Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

SKB

 

 

M7000SL-full.png

 

მოდელი 590. იწარმოება 12 და 20 კალიბრის. მისი ფასი უცხოურ ბაზარზე 1300 ა.შ.შ დოლარს შეადგენს.

SKB იაპონიაში იარაღის მწარმოებელი უძველესი საწარმოა. საწარმოს სახელად დაერქვა გვარის, Sakaba-ს შემოკლებული ვარიანტი. ამ მეიარაღე დინასტიის წარმომადგენელმა იარაღის საწარმო 1855 წელს დაფუძნდა იბარაკის პროვინციაში. ქარხანა პატარაა ,მაგრამ აქ შესრულებული სამუშაო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. SKB მხოლოდ გლუვლულიან თოფებს აწარმოებს. ისინი ცნობილი გერმანული ბრენდის “მერკელის” კლონებს წარმოადგენენ.M200-full.png
საბაზო მოდელად გერმანული “მოდელი 201″ შეირჩა. იაპონურ კლონებს “ბლიც” სისტემის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და კერსტენის საკეტი აქვთ. თოფები 12 და 20 ყალიბის კეთდება. დანიშნულების და ყალიბის მიხედვით ლულათა სიგრძე 660-დან 760 მილიმეტრამდე მერყეობს. კალაპოტი სპეციალური ფოლადისაგან მზადდება, შემდეგ კი თერმოდამუშავებას გადის სიმყარის გაზრდის მიზნით. საბრძოლო ზამბარები ორფრთიანი-ფირფიტოვანია. ყველა მოდელს სელექტორული ერთსასხლეტიანი კავი აქვთ. ლულები სხვადასხვა ზომის ფიქსირებულ ან სახსნელ ჩოკებზეა. გააჩნიათ ეჟექტორები და ავტომატური მცველი. კონდახის დასამზადებლად გამოიყენება მაღალიხარისხიანი კაკალი.

მოდელი IS300. იწარმოება 12 კალიბრის სხვადასხვა სახის ლულითა და კონდახით. მათი ფასი უცხოურ ბაზარზე 625-დან 870 ა.შ.შ. დოლარამდე მერყეობს.

თოფები გამოირჩევა კარგი ბალანსით, მანევრირების უნარით და მორგებულობით. წონა დანიშნულებისა და ყალიბის მიხედვით შეადგენს 3,1-3,5 კილოგრამს. სერია შედგება მოდელებისაგან: 500, 600, 505, 605, 585, 785, 885.
SKB აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ძველი სამყაროს ოსტატობასთან და საბოლოო ჯამში ვღებულობთ მაღალი ხარისხის სანადირო იარაღებს.IS300-full.png
SKB დისტრიბუტორების მეშვეობით ნაწილდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი წარმატებით იყიდება ა.შ.შ-ში. ა.შ.შ. ეროვნული ოფისი მდებარეობს ომაჰაში (ნებრასკა).
SKB ინარჩუნებს კონსერვატიულ სტილს, ფოკუსირება ხდება გამოყენებული მასალების მაღალ ხარისხზე და შესრულებაზე.590-full.png

ვრცლად იარაღის ქარხნის შესახებ ინფორმაციის სანახახავად ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს. აქ თქვენ ნახავთ SKB-ს წარმოებულ მოდელებს, მათ მახასიათებლებს, ფასებს და სხვა საინტერესო მასალებს.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ჩვენს ბაზარზე ამდენხანს რატომ არ გამოჩნდა?

არამგონია ცუდი იყოს

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 252 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

დღეს თურქეთი აწყობს



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39805 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს თურქეთი აწყობს

დღეს თურქეთში უკვე ბევრი ბრენდი იწყობა. ეს ნიშნავს რომ თურქული საწარმოო სიმძლევრეებიც და ტექნოლოგიური კულტურა ამ ბრენდებისათვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია...

კიდევ ერთი მაგალით , ჩემი სიტყვების დასტურად
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1019 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1019 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?