERMA- S/27, 1937
• Mauser, Borsigwalde- S/243, 1937
• Berlin-Lubecker- S/237, 1937
• Berlin-Suhler-Waffen (BSW)- BSW, gamoSvebis weli 1937
1938 • Mauser, Obendorf- S/42 1938, da aseve “42″ 1938
• J. P. Sauer- S/147 1938, da aseve “147″ 1938
• ERMA- S/27, 1938, da aseve “27″ 1938
• Mauser, Borsigwalde- S/243 1938, and also “243″ 1938
• Berlin-Lubecker- S/237 1938, da aseve “237″ 1938
• BSW- BSW 1938
1939 • Mauser, Obendorf- “42″ 1939
• J. P. Sauer- “147″ 1939 SeiZleba ar qondes gamoSvebis weli!
• ERMA- “27″ 1939
• Mauser, Borsigwalde- “243″ 1939
• Berlin-Lubecker- “237″ 1939
• BSW- BSW 1939, Gustloffwerke for “337″ 1939
• Steyr- Daimler, Steyr- “660″ 1939
1940 • Mauser, Obendorf- “42″ 1940
• J. P. Sauer- “147″ 1940
• ERMA- “27″ 1940, da aseve “ax” 1940
• Mauser, Borsigwalde- “243″ 1940
• Berlin-Lubecker- “237″ 1940, da aseve “duv” 40 gamoSvebis weli.
• Gustloffwerke- “337″ 1940 Steyr- “660″ 1940, da aseve “bnz” 40 wlamde.
1941 • Mauser, Obendorf- “byf” 41.
• J. P. Sauer- “ce” 41
• ERMA- “ax” 41
• Mauser, Borsigwalde- “ar” 41
• Berlin-Lubecker- “duv” 41
• Gustloffwerke- “bcd” 41
• Steyr- “bnz” 41
1942 • Mauser, Obendorf- “byf” 42
• J.P. Sauer- “ce” 42
• Mauser, Borsigwalde- “ar” 42
• Berlin-Lubecker- “duv” 42
• Gustloffwerke- “bcd” 42
• Steyr- “bnz” 42
• Waffen Werke Brunn, Bystrica- “dou” 42
1943 • Mauser, Obendorf- “byf” 43
• J. P. Sauer- “ce” 43
• Mauser, Borsigwalde- “ar” 43
• Gustloffwerke- “bcd” 43
• Steyr- “bnz” 43
• Waffen Werke Brunn, Bystrica- “dou” 43
• Waffen Werke Brunn, Brunn- “dot” 43
1944 • Mauser, Obendorf- “byf” 44
• J. P. Sauer- “ce” 44
• Mauser, Borsigwalde- “ar” 44
• Gustloffwerke- “bcd” 4
• Steyr- “bnz” 44 or “bnz” 4 *
• Waffen Werke, Brunn, Bystrica- “dou” 44 *
• Waffen Werke, Brunn, Brunn- “dot” 1944 *
1945 • Mauser, Obendorf- “byf” 45 * /**
• Mauser, Obendorf- “svw” 45 */ **
• Mauser, Obendorf- “svw” MB **
• Gustloffwerke- “bcd” 45 * Steyr- “bnz” 45 *
• Waffen Werke Brunn, Bystrica- “dou” 45 *
• Waffen Werke Brunn, Brunn- “swp” 45 *
*- ufro maRali seriuli nomrebiT gadaecemodnen sazRvao Zalebs rogorc sazRvao modeli.
**- aseT modelebs ar qondaT kondaxis “zatilniki” loJa iyo uxeSad damuSavebuli dafarvis gareSe

 

დამატებითი ინფო მარკირებებზე იხილეთ ამ სურათზე

 

marksdv9-971x1024.jpg

mauserjm7-716x1024.jpg

 

ტექნიკური კითხვები 

 

რა განსხვავებაა კონტროლირებად და არა კონტროლირებად მიწოდებებს შორის?

