Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მწვადი

 

qb46v.jpg

 

 

მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა “შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია – მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.

მწვადზე ექსპერიმენტების ჩატარება “ცოდვაა”. უმჯობესია მწვადის ოსტატთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დავეყრდნოთ. მწვადის ხარისხი დამოკიდებულია: ხორცის ცხიმიანობაზე, ნაჭრების ზომასა და იმაზე, თუ რამდენად ახალია ხორცი. ბატკნის ხორცი ნაკლებად ნოყიერია, ისევე როგორც ხბოსა და გოჭის.

და კიდევ, მწვადის შეწვაში არასათანადოდ გათვითცნობიერებული ადამიანები უპირატესობას ახლად დაკლულ საქონლის ხორცს ანიჭებენ, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ “თბილი” ხორცის მწვადი მაგარი და ნაკლებად გემრიელია. უმჯობესია ხორცს 5-10 საათით ვაცალოთ “მომწიფება”, სამაგიეროდ ნახელავი გემრიელი გამოვა.
.

.ti8ay.jpg

.
თუ ეჭვობთ, რომ ხორცი ბებრი საქონლისაა, მაშინ სამწვადედ ქონიანი ნაჭრები შეარჩიეთ. ლოგიკა მარტივია – ქონი სწრაფად გადნება და მწვადი რბილი და წვნიანი გახდება. საამისოდ შამფური ისე უნდა დადოთ, რომ ხორცის ქონიანი ნაწილი ზემოდან მოექცეს, რათა გამნდნარი ცხიმი ხორცშივე ჩაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ნაკვერჩხალში ჩაეწვეთება, აალდება და მწვადი დაიწვება.

თუ ხორცი ზედმეტად მჭლეა, ნაჭრებს ძმარი, ბროწეულის წვენი ან მშრალი წითელი ღვინო უნდა მოვასხათ, რათა მწვადი ცვრიანი გამოვიდეს. ცხიმიან ხორცს კი, თუ უბრალოდ წყალს მოვასხამთ, მწვადი გაცილებით გემრიელი გამოვა. მწვადის შეწვის კლასიკური მეთოდის მიხედვით, შეწვამდე ხორცს მარილი, პილპილი და ხახვი უნდა მოვაყაროთ (თუმცა მარილი ძალიან არ უხდება ცხვრის ხორცს), მაგრამ ეს ყველაფერი თეფშზეც შეგვიძლია მოვაყაროთ.

მწვადის შეწვისას არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ მცენარეს ვიყენებთ შეშად. მაგალითად ნაძვის ფისი მწვადს კანიფოლის სურნელს მიანიჭებს, შავი კოპიტის სუნი კი მადას დაგიქვეითებთ.

ვერხვი არა მარტო ცოცხალ ორგანიზმებს ემტერება, შეშადაც არ გამოდგება, რადგან კარგ ნაკვერჩხალს ვერ იკეთებს. გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ შეშად ფიცრები. ჯერ ერთი, მისგან ნაკვერჩხლის ნაცვლად ნაცარს მიიღებთ, მეორეც – ფიცარი უმეტეს შემთხვევაში შეღებილია. ქიმიური საღებავის გემო კი, ვგონებ მწვადზე მოქეიფეებს დიდად არ ესიამოვნებათ..73iv0.jpg

.

.

იდეალური ვარიანტი ხილის ხეებია. მაგალითად გარგრის ხე ხორცს სასიამოვნო არომატს აძლევს და უფრო გემრიელს ხდის. ვაშლის ხის შეშა კარგ ნაკვერჩხალს ტოვებს, თუმცა ხორცს არომატს არ ანიჭებს.

ქლიავის ხის შეშა კარგად იწვის, ნაკვერჩხალი კი დიდხანს ძლებს. საკმარისია ნებისმიერ შეშას ალუბლის ტოტები დავამატოთ, რომ ხორცი განუმეორებელ არომატს მიიღებს. მწვადის შესაწვავდ კი საუკეთესო მაინც დალოცვილი წალამია.

