Jump to content


ამ თემას აქვს 23 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამკურნალო მცენარეები

 

 

 

 

ალოე  (ალოე | Aloe arborescens)  
..

.Aloe_broomii_var_tarkaensis_2.jpg

.

 

..

აღწერა

60-70 სმ. სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. ხორცოვანი, მჯდომარე, 30-40 სმ. სიგ­რძის ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. ფესვი გრძელი, დატოტვილი აქვს. ყვავილები წითე­ლი ან ნარინჯისფერია ექვსკბილიანი ყვავილსაფარით და გრძელ მტევანა ყვავილედებადაა შეკრებილი. ნაყო­ფი სამწახნაგოვანი ცილინდრული ფორმის კოლოფაა. ოთახის პირობებში ძალიან იშვიათად, ზამთარში ყვა­ვის, ნაყოფი არ წარმოიქმნება.

დამზადება
.

.

a5311.jpg

.
ალოეს ნედლ წვენს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუარიცხვებამდე წურავენ. ეს შემდეგნაირად კეთდება: შეაგროვეთ ქვედა და ღე­როს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელთა სიგრძე 18 სმ-ს აღწევს და სამი წლისაა. კარგად გარეცხეთ ადუღებული წყლით, დაჭე­რით პატარა, 0,2-0,3 სმ ზომის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ.-ით ად­რე.
წვენის მიღების კიდევ ერთი საშუალება: ზემოთ აღწერილი მეთოდით მომზადებული წვენი გაფილტრეთ, ადუღეთ 1000ჩ ტემპერა­ტურაზე 5-10 წთ., დაამატეთ სპირტი (80 მლ. წვენზე 20 მლ. 90%-იანი სპირტი) და დადგით გრილ ადგილას 14-15 დღის განმავლობაში. რადგან ჰაერის და სინათლის ზეგავლენით ნაყენი მუქდება, იგი გრილ, ბნელ ადგილას მუქშუშიან ჭურჭელში შეინახეთ.

ქიმიური შემადგენლობა

ალოეს ფოთლები ალოეემოდინს შეიცავენ. წვენი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს და ნაკლებად შესწავლილ ფისოვან ნივთიერებებს. ნედ­ლი ფოთლების წვენი მდიდარია ფერმენტებით და ვიტამინებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

 

19800699-845401200-news_natureSecrets.jp

გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკე­ბის, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. ალოეს კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს, გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. ალოე ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, კარგი ბიოსტიმულატორია, ხელს უწ­ყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ალოეს წვენი ამაღლებს იმუნიტეტს.

გამოყენება მედიცინაში

საფენების სახით ნედლ წვენს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, დამწვრობების, აბსცესების, ფურუნკულე­ბის სამკურნალოდ. თმის ცვენის დროს მას ღვინოსთან შერეულს იდებენ ან ალოესა და ძმრის ნარევით იბანენ თავს. ალოეს წვენის კომპრესები დასხივებით გამოწვეული თავის დერმატიტის დროს აუმჯობესებს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს ახლადგამოწურულ წვენში დასველებულ ტამპონს საშოში ათავსებენ საშვილოსნოს ყელის ეროზი­ის დროს.
ამჟამად ალოეს სხვადასხვა პრეპარატს თვალის პრაქტიკაში იყენებენ, ასევე იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიის, დასხივების, პირის ღრუს ანთებითი დაავადებების და სხვ. დროს.
იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის დროს, კლიმაქტერულ და პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, ამენორეის დროს. ექსტრაქტი გამო­იყენება როგორც არასპეციფიკური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქალური დაავადებების, კანის ტუბერკუ­ლოზიური წყლულების, სკლეროდერმიის, პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებების დროს.

სამკურნალო პრეპარატები

ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს დამწვრობების, ტროფიკული წყლულის, ინ­ფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყე­ნეთ საფენების (1-2ჩ.კ) და მოსხურების სახით ჭრილობებზე და დამწვრობებზე.
მიიღეთ გასტრიტის, ენტერიტის, კუჭშეკრულობის დროს 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 2 თვემ­დე.
ალოე რეკომენდებულია როგორც საფაღარათო საშუალება. ამ მიზნით ალოე ასე მზადდება: 150 გრ. ალოეს ფოთლებს (ეკლიანი კიდეე­ბი მოაჭერით) დააქუცმაცეთ ხელით და დაასხით 300 გრ. ცხელი თაფლი (თალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ). დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცხელეთ, გაწურეთ და მიიღეთ 5-10 გრ. დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინ­ტერვალით. ნედლი ფოთლების წვენი გამოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებ­ლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად _ 8-10 წვეთი ერთ ჯერზე.
მიიღეთ ალოეს წვენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლლულოვანი დაავადების, ანემიის, ბრონქიალური ასთმის დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინაამ­ღდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენში დასველებული ტამპონი საშოში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
სახლის პირობებში ალოეს წვენი ოთახის მცენარეებიდან მიიღება. ამისთვის მსხვილი ფოთლები დააქუცმაცეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი, სქელ ნაჭერში ან რამდენიმე ფენა დოლბანდში გაფილტრეთ და 3 წთ. ადუღეთ. გამოიყენეთ მაშინვე, რადგან შენახვისას თვისებებს კარგავს. ალოეს ექსტრაქტს თვალის დაავადებებისას, ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, პიგმენტური რი­ტინიტის, თვალის ნერვის ატროფიის დროს იყენებენ.