 

განსხვავება დიდია და პასუხი დევს თავად კითხვაში. კონტროლირებადი მიწოდება არის როდესაც საკეტის დაკეტვისას ექსტრაქტორი იერს მორიგ ვაზნას და უჭირავს ის მთელი გზა სანამ საკეტი დაიკეტება. არა კონტროლირებადი ანუ ე.წ. მიწოლით მიწოდებიანი სისტემა აქცევს ვაზნას ექსტრაქტორის ქვეშ იმ მომენტში როდესაც საკეტი მისულია წინა პოზიციაში და ხდება მისი ჩაკეტვა. ალბათ ეს თეორიაა მაგრამ კონტროლირებადი მიწოდება თეორიულად უფრო უზრუნველყოფს ვაზნების საიმედო მიწოდებას. განსაკუთრებით თუ იარაღი იმყოფება არა ვერტიკალურ მდგომარეობაში, ასევე შესაძლებელია, რომ საბრძოლო მოქმედებებში ხშირად შეუძლებელია გადატენვის ციკლის სრული შესრულება ანუ საკეტი შიგ მოტავსებული თყვიით შეიძლება იმოძრაოს წინ და უკან, კონტროლირებადი მიწოდებისას ეს არ სექმნის პრობლემას, ხოლო არაკონტროლირებადის შემთხვევაში დიდი ალბათობით გახდება სსრიოზული პრობლემა. რა გასაკვირია რომ ვინჩესტერმა თავიდან უარი თქვა ასეთ სქემაზე რომელსაც იყენებდა მოდელ 70 ტიპის შაშხანებში, ხოლო წლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა კონტროლირებად მიწოდებას. თუ შესაძლებელია იქონიო საუკეთესო, რატომ არუნდა იქონიო ის? ასე რომ მე მხარს უჭერ კონტროლირებად მიწოდებას.

!!!გაფრთხილება!!! არასდროს არ ეცადოთ ხელთ მოატავსოთ პატრონნიკში ვაზნა და შემდგომ დახუროთ საკეტი. ჯერ ეს ერთი ვერც დაკეტავთ და ან დააზიანებთ ექსტრაქტორს. მაუზერის სტილის ექსტრაქტორი მსოფლიოში ეტალონად ითველბა გამძლებით და რესურსით, დასანანია თუ გააფუჭეებთ მას არასწორი ექსპლუატაციის გამო

როგორ ხდება კარაბინის დატენვა დაცლა?
ცალ ცალი ვაზნით ზევიდან ან აბოიმით ზევიდან. დაცლა აუცილებლად გაბახორციელეთ საკეტზე განლაგებული დამცველის შუა პოზიციაში დაყენებით. საკეტის მოძრაობით ამოაგდეთ ცალ ცალკე ყველა ვაზნა. ფიქსირებული მჭიდის ხირი გახსან ქვევიდან გამოიწვევს მის ცვეთას და დაფარვის დაზიანებას.

დატენვისას, თუ ტენით აბოიმით, მისი ხელით ამორება არ არის საჭირო. საკეტი თავად ამოაგდებს მას. კიდევ ერთი წვრილმანი, რომელთა ერთობლიობა ხდის ამ სისტემას საუკეთესოს.

 

როგორ მოხსნათ ლოჟაზე განლაგებული რკინის სამაგრები?

 

მარტივი ხერხი – დაწიეთ შიგნით და შემდგომ დააფიქსირეთ ელასტიური ლენტიტ სამაგრი როემლიც იჭერს რკინის მრგვალ დეტალს (ложевое кольцо), რომლის მოხსნას აპირებთ. რბილი ჩაქუჩით სუსტი დარტმებით დაძარით რგოლი ადგილიდან და ნელა მოხსენით. თუ ასეთი ცქაუჩი არ გაქვთ შემოახვიეთ მას იზოლენტა ისე რომ რკინა რკინას არ მოხვდეს.

 

რა როლს ასრულებს ფოლადის მრგვალი დეტალი, რომელიც ჩაპრესილია კონდახში?
ის გამოიყენება საკეტის დაშლისთვის. აი როგორც აქ არის ნაჩვენები

mauser_mr_04.jpg

რატომ არ მემთხვევა სერიული ნომრები რესივერზე, საკეტზე და ასე შემდეგ.
რატომ არ ემთხვევა და იმიტომ, რომ საწყობში ეს იარაღი მთლიანად იშლება და შემდგომ გადის შემოწმებას. უვარგისი იარაღი იშლება, ნაწილები ინახება და თუ საჭიროა იცვლება. არაფერი ცუდი ამაში არ არის. საწყობიდან გატანილი იარაღი ორჯერ გადის შემოწმებას ასე, რომ ძალიან გაგიმართლებთ თუ შეგხვდათ ისეთი იარაღი, რომელსაც სერიული ნომრები ემთხვევა.

