Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

   

 

 

  სამყაროში ყველაფერი მიკროორგანიზმებითა და ბალახით დაწყებული, უზარმაზარი ციური სხეულებით თუ მიკროკოსმოსით დამთავრებული იბადება, ვითარდება და კვდება. იყო დრო როცა დედამიწა არ არსებობდა. იგი უხსოვარ წარსულში მზესთან და მის სისტემასტან ერტად შეიქმნა. ეს დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინათ უნდა მომხდარიყო. მეცნიერები ფიქრობენ რომ, დედამიწის ზედაპირზე უძველესი მთები დაახლოები 4600 მილიონი წლის წინათ შეიქნმა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დედამიწის სავარაუდო ასაკად სწორედ 4,6მილიარდ წელს მიიჩნევენ.

      დედამიწა კოსმოსური აირებისა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი გავარვარებული, მბრუნავი მასა, ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ ბურთად იქცადროთა განმავლობაში ეს ბურთი გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი მკვრივი ქერქიტ დაიფარა. დედამიწის გული ნუ ბირთვი, რომელიც ძირითადად რკინისგან შედგებ, დღესაც გავარვარებულია. მისი ტემპერეტურა 6000გრადუსს აღწევს. დღევანდელი დედამიწა ძალიან განსხვევდება თავდაპირველისგან. ცვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ ადამიანის წარმოშობამდე ხდებოდა მოვლენები, რომლებიც სახეს უცვლიდა მას.  

      ანტიკურ და შუა ხანებში განთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და არ იცვლებოდა მათი მდებარეობა. მაგრამ უკვე დადგენილია რომ კონტინენტები ტავდაპირველად ერთ მთლიან კონტინენტს პანგეას წარმოადგენდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე პანტალასი, (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთი ჰონდვანა(სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ სჰორის გაჩნდა კონტინენტები.

        დედამიწა ვეებერტელა მყარი სფეროა რომელიც კოსმოსურ სუვრცეში მზის გარშემო მოძრაობს და თან თავისი  წარმოსახვითი ღედძის ირგვლივ ბრუნავს. დედამიწა თავსა და ბოლოში ოდნავ შებრტყელებულია-ამ ადგილებს პოლუსები ჰქვია. ყველაზე ფართო ადგილას დედამიწას გარს უვლის წარმოსახვიტი ხაზი ეკვატორი. ეკვატორის ჩრდილოეთით დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროა, სამხრეთით- სამხრეთნახევარსფერო. რაც უფრო ვშორდებით ეკვატორს, სიცივე მით უფრო მატულობს. დედამიწის დაახლოებით ერთი მეათედი ყინულით არის დაფარული. პოლუსები დედამიწაზე ყველაზე ცივი ადგილებია. პოლუსებზე, არქტიკასა და ანტარქტიდის ოლქებში, წლის მხოლოდ ორი დროა: ზამთარი და ზაფხული. ზამთრის განმავლობაში მზე საერთოდ არ ამოდი, ზაfხულში კი პირიქით საერთოდ არ ჩადის. მზე ახლოსაა მაგრამ მისი სხივები დედამიწას თითქმის ჰორიზონტტალურად ეფინება, ამიტომ მთელი ეს მიდამო ყინულითაა დაფარული. დედამიწის მასა 333ატასჯერ ნაკლებია მზის მასაზე. პლანეტის ზედაპირის საერთო ფართობი 510,2 მილიონი კვადრატული კმ-ია.

        დედამიწა შედგება სამი ნაწილისაგან-ბირთვის, მანტიისა და ქერქისაგან. ცენტრში როგორც აღვნისნეტ ბირთვია მოთავსებული, იგი უმტავრესად რკინისა და ნიკელის თხევადი სფეროა. ბირტვი დიამეტრის დაახლოებიტ 1600კმ-ია. მას გარეგანი ბირთვი მოსდევს, ეს შრეც გავარვარებულია და მისი დიამეტრი 1900კმ-ია. შემდეგ 2200კმ დიამეტრის ქვის ქანების ქვედა მანტიაა. მანტია მყარი მაგრამ პლასტიკურია და სეუმჩნევლად მოძრაობს. ამ შრეებს დედამიწის 50 კმ სისქის ქერქი აკრავს.

    დედამიწის დიამეტრი თითქმის 12800კმ-ია, ხოლო უმაღლესი მთების სიმაღლე 9კმ-მდე. იმ სემთხვევაში ტუ დედამიწას მეტრ-ნახევარი დიამეტრის მქონე ბურთის სახით წარმოვიდგენთ, ამ ბურთზე უმაღლესი მთა მილიმეტრის სიმაღლისა გამოჩნდება, ცხადია, ეს ვერ შეცვლის ბურთის სახეს, ამიტომ ჩანს ჩვენი პლანეტა, ისევე როგორც სხვა ციური სხეულები, სფერული.სინამდვილეში დედამიწის ფორმა სფეროზე გაცილებით რთული და მრავალფეროვანია. 