უკუჩვენება

ალოეს პრეპარატების მიღება არ შეძლება ფეხმძიმეთათვის ორსულობის 7 თვის შემდეგ, ჰემოროიდული და საშვილოსნოდან სის­ხლდენის, კუჭ-ნაწლავის მწვავე მოშლილობის, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებე­ბის და ცისტიტის დროს.

გავრცელების ადგილები

ალოეს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულ­ტურა.

 

წყარო:https://samkurnalomc...i.blogspot.com/


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასკილი | Rosa canina

აღწერაaskili+copy.jpg
ვარდისებრთა ოჯახის ბუჩქია 1-3 მ. სიმაღლისა. ეკლიანი ტოტები წაბლისფერ-მოწითალო ფერისაა. კენ­ტფრთართული ფოთლები 4-9 სმ. სიგრძისაა და 5-7 ფოთოლაკიანია. ყვავილები თეთრი, ვარდისფერი, 3-7 სმ. დიამეტრისაა. ნაყოფი კენკრისებურია, ცრუ, სფეროსებრი ან კვერცხისებრი ფორმისა. ნაყოფის ში­გა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუსუსებით, რომელთა შორის მოთავსებულია მრავალრიცხოვანი მკვრივი ნაყოფი-კაკალი.
ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება.

დამზადება

სამკურნალო მიზნით მცენარის ნაყოფს და ფესვებს იყენებენ. ასკილის ნაყოფს იყენებენ როგორც ვიტამი­ნების წყაროს, ნაყენების, ნახარშების მოსამზადებლად, ასევე ასკორბინის მჟავის მისაღებად.
ყვავილებს და ფოთლებს ყვავილობის დროს აგროვებენ, ჰაერზე, ჩრდილში აშრობენ. ყვავილების ფურცლებს თავდახურულ მინის ქი­ლებში ინახავენ ბნელ ადგილას. მათი დაშაქრვაც შეიძლება. ამისთვის ყვავილის ფურცლებს მინის ქილაში 2-3 სმ. სისქის ფენებად აწყო­ბენ და ყოველ ფენას შაქარს აყრიან. სამი დღის შემდეგ, როდესაც ფოთლები დაიწევს, ქილაში შაქარს ამატებენ, ხოლო კიდევ სამი დღის შემდეგ, როდესაც შაქარი ვარდისფერი გახდება მას ჩაისთან და ყავასთან ერთად სვამენ, ამატებენ კომპოტს.
ასკილის დამწიფებულ ნაყოფს აგვისტოს ბოლოდან ყინვების დაწყებამდე აგროვებენ, როდესაც ის წითელი ან ნარინჯისფერია და ჩ ვიტამინის მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს. ნაყოფის ყუნწებისგან ასუფთავებენ, წყლით რეცხავენ და ოდნავ შემთბარ ღუმელში 0,5 საათის განმავლობაში აშრობენ. შემდეგ კი ბოლომდე ახმობენ ხის ბადეზე დაფენილ ქაღალდზე.
ასკილის მზეზე გახმობა არ შეიძლება. ასკილი სწორედაა დამზადებული, თუ ხელში კი არ იფშვნება, არამედ ისრისება. მას უნდა შეუ­ნარჩუნდეს წითელი ან ნარინჯისფერი ელფერი. 
ფესვებს გვიან შემოდგომაზე აგროვებენ, მიწისგან ასუფთავებენ და ჰაერზე აშრობენ. ფესვების და ნაყოფის შენახვის ვადა 2 წელია, ყვა­ვილების და ფოთლების _ 1 წელი.
ინახავენ თავდახურულ ხის ჭურჭელში, ტომრებში. ნაყოფის ფხვნილს შუშის ქილებში ინახავენ.