აწყობის შემდეგ ვერ ვაყენებ საკეტს რესივერში?
პასუხი ამ ყველა დროის პოპულარულ შეკითხვაზე იხილეთ აქ. თუ ვერ გაიგეთ დამიკავშირდით მე.
https://www.surplusr...com/shooting/ma … /index.asp

 

როგორ ყენდება ოპტიკა მაუზერზე?

უფრო ადვილად ვიდრე მოსინზე. მხოლოდ კავილიფიციური ხელოსანი დაგიყენებთ ოპტიკას. არ ენდოთ ნიჭიერ თვითნასწავლ ხარათებს. დაგრჩებათ გაფუჭებული იარაღი. მეორე გზა შეუკვეთოტ საზღვარგარეთ პლასტმასისი ლოჟა ინტეგრირებული სამაგრით. აი როგორც სურათზე

Mauserweaver.jpg

მაუზერი “გეკოზე”???
ანუ მცირეკალიბრიანი მაუზერი. კი არსებობდა ადრე ხოლო ის რაც საქართველოშია არის მხოლოდ ნორინკოს მიერ (ჩინეთი) წარმოებული სპორტულ-გასართობი იარაღი, რომელიც ვიზუალურად წარმაოდგენს მაუზერის კარაბინის შემცირებულ კოპიას. ნორინკო JW-25A იყენებს ჩეხური მცირეკალიბრიანი შაშხანის საკეტს. საინტერესო იარაღია მაგრამ მაუზერთან მას მხოლოდ გარეგნობა აქვს საერთო. ორიგინალური გერმანული ვარიანტო სახელად German training rifle Mauser KKW .22LRარის ცალ ვაზნიანი მარტივი შაშხანა, რომელიც სასწავლებლად გამოიყენებოდა გერმანულ ჯარში. 7.jpg

ჩემ სმაუზერს აკლია პატარ ორი ვინტი.

 

არ ვიცი რატომ მაგრამ აბსოლუტურ უმეტესობას აკლია. ე.წ. ჩამკეტი ანუ ფიქსატორი ვინტები იჭერებ ორ ძოროთად ვინტს (განლაგებულია რესივერის ქვედა მხარეს). იშოვეთ კარგი ხარსხის იგივე ზომის ვინტები და დააყენეთ. ფიქსატორი ვინტების გარეშეც კარაბინი იმუშავებს. ამ ვინტების ძირითადი ფუნქცია არის მტავარი ვინტების დაფიქსირება, რომ არ მოხდეს მათი დროტა განმავლობაში თვითნებური მოშვება.

 

ჩემ მაუზერზე ნომრები არ ემთხვევა ერთმანეთს ან გადახაზულია და სხვა ნომრებით არის შეცვლილი.

ეს ნორმალურია თუ საქმე გვაქვს ნზ-ს იარაღთან. სანამ ეს იარაღი საწყობებიდან რუსეთში ან უკრაინაში მოხვდება ჩვენთან ის გადის სრულ დაშლას, შემოწმებას და აწყობას. უვარგისი დეტალები იცვლება სხვა იაარღისგან აღებული დეტალებით. მერე იარაღი კვლავ გადის შემოწმებას და მზადდება გასაყიდათ. ასე, რომ არაფერი საგანგაშო არაა. თუ სხვა გზით შემტანლ მაუზერებს აქვს იგივე პრობლემა, ალბათ ნაწილი გამოცვლილ იქნა ან კიდე ეგეთი რამე. მოკლედ პრობლემა არ უნდა იყოს. სამხედრო მაუზერები მასობრივი იარაღია და კონსტრუქციულად გუზრუნველყოფს ბევრი ნაწილის შეცვლას ზედმეტი მორგება გადაკეთების გარეშე.

 

რა ტიპის ვაზნების გაოყენება შეიძლება?

