Jump to content


ამ თემას აქვს 27 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
 

                                                      გველი

გველები (Serpentes ან Ophidia) ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.
გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არა აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა

270px-Natrix_natrix_%28Marek_Szczepanek%
ანკარა


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცხელა და ფრთხილად იყავით , კახეთში მწყერი ცოტაა, ასე რომ ჩამისკენ , ბოდბისკენ და ა.შ. ხალხი ნაკლებად გადის. აი ბოლნისისკენ სიფრთხილე გმართებთ....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზაზა შენთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო დრო მოდის სანადიროდ ძმისშვილო. ფეხექვეშ აღარ არის აუცილებელი ყურება

:DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაშ ასე, გაიცანით ყველაზე შხამიანი გველები დედამიწაზე.


1. აღმოსავლური ყავისფერი გველი.
შხამის ტოქსიკურობის მიხედვით, ეს სახეობა ყველაზე შხამიან გველებში მეორე ადგილს იკავებს. 
agmosavluri-yavisferi.jpg

2. შავი მამბა
ბინადრობს აფრიკაში. სახელი კანისა და ხახას მუქი შეფერილობის გამო მიიღო. მისი სიგრძე 3 მეტრს აჭარბებს და ჩვეულებრივ, მოულოდნელად ესხმიან თავს.
shavi-mamba.jpg

3. ღრმულთავიანი გველგესლა
მას თავის ქალაზე აქვს პატარა ღრმული, რომელიც სხვა გველებისგან განასხვავებს. როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, გველგესლა კუდს აამოძრავებს. ის ძალიან სწრაფად მოძრაობს და მისი თავდასხმისგან თავის დაღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. 
grmultaviani-gvelgesla.jpg
4. ჩვეულებრივი გველგესლა
ეს გველები გვხვდება როგორც ევროპაში, ისე აზიაში. დიდი გველების სიგრძე დაახლოებით 60 სანტიმეტრს აღწევს. გველგესლას შხამი არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ საკმაოდ ტოქსიკურია. 
gvelgesla.jpg
5. ეფა
პატარა და ყოჩაღი! ამ გველის სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს. მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია. 
efa.jpg

6. სამეფო კობრა
უმსხვილესი შხამიანი გველი მსოფლიოში. მხოლოდ შხამის წვეთი და ადამიანი დაიღუპება! ძნელია დაჯერება, რომ სამეფო კობრას შხამის ერთჯერადი დოზა 

 

20 ადამიანს ან ერთ სპილოს მოკლავს. 
samefo-kobra.jpg

7. პამა, იგივე ლენტისებრი კრაიტი
ბინადრობს ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. ისინი ღამის ცხოვრებით, წყალში ცხოვრობენ. მათ მორცხვ გველებსაც ეძახიან, რადგან ისინი მორიდებულად მალავენ თავს კუდის უკან. 
pama-lentisebri-kraiti.jpg

8. ფილიპინური კობრა
ამ რეპტილიას შხამის 3 მეტრის სიგრძეზე გადმოფურთხება შეუძლია, ხოლო ერთი ნაკბენის შხამს ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მოკვლა შეუძლია. 
filipinuri-kobra.jpg

9. ვეფხისებრი გველი
ეს სახელი გველმა ტყუილად არ მიიღო! მის შხამს ადამიანის პარალიზება შეუძლია. 
vefxisebri-gveli.jpg

10. ტაიპანი, სასტიკი გველი
ეს საოცრება ავსტრალიაში ბინადრობს. იგი ძალიან შხამიანია. ამ გველის შხამის ერთ დოზას 100 ადამიანის მოკვლა შეუძლია.
sastiki-gveli.jpg

მართლაც, სჯობს, მოერიდოთ ამ ქვეწარმავლებს - ასე ყველასთვის უკეთესი იქნება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

კავკასიური გველგესლა

20421336689487.jpgეს გველიც არანაკლებ შხამიანია, გვხვედება დიდი კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე და მესხეთის ქედზე აჭარაში, აფხაზეთში. ამ სახეობას ენათესავება ჩრდილოეთ ევროპაში და ალპებში გავცელებული ჩვეულებრივი გველგესლა.

