Jump to content


ამ თემას აქვს 48 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰაჩიკო – ერთგულების სიმბოლო

 

      
88cc2110f8113d30-main.jpg
სევდიანი  ისტორია რომელიც რეალურად მოხდა იაპონიაში , დღემდე აღრფთოვანებაში  ჰყავს მთელი მსოფლიო.   ყველაფერი დაიწყო  1924 წელს .  ჰიდესაბურო უენო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს სახლში ჰყავდა 8 ძაღლი , მათ შორის ყველაზე პატარა ლეკვს სახელად  დაარქვა ჰაჩი , რაც იაპონურ ენაზე ითარგმნება როგორც მერვე.  ყოველ დილით ჰაჩიკო თავის პატრონს აცილებდა სამსახურში ხოლო , საღამოს ხვდებოდა  სიბუიას – მატარებლის სადგურზე , 1925 წელს  ჩვეულებრივ  ჰაჩიკომ  გააცილა პატრონი უნივერსიტეტში , მაგრამ საღამოს უენო აღარ გამოჩნდა . ძაღლი კი ელოდა , როგორც გაირკვა უენო გარდაიცვალა გულის ინფაქტით. ჰაჩიკო გააჩუქეს უენოს მეგობარ კობიაშიზე  , მაგრამ ის მაინც მიდიოდა თავის ძველ სახლში. ძაღლი ხვდებოდა  რომ მისი  პატრონი აღარ ცხოვრობდა იქ , ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა სიბუიას – სადგურზე , სადაც ბოლოს ნახა და  გააცილა. ყოველ საღამოს ,  მატარებლის ჩამოდგომის დროს  ის გულმოუთმენლად ელოდა უენოს დაბრუნებას  , ამ  ყველაფერმა მიიქცია მგზავრების ყურადღება , ზოგიერთ მათგანს ადრეც ენახათ  ძაღლი და მისი პატრონი ერთად , ძაღლისთვის  საკვებიც მოჰქონდათ . ასე გაგრძელდა 9 წელი , ჰაჩიკო სადგურზე მიდიოდა ზუსტად მატარებლის მოსვლის დროს და ელოდებოდა მის პატრონს.

 

 
88cc211186c98e10-main3.jpg
 
 
1932 წელს ერთხელაც ის შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა  და გაჰყვა სახლში , სწორედ კობაიაშის სახლში   , უენოს სტუდენტმა გაარკვია ძაღლის ისტორია და გადაწყვიტა გამოეცა რამოდენიმე  სტატია ჰაჩიკოს და მისი გარდაცვლილი პატრონის ისტორიის შესახებ.   სტატისს გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა ჰაჩიკო გადაიქცა ეროვნულ სენსაციად.  ის იქცა ერთგულების  სიმბოლოდ იაპონიაში . მასწავლებლები და მშობლები   ჰაჩიკოს მაგალითს აძლევდნენ ბავშვებს.  ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა   ჰაჩიკოს ქანდაკება , რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე , ქანდაკების დადგმიდან  სულ რამოდენიმე თვეში ჰაჩიკო გარდაიცვალა.

 

 
88cc211109a68550-main.jpg
 
მე 2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანდა  , მაგრამ  1948  წელს მისი აღდგენა ითავა ტაკეში ანდომ რომელიც პირველი ქანდაკების ავტორის შვილი იყო. ახალი ქანდაკება აღდგენილ იქნა  1948 წლის აგვისტოს თვეში და დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე.  ეს იყო ტურისტებისთვის და მთლიანად იაპონელებისთვის საყვარელი ადგილი. 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko Monogatari / ჰაჩიკოს თავგადასავალი , ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთლ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს , რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ა არ ჯობია ახლა ზოგ ზოგოერთებს ეს ჰაჩოკო??

ეძახე შენ ძაღლი...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

ძალიან მაგარი ვინმეა ეს, არის რამდენიმე ეგზემპლარი თბილისში და ძალიან მინდა ამ ძაღლის ჩამოყვანა

 

Japanese-Akita-2.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ა არ ჯობია ახლა ზოგ ზოგოერთებს ეს ჰაჩოკო??

ეძახე შენ ძაღლი...

ნამდვილად მართალი ხარ ჩემო გუგა. ისე ადამიანებსაც რომ გვესწავლა ესეთი ერთგულება , ცუდი არ იქნებოდა ნამდვილად......


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ტექსტის ზომა font_up.png font_down.png
ba6862a2b2622384bcb8df0ab6c930c4.jpg
მიტოვებული ძაღლი პატრონს ავტობუსში ეძებს
13.06.2014

ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ძაღლი საკუთარ პატრონს ყოველდღე უშედეგოდ ეძებს.