      ბოლო დრომდე დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მუდმივი ეგონათ, მაგრამ მზის მთვარისა და პლანეტების მდებარეობაზე დაკვირვებით ზუსტმა ანალიზმა ცხადყო, რომ იგი არატანაბრად ბრუნავს. მოქცევითი ხახუნის გავლენით მისი ბრუნვა ნელდება, რაც ვარსკვლავური დღე-ღამის ხანგრძლივობას იწვევს. მეორე მოძრაობაა გარემოქცევა მზის გარშემო. დაახლოებით 150მლნ. კმ-იტ დაშორებულ მზეს დედამიწა ერტი წლის (12 თvის ანუ 365 დღე- ღამის) განმავლობაშi შემოუვლის ოდნავი გაწელილი უზარმაზარი ელიფსური გზით. ამ გზაზე ანუ პრბიტაზე იგი წამში დაახლოებით 30კმ-მდე სიჩქარით მოძრაობს. იბადება კითხვა: რატომა არის რომ დედამიწა მზისგან ყოველთვის გარკვეული მანძილიტაა დაშორებული და ყოველი ერთi წლის შემდეგ თავის ძველ ადგილს უბრუნდება?

       დიდმა ინგლისელმა მეცნიერმა ნიუტონმა, დაადგინა, რომ დედამიწის ასეთ მოძრაობას ორი მიზეზი აქვს: მზის მიერ დედამიწის მუდმივი მიზიდული და ინერციის ძალა. მზეს მიზიდულობის ძალა რომ არ ქონდეს, ინერციის ძალით დედამიწა წრიულად კიარ იმოძრავებდა, არამედ სწორი ხაზის მიმართულებით. დედამიწის ბრუნვასა და მოწცევას ჩვენ ვერ ვგრძნობტ მისი მიზიდულობისა და თანაბრომის გამო: ამიტომ ძველად ეგონათ რომ დედამიწა უძრავად იდგა "ესვენა სამყაროს ცენტრში" და ყველა სხვა ციური სხეული მის გარშემო ბრუნავდა.

      ხმელეთი- ხმელეთს დედამიწის ზედაპირის მხოლოდ ერთი მეოთხედი (29%) უჭირავს. ხმელეთiს უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია. ის რასაც ჩvენ ხმელეთს-მიწას ვეძახით, დედამიწის ქერქია, მისი ზედაპირი ნაშალი ქვებისა და ორგანული (მცენარეების, ცხოველების) ნარჩენებისგან შედგება. ქერქში განლაგებულია წიაღისეული სიმდიდრე: ქვანახშირი, ნავთობი, რკინა და სხვა მადნეული. დედამიწის ქერქი ქანებისგან შედგება. ქანები სამი სახისაა: დანალექი, აგმური ანუ ვულკანური და მეტამორფული. დედამიწის რელიეფი განუწყვეტლივ იცვლება, თუმცა ეს პროცესი ისე ნელა ხდება რომ თვალისთვის ძნელად შესამჩნევია. რელიეფის ფორმების მთებისა და ვაკეების წარმოშობა-განვითარებაზე გავლენას ახდენს დედამიწის როგორც შინაგანი ისე გარეგანი ძალები. პირველის წარმოქმნას ძირითადად ჩვენი პლანეტის შინაგანი სითბო იწვევს, მეორესას კი მზის სითბური ენერგია. 

        სიცოცხლის წარმოშობა-სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგან სამყაროშ არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ.რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა დედამიწაზე ცოცხალი არსებანი მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის მეტეორებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზეწარმოიშვა რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ სინათლემ წყალმა.

      ეს ყოველივე ეხება ერთ საოცრად ლამაზ ბურთს, უსაზღვრო კოსმოსში ცისფრად რომ ლივლივებს. ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი კერა, ერთადერთ ნავსაყუდელი უკიდეგანო სამყაროში-მზის დიდი ოჯახის წევრი პატარა დედოფალი, ჩვენი დედამიწა.      



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ხიდი
xidi.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

magaria.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

es-adgili-erT-erT-ulamazes-adgilad-iTvle



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

bunebis-araCveulebrivi-qmnileba.jpg.

.

araCeulebrivi-gvirabi-kalifornia-a-S-S.j



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40114 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
00ff05212b70.jpg


ბუნების ულამაზესი ადგილები მსოფლიოში


509469f4cef1.jpg

58ccdb6bebc0.jpg

f44f9d23f08d.jpg

07273b8e5338.jpg

9b61b802231d.jpg

99112aecbe61.jpg

0d70f2b1484a.jpg

16cdf61e2f3a.jpg

a84a90e8d837.jpg

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1495 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

https://www.palitrav...nuli-dadna.html







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?