გურმანების თავისებურებანი
ყირიმის თათრები მწვადის ჩვენზე არანაკლები ოსტატები არიან. ისინი ხორცს ამჟავებულ რძეში დებენ, რომელშიც ძირა და ხახვია არეული. მარინირების ვადა ამ ფორმულით განისაზღვრება – რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი.

მწვადი ყირიმულად: ცხვრის რბილი ხორცი დაჭერით და მოათავსეთ შუშის ან მომინანქრებულ ჭურჭელში (დაუშვებელია ლითონის ჭურჭლის გამოყენება). დაასხით ამჟავებული რძე, მოაყარეთ ხახვი, პილპილი და ნიორი. გააჩერეთ რაც შეიძლება მეტ ხანს. ორი-სამი დღის მერე ხორცი ისეთ სასიამოვნო არომატს მიიღებს, რომ მისი უმად შეჭმა მოგინდებათ. სწორედ ასე იქცევიან ყირიმის თათრები. ისინი კოცონს სიმბოლურად უფრო ანთებენ.

 

0973e.jpg

თურქები და აზერბაიჯანელები, რომლებიც მწვადს ქაბაბს უწოდებენ, უპირატესობას ბატკნის ნეკნებს ანიჭებენ. ჩვენი მეზობლები ხუმრობითაც ამბობენ – ”ან თოთო ბატკნის ხორცით უნდა ჩაიტკბარუნო პირი, ან მშიერი დარჩე”.

ხორცი მომცრო ნაჭრებად დაჭერით, ისე რომ ყოველ ნაჭერში იყოს ნეკნი ან ხრტილი. არავითარ შემთხვევაში არ მოაყაროთ მარილი ან წიწაკა და არ მოასხათ ღვინო. ნაჭრები ააცვით შამფურებზე და ნაკვერჩხალზე შეწვით. მწვადს მიირთმევენ სალათის ფურცლებთან, მწვანე ხახვთან და ნიორთან ერთად.

სომხები ჩვენგან განსხვავებით, ხორცს ვეება ნაჭრებად წვავენ და შემდეგ ნაჭრებს ათლიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ხორცის დიდი ნაჭრები შეწვისას უკეთ ინარჩუნებს წვენს. მარინადისთვის იყენებენ დაკეპილ ხახვსა და ლიმონს, კონიაკს, დაფქულ მიხაკს, სუნელებს, წიწაკასა და ორი სუფრის კოვზ ღვინის ძმარს.
.

..2a0sj.jpg
რა უხდება მწვადს?!
მწვადის “კანონიკური” აქსესუარებია მშრალი წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი. თუმცა, გვეეჭვება ისეთი ქართველის არსებობა, ვინც მწვადს ჩაის მიაყოლებს. აღნიშნული სასმელები ანეიტრალებენ ცხიმს და ამით თავიდან ავიცილებთ მის გაგლესას ენასა თუ კუჭზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კეტჩუპისა და ტყემლის საწებელზე მეტად მწვადს ბროწეულის სოუსი ნარშარაბი უხდება. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ – მაგალითად ჩვენი მწვადისმოყვარე მეზობლები საწებლად მაწონს ან ალუბლის მურაბას იყენებენ.
1288770880_53903255_1263720993_1.jpg

წყარო: kveba.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადისაღმძვრელი საქონლის ხორცის მწვადი კეცზე სოკოთი

8f517242c139dd33ae3eab86eaa88440.jpg
16:00 / 27-07-2012

ყველაფერი ერთად გადაიტანეთ კეცზე და შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში. 10-15 წუთში მწვადი კეცზე მზად არის.