ქიმიური შემადგენლობა

ხმელი ნაყოფის რბილობი შეიცავს შაქრებს, პექტინურ ნივთიერებებს, ვაშლის და ლიმონის მჟავებს, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუ­მის მარილებს. ასკილი ყველაზე ვიტამინური მცენარეა.
ასკილი შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს.

ფარმაკოლოგიური თვსებები

ასკილის მოქმედება ძირითადად დაკავშირებულია ასკორბინის მჟავის მოქმედებასთან. იგი მონაწილეობს სისხლის შედედებაში, სტე­როიდული ჰორმონების წარმოქმნაში, ასევე კოლაგენის სინთეზში.
ჩვეულებრივი დოზით მიღებული ასკორბინის მჟავა უვნებელია, მაგრამ დიდი დოზით ანემიას იწვევს.

გამოყენება მედიცინაში

ასკორბინის მჟავას იყენებენ როგორც სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას ჩ-ავიტამინოზის დროს, ასკილის ნაყოფთან ერთად ნაღვლდენ საშუალებებსაც უნიშნავენ. ასკორბინის მჟავას პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით იყენებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადებები ჩნდება უკმარისობის შედეგად: სურავანდის პროფილაქტიკისთვის, ჰემოფილიის, სისხლდენის (ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან) დროს, სხივური დაავადების დროს, ინფექციური დაავადებების, ადისონის დაავადე­ბის, ღვიძლის დაავადებების დროს, ძვლის მოტეხილობის, სამრეწველო შხამებით მოწამვლისას, დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობე­ბისა და წყლულების დროს და ბევრ სხვა შემთხვევაში.
ბოლო ხანებში ასკილს იყენებენ, როგორც ანტისკლეროტიულ საშუალებას. არის ცნობები იმის შესახებ, რომ ასკორბინის მჟავის გავლე­ნით კორონარული ათეროსკლეროზის მქონე ავადმყოფებს უმცირდებათ ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში. ასკილს იყენებენ რო­გორც ნაღველსადენ საშუალებას ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

სამკურნალო პრეპარატები

ასკილის ნაყოფის ნაყენი: 1 ს.კ. (20 გრ.) ასკილის ნაყოფი დააქუცმაცეთ, მოათავსეთ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, დასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, ხშირად ურიეთ. 15 წთ.-ის შემდეგ გადადგით და დააყენეთ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ, მიიღეთ 1/4-1/2 ჩ.ჭ. 2-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ასკილის ფესვების ნახარში: 40 გრ. ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წთ., დააყე­ნეთ 5 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 200 მლ. 3-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში თირკმელში კენჭის დროს, ღვიძლის, ჰიპერტონიუ­ლი დაავადების, შარდის ბუშტის ანთების, დამბლის დროს. გაიკეთეთ აბაზანები პარეზის, ქვედა კიდურების დამბლის დროს. ასკი­ლის ყვავილების ფურცლების ნახარში: 100 გრ. ყვავილს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. გა­წურეთ, მიიღეთ 50 მლ. 2-3-ჯერ დღეში ჰიპოვიტამინოზის, გაცივებით გამოწვეული დაავადებების, საერთო სისუსტის დროს.
ასკილის თესლის ნახარში: 10 გრ. ფხვნილს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 50 მლ. 3-4-ჯერ დღეში თირკმელში კენჭის და ფაღარათის დროს.

უკუჩვენება

ხანგძლივი დროის განმავლობაში ასკორბინის დიდი დოზებით მიღება იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავების შეფერხებას, ამიტომ ასკორბინის მჟავის დიდი დოზის დანიშვნისას ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას უნდა აკონტრო­ლოთ შაქრის შემცველობა სისხლში. ასკორბინის მჟავის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი თვისება ასტიმულიროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქცია და ხელი შეუწყოს კორტიკოსტეროიდების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას, რომლებმაც გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ნახშირბადის ცვლა. ასკორბინის მჟავის მიღება რეკომენდებული არაა თრომბოფლები­ტის და თრომბის წარმოქმნისკენ მიდრეკილების დროს.

გავრცელების ადგილები
ასკილი გავრცელებულია მთიან ადგილებში, ტყისპირებზე, შეთხელებულ ტყეებში, ნაკადულების, მდინარეების ნაპირებზე, გზის პი­რებზე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბზინდა | Artemisia absinthium

აღწერა
abzinda+copy.jpg
აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიგრძით 1 მ.-ს აღწევს და მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო შე­ფერილობა აქვს. აბზინდა რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. ახასიათებს ძლიერი სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ღერო სწორმდგომი და ზედა ნაწილში დატოტვილია. ფესურა მოკლეა, დატოტვილი და ფესვით ბოლოვდება. ფესვთან განლაგებული ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები _ ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ხოლო ზედა ფოთლები ფრთისებრია. წვრილი, ყვითელი ყვავილები 2,5-3,5 მმ. დია­მეტრის ბურთისებრ კალათებს ქმნიან, რომლებიც თავის მხრივ საგველა ყვავილედებს ქმნის.
ყვავილობს ივლის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მცენარე კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს.

