
შემადგენლობა
მომზადება
მგონი ყველას გვიყვარს უგემრიელესი სიმინდი, მოხარშული სიმინდის სურნელი გვაგონებს ბავშვობას. მარილმოყრილი ცხელი სიმინდი, ხომ ზაფხულის უგემრიელესი კერძია. მე მინდა შემოგთავაზოთ შებრაწული სიმინდი არომატულ კარაქში.
ნიორი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ კარაქთან და შავ წიწაკასთან.
სიმინდს წავუსვათ ჩვენს მიერ მომზადებული კარაქი, დავაყაროთ ტარხუნის ფოთლები, კარგად შევახვიოთ ფოლგაში და შევბრაწოთ ღუმელში 220 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
შებრაწულ სიმინდს დავაყაროთ მარილი და მივირთვათ.