Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ლაზეთის ისტორია - Lazetis istoria
)
 

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ…
ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია…

ლაზები წყაროებში პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიებიან. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო პერიოდიდან ლაზები მნიშვნელოვან ეთნიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში, როდესაც კოლხეთის სამეფოს რომაელები შემოესივნენ, კოლხებმა ნდობა დაკარგეს რომის წინაშე და სამეფოს ხელისუფლების ჰეგემონია კოლხების მონათესავე ტომის ლაზების ხელში გადავიდა, რომელნიც რომის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ და მეფეებსაც ამ ტომიდან ირჩევდნენ.
პოლიტიკური მესვეურობის კოლხებიდან ლაზების ხელში გადასვლას თვით სახელმწიფოებრივი სახელწოდების შეცვლაც მოჰყვა და ამიერიდან რომაელებმა მას, ნაცვლად კოლხეთისა, ლაზიკა ან ლაზიკე დაარქვეს. იოანე ლიდე (V-VI ს.) წერს: “კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგან”(1) . აქედან გამომდინარე, “კოლხიდას” იმიტომ ჰქვია ამჟამად “ლაზიკე”, რომ ამ ქვეყანაში ჰეგემონობა ლაზებს მოუპოვებიათ.
ამგვარად, IV-V საუკუნეებში ჩამოაყალიბდა ლაზიკეს სამეფო, რომელიც დღევანდელ მთელ დასავლეთ საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავდა.
პონტოელი ლაზები (ჭანები) ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ. კოლხი ლაზები, რომელთაც შემდგომ მეგრელები ეწოდათ.
სამართლიანად აღნიშნავს აკად. ნ. ბერძენიშვილი: “VI საუკუნის ლაზიკაში აღარ ჩანდა აგრე რიგად ტომობრივი გამოკვეთილობა (არც პოლიტიკური და არც ეთნიკური) რომ ლაზიკა ერთი მთლიანი ხალხი იყო და ძველი ტომობრივობის კვალი გაქრობის გზაზედ იდგა. თორემ ძველად რომ ეს ტომობრივობა აშკარად ჩანდა, ამას ხომ ძველი ბერძნული წყაროები მოწმობენ (ეკრიკტიკე, მონრალოი) ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ეს უახლოესი მონათესავე ტომები (ლაზები, ეგრები და სხვ.) ერთიმეორეს ისე დაახლოებიან, ერთიმეორეს ისე შერწყმიან, რომ მათი სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მიმომხილველისათვის შეუმჩნეველია. ამასვე მოწმობს ის გარემოება, რომ პროკოპი მათ ყველას ერთი სახელით იცნობს – ლაზი – და ისიც, რომ ეს “ლაზები”, თავისი ძველი ტომობრივი წარმომავლობის მიუხედავად, ყველანი თავიანთ თავს კოლხთა ჩამომავლად სთვლიან”(2).
ლაზეთს უხდებოდა თავგანწირული ბრძოლა რომის, ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ. მტრებს აინტერესებდათ თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექციათ ლაზიკა. პოლიტიკურ ბრძოლას თან სდევდა რელიგიური დაპირისპირება. პირველსავე საუკუნეში ლაზეთში დამკვიდრებულ ქრისტიანობას რომი ებრძოდა თავისი წარმართული რწმენით. იმავდროულად სპარსეთი მაზდეანობის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) დამკვიდრებას უშედეგოდ ცდილობდა.
დამპყრობლებთან ბრძოლაში, ბრძნული, მომგებიანი პოლიტიკის გატარებაში თავი ისახელეს ლაზთა მეფეებმა: წათე I, წათე II, გუბაზი, ოფსიტე…
ბიზანტიის ძლიერების ხანაში ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, მაგრამ ლაზიკა ბიზანტიას არც ხარკს უხდიდა და არც ჯარს უგზავნიდა. ლაზეთის მეფე ვალდებული იყო მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და მტრებისგან დაეცვა ბიზანტიის სამფლობელო.
თამარის მეფის გაერთიანებულ საქართველოში ლაზეთი ტრაპიზონის იმპერიის სახით ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ცხადია, ტრაპიზონის სამეფოს მოსახლეობის უძირითადეს ნაწილს ლაზები შეადგენდნენ. ისინი ასევე დიდ როლს თამაშობდნენ თამარის დროს ქვეყანაში. ცნობილია, რომ თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიაში წამყვანი ადგილი ლაზებს იჭირათ.
ასე გრძელდებოდა 1461 წლამდე, ვინაიდან ამ წელს ოსმალებმა ტრაპიზონის სამეფო დაიკავეს; იქ მეფის ინსტიტუტი გააუქმეს და ამ დროიდან ლაზეთში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას შეუდგნენ.
ლაზური გადმოცემით, ოსმალებთან უთანასწორო ბრძოლაში სახელი გაითქვა ლაზეთის მმართველმა კახაბერმა, რომელმაც არაერთხელ განდევნა შემოჭრილი დამპყრობელი. ბოლოს ოსმალები დიდი ჯარით ხელახლა შემოესივნენ ქვეყანას, მათ მოახერხეს კახაბერის მოკვლა და სამეფოს დაპყრობა. ლაზი ხალხი გმირ კახაბერს დღესაც დიდი პატივით იგონებს და ამაყად ამბობს: “ყველა კაცი კაცია, ხოლო კახაბერი სულ სხვა კაციაო”. ამიტომაც ლაზეთის ერთ სოფელს კახაბერი დაერქვა.
წინააღმდეგობის ფრონტი ლაზეთში 1820-იან წლებამდე გაგრძელდა, მაგრამ ამ დროისთვის ოსმალეთის მთავრობამ ლაზი მთავრების მედგარი წინააღმდეგობა გასტეხა და იავარჰყო მათი თავისუფლება.
უფრო მოგვიანებით მსგავსი ენთუზიაზმით იბრძოდნენ ლაზეთის პატრიოტები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგაც, რამაც რუსის მეთაურს საანგარიშო მოხსენებაში ათქმევინა: ლაზები გულადი ხალხია, მათი შიშით ოსმალთა ლაშქარიც კი ვერ ბედავს ლაზურ სოფლებში შესვლას და იქ გაჩერებას.
1878 წლის ბერლინის ხელშეკრულბეით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ლაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, 16 სოფელი დღევანდელი გონიოდან ქ. ხოფამდე. ცარიზმმა აქ მშობლიური ქართულის ნაცვლად რუსული ენის დაკანონება სცადა, ამავდროულად ლაზეთის მედრესეებში სწავლება ჩვეულებრივ, თურქულად მიმდინარეობდა.