დამზადება

სამედიცინო მიზნებისთვის ფოთლებს და ყვავილიან კენწეროებს (ბალახს) იყენებენ. აბზინდას დამზადება ორ ეტაპად ხდება. ფეს­ვთან განლაგებულ ფოთლებს ყუნწების გარეშე ყვავილობამდე აგროვებენ. კენწეროებს ყვავილობის დროს კრეფენ _ 20-25სმ. სიგრძი­სას ჭრიან. მოკრეფის დრო თუ დაგვიანდა, ეს ყვავილების ყვითელი შეფერილობის დაკარგვას, მის გამუქებას გამოიწვევს. ნედლეული რომ არ გამუქდეს, მცენარეს თავისუფლად ალაგებენ კალათში და სწრაფად აშრობენ ჩრდილში _ სხვენზე ან საშრობში 40-500ჩ ტემპე­რატურაზე 3-5 სმ. ფენად გაშლილს. კარგად გამომშრალი ღეროები უნდა ტყდებოდეს. ნედლეულს ინახავენ მკვრივ ტომრებში ან ხის ჭურჭელში 2 წლის განმავლობაში.

ქიმიური შემადგენლობა

აბზინდას ბალახი შეიცავს ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ფლავონებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, ასევე მთრიმ­ლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას და კაროტინს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აბზინდას პრეპარტები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მო­ნელებას ასტიმულირებენ რა საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და აძლიერებენ რა ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვე­ნის გამოყოფას.

გამოყენება მედიცინაში

აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭრის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირი­დან.
აბზინდას ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი ძარღვებს დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს.

სამკურნალო პრეპარატები

აბზინდას ნაყენი მზადდება მცენარის გამხმარი და დაქუცმაცებული ბალახისგან 70%-იან სპირტზე, თანაფარდობით 1:5, დააყენეთ 7-14 დღის განმავლობაში. ნაყენი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახება და არ ფუჭდება. აბზინდას წყალზე ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 5 გრ. ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 20 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე. გამოიყენეთ გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, უძილობის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებების, სის­ხლნაკლებობის დროს. მუცლის ჭიების დროს ოყნა გაიკეთეთ, ჭრილობები და წყლულები მოიბანეთ. აბზინდას ნაყენს იყენებენ ასევე თვალებზე საფენების სახით. ნაყენი შეინახეთ ცივ ადგილას 2-3 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა. მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 1-2 თვის შემდეგ. 
აბზინდას ბალახის ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 ჩ.კ. ბალახი 200 მლ. წყალზე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღისა. და­აყენეთ 20 წთ., გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარ საათით ადრე.
აბზინდას და სალაბის ფოთლების ნახარში: აიღეთ თანაბარი წონითი რაოდენობით აბზინდას და სალაბის ფოთოლი. 20 გრ. ნედლე­ულს დაასხით 400 მლ. წყალი და ადუღეთ 30 წთ.-ის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 2-3 საათში ერთხელ ჭვალის დროს. 
მოიშორებთ მეჭეჭებს, თუ ყოველდღე აბზინდას მაგარ ნაყენს ან ნახარშს წაისვამთ.
აბზინდას და ბეგქონდარას ნახარში: შეურიეთ აბზინდას და ბეგქონდარას ბალახი (1:4). 15 გრ. ნედლეულს დაასხით 300 მლ. წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წთ.-ის განმავლობაში, დააყენეთ 30 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2-3 თვე (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ!).
ახლადმოწყვეტილი აბზინდას წვენით მოიბანეთ ჩირქოვანი ჭრილობები და წყლულები, რომლებიც დიდხანს არ ხორცდება. თვალე­ბის ანთებისას აბზინდას წვენის კომპრესი გაიკეთეთ.
მიიღეთ აბზინდას ბალახის ფხვნილი 0,2-0,5 გრ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ან ჭამის დროს ღვიძლის დაავადებებისას.
აბზინდას მალამო: 10 გრ. აბზინდას შესქელებული ექსტრაქტი შეურიეთ 100 გრ. მცენარეულ ზეთს ან ღორის ქონს. წაისვით ჭრილო­ბებზე, წყლულებზე, მოყინულ ადგილებზე, დამწვრობებზე.