ბოლო 2 კვირაა ძაღლი ქალაქის ავტობუსში ადის და მგზავრებს შორის პატრონს ეძებს. ავტობუსის მძღოლის თქმით, ცხოველი გაჩერებაზე ხვდება. ის პატრონმა მიატოვა და არავინ იცის, ვინ იყო და სად წავიდა.

"დილით სამსახურში მივდივარ და ძაღლს ვხედავ, საღამოს სახლში ვბრუნდები და მზის ჩასვლის შემდეგაც გაჩერებაზე დგას. ძაღლს ასეთი ერთგული სიყვარული თუ შეეძლო, ვერც კი წარმოვიდგენდი", – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.


მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ერთგული ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა
13.06.2014
ჩინეთში, ნინსია-ხუეიში მომხდარი ინციდენტი გულგრილს ვერავის დატოვებს – აუტანელი ყინვის მიუხედავად, ძაღლი მკვდარ მეგობარს მთელი ღამე დარაჯობდა.

როგორც ჩანს, ძაღლები ქუჩაზე გადარბოდნენ, როდესაც მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ავტომობილმა გაიტანა. ეს ფოტო თვითმხილველმა გადაიღო. ფოტოზე სკამიც ჩანს – უცნობი ქალი მთელი ღამე ძაღლებთან ერთად იჯდა და მათ იცავდა, რადგანაც ცოცხალი ძაღლი მკვდარ მეგობარს ვერაფრით მოაშორეს.

dzagli-dagupuli-megobari.jpg

ქალი ამ ხერხით ცდილობდა, ძაღლები კიდევ ერთი ავტოავარიისგან დაეცვა. მოგვიანებით რესტორნის მუშებმა ძაღლის გვამი ახლომდებარე პარკში, ხის ქვეშ დამარხეს.



მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

ჰაჩიკოზე ფილმი მაგრაა გადაღებული . მაყურებელი ტირის :D



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი ერთგულები არიან ისე მართლა...

მიყვარს ძაღლები და ცხოველები და რა ვქნა :)



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა
 
 
30bb25149fa4d071059b5f414f0b9902.jpg
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა
05.09.2014

ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვას "ერთგული", რათა აღვწეროთ ჩვენი ძაღლის ხასიათი, რადგან ჩვენი ბინადრები ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან ბედნიერებისა, თუ დარდის დროს.

ჩვენი ერთგული ძაღლები ყოველთვის კართან გველოდებიან და როდესაც სახლის ზღურბლს ვაბიჯებთ უზომო სიხარულით გვეგებებიან.

ეს სევდიანი ამბავი ინდოეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მოხდა:

შრი ბაშკარმა 5 წლის წინ სახლში მოიყვანა ძაღლი სახელად ტომი. ისინი განუყრელი, ერთგული მეგობრენი გახდნენ, ტომი თავის პატრონს ყველგან დაჰყვებოდ და ყოველთვის ერთად იყვნენ. იმ დრომდე სანამ ბაშკარი ავტოავარიაში არ გარდაიცვალა.

როდესაც ტომის პატრონი დაკრძალეს, ძაღლი საფლავთან დარჩა და 15 დღის განმავლობაში არც ჭამდა, აღარც წყალს სვავდა.

india2.jpg

ძაღლი საფლავთან ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა დაუნ უილიამსა შენიშნა, რომელიც იმ დროს ინდოეთში იმყოფებოდა.

india3.jpg

"როდესაც ძაღლს დავუძახე და მოვეფერე, მანაც უწყინრად შემომხედა და კუდი გააქნია, მე მას პურის ნაჭერი მივაწოდე და წყალი, თუმცა ის არც საკვებს და არც წყალს არ მიეკარა ."- ამბობს ცხოველთა დამცველი NY Daily News-თან საუბრისას.

india4.jpg

ამის შემდეგ უილიამმა მოძებნა გარდაცვლილის დედა, რომელიც სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა.

india5.jpg

"როდესაც ძაღლმა პატრონის დედა დაინახა, ის მივარდა მას გახარებული და დაუწყო ლოკვა. უდავო იყო, რომ ტომიმ ქალი იცნო."- იხსენებს უილიამი.

india6.jpg

საუნდარს (გარდაცვლილის დედა) აქამდე ეგონა, რომ ძაღლმა ახალი ოჯახი იპოვა და ამიტომაც არ უცდია მისი მოძებნა. ქალი ძალიან გაკვირვებული იყო, რომ ძაღლი ამ დრომდე მისი შვილის სასაფლაოზე ცხოვრობდა.

india7.jpg

საბოლოოდ ტომი თავის ძველ ოჯახში დაბრუნდა და დღემდე გარდაცვლილი პატრონის დედასთან ერთად ცხოვრობს.

zooclub.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვაააა რა საინტერესო ისტორიაა

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nachita

nachita

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 77 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:ყაზბეგი

ჩემს მეზობელს ჰყავდა დალმატინელი,ერთად დადიოდნენ ხოლმე სანადიროდ.ეს კაცი რომ მოკვდა,ძაღლი გაუჩინარდა.მერე შვილმა რამდენიმე დღეში იპოვა სასაფლაოზე მკვდარი.