ნებისმიერი 8X57SJ ტიპის ვაზნების. მე მჯერა და ვიცავ წესს, რომელიც იძახის, გამოიყენე მხოლოდ ის ვაზნები, რომლებზეც გათვლილია კონკრეტული იარაღი. მეტსაც გეტყვით, ჩემთვის ყველაზე სასურველი ტყვიის ტიპი ცემი სამხედრო მაუზერისთვის არის FMJ. ნამდვილად მოვერიდები სოფტ პოინტების და სხვა რაიმე კონსტრუქციის ტყვიების გამოყენებას. ასე უბრალოდ უფრო წყნარად ვარ.

 

შესაძლებელია თუ არა ნადირობა სამხედრო მაუზერით?

შესაძლებელია მაგრამ რაზე??? არსებობს სანადირო იარაღი. მე მიმაჩნია რომ სამხედრო ძველი გამოშვების იარაღი არ არის სასურველი ნადირობისთვის. არა იმიტომ რომ უარესია სანადირო იარაღზე უბრალოდ ეს მაგისთვის არ არის განკუთვნილი. რჩევა: სახიფათო ცხოველზე ნადირობამდე მიეცით საშუალება გამოცდილ ხელოსანს შეისწავლოს და შეამოწმოს თქვენი იარაღი. ისე, ყოველი შემთხვევისთვის

.

როგორ ავარჩიო საუკეთესო მაუზერი?

ისევე როგროც ნებისმიერი სხვა მეორადი იარაღი. ერთი გამონაკლისით – ძალინ ნუ უყურებთ გარგნულ ნიშნებს. ჟანგის (ზომიერი რაოდენობა იგულისხმება) ტაოტის სქელი ფენის და უხეში ლაკის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს ხელუხლებელი და კარგად შენახული იარაღი. ჩემმა მეგობარმა აე მიაგნო მაუზეს საოცარ დმგომარეობაში, ერთი მინუსი ქონდა, გატეხილი კონდახი და ამიტოამც ამს არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ის ეხლაც ირწმუნება, რომ მისი მაუზერი ბევრად უფრო უკეთესი იყო ვიდრე ათეულობით სხვა შაშხანა რომელიც მან დაათვალიერა.

 

ზოგადი კითხვები მაუზერზე

 

რა ღირს მაუზერი სქართველოში?

სამხედრო მოდლეები მაღაზიაში ღირს 800-900 ლარი. უფრო იშვიათი მოდელები გაცილებით მეტი. გამომდინარე იქიდან დევს თუ არა მაუზერები მაღაზიაში – ფასი მერყეობს 800 ლარიდან 2000 ლარამდე. მაუზერები შემოდის ეხლა უკრაინიდან მაგრამ არსებული ინფორმაციით უკვე აღარ ან ძალინ ცოტა შემოვა.

 

იშოვება თუ არა ვაზნები?
კი იშოვება. უნდა ეზებოტ მაღაზიაში. დღეს დღეისობით ფასი ერთ ვაზნზაზე შეადგენს 4-5 ლარს.

 

რა ვაზნების გამოყენება არის სასურველი?
ყველა ტიპის 8X57JS ვაზნა. მე არ შემიმჩნევია რაიმე პრობლემა სანადირო ვაზნებთან დაკავშირებით. მიწოდება საიმედოა და არანაირი პრობემა არ უნდა იყოს.

 

რა შემიძლია უყიდო ჩემ მაუზერს დამატებით?
არც არაფერი იამზე მეტი რაც მოყვება. მაღაზიებში არაფერი არ დევს. ანუ რაიმე დამატებითი აქსესუარები არ იშოვება.

თუ ვიმეს აქვს განსაკუთრებული კითხვები სიამოვნებით ვეცდები უპასუხო

 

საინტერესო ფაქტები

საინტერესოა რას წერდა ური მილშტეინი თავის წიგნში რაბინი- მითის დაბადება.