უკუჩვენება

ფეხმძიმობა, მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ.
აბზინდას პრეპარატებს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყენებენ, რადგან ვადის გაგრძელება უარყოფით მოქმედებას იწვევს. აბზინ­დას დიდი რაოდენობა იწვევს პირღებინებას, მოქმედებს არტერიულ წნევაზე (მცირე რაოდენობით _ ამაღლებს, დიდი რაოდენობით ადაბლებს). მცენარე შხამიანია! აბზინდას პრეპარატების მიღებისას დაიცავით მკურნალობის ვადები და მიღების წესები.
აბზინდა მიიღეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გავრცელების ადგილები

საქართველოში აბზინდა გავხვდება სვანეთში, სამეგრელოში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში, ჯავახეთ­ში, მესხეთში.
იზრდება როგორც სარეველა გზების პირას, საძოვრებზე, მშრალ მთიან ადგილებში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასისთავა | Centaurium minus


asistava+copy.jpg

აღწერა 
ასისთავა ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა ნაღველასებრთა ოჯახისა, სიმაღლით 10-50 სმ-ს აღწევს. ფესვები წვრილი, მცირე ზომის, სუსტად განვითარებული აქვს. ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, ზედა ნაწილ­ში დატოტვილი, ზევით მიმართული ტოტებით. ღეროს ფოთლები ერთიმანეთის პირისპირაა განლაგებუ­ლი და ლანცეტაა, სიგრძით 3 სმ-ს აღწევს. ღეროს ძირში ფოთლები წაგრძელებულ-უკუკვერცხისებრია. ყვა­ვილები მუქი ვარდისფერია და ქოლგისებრ-საგველა თანაყვავილედებს ქმნიან. ყვავილობს ივნის-სექტემბერ­ში.

დამზადება

სამკურნალო ნედლეულის სახით ასისთავას ყვავილობის დროს აგროვებენ მანამ, სანამ ღეროს ძირში განლაგებული ფოთლები შენარ­ჩუნებულია: ივლის-აგვისტოში. ბალახს დანით ჭრიან ღეროს ძირში განლაგებული ფოთლების ზევით. მცენარეს ფესვიანად არ გლე­ჯენ. აშრობენ საშრობში 40-500ჩ ტემპერატურაზე ან სხვენზე, ბალახს ქაღალდზე ან ნაჭერზე თხელ ფენად შლიან, ისე რომ ყველა ყვავი­ლედი ერთ მხარეს იყოს მიმართული. კონად შეკრული ბალახის გაშრობა არ შეიძლება, რადგან ეს ნედლეულის ლპობას იწვევს.

ქიმიური შემადგენლობა

მცენარე შეიცავს მწარე გლიკოზიდებს, 0,6-1% ალკალოიდებს, ბალახში აღმოჩენილია ვიტამინი ჩ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ასისთავას პრეპარატები აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, გააჩნია საფაღარათო და ჭიის საწინააღმდეგო თვისებები.

გამოყენება მედიცინაში

ასისთავას ბალახის ნაყენს და ნახარშს იყენებენ როგორც მადის მომგვრელ საშუალებას. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ბალახში შემავალ გენციოპიქტინს ჭიების გამომდენი თვისება გააჩნია.
ასისთავას იყენებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. იყენებენ მადისაღმძვრელ საშუალებად დისპეფსიის და კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს. სხვა მცენარეებთან ერთად ასისთავას იყენებენ ქრონიკული ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლის დაავადებების დროს.

სამკურნალო პრეპარატები

ასისთავას ბალახის ნაყენი: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღრე წყალი, თბლად შეფუთეთ და დააყენეთ 0,5 სთ., გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 0,5 სთ.-ით ადრე.
ასისთავას ბალახის ნახარში: 2 ს.კ. ბალახს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე წყლის აბაზანაში 15 წთ.-ის განმავლობა­ში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ. 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 0,5 სთ.-ით ადრე. გამოიყენე­ბა კუჭ-ნაწლავის სხვადახვა დაავადებისას: კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს, დიზენტერიის, დისპეფსიის, მეტეორიზმის, ძმარვის, პირღებინების დროს, ასევე ფილტვების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, თირკმელების დაავადების დროს.
ასისთავას ბალახის სპირტზე ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 20 გრ. დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, გაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წთ.-ით ადრე.