ინგრედიენტები:

1 კგ საქონლის ხორცი (უძვლო)
50 გრ კარაქი
4-6 კბილი ნიორი
2 თავი წითელი ხახვი
1 თავი თეთრი ხახვი
4 სუფრის კოვზი ზეთი
1 სუფრის კოვზი ძმარი
200-300 გრ სოკო "შამპინიონი"
კამა
ქინძი
მარილი

მომზადების წესი:
დაჭერით საქონლის ხორცი კუბიკებად, დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი, მოასხით ძმარი, დააჭერით და შემდეგ კარგად აურიეთ თეთრი ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და გააჩერეთ 4-6 საათით სიგრილეში.

ალყა-ალყა დაჭერით წითელი ხახვი და კარაქში მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კიდევ 1 წუთის განმავლობაში შუშეთ.

ოთხად გაჭერით სოკო, მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ ჩაბასტურმებული ხორცი, ოღონდ წვენის გარეშე და ხორცის შეწითლებამდე შუშეთ. დაამატეთ უკვე მოთუშული წითელი ხახვი და ნიორი და კარგად აურიეთ.

ყველაფერი ერთად გადაიტანეთ კეცზე და შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში. 10-15 წუთში მწვადი კეცზე მზად არის.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სამეფო მწვადი
samefo-mwvadi.jpg
ორიგინალი სურათი
 
10-ს მოსწონს
მენიუში შედის:
*ქათმის ფილეს მწვადი 300გრ
*ღორის მწვადი 300გრ
*ხბოს მწვადი 300 გრ
*თევზის მწვადი 300გრ
*მწყერი 300გრ
*ბოსტნეულის გარნირი.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სუკის მწვადი
 

508a8c23c725d.jpg

sukis mwvadi ucxouri samzareulo qartuli samzareulo ucxouri kerdzebi qartuli kerdzebi ქართული კერძები ქართული კულინარია ქართული 508a8c23c725d.jpgსამზარეულო
 

მასალა:
1 კგ სუკი,
2 თავი ხახვი,
მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
სუკი გავასუფთავოთ, მოვაცილოთ ზედმეტი ცხიმი, დავჭრათ გრძელ ნაჭრებად და ჩამოვაგოთ შამფურზე (შეიძლება მთლიანადაც). შევწვათ უალო ნაკვერჩხლებიან მაყალზე, შამფური მუდმივად ვატრიალოთ. მზა მწვადი სუფრასთან მივიტანოთ შამფურზე, ან გადავიტანოთ სინზე, მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით !


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
როგორც ვიცი..ტველაზე კარგი ხორცი სამწვადედ არის დაკლული პირუტყვის ბეჭის ქვეშ არსებული ხორცი "უმზეურა"-რომელუც უძვლოა..
შეშასრაც შეეხება წალამს მართლაც რომ არა ფელი შეედრება..ასევე კოპიტის შეშაც ძალიან კარგია.მსხალის შეშა..აქ თავის არომატს შეშაც აძლევს მწვადს...
ისიც მსმენია რამდენად მართალია არ ვიცი ზოგიერთი შეშა რომლის ნაკვწრჩხალიც შეიძლება შესაწვავად გამოვიყენოთ ხორცი მოწამლოს...

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2491 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

წალამი+უმზეური=N1 ;)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ხუთი პოპულარული რეცეპტი ყველაზე გემრიელი მწვადის შესაწვავად
3 აპრილი, 21:29

გაზაფხული მხოლოდ ყვავილებთან და მწვანე ბალახთან როდი ასოცირდება. ამ დროს მეტად პოპულარულია პიკნიკები და ქალაქგარეთ ერთდღიანი გასეირნებები. ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი გასეირნება და პიკნიკი მწვადის გარეშე? ალბათ არა.

2014040319505237332.jpg

მწვადი რომ გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ის წინა დღით ჩაბასტურმდეს. ბასტურმის მოზამზადებლად ყველაზე ცნობილი ინგრედიენტებია: ხახვი, ნიორი, , დაფნა, სანელებლები, შავი ან თეთრი ღვინო, რძემჟავა პროდუქტები და სხვა.