1910 წელს ამის საპასუხოდ ლაზებმა აბდულაჰ აშიქ ჰასანოღლუს ხელმძღვანელობითა და ინიციატივით შეადგინეს წერილი სწავლა-განათლების ქართულ ენაზე შემოღების მოთხოვნით, რასაც ქართული საზოგადოება დიდი მხარდაჭერით შეხვდა, მასწავლებლებიც მზად იყვნენ ლაზეთში სამუშაოდ, მაგრამ ლაზთა ამ სამომავლო წამოწყებას 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ბრესტის ზავის შედეგად ლაზეთი თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა

 

წყარო:https://literatura.mcvane.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბოდიში და ლაზეთი რამდენი %-ია ჩვენი ტერიტორიის? ტაო-კლარჯეთზე და მესხეთ-ჯავახეთის ნაწილზე აღარაფერს ვამბობ....

33% ზე მეტი აქვს თურქეთს ჩვენი მიწების მიტაცებული.

 მე რომ მკითხოს ყველამ უნდა წაიკითხოს ეს სტატია.....ჩვენი ისტორია(არა მარტო დღევანდელი ან თუნდაც ეს , როგორიცაა უახლესი.)კარგი იქნება რომ ყველამ ვიცოდეთ...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube....bed/ihD_9wj3GTc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

კარგია ბაბუ, რომ ასეთი ჩართვებიც გვაქვს ფორუმში. ბრავო !  :bravo:  :bravo:  :bravo:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?