გავრცელების ადგილები

საქართველოში ასისთავა ხარობს რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში, მთიულეთში, გარე კახეთში, აჭარა-გურიაში, ქართლში და თრიალეთში.
ასისთავა ძირითადად იზრდება მდელობებზე, ტყისპირებში. უფრო სამხრეთით გავრცელებულია ჭაობების, ტბების, არხების პირას.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასფურცელა | Tanacetum vulgare

asfurcela+copy.jpg
აღწერა
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა, სიმაღლით 1,5 მ-ს აღწევს. ფესურა ჰო­რიზონტალური და მხოხავია. ღეროები მრავალრიცხოვანია, სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ორმაგფრთისებრდანაკვთულია, წაგრძელებული, დაკბილული, ბოლოში წაწვეტებული. ზედა ფოთლები მჯდომარეა, ქვედა გრძელყუნწიანი, ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული.
ყვავილები წვრილი, ყვითელი, ორსქესიანია და 10-70 ცალი რაოდენობით ფარისებრ თანაყვავილედებადაა შეკრებილი, ნაყოფი _ წაგრძელებული, წიბოებიანი თესლია. ყვავის ივლის-სექტემბერში, ნაყოფი აგვისტო-ოქტომბერში მწიფდება.

დამზადება
სამკურნალოდ ასფურცელას თანაყვავილედებს იყენებენ. მათ ყვავილობის დროს აგროვებენ. ყვავილედებს 2 სმ.-ის სიგრძეზე ჭრიან, აშრობენ ჩრდილში 250ჩ ტემპერატურაზე. ინახავენ 1 წლის განმავლობაში.
მცენარე შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მოწამვლა გმოიწვიონ, ამიტომ მათი მოხმარება შეზღუდული რაოდე­ნობით უნდა მოხდეს.

ქიმიური შემადგენლობა

ასფურცელა შეიცავს ეთერზეთს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ტანაცე­ტინს, ფისებს, შაქარს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ვიტამინ ჩ-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გააჩნია ნაღველსადენი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ოფლმდენი, ჭიის საწინააღმდეგო, შემკვრელი, ციებ-ცხელების სა­წინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას.

გამოყენება მედიცინაში

იყენებენ ღვიძლის დაავადებების (ლამბლიოზი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი) და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესების, შარდის ბუშტის ანთების, კუჭისა და თორმეტგო­ჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებს დროს. იყენებენ შაკიკის, თავის ტკივილის, სახსრების ტეხვის, ასევე მალარიის დროს, მადის მო­სამატებლად.
გარეგანად იყენებენ კომპრესების და აბაზანების სახით ჭრილობების, წყლულების, ნიკრისის ქარის და სახსრების ანთების დროს.

სამკურნალო პრეპარატები
ასფურცელას ბალახის ნაყენი: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ასკარიდის, ჰიპაციდური გასტრიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ნერ­ვული აღგზნების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების (კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის ფონზე) დროს. მოიბანეთ დაჩირქებული ჭრილობები.
ასფურცელას თესლის ნაყენი: 5 გრ. თესლს დაასხით 100 მლ. 600ჩ ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 3 საათის განმავლობაში. გამოიყე­ნეთ ოყნისთვის კუდმახვილას დროს 7-8 დღის განმავლობაში.
ასფურცელას ყვავილის ნაყენი: 5 გრ. ყვავილს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. უფრო მაგარი ნაყენი (20:200) მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ.-ით ადრე გასტრიტის, კოლიტის, ჰიპერტონიული დაავადების, ჭიების დროს.
ასფურცელას ბალახის ნახარში: 1 ს.კ. ბალახს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წთ., გაწურეთ. მიიღეთ თბი­ლი 100 გრ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ კოლიტის, გასტრიტის, ჰიპოტონიური დაავადების დროს. მოიბანეთ ძველი ჭრილობები, წყლუ­ლები, გაიკეთეთ კომპრესები ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ამოვარდნილობის, კონტუზიების დროს.
ასფურცელას ყვავილების ნახარში: 400 მლ. ადუღებულ რძეს დაამატეთ 20 გრ. ასფურცელას ყვავილი, 2-3 კბილი ნიორი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-10 წთ. გაწურეთ. გამოიყენეთ ოყნისთვის ჭიების დროს.
მიიღეთ ასფურცელას ყვავილის ფხვნილი 3 გრ. 2-3-ჯერ დღეში თაფლთან ან შაქრის სიროფთან ერთად ჭიების საწინააღმდეგოდ.

უკუჩვენება

ფეხმძიმობა:

პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.

მცირეწლოვანება:

ასფურცელას პრეპარატების მიღება ექიმის რეკომენდაციით და მიღების წესებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვით უნდა მოხდეს.