გთავაზობთ ხუთი ყველაზე პოპულარული ბასტურმის რეცეპტს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა სახის და ხარისხის ხორცისათვის მათში გარკვეული ცვლილებების შეტანა თქვენც შეგიძლიათ. მაშ ასე ჩართეთ იმპოროვიზაცია, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს და თქვენი მეგობრები გააოცოთ თქვენი "შემოქმედებით".


ბასტურმა ხახვით-ეს ყველაზე გავრცელებული რეცეპტია და გამოდგება ღორის, ცხვრის და ხბოს ხორცის დასაბასტურმებლად.

2014040319512637332.jpg

ინგრედიენტები:

ხორცი-1კგ

ხახვი-500 გრამი

შავი წიწაკა დაფქული-2 ჩაის კოვზი

დაფნის ფოთოლი-3-4 ცალი

კოწახურის მარცვლები- 2-3 სუფრის კოვზი

მომზადება:

ხახბი დაჭერით ალყა-ალყად, დააყარეთ დაჭრილ ხორცს, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ ხელით კარგად. გააჩერეთ მინიმუმ 6 საათი. შეწვის წინ სასურველია ხახვი ხორცს მოაშოროთ და მხოლოდ მზადყოფნიდან რამოდენიმე წუთით ადრე

დაამატოთ.



ბასტურმა ღვინით-

ღვინო იდეალური საფუძველია მწვადის მოსამზადებლად. ეს რეცეპტი გამოდგება ღორის და საქონლის ხორცის დასაბასტურმებლად.

2014040319515637332.jpg

ინგრედინეტები:

ხორცი-1.5 კგ

ღვინო(წითელი მშრალი)-ნახევარი ლიტრი

ხახვი-3 ცალი

შავი წიწაკა-1 ჩაის კოვზი

ლიმონის წვენი-1 ლიმონის

შაქარი-1 სუფრის კოვზი

მომზადება:

საერთოდ ამ ბასტურმას წინა დღით ამზადებენ. ხახვი დაჭერითთ ალყა-ალყად და ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ხორცზე. აურიეთ კარგად. გააჩერეთ მინიმუმ 10 საათი.


ბასტურმა კეფირით-ეს რეცეპტი იდალურია ყველა სახის ხორცისათვის, მათ შორის ქათმის ბასტურმის მოსამზადებლად

2014040319532437332.jpg

ინგრედიენტები:

ხორცი-1.5 კგ

კეფირი(ცხიმიანობა არაუმეტეს 2, 5 %)-1 ლიტრი

ხახვი-1 ცალი

ხმელი სუნელი- 1 ჩაის კოვზი

შავი წიწაკის მარცვლები-10 ცალი

მომზადება:

ხახვი დაჭერით, დააყარეთ ხორცს, დაამატეთ ყველა ინგრედიენტი კეფირის გარდა, აურიეთ კარგად ხელით და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით კეფირი. ჭურჭელი კარგად შეანჯღრიეთ, რათა ხორცის ყველა ნაჭერი კარგად მოთავსდეს მარინადში.

გააჩერეთ გრილ ადგილას 2 საათით.


ბასტურმა მდოგვით და თაფლით-იდალურია ცხვრის ხორცის მოსამზადებლად, თუმცა ღორის ხორცისათვისაც შეიძლება გამოიყენოთ.

2014040319535337332.jpg

ინგრედინტები:

ხორცი-1, 5 კგ

მდოგვი-1 სუფრის კოვზი

თაფლი-1 სუფრი კოვზი

შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი

ფორთოხლის კანი(სურვილის შენთხვევაში)-1 სუფრის კოვზი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტები აურიეთ და კარგად შეაზილეთ ხორცს. ამ ბასტურმას დაყოვნება არ უნდა, ის კეთდება უშუალოდ ხორცის შეწვის წინ, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ცხვრის ხორცი. საქონლის ან ღორის ხორცის დაბასტურმების შემთხვევაში ის წინასწარ დაბეგვეთ, რომ მწვადი მაგარი არ გამოვიდეს.