შეგვხვდება ბალახოვან და ქვიან ადგილებში, მთის ფოთლოვან ტყეში.

მალული ცხოვრება ახასიათებს, შეწყვილება მაისი-ივნისი. შემოდგომაზე მდედრი 5-10 ახალშობილს ბადებს, იკვებება მღრღნელებით, ახალგაზრდა გველები - მწერებით, კერძოთ კალიებით და ჭრიჭინებით.20421336691331.jpg

20421336691448.jpg20421336691480.jpgშავი ფერისაა და მოყვითალო ზოლები დასდევს. აქტიურობენ მეტ წილად საღამო ხანს და ღამე.

მისი ნაკმენი სახიფათოა, უმეტეს შემთხვევაში სასიკვდილოც.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ცხვირრქოსანი გველგესლა

20421336692750.jpg20421336693050.jpg

 


 

 


 



 

ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60 სახეობა. ეს კიდევ ერთი სახეობა მათი გვარიდან, ისიც საკმაოდ საშიშია და მისი ნაკმენიც ასევე იწვევს სიკვდილს.

 

ცხვირრქოსანი გველგესლა

20421336692750.jpg20421336693050.jpg



 



 






ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60 სახეობა. ეს კიდევ ერთი სახეობა მათი გვარიდან, ისიც საკმაოდ საშიშია და მისი ნაკმენიც ასევე იწვევს სიკვდილს.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

:good:  :good:ჩხრიალა გველი

20421336697304.jpgჩხრიალა გველიც ძალიან შხამიანია, ბინადრობს აზიაში, სამხრეღ და ჩრდილოეთ ამერიკაში, უდაბნოებში, ნახევარ უდაბნოებში, მთებში. ამ გველის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ მათი ძირითადი ნიშანია კუდის ხმაურიანი დაბოლოება, რითაც მტერს აფრთხილებს. ჩხრიალა გველი სიბნელეშიც გრძნობს მსხვერპლის მოახლოებას. დღისით იმალებიან სოროებში და ქვების ქვეშ, იკვებებიან ძუძუმწოვრებით. მისი ნაკმები უკიდურესად საშიშია.20421336697734.jpg

20421336698463.jpg



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

დავამატე ბაბუ თუ არ გაბრაზდება :good:  :good:  :good:  :good:  :good:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

19149151_2316129068612461_59278059848175

 

19366579_2316129455279089_29893717908303

 

pre_1497813037__19399629_181396604225404


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ევას ელოდება ეს შობელ ძაღლი?


legion.ge-82-1553250895.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ძაღლთან ერთად მივდიოდი და ისე ხმაურიანად და  მძიმედ გასრიალდა ეგრევე მივხვდი რო გველი იყო ხმა სხვა მხრიდან გავიგონე და რო ვთვალიერებდი შემთხვევით გვერძე გავიხედე და ჩიტივით არაა შემოსკუპებული ხეზე, არადა სანამ დავინახავდი იმ ხის ქვეშ დავდიოდი რო ვეძებდი, ისე ხოარ გეცნობათ რა ჯიშია?



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

ძაღლთან ერთად მივდიოდი და ისე ხმაურიანად და  მძიმედ გასრიალდა ეგრევე მივხვდი რო გველი იყო ხმა სხვა მხრიდან გავიგონე და რო ვთვალიერებდი შემთხვევით გვერძე გავიხედე და ჩიტივით არაა შემოსკუპებული ხეზე, არადა სანამ დავინახავდი იმ ხის ქვეშ დავდიოდი რო ვეძებდი, ისე ხოარ გეცნობათ რა ჯიშია?

ეს ფოტო თქვენ გადაიღეთ??? რა საშინელებაა რამხელაა ეს უპატრონო

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
კი მე გადავიღე მართლა საშინელება იყო

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
ევას ელოდება ეს შობელ ძაღლი?

ვაშლის ხე არცერთი არაა მანდ და რავიცი :) :D

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
ახალ თაობაში აკრძალული ასკილი უნდა აჭამოს ალბათ :D





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?