გავრცელების ადგილები

გავრცელებულია ბუჩქნარებში, მდელობებზე, გზის პირებზე, ტყეებში და ტყისპირებში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

საჭირო და საინტერესო სტატიებია...

ამ ყველაფერში რომ ერკვეოდეს კაცი, არც აფთიაქი დაჭირდება და არც ახლად მოგონილი რეცეპტები.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დასტურ დასტურ, საინტერესო ინფორმაციებია


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

ნამდვილად კარგი ინფოა ... ხალხური მედიცინა ძველ დროში სავარაუდოდ მთლიანად ამ ბალახეულობების სწორად მოხმარებაზე იდგა , ამიტომ ელემენტრული ცოდნაც კი ჩემი აზრით მონადირისათვის სასარგებლო იქნება :)))



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ისე რამდენი რამე კიდე ბუნებაში ალბათ ჯერ შეუცნობელი და გამოიკვლეველი...

ისეა შექმნილი ყველაფერი, რომ სავარაუდოდ ყველა დაავადების მკურნალობა იქნება შესაძლებელი მცენარეული პრეპარატებით!



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

აბილილი       Ipomoea Violacea

ქართლაბელინა; ქიზიყლილიფარა; გარე კახდილის ყვავილი; მესხ., ქართლ., ზმიმერდილის ვარდი; იმერდუდუკის ყვავილი; რაჭლილიფერა; ინგ. დილფარ;ჩუბშეხვეულის ბალახი; მეგრჯღაში ვარდი.

image004.jpg

(Ipomoea), Tlitlitzin (აცტეკურად),Morning Glory (ინგლ.), ხვიარა ან გართხმული ბალახოვანი მცენარეებისა და ბუჩქებისაგვარიხვართქლასებრთა ოჯახისაგვხვდება უმთავრესად ტროპიკებშიაქვს ფურცლებშეზრდილი ყვავილებირომლებიც ჩვეულებრივღამით იხურება.

ცნობილია 500-მდე სახეობაზოგ სახეობას (Ipomoea purpurea) აშენებენ ბაღებსა და პარკებშიროგორც დეკორატიულ მცენარეს.საქართველოში ფართოდაა გავრცელებულიიხმარებოდა ძველ ქართულ მედიცინაშიმის ფესვებსა და თესლებში არისფსიქოაქტიური და ჰალუცინოგენური ნივთიერებებირომლებიც ჩვეულებრივმავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის დაიწვევენ ვიზუალურ და გრძნობით ეფექტებსსწორედ ამ ეფექტების გამო იყენებდნენ მას შამანებიმის გამოყენებას ჯერ კიდევმეთექვსმეტე საუკუნეში მიაქციეს ყურადღება ესპანელმა მემატიანეებმა.



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

აბუსალათინი Ricinus communis.

 

 

ქართლზეთის ლობიოქიზიყტკიპა-ლობიოიმერგენაგერჩაგი; გურჯულაბი; აჭაბუსხველათი.   

 

         

image006.jpgზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისააქვს სწორმდგომიდატოტვილი ღრუ ღეროფოთოლი - თათისებრ დაყოფილი,დაკბილულკიდეებიანიმტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზისნაყოფი სამბუდიანი კოლოფიაზოფჯერ ქაცვითდაფარულიაბუსალათინის თესლის გული შეიცავს ცხიმოვან ზეთსთესლსა და კოპტონში არის შხამიანი ნივთიერება რიცინი.აბუსალათინის ზეთს იყენებენ ტექნიკაშიმედიცინაში,(ცნობილი აბუსალათინის ზეთის გარეშე წარმოუდგენელი იყო ნებისმიერინორმალური აფთიაქი), ლაქ-საღებავებისა და ქიმიურ მრეწველობაშიაბუსალათინის კოპტონი შეიცავს აზოტსფოსფორმჟავას,იყენებენ სასუქადაბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ზომიერი ჰავის ქვეყნებში ერთწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ,სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი - მრავალწლოვანიაბუსალათინის სამშობლოა აფრიკასაქართველოშიგავრცელებული იყო ყარაიაშიამჟამად არ მოჰყავთ.  