ამ ნაწილში აღწერილია როგორ ღებულობდნენ ებრაელები იარაღს ჩეხოსლოვაკიიდან.
2. Цапля прилетела

Чехословакия согласилась ускорить поставку первой партии оружия, но его надо было доставить в “Палестину”. Хагана пыталась организовать “воздушный мост”. Он эффективно действовал после 15 мая, но в критическое время до окончания мандата только один самолет прибыл из Праги. Он был прозван “Цаплей” (Хасида), история его такова. Агенты Хаганы в Женеве наняли 4-х моторный пассажирский самолет DC-4 американской компании “U.S. Overseas Airlines”. Кресла демонтировали, и на их место положили ящики с оружием и патронами. В экипаже было два еврея: штурман Ами Куперман из воздушной службы Хаганы и Сей Лернер, еврей-доброволец из Америки.Воздушное пространство страны все еще контролировалось англичанами, поэтому посадить “Цаплю” было сложной операцией. Ею руководил сам начальник генштаба Игаэль Ядин. Вблизи мошава Беэр-Тувия был расположен аэродром, лишь недавно покинутый англичанами. Командир мошава вывел тракторы, плуги и комбайны и перекрыл ими дороги к аэродрому. Самолет должен был прилететь в ночь на 1 апреля.В Праге самолет был загружен под охраной полиции. В полете самолет хранил “радиомолчание”. Только в полночь он должен был выйти на связь. Сигнал был послан из Беэр-Тувия и принят самолетом, но самолет не ответил. Забыли согласовать часы и, по гринвичскому времени самолета было еще только 22 часа. Два часа провели “встречающие” в крайнем напряжении. Наконец, в 2 часа ночи (в 0:00 по Гринвичу) была установлена связь.
Самолет приземлился, бойцы “Гивати” вынесли ящики и доставили их в Тель-Авив. В 3:30 самолет уже вылетел в Прагу. Все следы операции были тщательно уничтожены. Арабы сообщили английской полиции, что ночью прилетел “русский самолет” и привез оружие евреям. Офицер полиции приехал к мухтару (старосте) Беэр-Тувия. Мухтар (Мордехай Броверман) не отрицал: что-то произошло этой ночью – но по его словам это была первоапрельский розыгрыш. Англичанин не поверил и отправился инспектировать аэродром. Он нашел там стадо коров, мирно жующих траву. Пасторальный пейзаж убедил его, остальное доделал хороший обед с жареной уткой и вином. Броверман и англичанин ели, пили и острили по поводу “восточного воображения” арабов. Тем временем самолет вернулся в Прагу. Там его уже ждали представители американского посольства и английской разведки. Члены экипажа рассказали, что самолет доставил 7 тонн оружия. В SIS поняли, что Чехословакия поставляет оружие ишуву. Бен-Гурион записал в дневнике: “Этой ночью первый самолет прибыл благополучно. 250+40+1.500.000″. Это означало: 250 винтовок (Маузер образца 1898 г.), 40 пулеметов МG-34 и полтора миллиона патронов

 

სნაიპერული სისტემები დაფუძნებული მაუზერის სისტემაზე.

ულტრა თანამედროვე უმაღლესი კლასის მაუზერის სისტემის სნაიპერული იარაღი Gol-Sniper. იწარმოება Gol-Matic GmbH მიერ (გერმანია).

gol-sniper_m1.jpg

კიდევ ერთი უმაღლესი კლასის სანადირო იარაღი. კომპანია Granite Mountain Arms. სურათზეა თუ არ ვცდები თავად კომპანიის დამფუძნებელი ჯიმ ბროუდენი და მისი იარაღი.

სპრინგფილდი M1903
ამერიკელებმა გონივრულობა გამოიჩინეს, მოახდინეს მაუზერის სიტემის კოპირება, მაგრამ ისე თავხედურად არა, როგორც რუსებს ჩვევიათ ხოლმე კოპირება და მერე საკუტარ გამოგენებებად მოხსენიება. გადაუხადეს მაუზერს ფული და შექმნეს შესანიშნავი იარაღი, რომელიც ემსახურა მათ თითქმის ნახევარი საუკუნე.

 

წყარო: https://shooterscentral.ge/


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

იმედია მაუზერის მფლობელებს და მოყვარულებს ეს ინფორმაცია გამოადგება.


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კაუ ძალიან კარგი სტატიაა...

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვააა გილოცავ ძმობილო ოპციონი გამხდარხარ და ვერ შევამჩნიეთ....... :bravo:

აი აქტიურობა ამას ქვია..... :0022: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

გაიხარეთ დიდი მადლობა. ვეცდები კიდევ მოვიპოვო საინტერესო ინფორმაციები.   :)


Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

აუფ ძალიან მაგარია 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
dzalian magaria,hansakutrebi zatori magari daimedoa da musha,





1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?