პუდელპოინტერი
პუდელპოინტერი არის მრავალმხრივი სანადირო ჯიშის ძაღლი. ეს ჯიში ფანტასტიური უნივერსალობით გამოირჩევა და ნაირგვარი როლის შესრულება შეუძლია.ის მეძებარიცაა,რეტრივერიც,კვალზე მომუშავე და ყარაული ძაღლი. პუდელპოინტერი გამოყვანილია გერმანული მონადირე პუდელისა და ინგლისური პოინტერის შეჯვარებით.პუდელპოინტერის წონა მერყეობს 44-დან 66 ფუნტამდე რაც კილოგრამებში 20-ან 30-მდე კილოს შეადგენს.მდგომარე პოზიციაში სიმაღლე 53-დან 66 სანტიმეტრამდე არის.
1881 წელს გერმანელი სელექციონერი ბარონ ფონ ზედლიცი მუსაობდა ახალი ჯიშის გამოყვანაზე. მას სურდა გამოეყვანა მეძებარი ძაღლი რომელიც ეფექტური იქნებოდა წყალზეც და ხმელეთზეც. 100 სხვადასხვა ექსპერიმენტული მცდელობის შემდეგ გამოიყვანა პუდელპოინტერი.გერმანელი სელექციონერის იმედები ძაღლმა გაამართლა. ძაღლი ”ინტელექტუალი”, სწრაფი, გულადი, ერთგული, ნადირობის დიდი მოყვარული, წყლის მოყვარული, ძლიერი ინსტიქტის ყნოსვის მქონე გამოვიდა.
პუდელისა და პოიტერის გენეტიკური თვისებების შერწყმისას ბარონ ფონ ზედლიცმა მიიღო ამ ოჯიშებს შორის დაბალანსებული იდეალური ძაღლი.იდეალური სანადირო თვისებების წყალობით პუდელპოინტერმა მთელ გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ხოლო შემდგომ გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ჯიში ინგლისშიც ფართოდაა გავრცელებული.
პუდელპოინტერი ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელდა 1956 წელს და დღემდე აქტიურად მუშაობენ რომ შეინარჩუნონ ჯიშის სტანდარტი.1977 წელს კანადაში პუდელპოინტერის კლუბი დაარსდა. ჩრდილოეთ ამერიკაში ისევე როგორც გერმანიაში დიდი ყურადღება ეთმობა ამ ჯიშს.ძაღლის გამოყვანის სტანდარტები ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს.სამწუხაროდ ეს ჯიში ფართოდ არ არის გავრცელებული საქართველოში.