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

 აგავა                Agave

 

 

image008.jpgმცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა (ზოგი მეცნიერი აკუთვნებს აგავასებრთა ოჯახს). აქვს მოკლე ღერო დაროზეტისებრად შეკრული დიდიხორციანიზოგიერთ სახეობას ეკლიანი და ჭრელი ფოთლებიყვავის ერთხელ, 6-15 წლის ასაკში,მაისიდან აგვისტომდეეზრდება 10-12  სიმაღლის ყვავილედის ყუნწი და უხვად გამოაქვს ყვავილითუმცა სიცოცხლეში მხოლოდერთხელნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო კვდებაცნობილია აგავის სამასამდე სახეობა.ველურად ხარობს მექსიკაშიმეტწილად გავრცელებულია ამერიკული აგავა (Agave americana), რომელიც გაშენებულია ყირიმისადა შავი ზღვის სანაპიროს პარკებშიაგავის ბევრი სახეობის ფოთლებისაგან იღებენ ბოჭკოს (სიზალიგენეკენი და სხვადაამზადებენ თოკებსჯაგრისებსა და უხეშ ქსოვილსნარჩენებისაგან მზადდება შესაფუთი ქაღალდიაგავის შაქრიანი წვენისაგანალკოჰოლიან სასმელებსმაგალითადპულკესაყენებენსამკურნალოდ გამოიყენება აგავას ფოთლებისაგან მიღებული წვენი,რომლებიც თვისებებით ალოეს ჩამოგავსწვენს ღებულობენ დაქუცმაცებული ფოთლების გამოწურვითშეიცავს ვიტამინებს,ფიტოცინდებსსაპონინებსაქვს ანთებისსაწინააღმდეგოანტისეპტიკურიტკივილგამაყუჩებელიშარდმდენიამოსახველებელი და სხვდანიშნულებაგამოიყენებაშინაგანად და გარეგანადაცმისი ერთი სახეობა (Аgave attenuataგამოიყენება ჰომეოპატიაში.



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

აკაცია Acacia

 

image016.jpgმცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ქვეოჯახისაუმეტესად ეკლიანი ხეებიაგვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა დასუბტროპიკებშიცნობილია 750-მდე სახეობამათგან ნახევარზე მეტი გავრცელებულია ავსტრალიაში (იქ აკაცია ეროვნულიემბლემაა), ნაწილი კი - აფრიკასა და ამერიკაშისაქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილია ლეგა აკაცია (Acacia dealbata), აბანოზის აკაცია (Acacia melanoxylon) და სხვა.

აკაცია იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკაავსტრალიადა ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთიმადაგასკარი).წყვილფრთისებრ-რთული ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებულიმრავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს)ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწიფილოდიუმიასრულებსსხვა სახეობებს აქვს ეკლებად გარდაქმნილი თანაფოთლებიაკაციის წვრილ-წვრილითეთრიმოყვითალო ანნარინჯისფერი ყვავილები საგველად ან მტევნად არის შეკრებილინაყოფი პარკიააკაციასროგორც სწრაფმზარდ მცენარესრგავენ ფერდობების გატყიანებისა დაქალაქების გამწვანებისათვის, მის მერქანს კი იყენებენ ავეჯის წარმოებაშისენეგალური აკაციასგან (Acacia senegal) იღებენ გუმიარაბიკს.

ცნობილია აგრეთვე აბრეშუმა აკაცია (ალბიციის გვარის ხე), თეთრი ანუ ცრუაკაცია (რობინიის გვარისადა ყვითელი აკაცია (უძრახელას გვარის ბუჩქი). ქიმიური შედგენილობა დამატებით შესწავლას მოითხოვს. მცენარე გამოირჩევა თაფლოვნობითხალხური მედიცინა იყენებს მის ქერქსრომლის ცხელ ნაყენს კუჭისმჟავიანობის აწევისას სვამენყვავილების ნაყენი ხალხურ მედიცინაში იხმარება სიცხისდამწევ და ამოსახველებელ საშუალებად.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ანწლი Sambucus ebulus L

 

 

 

image034.jpgყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითლი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში ორი - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

სამკურნალოდ გამოიყენება: ფესვი, ნაყოფი, ყვავილი, ფოთოლი, ყლორტი. ფესვი შეიცავს: მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონს; ნაყოფი-ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, პექტინს, შემფერ ნივთიერებას, ამიგდალინს, ვიტამინ C-ს; ყვავილი -სახაროზას, ეთერზეთებს, გლიკოზიდს. ანწლს გააჩნია ბიოლოგიური აქტივობა. არის შარდმდენი, ოფლმდენი, დიაბეტსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ამოსახველებელი საშუალება. ხალხურ მედიცინაში მისგან დამზადებულ ჯემს იყენებენ ტუბერკულოზისა და ბუასილის სამკურნალოდ. ფესვების ნახარშს - თერკმლების დაავადებისას; ყვავილების ნახარშს - გაძნელებული შარდვისას; ფოთლების ნახარშს - ნაწლავების კოლიტისას. ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების კატარის, ნევრალგიის, რევმატიზმის, ჭინჭრის დაავადების, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესო ინფოებია...







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?