Jump to content


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კირკიტა - შავარდნისნაირთა რიგის მტაცებელი ფრინველი

 

alali_Falco-tinnunculus_monadirecom.jpg



ასეთი ფრინველი გვხდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საკმაოდ ბევრია საქართველოშიც. მისი სხეულის სიგრძე 31 – 38 სმ აღწევს. წონა 250 გრამამდეა. შეფეროლობაში ჭარმბობს წითური. ბინადრობს ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოშიც. იკვებება პატარ-პატარა მღრნელებითა და მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. კირკიტა ცენტრალურ ევროპაში ფართოდაა გავრცელებული. სხვა მტაცებელი ფრინველებისგან განსხავებით, იგი კარგათაა შეგუებული ქალაქის პირობებსაც.

სახელწოდება კირკიტა სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა ფრინველის უცნაური ბგერითი გამოძახილის გამო: „ი - კი - კი“, რომელსაც ის სხვადასხვა სახით, საჭიროებისამებრ გამოსცემს. ლათინურად მას „მოწკრიალე ჩიტი“ ჰქვია

საარსებო გარემო - კირკიტა სხვადასხვა გარემოსთან კარგი შეგუების უნარით გამოირჩევა. ამის გამო ის თითქმის ყველანაირ პირობებში გვხდება. თუმცა, როგორც წესი, კირკიტები თავს არიდენებ როგორც დაბურულ ტყეებს, ასევე სტეპებს.
ფრინველზე ბოლოდროინდელმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, ჩიკაგო, ბერლინი, სინგაპური - ფრინველის სანადირო სტილი მკვეთრად შეიცვალა. ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო აღნიშნულ გარემოში ხელოვნური პირობების მინიჭებამ. მოვიყვანთ ბერლინის მაგალითს: 1980 წელს გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა „მტაცებელ ფრინველთა დაცვის საზოგადოება“, რომლის ფარგლებშიც ფრინველებს ეხმარებოდნენ ქალაქის გარემოსთან შეგუებაში. 2007 წელს ბერლინის გაზეთ „ Deutsche Zeitung” -ში გამოქვეყნდა სტატია - „მტაცებელ ფრინველთა როლი ქალაქის სანიტარული პირობების დაცვისათვის“. სტატიის თანახმად, ბერლინის ერთ-ერთ უბანში, ფრინველთა ბინადრობის გამო, სანიტარიის დონე საგრძნობლად ამაღლდა (საუბარი გვაქვს თაგვებისა და სხვა მრავალი ინფექციური დაავადებების გადამტანი ცხოველების ნადირობაზე).

საკვები და მოპოვების წესები - სასოფლო - სამეურნეო პირობებში მობინადრე ფრინველებისათვის უმეტესწილად დამახასიათებელია პატარა ძუძუმწოვრებით კვება, როგორებიცაა: მინდვრის თაგვი, სალამანდრა, ვირთხა და სხვ. თუ რომელი ცხოველი შეადგენს ფრინველის კვების ძირითად რაციონს, ეს დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. არმურის კუნძულებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კირკიტა იქ წყლის ვირთხაზე ნადირობდა. ამის საპირისპიროდ - ევროპის ქალაქებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კირკიტა აქ ძირითადად მინდვრის თაგვებზე ნადირობს, აგრეთვე ეტანება ხვლიკებს, ნაწილობრივ - ჭიაყელასა და მწერების გარკვეულ სახეობას, როგორიცაა კალია და ხოჭო.

ნადირობის მანერა - კირკიტა მიეკუთვნება ე.წ. მტაცებელ ფრინველთა ჯგუფს, რომელიც მსხვერპლს სწრაფი დაჭერით ითრევს და კეფაში ერთი ჩანისკარტებით კლავს. კირკიპასთვის დამახასიათებელია ნადირობის სხვადასხვა სტილი, როგორიცაა: მჯდომარე ნადირობა (რომლის დროსაც ფრინველი კარგათაა დამალული და მსხვერპლს ხიდან ან სხვა სიმაღლიდან აკვირდება, შემდეგ კი ელვისებური თავდასხმით იჭერს მას) ან ჰაერში ლივლივი (რომლის დროსაც კირკიტა ჰაერში თითქოს ერთ ადგილზეა გაჩერებული). გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ფრინველის ეს ქცევა ცნობილია სახელწოდებით - „ Rutterflug”, ანუ „ჰაერში დგომა:, ლივლივი მზვერავ პოზიციაში, საიდანაც ის აკვირდება მსხვერპლს. ასე ფრენას ფრინველის ფრთების ძლიერი ქნევა უწყობს ხელს, რაც მისგან დიდ ენერგიას მოითხოვს. თუმცა, ქარის შემთხვევაში, ფრინველს ახასიათებს ფრთების ისეთი ელასტიური განფენის უნარი, როგორც მას საშუალებას აძლევს, დაზოგოს ფრენისათვის განკუთვნილი ენერგიის 40%. იგი წარმატებით იყენებს ქარის ენერგიას. მაშინ, როდესაც ფრინველი ჰაერში ერთ ადგილზეა გაჩერებულიც იგი ნელ-ნელა აცურებს სხეულს უკან, სანამ მანძჳლი თავიდან სხეულამდე ბოლომდე არ გაიჭიმება. ამის შემდეგ ფრინველი გადადის აქტიურ, ე.წ. „ელვისებურ ქმედებაზე“ ფრთების კმვეთრი მოქნევით ავითარებს დიდ სისწრაფეს და მსხვერპლისაკენ მიექანება. კირკიტასათვის ჰაერში ნადირობა განსაკუთრებულ პირობებშია დამახასიათებელი. კერძოდ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად უწევს მას ცხოვრება - სოფლად თუ ქალაქად. სწორედ ქალაქში მცხოვრები კირკიტა ნადირობს ჰაერში პატარა ჩიტებზე. ზამთარში კირკიტას ე.წ. „მჯდომარე ნადირობა“ უფრო ეხერხება. ბრიტანეთში იანვრიდან თებერლის ჩათვლით ფრინველი სწორედ ნადირობის ამ სტილს მისდევს. მაისიდან აგვისტოს ჩათვლით კი იგი ნადირობის ორივე ფორმას თითქმის თანაბარი პროცენტული თანაფარდობით - 49/51 იყენებს. გარდა ამისა, ფრინველისთვის გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მას ჰაერში ნადირობისას ესაჭიეროება დიდი რაოდენობით ენერგია, რასაც იგი ზაფხულის სეზონზე მინდვრის თაგვებზე ნადირობით ინაზღაურებს.