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უპატრონო ძაღლი ორი ფეხით და მისი დედობრივი ერთგულება

 
860d3cc5ab0ce8a8eb41f58228adb60a.jpg
უპატრონო ძაღლი ორი ფეხით და მისი დედობრივი ერთგულება
 
ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იტანჯებიან ძაღლები შიმშილით, სიცივით, სხვადასხვა დაავადებით და მათ პატრონი არ ჰყავს, რომ დახმარება გაუწიონ. 

სი-ბაოს ისტორია ყველა ცხოველთა მოყვარულს თვალზე ცრემლს მოჰგვრის და არა მარტო ცხოველთა მოყვარულს. ეს ჩია ტანის ძაღლი ჩინეთის ქუჩებში უპატრონოდ დადიოდა ყოველდღიური საკვების მოსაპოვებლად, თუმცა მას ჰყავდა პატრონი, რომელიც მისი ყურადღებით თავს არ იწუხებდა და საბოლოოდ სი-ბაო ქუჩაში გააგდო. 

ერთ დღეს, საკვების მოსაპოვებლად, რკინიგზის მოდამოებში გამოსულ მშიერ სი-ბაოს მატარებელი დაეჯახა და მან უკანა ორი კიდური დაკარგა.

orfexa3.jpg

ამის შემდეგ ის დაფეხმძიმდა და შეეძინა ოთხი ჯანმრთელი ლეკვი.

orpexa1.jpg

იმისდა მიუხედავად, რომ მას არ ჰქონდა უკანა კიდურები, ის მაინც იბრძოდა სიცოცხლისთვის.

orfexa2.jpg

სი-ბაო განსაკუთებულად ზრუნავდა თავის პატარა ლეკვებზე.  ის ყოველდღე გაჭირვებით ბევრს დადიოდა წინა თათებით, იმისათვის, რომ საკვები მოეპოვებინა და მისი ლეკვები შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

orpexa4.jpg

ერთ დღეს ძაღლი შემთხვევით გოგონამ შეამჩნია და გადაწყვიტა ლეკვებიანად თავის სახლში შეეფარებინა. გოგონამ ასევე იზრუნა, რომ ეს პატარა არსებები გაეჩუქებინა კეთილ ადამიანებზე, რათა ისევ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ.

ჩინეთში 130 მილიონზე მეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან გადადიან დიდი ქალაქის მაღალ სართულიან სახლებში და იქ ფაქტობრივად ადგილი არ არის ცხოველების ყოლისთვის, ამიტომაც უმეტესობა უგულო პატრონი ძაღლს ქუჩაში ტოვებს (ამას ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთის სახელმწიფო უპატრონო შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით).

იმედია სან-ბაო, მისი ლეკვები და კიდევ უამრავი უპატრონო ცხოველი იპოვის ახალ პატრონსა და მათთან გააგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას.


წყარო: https://www.zooclub.ge/


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
აი რატომ არიან ძაღლები ადამიანების საუკეთესო მეგობრები
 

ძაღლი - ადამიანის საუკეთესო მეგობარია.201404250813498013.jpg

ძაღლი - თქვენი სახლის საუკეთესო დამცავი სისტემაა.

ყველაზე პატარა ძაღლსაც კი ძალიან ბასრი კბილები აქვს. საუკეთესო სმენისა და ყნოსვის წყალობით, კი ის ადრევე შეგატყობინებთ უცხო ადამიანის მოახლოების შესახებ.


რა თქმა უნდა თქვენს საუკეთესო მეგობარს შეიძლება ზედმეტი მოუვიდეს თავისი მოვალეობების შესრულებისას.201404250815268013.jpg


მაგრამ ამას ისინი, ხომ დიდი სიყვარულის გამო აკეთებენ და თანაც ყოველთვის რცხვენიათ თავისი საქციელის.201404250816078013.jpg


ძაღლი გეხმარება ცივ ამინდში რომ გათბე. საიტ Time4Sleep-ის კვლევით ძაღლის პატრონთა 25% მათ საწოლში იწვენს. ცივ ამინდში კი ძაღლი შეიძლება მოსიარულე გამათბობელად განვიხილოთ.201404250816458013.jpg


