Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ტოზ-57; ТОЗ 57; toz 57





უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, მიუხედავად იმისა რომ ტოზ-34 თავისი მექანიზმის სისუსტის გამო არც თუ ისე იმედიანად გამოიყურება სხვა თოფებთან შედარებით, მაგრამ მოთხოვნილება თითქმის 48 წელია არ განელებულა. დღესაც ითვლება რუსეთში ერთ ერთ მსუბუქ თოფად კარგი ბალანსით, ორიგინალური დიზაინითა და მექანიზმით, რაც აღინიშნა კიდეც 1965 წელს პატარა ოქროს მედლით ლაიფციგის საერთაშორისო გამოფენაზე. რა შეიძლება ითქვას ტოზ-57-ზე, რომელიც შეიქმნა ტოზ 34-ის ბაზაზე 1978 წელს სასანგრე სპორტული სროლისთვის. (ტოზ 57-K კი განკუთვნილია მრგვალი სტენდისთვის). დიდი პოპულარობით სარგებლობს მონადირეებსა და სტენდზე სროლის მოყვარულთა შორის. ტოზ 34-თან შედარებით ტოზ 57- ში შეტანილია რიგითი ცვლილებები რაც უფრო დაკავშირებულია საბრძოლო თვისებების და მისი სროლის რესურსის გაზრდასთან. სროლის პროცენტული დაჯგუფება შეადგენს 35 მეტრზე №7 საფანტით 70 სანტიმეტრის დიმეტრის სამიზნეზე, ქვედა ლულით 60-65%-ს, ზედა ლულით კი 70-75%-ს. ლულის ფოლადის ხარისხის გაზრდით ლულის სამუშაო წნევა გაიზარდა 750 მ/პა-დე. გაძლიერდა ლულის ჩარჩოსთან ჩაკეტვის პრინციპი ლულაზე სპეციალური დამტებითი დაბოლოებებით, რომელიც ჩარჩოსთან ჩაკეტვისას ჩადის სპეციალურ ჭრილებში. ტოზ 57-ს არ გააჩნია სამართავი დამცავი ღილაკი რაც ნადირობისას ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე არც თუ ისე საიმედოა. მიუხედავათ რიგით დადებითი ცვლილებებისა ტოზ 57-ში დარჩა იგივე სისუსტეები რაც თავიდანვე ჩადებული იყო ტოზ 34-ის მექანიზმის შექმნასას. კერძოდ შემაყენებელი ბერკეტები და მავთულისებური ნახევრად წრიული ფორმის საბრძოლო ზამბარები, აღარ შევეხები სხვა მინუსებს, რომლებიც მიუხედავად ტექნოლოგების დახვეწისა მაინც რჩება აქილევსის ქუსლად. ტოზ 57-ის დამსხლეტი მექანიზმი ერთ სასხლეტიანია, რომლითაც სროლის თანმიმდევრობა დაცულია და არ იცვლება როგორც ეს ხდება სხვა სამონადირეო ერთ სასხლეტიან მოდელებში, სადაც შესაძლებელია ჯერ ისროლო ქვედა ლულა შემდეგ ზედა, ან პირიქით. ტოზ 57 -მა მისი რიგი კონსტრუქციული დადებითი ცვლილებებისა და ასევე ფასმაც მაინც ვერ გაუწია კონკურენცია ისეთ ცნობილ სპორტულ თოფებს როგორებიცაა მც 106, მც 108, მც 109. შედარება იმისა თუ რა უპირატესობა აქვს ამ მოდელებს ტოზის მიმართ, მგონი ამაზე სააუბარიც არ ღირს. არ მინდა ვინმეს გული გაუტეხო მაგრამ გამოგიტყდებით ჩემი 25 წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ შემიკეთებია სხვა სისტემის სანადირო თოფები იმდენჯერ რამდენჯერაც ტოზ 34-ის მექანიზმი.
<p>ასეთი ისტორიაც ბევრჯერ მომისმენია რუსეთში, კონსტრუქტორი კოროვიაკოვი რომელმაც შექმნა ტოზ 34, შესულა თოფის ოსტატების შეკრებაზე,რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ რათა გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, ერთერთს უცვნია და წარუდგენია დანარჩენებისთვის რომ ეს იყო ტოზ 34-ის შემქმნელი კონსტრუქტორი. ამდგარა ერთი ოსტატი და უთქვამს დიდი მადლობა ბატონო კონსტრუქტორო ასეთი თოფის შექმნისთვისო, სანამდე ექნებათ მონაადირეებს თქვენს მიერ შექმნილი თოფი ჩვენ ოსტატებს პურის საყიდელი ფულის პრობლემა არ გვექნებაო. მე ჩემი პრაქტიკიდან გმომდინარე აბსოლიტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ბევრი ჩემი კოლეგა იზიარებს ამ აზრს, არა მარტო საქართველოში.
<p>მიუხედავად ამისა სპორტული თოფები თავისი დიზაინით, ბალანსით, სროლის რესურსით და გამძლეობით მართლაც რომ ჯობია ანალოგიური სისტემის სამონადირეო მოდელებს. გასათვალიწინებელია სიმძიმე და ისიც რამდენად პრაქტიკულია სპორტული თოფი სანადიროდ, სადაც ყოველი გასროლა ხდება სხვადასხვა მანძილზე, საფანტის ზომაც და დაჯგუფებაც უნდა იყოს შესაბამისი, რასაც ვერ მოვთხოვთ სპორტულ თოფს რომლის დანიშნულებაცაა კონკრეტულ მანძილზე კონკრეტული ნომრის საფანტით მიაღწიოს მაქსიმალურ დაჯგუფებას, რაშიც მას ნამდვილად ბადალი არ ყავს.