ბასტურმა პამიდვრით-ეს რეცეპტი შეიძლება გამოიყენოთ ყველა სახის ხორცის და თევზის დასაბასტურმებლადაც კი.

2014040319552537332.jpg

ინგრედინეტები:

ხორცი ან თევზი(ფილე)-1, 5 კგ'

პამიდორი-1 კგ

ხახვი-0, 5 კგ

შავი წიწაკა დაფქული-1 ჩაის კოვზი

ტარხუნა-სურვილისამებრ

მომზადება:

პამიდვრები გავჭრათ შუაზე, ხახვი დავჭრათ რგოლებად, დავამატოთ წიწაკა და აურიოთ კარგად.მოვათავსოთ ხორცი ამ მასაში და გავაჩეროთ 3-4 საათი, თევზისათვის საკმარისია 1 საათიც. ეს ბასტურმა შეიძლება შევწვათ სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად(ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ყაბაყი).


2014040319560837332.jpg

ახლა კი რამოდენიმე რჩევა მწვადის მოყვარულებს:

ხორცის დამარილება სასურველია უშუალოდ შეწვის წინ-ასე მწვადი უფრო ნაზი, გემრიელი და წვნიანი გამოვა.

სანელებლები და სუნელები შეიძლება დაამატოთ თქვენი სურვილისამებრ ან თუკი რომელიმეს გემო არ გიზიდავთ, სულაც ამოიღოთ რეცეპტიდან.

გისურვებთ გემრიელ მწვადაობას და სასიამოვნო დასვენებას მეგობრებთან ერთად!


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ზემოთა სურათები მეცნო, ახლაც მახსოვს ეგ გემო. ზაზა რო გაიძახდა ებიჯო არ შეწვავს ეგ ნაკვერჩხალიო, არადა როგორ გამოიყურება და რა იყოო... იიიფ.

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45297 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იფ იიფ.  იიიფ. რა უნდა მაგას მერე ????

 

287a70a1ce12.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ამ თემასგაავხედე და ცოტა რი იყოს საღერღელი ამეშალა... :)



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2871 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ოხ ოხ ოხ ოხ.

ეხლა კაცი სამსახურში უნდა იჯდეს და საბუთებში იქექებოდეს?

ამ სურათებს რო შახედამ რაღა მუშაობის ხალისი გექნება ბჯოუ :)


ჩამსწორებელი დუდუ, 30 August 2018 - 12:36 PM.

          DUDU

          LEGION.GE


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2440 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ოხ ოხ ოხ ოხ.

ეხლა კაცი სამსახურში უნდა იჯდეს და საბუთებში იქექებოდეს?

ამ სურათებს რო შახედამ რაღა მუშაობის ხალისი გექნება ბჯოუ :)

 ჯერ ღომი უნდა მიირთვა რომ მწვადის გემო გაიგო დუდუ   :0024:  :0024:  :0024:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2871 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

:0024:  :0024:  :0024:  :0024:

რას ამბობ ბჯოოუ  :0024:  :0024: .

ღომი თუ მივირთვი სადღა მექნება მწვადის თავი  :DDD  :DDD


          DUDU

          LEGION.GE


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

არა და მარგალები რო გაძღებიან ღომს მერე ჭამენ კიდო  :0024:  :0024:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2440 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:0024:  :0024:  :0024:  :0024:

რას ამბობ ბჯოოუ  :0024:  :0024: .

ღომი თუ მივირთვი სადღა მექნება მწვადის თავი  :DDD  :DDD

  ეგრეა დუდუ ეგრე ძმაო :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?