ასევე ძაღლი შეიძლება ბალიშად გამოიყენოთ. სცადეთ !!!201404250817358013.jpg


ძაღლს მთელი გულით უყვარხარ და ის ბოლომდე შენი ერთგულია.201404250817538013.jpg


მათთვის სულერთია ვინ ხართ თქვენ სოციალური სტატუსის მიხედვით.201404250818198013.jpg


მათ უბრალოდ უყვარხართ და თქვენი სჯერათ.201404250818548013.jpg


და ყოველთვის ძალიან ელოდებიან თქვენს დაბრუნებას.201404250819378013.jpg


ძაღლები ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანის შინაგან მდგომარეობას. როდესაც ადამიანი მოწყენილია ძაღლიც მოიწყენს ხოლმე.201404250820188013.jpg


გახსოვდეთ რა თქვა სენტ-ეკზუპერიმ. ორად გაყოფილი დარდი - ეს არც ისე საშიშია.201404250821148013.jpg


როცა თქვენ მხარდაჭერა გჭირდებათ, არ არის საჭირო რომ მას სთხოვოთ.201404250823038013.jpg


ძაღლი საუკეთესო მოსაუბრეა. მას შეუძლია გისმინოს და არ შეგაწყვეტინოს.201404250823528013.jpg


ამასთან ისინი ძალიან ფოტოგენურები არიან.201404250824478013.jpg


უყვართ ფოტოების გადაღება.201404250825198013.jpg


მათთან ერთად შეგიძლია ბავშვობა გაიხსენო და სისულეები ჩაიდინო.201404250825518013.jpg


თუ თქვენ სასეირნოდ წახვედით ის ყოველთვის მზადაა კომპანია გაგიწიოთ.201404250827068013.jpg


ჩვენ მათ ვჭირდებით...201404250827478013.jpg


და მათ სახლი სჭირდებათ...

201404250828298013.jpg

ჩვენთვის ისინი ცხოვრების ფურცლები არიან, მათთვის ჩვენ კი მთელი ცხოვრება.201404250828438013.jpg


ნუ მიატოვებთ მათ...

201404250829048013.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ერთგული ძაღლი

985d0bd2ba63.jpg

მინდა მოგითხროთ ერთი ერტგული ძარლის ისტორია…

არგენტინელი მიგელ გუზმანი (Miguel Guzman), რომელიც იყო გერმანული ნაგაზის (სახელად კაპიტანი) მეპატრონე, 2006 წელს გარდაიცვალა. მისი დაპვისთანავე ძაღლი სახლიდან გაიქცა და აგერ უკვე მეექვსე წელია პატრონის საფლავზე ცხოვრობს.

75f2e9160b79.jpg

მიგელმა ძაღლი იყიდა შვილისათვის, დამიანისათვის, თუმცა მალევე ძაღლა პატრონად მიგელი სცნო. კაპიტანის ყიდვიდან ერთი წლის შემდეგ მიგელი გარდაიცვალა და როდესაც ოჯახი დასაფლავებიდან დაბრუნდა ძაღლი სახლში აღარ დახვდათ. ოჯახმა ძაღლი რამდენიმე ხნის შემდგეგ აღმოაჩინა მიგელის საფლავზე. მათი სიტყვებით ძაღლი ძალზედ მოწყენილი იყო, თითქოს ტიროდა. ძაღლი მხოლოდ იაშვიატად ტოვებს საფლავს.

d18c4bb141a8.jpg
ოჯახის წევრების თქმით, ძაღლი არასდროს ყოფილა საფლავზე და გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ როგორ მოახერხა და მიაგნო მან პატრონის საფლავს. მას სემდგე რაც ის სახლში დააბრუნეს, მალავე გაიქცა პატრონის საფლავზე.

b03ea007542e.jpg

როგორც საფლავის მეპატრონე ჰექტორ ბასეგი (Hector Baccega) აცხადებს, ძაღლი დღის განმავლობაში ან საფლავზეა ან იქვე დასეირნობს, ხოლო ღამე ყოველთვის პატრონის საფლავზე ძინავს. მას საფლავზე მომუშავე მუშები კვებავენ. ჰექტორის თქმით მანაც ცადა რამდენჯერმე წაეყვანა ის სახლში, თუმცა მუდამ გამორბოდა და შემდეგ ისევ საფლავზე ნახულობდა.

62556af486fe.jpg

cbf83276158a.jpg

81b9bf06ba76.jpg

56ad0fa1374f.jpg

2713a821d285.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

The saddest 10 second video ever. Dog is taken to the grave of his former owner. <3 x

Posted by Gem 106 on 2014 წლის 6 აგვისტო, ოთხშაბათი

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?