მოდელები ТОЗ 57т-1с, ТОЗ 57к-1с და ТОЗ 57т-12е - 12 ყალიბის სპორტული თოფებია ლულათა ვერტიკალური წყობით. დამზადებულია ტოზ-34-ის ბაზაზე(გაძლიერებული აქვს ლულების ჩაკეტვა). გამოდიოდა 1978-1985 წლებში.
მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილია ТОЗ 57к-1с(675მმ სიგრძის ლულით), ხოლო სასანგრე სტენდისათვის კი ТОЗ 57т-1с და ТОЗ 57т-12е(ორთავე მოდიფიკაცია 750მმ სიგრძის ლულით). მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოდიფიკაცია იწონის 3,3-3,6 კგ-ს, ხოლო სასანგრე სტენდისათვის_ 3,4-3,7 კგ-ს. სავაზნის სიგრძე შეადგენს 70მმ-ს. ერთსასხლეტიანია.


მოდიფიკაცია ТОЗ 57т-12е აღჭურვილია ეჟექტორით და სახსნელი(საცვლელი) ვენტილირებადი სამიზნე თამასით. შემაერთებელი თამასებიც ვენტილირებადია. ამ მოდიფიკაციას აქვს სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, რომელიც ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე იცვლება სწრაფად(სპორტული შეჯიბრებისას მექანიზმის დაზიანების შემთხვევაში სპორცმენს მხოლოდ 3 წუთი ეძლევა დაზიანების აღმოსაფხვრელად). მოდელი 1985 წელს შეიცვალა(ჩაანაცვლეს) ტოზ 84-ით.


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თეგები და დიდი ასოებით სათაური აკლია....სურასთებიც გაამდიდრებდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Подарочное 1982-1983 г.в.
1911082.jpg
1911084.jpg
1911086.jpg

Улучшенное 1974 г.в.
1911186.jpg
1911188.jpg
1911190.jpg

1913484.jpg

24-toz-57-t-2500.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

24-toz-57-t-2500.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1003 პოსტი
ტოზ - 106.


v0bddae.jpg

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ეს მოდელი არც მინახავს არასდროს. რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება ნაქვს. გლუვლულიანი და თან ბოლტი

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საერთოდ პირველად ვხედავ ამ მოდელს.ცოტა უცნაური რამეა


დუდუ

LEGION.GE


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საერთოდ პირველად ვხედავ ამ მოდელს.ცოტა უცნაური რამეა

უცნაური იარაღია


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?