დაწვრილებით წაიკითხეთ "მონადირის გზამკვლევში" 
 

ეს კი საქართველოს ფრინველთა სარკვევიდან

კირკიტა მოიპოვება სამხ.ევროპაში, სამხ.აზიასა და აფრიკის დიდ ნაწილში, სადაც იგი დასაზამთრებლად მიფრინავს.

საქართველოს ფარგლებში ეს ფრინველი მოიპოვება თითქმის ყველგან. გვხვდება როგორც მობუდარი ფორმა. ვერტიკალურად აღწევს 3600 მ.მდე.

ის ბინადრობს ღია დგილებში - ველებზე, მინდვრებზე. მაისის დამლევს 3 - 7 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე.

ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, ზოგჯერ ჭამს კვლიკებს, მცირე ზომის თაგვისებურ მღრნელებს. 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:

ტეგები?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2202 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ჩემთან ბევრის გლდანში კორპუსის ნაპრალებში არის 5-10 სულიანი ოჯახებიც ოჯახია თუ რა არის არ ვიცი მარა ერთ შნურზე მაგდენი ჯდება ხოლმე :D



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
სამი დღის წინ სახლში ეზოში ვიჯექი და ამინდი აირია საღამოს პირზე..მე ისეთი რამე ვნახე ვერ დავიჯერე ერთი მინიმუმ ასი ფრთა კირკიტა გადმოვიდა დრთდროულად გუნდად...ასეთი რამე მე არ მინახია მეტი..იცით რა სასიამოვნო საცქერი იყო ამდენი ფრთა კირკიტას ნარნარი.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ვიტყომ პატარა ჩიტი ეძახეთ, ზომით მიმინოზე პატარა ვიდი აქვს მარა წონით მიმინოზე დიდს იზრდება. გეშავენ მწყერზე მარა ისე შედეგიანად მწყერზე ვერცერთი ფრინველი ვერ ნადირობს როგორც მიმინო

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

შარშან ზაფხულში ძალიან მსუბუქად დავჭერი ეს ჩვენი ღრმად პატივცემული კირკიტა, ფრთა ჰქონდა ძალიან მსუბუქად მოტეხილი, მეგობარს გავატანე ჰყავდა კარკვეული პერიოდნი, ეხლა არ ვიცი მისი ბედი რა ეწია მგონი მანაც გააჩუქა (ჰაერში ლივლივებდა ლამაზად თავიდან სროლას არ ვაპირებდი ისე ლამაზად ლივლივებდა ცაში, მერე მეგობარმაც შემაგულიანა).. :) 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gigi123

gigi123

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 16 პოსტი
  • მისამართი:voroncovi
  • წარმოშობა:chiatura

5 წლის წინნდელი

მიმაგრებული გალერეა

  • image.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამაზე სროლა არ ღირს. თავის საქმეს აკეთებს...


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gigi123

gigi123

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 16 პოსტი
  • მისამართი:voroncovi
  • წარმოშობა:chiatura

me ar momiklavs



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi
ტირიფონელ  ისე გემრიელი გაგიმებული სახიტ ვკიტხულობდი ეხლა და სჰენ სტატუსზე რო ჩამოვედი ძააან ბევრი ვიცინე :))))))))) საერთოდ არ მოველოდებოდი ))))))))))) რას ერცჰოდი ლამაზად თუ ლივლივებდა შეკაი კაცო :))))))))))))) :D :)))))


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1665 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

 

ტირიფონელ  ისე გემრიელი გაგიმებული სახიტ ვკიტხულობდი ეხლა და სჰენ სტატუსზე რო ჩამოვედი ძააან ბევრი ვიცინე :))))))))) საერთოდ არ მოველოდებოდი ))))))))))) რას ერცჰოდი ლამაზად თუ ლივლივებდა შეკაი კაცო :))))))))))))) :D :)))))

 

:0024: შემომესროლა...

 
 






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?